21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

სკოლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ნუსხა 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში

spot_img

გთავაზობთ, შპს „ახალ განათლებასა“ და სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის პედაგოგ მაია გაწერელიასთან გაფორმებული მორანდუმის ფარგლებში, სკოლის/თემის ინტერესებიდან გამომდინარე, მომზადებულ მასალას, რომელიც ასახავს სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში განხორციელებულ აქტივობებს.

სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მიერ მიერ განხორციელებული ღონისძიებების ნუსხა 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში

  1. ნიკო კეცხოველის სასკოლო პროექტში მონაწილეობა, მზადება ფინალისთვის;
  2. საქართველოს პარლამენტში მოსწავლეების შეხვედრა გენდერული საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებთან , პროექტის ,,გენდერული თანასწორობა“ ფარგლებში;
  3. STEM- ასისტენტის ფარგლებში 2023 წლის 15 დეკემბერს ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში, სადაც მათთვის ქიმიკოსებმა ჩაატარეს სხვადასხვა ექსპერიმენტები მოსწავლეების ჩართულობით;
  4. მოსწავლები წარმატებით მონაწილეობდნენ ინტელექტუალურ შეჯიბრებებში ,,ეტალონი“ და ,,ტვინების ბრძოლა“.
  5. სკოლიდან წასულ ასაკოვან მასწავლებლებთან შეხვედრა;
  6. სკოლაში ,,მასწავლებელი პროფესიის პოპულარიზაციის“ მიზნით არაერთი აქტივობის განხორციელება, მათ შორის მოსწავლეებმა მოირგეს მასწავლებლების როლი და ჩაატარეს გაკვეთილები;
  7. სკოლა თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან, კერძოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქიმიკოსმა, მოსწავლეებისთვის ჩაატარა ონლაინ სამეცნიერო-პოპულარული ლექცია თემაზე ,,ყველაფერი შაქრების შესახებ“ და აჩვენა სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები;
  8. სოციალური პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო  ,,გამოფენა-გაყიდვა“ , რომელშიც თემის მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას. შემოსული თანხა საჩუქრად გადაეცა 17 წლის ახალგაზრდას, რომელსაც გულის ტრასპლანტაციის ოპერაცია ჩაუტარდა საზღვარგარეთ;
  9. ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის ორგანიზებით, მეზობელი სკოლების ეკოკლუბებთან ერთად ,,დედამიწის დღის კვირეულის“ ფარგლებში ჩაატარეს  ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილი იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი პრეზენტაციები თემაზე ,,დედამიწა ჩვენი სახლია“;
  10. განხორციელდა ქიმია-ბიოლოგიის ინტეგრირებული პროექტი;
  11. ჩატარდა ,,დედაენის კვირეული“, რომლის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა;
  12. განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი ,,სუფთა წყალი და სანიტარია“;
  13. სკოლაში ხშირად ეწყობა დასუფთავების და სკოლის ეზოს გამწვანების აქციები;
  14. სკოლაში ჩატარდა საახალწლო ღონისძიებების კვირეული;
  15. წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ეწყობა სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსია სახლ-მუზეუმებსა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში.

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები