13 ოქტომბერი, კვირა, 2024

ეროვნული იდენტობა და ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედება

spot_img

„ეროვნული იდენტობა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზ.ფალიაშვილის შემოქმედებაში“ საინტერესო და მნიშვნელოვანი თემატიკაა. ადამიანთა ეთნოსად ჩამოყალიბებაში დიდი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს გარემომ. კონკრეტულად კი კლიმატური პირობები ხელს უწყობს ადამიანებს ეთნოსად ჩამოყალიბებაში. ეთნოსები გამოირჩევიან საერთო ინტერესებით ზნე-ჩვეულებებით და ადათ-წესებით. ცხოვრების წესის პირობებიდან გამომდინარე ვითარდება სხვადასხვა ჟანრი, როგორიცაა: მრავალხმიანობა, შრომის, სალხინო თუ რიტუალური სიმღერები. ხალხურ შემოქმედებაში ნათლად ჩანს ერის ხასიათი, გრძნობები, ემოციები და ისტორიული წარსული.

ქართული ხალხურ სიმღერებში, რომელიც უკავშირდებოდა ისტორიულ მოვლენას ან პიროვნების ხსოვნას,  ნათლად ჩანს ჩვენი ქვეყნის გმირული წარსული.

„ქართველო ხელი ხმალს იკარ“ – სამგზავრო ლაშქრული  სიმღერა. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ერთ-ერთ პოპულარულ მგზავრულს მიუსადაგეს ილიას პატრიოტული ლექსი „ქართველო ხელი ხმალს იკარ“(პოემიდან ქართლის დედა)რამაც უფრო შეუწყო ხელი სიმღერის ფართოდ გავრცელებას. ეს სიმღერა ზაქარია ფალიაშვილმა დამუშავებული სახით გამოიყენა ოპერა „აბესალომ და ეთერის“ II მოქმედებაში.

„შავლეგო“ – სახოტბო, შალვა ახალციხელისადმი მიძღვნილი,საბრძოლო, ქართველმა ერმა არ დაივიწყა შალვა ახალციხელის გმირობა და მისი სახელი სამუდამოდ შემოინახეს სიმღერის სახით.

„შენ ხარ ვენახი“ – უფლის სადიდებელი სგალობელი, დემეტრე პირველმა ბერად აღკვეცის შემდეგ დაწერა, საგალობელი ქართველებმა შემოინახეს და დღესაც გაიგონებთ ტაძრებში.

„ლილე“ -გათენებას, მზის ამოსვლას ნიშნავს, რომელსაც შეუძლია სიკეთე მოუტანოს ქვეყნიერებას.

დიდი მნიშვნელობა აქვს  ზ. ფალიაშვილის შემოქმედებას ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში. მე -19 საუკუნეში ხალხურ შემოქმედებასთან ერთად საქართველოში თანდათან  მკვიდრდებოდა ევროპული მუსიკალური აზროვნება. ფალიაშვილმა შექმნა პირველი ქართული ოპერა „აბესალომ და ეთერი“, რომელიც ქართულ ფესვებზეა აღმოცენებული.

პირველად ხალხურ სიმღერას ზაქარია ფალიაშვილი ეზიარა  ლადო აღნიაშვილის გუნდში,სადაც ძმასთან ივანესთან მღეროდა.რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კომპოზიტორზე. ფალიაშვილი იყო ერთერთი პირველი მებრძოლი რომელიც ცდილობდა ქართული საგალობლები შესრულებულიყო ტაძრებში ქართულად.

კლასიკური მუსიკის შესწავლის შემდეგ ზაქარია ფალიაშვილმა  ცოდნა დაუქვემდებარა ქართულ მრავალხმიან მუსიკას და შექმნა ოპერები, სადაც ნათლად ჩანს ქართული მრავალხმიანი სიმღერები, რომელიც ყველაფერს ყვება ერის შესახებ. „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“ ქართული კულტურის უმაღლესი მწვერვალია. ოპერაზე მუშაობის დროს დიდი ტრაგედია გადაიტანა კომპოზიტორმა გარდაეცვალა ერთადერთი ვაჟი და შეწყვიტა ოპერაზე მუშაობა. ოპერის წერა განაგრძო სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მამულში სტუმრობის დროს როცა შვილმკვდარი მამის სიმღერა მოისმინა და ბოლოს ოპერას დააწერა „ძეგლად ერთადერთ ვაჟს ირაკლის მამისაგან“.

თუ გინდათ გაიგოთ ყველაფერი საქართველოს შესახებ, არ არის აუცილებელი წაიკითხოთ საქართველოს ისტორია, ქართლის ტომები. მიბრძანდით ოპერა „აბესალომ და ეთერი“-ზე და ოპერა „დაისი“-ზე, სადაც ყველაფერს გაიგებთ ჩვენი ქვეყნის შესახებ.

სალომე ლეკიშვილი – სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის № 2 საჯარო სკოლის მე-XIა  კლასის მოსწავლე

პედაგოგი ინგა წიკლაური

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები