2025 წლის 12-13-14 აპრილს, ბათუმში, ჩატარდება მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენცია თემაზე – „ქართული მარტო ენაა?! ქართული ქართველთ რწმენაა! ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა! – იმოდენაა!“
კონფერენციის მიზანია: ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი სკოლების და სექტორების მოსწავლეების ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში; აამაღლოს ქართული ენის სწავლების მოტივაცია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდა თაობაში; გააცნოს და დაამეგობროს ერთმანეთთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ბავშვები.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-X-XI-XII კლასების მოსწავლეებს
მოსწავლეების მიერ კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები უნდა ეხებოდეს:
⇒ ქართული ენის ისტორიას;
⇒ ქართულ ენას და ლიტერატურას, როგორც ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს;
⇒ ქართული მწერლობის ნიმუშის ანალიზს (მოსწავლის მიერ შერჩეული ლიტერატურული ნაწარმოების მკითხველის დღიური);
⇒ მოსწავლეების მიერ გაკეთებული თარგმანები (მშობლიური ენიდან ქართულად და პირიქით);
⇒ ქართულ ენაზე შექმნილი მცირე ზომის პროზაული თუ პოეტური ნაწარმოები.
კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლები წარმოადგენენ თემებს ან მასტერკლასებს ქართული ენისა და მხატვრული ლიტერატურის სწავლების საინტერესო ასპექტებზე, გაგვიზიარებენ სწავლა–სწავლების საუკეთესო პრაქტიკას.
∨ მოსწავლეებისთვის, კონფერენციის დღეებში, გათვალისწინებულია გასართობი, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები.
∨ კონფერენციის მონაწილეების განთავსებაზე პასუხისმგებელი არიან ორგანიზატორები.
∨ ტარდება ბათუმის სკოლა ევრო-2000 ის მთარგმნელთა კლუბის ორგანიზებით.
სარეგისტრაციო ფორმა დაიდება თებერვლის დასაწყისში სკოლის ფბგვერდზესკოლა ევრო-2000/School Euro-2000
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 64 01 52