21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

სასტიპენდიო პროგრამა მომავალი მასწავლებლებისთვის – რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტების განათლებაში ჩადებული ინვესტიცია

spot_img

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, უკვე 4 წელია, ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამას „მომავალი პედაგოგი“, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს და წაახალისოს ისეთი წარმატებული და მაღალი მოსწრების სტუდენტები, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან.

პროექტის იდეა ფონდს და მის დირექტორს, ბატონ ზურაბ კერვალიშვილს ეკუთვნის, რომელმაც პანდემიის დროს, განათლების სისტემისთვის, ალბათ, ერთ-ერთ რთულ პერიოდში, გადაწყვიტა, რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტები წაეხალისებინა და სტიპენდია დაეწესებინა პედაგოგიური ფაკულტეტის იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც განსაკუთრებული სწავლითა და მონდომებით გამოირჩევიან და საუკეთესო მოსწრება აქვთ.

სწორედ ამ იდეის განხორციელების მიზნით, თავდაპირველად, მომავალი პედაგოგების წახალისების პროექტში სამი რეგიონული უნივერსიტეტი (გორის, თელავისა და სამცხე-ჯავახეთის) ჩაერთო. ოთხი წლის განმავლობაში პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობა გაიზარდა (მათ რიცხვს შემოემატა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახ. უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახ. ქუთაისის სახელწიფო უნივერსიტეტი) და დღეს გპფ შვიდ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. ფონდს, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, 10-10 წარმატებული და გამორჩეული სტიპენდიანტი ჰყავს.

თითოეული სტიპენდიანტის წარმატების ისტორია თავისებურად საინტერესო და შთამბეჭდავია. წარმატებულ სწავლასთან ერთად, ისინი არიან არანაკლებ წარმატებულიოეტები, მწერლები, სტუდენტები მაღალმთიანი რეგიონებიდან და ეთნიკურად არაქართველები, რომლებმაც ქართული ენის პედაგოგობა გადაწყვიტეს, ასევე, იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები ოკუპირებული რეგიონებიდან და სხვა.

ფონდის სტიპენდიანტების ნაწილმა უკვე დაასრულა საბაკალავრო პროგრამა. ბევრი მათგანი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა,აწილი კვლავ აგრძელებს სწავლას და როგორც თავად ამბობენ, ფონდის სტიპენდიანტობა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და მოტივაციასთან ერთად, გარკვეული გამოწვევაა, რომ იმედები გაამართლონ და საკუთარი მიღწევებით სხვასაც მაგალითი მისცენ.

ფონდის ერთ-ერთი პირველი სტიპენდიანტი მარიამ დინგიშვილი იხსენებს, რომ მისთვის განსაკუთრებული პატივი იყო ფონდის სტიპენდიის 3 წლის განმავლობაში შენარჩუნება. თითოეული სემესტრის წარმატებით დახურვა მას ისევ ახალი გამოწვევის წინაშე აყენებდა – მეტად მოენდომებინა შემდეგ სემესტრში, სახელმწიფო სტიპენდიაც არ დაეკარგა და გპფ-ს სტიპენდიანტთა რიგებშიც ყოფილიყო. წელს მარიამმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა და მალე პედაგოგიურ საქმიანობასაც დაიწყებს.

ბარბარე გალიბინა ორიოდე წლის წინ შეუერთდა ფონდის სტიპენდიანტთა რიცხვს. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტისთვის მარტივი არ იყო, რვა შვილის დედობა და  სწავლა ერთმანეთისთვის შეეთავსებინა, თუმცა დღეს იგი უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულია და საყვარელ საქმიანობასაც აგრძელებს.იიჩნევს, რომ სტუდენტობამ მთლიანად შეცვალა მისი დამოკიდებულება განათლებისადმი და სტიპენდიანტის სტატუსმა მოტივაცია მისცა, პირველი რიგში, საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ შეუძლებელი არაფერია, სწავლის დაწყება, საყვარელი საქმის კეთება და განათლებულ თაობაზე ზრუნვა არასდროსაა გვიან. დღეს ბარბარე სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ სკოლაში საქმიანობს.

„თავდაპირველად, როდესაც ფონდმა სასტიპენდიო პროგრამაზე დაიწყო მუშაობა, 30 სტიპენდიანტი გვყავდა გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებიდან, დღეს კი მათი რიცხვი 100-ს აჭარბებს. სტიპენდიანტების არჩევის პროცესი უნივერსიტეტებს მივანდეთ და ჩვენი მხრიდან მხოლოდ მათი მოსწრების მონიტორინგი ხდება. ბუნებრივია, გვაინტერესებს როგორ სწავლობენ ჩვენი ახალგაზრდები, რამდენად არიან ჩართულები სამეცნიერო საქმიანობაში, როგორ აქტიურობენ და, რაც მთავარია, სწავლის დასრულების შემდეგ რამდენად საქმდებიან პროფესიით. ამასაც ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რადგან მთავარი მიზანიც ხომ სწორედ ესაა – ფონდის დამფუძნებლის მიერ გამოყოფილი რესურსი სწორად მოხმარდეს განათლების სისტემაში უკეთესი კადრების მოზიდვას, განათლებული და წარმატებული პედაგოგის ჩამოყალიბებას. ფონდის სურვილია, დაფინანსებული პროექტები ერთ მთავარ მიზანს მომხარდეს – გვყავდეს განათლებული, განვითარებაზე ორიენტირებული, მოტივირებული, თანამდეროვე ცოდნითა და მოქალაქეობრივი ღირებულებებით აღჭურვილი მასწავლებელი და მათ მიერ აღზრდილი ერუდირებული, მცოდნე, ქვეყნის მოყვარული, ბედნიერი და თავისუფალი მომავალი თაობა. ვფიქრობ, ჩვენი სტიპენდიანტები, რომლებიც ახლა იწყებენ მასწავლებლობას, ნამდვილი საჩუქარი იქნება ნებისმიერი სკოლისთვის!“ – ამბობს ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი.

ფონდის საქმიანობა რეგიონულ უნივერსიტეტებთან მხოლოდ სასტიპენდიო პროგრამით არ შემოიფარგლება. სტიპენდიანტები ჩართულები არიან ფონდის მიერ დაფინანსებულ არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტში: სწავლობენ დებატების ხელოვნებას (პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისათვის“, რომელიც უკვე მომავალ მასწავლებლებსაც აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ დებატებისა და მსჯელობის კულტურას); ეუფლებიან პედაგოგისთვის მნიშვნელოვან სოციალურ-ემოციურ უნარებს – პროექტი „სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება“ ფონდის პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით  ხორციელდება; სტიპენდიანტები ასევე მონაწილეობენ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულის კლუბის წევრების მიერ ორგანიზებულ ვორქშოფებსა და მასტერკლასებში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროექტსა და აქტივობას თუ ერთიანობაში შევხედავთ, ნათელია, რომ ფონდისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზება, დაფასება, დარგში ახალი და უკეთესი კადრის შემოყვანა; მოქმედი და მომავალი პედაგოგების თანამედროვე ცოდნითა და უნარ-ჩვევევით აღჭურვა და, საერთო ჯამში, სკოლის კიდევ უფრო გაძლიერება.

„ჩვენს უნივერსიტეტში ფონდის სტიპენდიანტობა დღეს გამორჩეულ სტუდენტობასთან ასოცირდება და ეს მხოლოდ სტატუსი არ არის, ერთგვარი ფინანსური უზრუნველყოფაცაა სტუდენტისთის, თუნდაც იმისთვის, რომ გადაადგილდნენ სოფლიდან უნივერსიტეტამდე. თუმცა, პირველ რიგში, სტუდენტებისთვის ეს მაინც მათ დამსახურებებთან ასოცირდება, რაც მხოლოდ უდიდესი შრომისა და სწავლის შედეგია. ფონდის სასტიპენდიო პროგრამამ ბევრი რამ შეცვლა უნივერსიტეტში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში – არაერთი სტუდენტი ცდილობს, ფაკულტეტი შეიცვალოს და პედაგოგი გახდეს. მეტიც, არ დატოვოს ქალაქი, რეგიონი და პედაგოგის პროფესიას ჩვენთან დაეუფლოს,“ – ამბობს აწსუს განათლების დეკანი მამული ბუჭუხიშვილი.

დღეისათვის, ფონდის მიერ სასტიპენდიო პროგრამაზე დახარჯულია 320 000 ლარი, ხოლო მთლიანად განათლებაში ჩადებული ინვესტიცია 4 მილიონს აჭარბებს. გპფ-ს მიერ დაფინანსებული პროექტების რაოდენობა 35-ზე მეტია. გრანტიორების მიერ განხორციელებული და ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მთავარი სამიზნე კი განათლებული პედაგოგია, რაც ფონდის უმთავრეს მიზანთან პირდაპირ კავშირშია – მაქსიმალურად შეუწყოს ხელი განათლების დონის გაუმჯობესებას ქვეყანაში, გვყავდეს აღიარებული და მისაბაძი პედაგოგები და, რაც მთავარია, არსებული სისტემა უკეთესი მიმართულებით შეიცვალოს. ამ მიზნის მისაღწევად კი ფონდი  არ ზოგავს ძალისხმევას, სხვა პარტნიორებთან, ინსტიტუციებთან, დონორებთან და ორგანიზაციებთან ერთად, დააფინანსოს საგანმანათლებლო პროექტები, თავისი წილი სასიკეთო საქმე აკეთოს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები