5 ივლისი, პარასკევი, 2024

წინასაგამოცდო რჩევები

spot_img

ხვალ, 3 ივლისს,  2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტარატურის გამოცდით იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს და წინასაგამოცდო რჩევებს აქვეყნებს.

☑️ გამოცხადდით გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას;

☑️ თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი;

☑️ საგამოცდო ცენტრში შესვლისთანავე ჩააბარეთ ტელეფონი და ყველა ზედმეტი ნივთი;

☑️ ტესტზე მუშაობის დაწყება შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა;

☑️ არ დააწყოთ სამუშაო მაგიდაზე ზედმეტი ნივთები. წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადგათ იატაკზე;

☑️ გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. არ შეიძლება მისი გადაკეცვა ან დაზიანება;

☑️ შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლები რჩება ცენტრში. ის პასუხების ფურცელთან ერთად უნდა ჩააბაროთ მეთვალყურეს მუშაობის დასრულებისას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები