23 იანვარი, ხუთშაბათი, 2025

KIU-ში საჯარო ლექცია – „ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ანგარიშგებასა და განათლებაში‘‘ გაიმართა

spot_img

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) ბუღალტრული აღრიცხვისა და კონტროლის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა იოხენ ციმერმანმა წაიკითხა საჯარო ლექცია – „ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ანგარიშგებასა და განათლებაში‘‘.

საჯარო ლექცია KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა. რექტორმა სტუდენტებსა და თანამშრომლებს პროფესორი იოხენ ციმერმანი წარუდგინა. მან გერმანელ პროფესორს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანულ მხარესთან, სამომავლოდ, კიდევ არაერთი საინტერესო, ერთობლივი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

საჯარო ლექციის მიზანს წარმოადგენდა მენეჯმენტის სფეროში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებისა და მექანიზმების სწორად გამოყენების საერთაშორისო მეთოდების გაზიარება, რომლებიც ორგანიზაციების მართვის ეფექტურობისა და პროდუქტიულობის ზრდას მაქსიმალურად უწყობენ ხელს.

ლექციის შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც KIU-ს სტუდენტებსა და თანამშრომლებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები