28 თებერვალი, პარასკევი, 2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პასუხი პეტერ ფიშერის განცხადებაზე

spot_imgspot_img

26 თებერვალს საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა: გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა, მათ შორის, სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებშისაქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გამო“.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, უცვლელი რჩება გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თითქმის 1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება, ასევე, ჯერჯერობით, ცვლილება არ შეეხება სტიპენდიის პროგრამებს, მათ შორის, DAAD-ის პროგრამას.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ასე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:

„მსურს აღვნიშნო, რომ პეტერ ფიშერის განცხადება არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სასტიპენდიო პროგრამებზე.

აღნიშნული განცხადება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ორი უწყების – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობას, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაო.

რეალურად, გერმანიის ელჩი ეყრდნობა განათლებისა და კვლევების ფედერალური მინისტრის წერილს, რომელიც 20 თებერვლით თარიღდება. საგულისხმოა წერილის თარიღიც.

ჩვენთვის, გარკვეულწილად მოულოდნელიც კი არის, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა მინისტრმა, თავის ბოლო სამუშაო დღეს, გამონახა დრო და ჯერ კიდევ არდაწყებული სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერების შესახებ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც დღეს ელჩმა გააჟღერა.

აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ მინისტრს სურვილი ჰქონდა, ახლად არჩეული მთავრობისთვის ბუნდოვანი მემკვიდრეობა დაეტოვებინა და ორი ქვეყნის ურთიერთობებში დისონანსი შემოეტანა.

კიდევ ერთხელ მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქამდე არსებულ და მიმდინარე არც ერთ პროექტს საფრთხე არ ემუქრება, მათ შორის, არც DAAD-ის პროგრამას“.

spot_img

მკითხველთა კლუბი

წიგ­ნი, რო­მე­ლიც ეძღ­ვ­ნე­ბა წიგ­ნებს

მაკა ლდოკონენი     რას იტყო­დით ისეთ წიგ­ნ­ზე, რო­მელ­შიც ერ­თად იქ­ნე­ბო­და თავ­მოყ­რი­ლი ამ­ბე­ბი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ, ამ წიგ­ნე­ბის და­წე­რი­სა და გა­მო­ცე­მის თავ­გა­და­სა­ვალ­საც მი­ა­დევ­ნებ­დით თვალს,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

სა­ხე­ლის გა­დარ­ჩე­ნა ტრა­დი­ცი­ებ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში

გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სი - „გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვ­დი­ლის ქრო­ნი­კა“ ის­მა­ილ კა­და­რე - „გახ­ლე­ჩი­ლი აპ­რი­ლი“   სიკ­ვ­დი­ლი შემ­ზა­რა­ვი გარ­და­უ­ვა­ლო­ბაა, მაგ­რამ ასე არ ფიქ­რობ მა­შინ, რო­ცა საქ­მე ტრა­დი­ცი­ე­ბით გან­საზღ­ვ­რულ სიკ­ვ­დილ­ზე მიდ­გე­ბა,...

უმაღლესი განათლება

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი

შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი (ბუსსს ანრი), 20 წელიწადზე მეტია, ემსახურება საზღვაო განათლებას და მეზღვაურთა წვრთნას. სასწავლებელი, ეფუძნება რა პროფესიული განათლების, ასევე მეზღვაურთა...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები