14 დეკემბერი, შაბათი, 2024

გამოცდები გრძელდება

spot_img

დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდა მიმდინარეობს. 17 ივლისს, პირველ და მეორე სესიაზე, მაგისტრანტობის მსურველები წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის გამოცდას აბარებენ. 18 ივლისს, ასევე ორ სესიად,ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის გამოცდას.

გუშინ, 16 ივლისს, აბიტურიენტები ისტორიის (პირველი სესია) და ქიმიის (მეორე სესია) ტესტირება ჩაუტარდათ, ხოლო მასწავლებლის გამოცდის მონაწილეები – მათემატიკასა და სამოქალაქო განათლების გამოცდას აბარებდნენ.

ისტორიის გამოცდაზე 91%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა, ხოლო ქიმიის გამოცდაზე – 92%-ზე მეტი. დაიგვიანა ექვსმა გამოსაცდელმა.

მასწავლებლის გამოცდის მონაწილეების 82%-ზე მეტი გამოცხადდა მათემატიკის გამოცდაზე, ხოლო სამოქალაქო განათლების გამოცდაზე – 81%-ზე მეტი აპლიკანტი. აბიტურიენტებისგან განსხვავებით, დაგვიანების არც ერთი შემთხვევა არ იყო.

გუშინ გამოცდების მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი თელავის საგამოცდო ცენტრში დააკვირდა.

39-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის თანამშრომლები გასულ წელს დამკვიდრებულ ტრადიციას აგრძელებენ – 2024 წელსაც ჩაცმის საკუთარი ეტიკეტი აქვთ. პოზიტიური განწყობის შექმნის მიზნით, რეგისტრატორებიც და ადმინისტრაციის წევრებიც, გამოსაცდელებს ერთნაირი ფერის სამოსში გამოწყობილები ხვდებიან. გუშინ – თეთრი, დღეისათვის კი წითელი ფერის ტანსაცმლის ჩაცმა გადაწყვიტეს.

რა ფერებში დახვდებიან ხვალ გამოსაცდელებს, ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.

17 ივლისს აბიტურიენტები დაისვენებენ და 18-ში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით განახლდება ერთიანი ეროვნული გამოცდები.

მასწავლებლებს ორი დღე აქვთ დასასვენებლად, 19 ივლისს, პირველ სესიაზე, უცხოური ენის და ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის) წერით ნაწილს ჩააბარებენ, ასევე, სპორტის გამოცდას; იმავე დღეს, მეორე სესიაზე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (კომპიუტერული ტექნოლოგიები) წერით ნაწილს, პრაქტიკულ ნაწილს კი – 21 ივლისს, ორ სესიად, ჩააბარებენ.

გისურვებთ წარმატებას!

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები