გთვაზობთ შპს „ახალ განათლებასა“ და სსიპ ქალაქ თბილისის №147 და №221 საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის პედაგოგის, ქალბატონ რუსუდან ქარჩავას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სკოლის/თემის ინტერესებიდან გამომდინარე მომზადებულ მორიგ მასალას, რომელიც ასახავს სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში განხორციელებულ აქტივობათა ნაწილს.
სკოლაზე მსგავსი მხარდაჭერა 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
2023-2024 სასწავლო წლის აქტივობები
სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა
♦ მე-4ბ კლასის მოსწავლეები, 14 ნოემბერს, იმყოფებოდნენ „მტევინოში“, სადაც მათ კულინარიული მასტერკლასი ჩაუტარეს, შესთავაზეს საინტერესო აქტივობა – საქმე კეთებით. მოსწავლეებმა თავად გამოაცხვეს ხაჭაპური, ამოავლეს ჩურჩხელა, თონეში ჩააკრეს პური; დაათვალიერეს ზვრები, დაკრიფეს ყურძენი.
ეს აქტივობები მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იყო, მრავლის მომცემი, ემოციურად დატვირთული და სახალისო.
♦ მე-42 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს შემეცნებითი საახალწლო ვიქტორინა „რა? სად? როდის?“
🌲კლასი, შემთხვევითობის პრინციპით, სამ გუნდად დაიყო, გადანაწილდა კითხვები: ქართულიდან, მათემატიკიდან, ბუნებიდან, ზოგად საკითხებსა და მათი კუთხის საახალწლო ტრადიციებზე.
🌲მოსწავლეებმა აირჩიეს კაპიტანი და გუნდის სახელი.
🌲ვიქტორინაში კლასის ყველა მოსწავლე იყო ჩართული. წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს და იმღერეს. ჟიურის წევრმა თითოეული გუნდის აქტიურობა შეაფასა და სიურპრიზებიც გადასცა.
🌲გილოცავთ საქართველოს და სამყაროს ახალი წლის მობრძანებას! მშვიდობა და ბედნიერება იყოს ჩვენი მეგზური❤️❤️
დამრიგებელი – რუსუდან ქარჩავა
♦ მე-4ბ კლასი ეწვია საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც, ბუნებისმეტყველების გაკვეთილის ფარგლებში, ბუნების ისტორიის საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს.
📕მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ცნობები და გაეცნენ უნიკალურ ექსპონატებს. ასევე იხილეს დედაენის, „ვეფხისტყაოსნის“, საკონფერენციო და მკითხველთა დარბაზები. კულტურული პროგრამების განყოფილებაში დაათვალიერეს გამოფენა. ესტუმრენ ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმს.
პედაგოგი – რუსუდან ქარჩავა
♦ 2 თებერვალი – წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 📖
✅ ჩვენი სკოლის IVბ კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია ქართველი და უცხოელი მწერლებისა და მათი ნაწარმოებების შესახებ.
✅ იმსჯელეს მათ მიერ წაკითხული წიგნების პერსონაჟებზე, რა ახასიათებთ მათ.
✅ გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები წიგნიერების აუცილებლობაზე და წარმოთქვეს შესაბამისი ბრძნული გამონათქვამები.
✅ შექმნეს პოსტერები.
დამრიგებელი – რუსუდან ქარჩავა ❤
♦ IV2 კლასის მოსწავლეებმა დედიკოებს მიულოცეს 3 მარტი.❤️❤️❤️
„დედის ჩახუტების მსგავსი არაფერია“ – ვისაუბრეთ დედაშვილობის მადლზე და სიყვარულზე.
✅ ჩავწერეთ ბლიც ინტერვიუ.
✅ იმუშავეს ჯგუფებში და დაამზადეს კედლის გაზეთები.
✅ საკუთარი დიზაინით დაამზადეს მისალოცი ბართები.
✅ მისწერეს წერილი დედიკოებს.
პედაგოგი – რუსუდან ქარჩავა
♦ ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ჩვენი სკოლის მე-4ბ კლასში განხორციელდა პროექტი „ჩემი ენა ქართული“
✅ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ქართული ენის წარმოშობისა და განვითარების ისტორიას. გაიგეს რატომ და რომელი წლიდან აღინიშნება დედაენის ენის დღე, ასევე დაინტერესდნენ ძველი ქართული დამწერლობით, დაამზადეს პოსტერები, ნუსხური დამწერლობით დაწერეს ბრძნული გამონათქვამები დედაენაზე, მოირგეს ჟურნალისტის როლი და დედაენის ბაღში მყოფ მოქალაქეებს გაესაუბრნენ.
✅დაისწავლე არასაპროგრამო ლექსები.
მოსწავლეები იყვნენ ექსკურსიაზე დედაენის ბაღში. იხილეს ე. ამაშუკელის დედაენის ძეგლი და ისაუბრეს მის მნიშვნელობაზე.
პროექტი მშობელთა ჩართულობით მიმდინარეობდა.
პედაგოგი – რუსუდან ქარჩავა
♦ IVბ კლასის მოსწავლეების ექსკურსია ძველ თბილისში.
გაეცნენ ქალაქ თბილისის ისტორიულ ნაწილს, რომელიც მოიცავს იმ უბნებსა და დასახლებებს, 1936 წლამდე „ტფილისი“ რომ ეწოდებოდა. დაათვალიერეს აბანოთუბანი, მეტეხის ტაძარი, ნარიყალა. გაეცნენ ძველი თბილისის არქიტექტურის კიდევ ერთ მთავარ – ძველი ვიწრო ქუჩები, ხის ჩუქურთმებიანი სახლები და აივნები.
პედაგოგი – რუსუდან ქარჩავა
♦ 2024წლის 7 ივნისს, მე-4 კლასმა ჩაატარა ღონისძიება დამშვიდობება პირველ მასწავლებელთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ, მასწავლებლები, მშობლები და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები. ბავშვებმა მოწვეულ სტუმრებს აჩვენეს თანვიანთი შესაძლებლობები და ცოდნა როგორც სასკოლო, ასევე შემოქმედებით საკითხებში. წარმოთქვეს გამოსამშვიდობებელი ლექსები, შეასრულეს სიმღერები, მადლობა გადაუხადეს პირველ მასწავლებელს, სიხარულის ემოციებთან ერთად იყო გულისტკივილიც.
ღონისძიების შემდეგ, გადავინაცვლეთ სკოლის ეზოში, სადაც ჩატარდა ფლეშმობი.
დამრიგებელი – რუსუდან ქარცავა
♦ მე-4ბ კლასი, გიდების პროგრამის ფარგლებში, ეწვია ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმს. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ილიას შესახებ და საგანმანათლებლო საექსკურსიო ფორმატის ფარგლებში, შეძლეს გაეწიათ გიდობა. მათ მეთვალყურეობას უწევდნენ მუზეუმის წარმომადგენლები და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ინფორმაციას აწვდიდნენ.
მოსწავლეებმა ღირსეულად გაართვეს თავი ამოცანას, გაეცნენ ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის ისტორიას, გააცოცხლეს ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიული ცნობები, ისაუბრეს ექსპონატთა წარმომავლობასა და მნიშვნელობაზე.
პედაგოგი – რუსუდან ქარჩავა
სსიპ ქალაქ თბილისის N221 საჯარო სკოლა – 2023-2024 სასწავლო წელი
1)იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაგრძელდა სამი დღე. II „ვ“ კლასის მოსწავლეებმა შესწავლილი მოთხრობებიდან მოირგეს როლები, გახდნენ მსახიობები, ისაუბრეს პერსონაჟებზე,ჩახატეს გმირები, შექმნეს ესკიზები. გაიხსენენ იაკობის ბიოგრაფია,ადგილი სადაც დაიბადა. შექმნეს კედლის გაზეთი ფოტოებითა და სამახსოვრო წარწერებით.
2) II „ვ” და II ”ზ“ კლასის პედაგოგოგებმა გავუზიარეთ ერთმანეთს სასწავლო რესურსი გრამატიკის კვირეული – იცი თუ არა სიტყვების სწორად წერა? რამდენად კარგად შეგიძლია არსებითი სახელის პოვნა წინადადებაში და მისი დაჯგუფება შინაარსისი მიხედვით. გარკვეული ცოდნის შემდეგ მოსწავლეებმა თავად შექმნეს მაორგანიზებელი სქემები.იმუშავეს მასწავლებლის მიერ შედგენილ ტესტებში. იმუშავეს ჯგუფემში,ყველა ჯგუფს ჰქონდა განსხვავებული დავალება. მათ ევალებოდათ წინადადების შედგენა ბარათზე დაწერილი სიტყვების გამოყენებით,წინადადებაში შემავალი სიტყვების დასახელება,რამდენ მარცვლიანია? რამდენი ხმოვანი და თანხმოვანია მასში? ევალებოდათ, არსებითი სახელის განაწილება ჯგუფის მიხედვით წინასწარ დამზადებულ ყუთში. რთული სიტყვების მართლწერის შემოწმება,მისი შესწორება მოსწავლეთა ჩართულობით.
3)კლასგარეშე ღონისძიება „შოკოლადის მუზეუმში“ – კლასგარეშე ღონისძიებები საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი და პედაგოგიური საქმიანოის მნიშვნელოვანი ნაწილია.მოსწავლეებმა მოუსმინეს ინფორმაციას შოკოლადის წაროების შესახებ,ასევე გაეცნენ საინტერესო ვიდეორგოლს კაკაოს მარცვლის წარმოებასა და მისი მოვლა -პატრონობის შესახებ, დააგემოვნეს შოკოლადიც.
4) პროექტი „საზღაპრეთში“. თემა საინტერესო, სახალისო დ ბავშვებისთვის აქტუალურია.
ა)მოსწავლეებმა ამოწერეს ეპიზოდი თავისი საყვარელი ზღაპრიდან;
ბ)შექმნეს პოსტერები, კომიქსები და გააკეთეს პრეზენტაცია;
გ)ჩავწერეთ ბლიც ინტერვიუ-როდის მოვისმინე პირველი ზღაპარი? ისაუბრეს საკუთარ ემოციებზე-რა გაუკვირათ?
დ)სურათის მიედვით ზღაპრის შედგენა;
ე)ზღაპრიდან პრობლემის გამოკვეთაზე და დაძლევის გზებზე საუბარი;
ვ)პერსონაჟის თვისებების წარმოჩენა და ქცევის განხილვა;
ზ)მსჯელობა თემის ირგვლივ რა არის მისაღები და მიუღებელი? რატომ?
5) საახალწლო ზეიმი-„ახალი წელი ტყეში“. მოსწავლეებს გავაცანი საახალწლო სცენარი,დავარიგე როლები მათი სურვილის მიხედვით, დავდგით ინსცენირება, მოირგეს შესაბამისი ფორმები, მოვიწვიეთ თოვლის ბაბუა, დადგეს სამეჯლისო ცეკვა, იმღერეს მელოდია.
მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა ჩართულობა ხელოვნების გაკვეთილზე, დაამზადეს მუყაოს ქაღალდისაგან საახალწლო ნაძვის ხეები, გრილიანდები, გააფერადეს საახალწლო სურათები, ამოჭრეს და მორთეს საკლასო ოთახი.
6) ბედნიერები იყავი დედებო!დედის მიმართ სიყვარულის, ,მზრუნველობის და პატივისცემის დღე უნდა იყოს ყოველი დღე! მოსწავლეებმა დაისწავლეს ლექსები, მოიძიეს ინფორმაცია თუ როგორ აღნიშნავენ სხვადასხვა ქვეყნებში დედის დღეს. დახატეს დედის პორტრეტები,ჩავიწერეთ ინტერვიუ,მიწერეს წერილები, დაამზადეს მისალოცი ბარათები. უპასუხეს კითხვებს: დედა ყოველთვის მეუბნება, რომ მას მოსწონს როდესაც მე დედა ძალიან მიყვარს, რადგან.. მისი საყვარელი საქმიანობაა… დედა შენგან ვისწავლე… დედა საუკეთესოდ ამზადებს… მისი საყვარელი ფერია… დედას არ მოსწონს როდესაც მე…
7) ქართული ენის დღის აღსანიშნავად შევქმენით ანბანზე ნახატები,რომელიც ჩავხატეთ ხელნაკეთ წიგნში. წიგნი დაამზადენ თავად ,ყდაც და შიდა ფურცლებისც თავად გააფორმენ.
8) პროექტი „დარგე ხე“,რომელიც ეძღვნება დედამიწის საერთაშორისო დღეს.ხეების დარგვა ყოველწლიურად გადავწყვიტეთ. პროექტში აქტიურად ჩართული იყვნენ მშობლებიც,მოსწავლეებთან ერთად დარგეს დეკორატიული ხეები და ბუჩქები.პროექტის აქტუალობა არის ბუნებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების აღქმის უნარის გათავისება, თითოეული დარგული ხე ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია. მოსწავლეებმა აიღეს გარკვეული პასუხისმგებლობა მათ მოვლაზე,რწყავენ და აკვირდებიან მის ზრდას.
9) ექსკურსია „გარდენიაში“. გამწვანება, სანერგე მეურნეობა, ზღაპრული ბაღი, სახელოსნო ოთახი, მოსწავლეების მიერ მოხატული ქოთნები და ქოთნებში მათ მიერ ჩარგული ყვავილები შთამბეჭდავი იყო თითოეული მათგანისათვის.
10)პროექტი სახელწოდებით „წერილი მასწავლებელს“. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მრავალფეროვანი იდეები შემომთავაზეს. დამხატეს, შექმნეს კარიკატურა, დახატეს საკლასო ოთახი, შექმნეს გიფები, პოსტერები, მომწერეს წერილები. პროექტი იყო ძალიან სახალისო და საინტერესო. გააკეთეს პრეზენტაცია, გადაიღეს სურათები.
11) სასწავლო წლის დასასრულს მოსწავლეები წავიყვანე ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმში. ბუნების შესაგრძნობად ,გასააზრებლად და დასატკბობად. ექსკურსია მოიცავდა საინტერესო აქტივობებს ,როგორიცაა საუბარი ბუნებაზე,ვაჟას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. “ჩარგალს რომ ნახავ, ვაჟას სახლს მიხვდები რომ აქ ნამდვილად ყველა ქვასაც გული აქვს და ყველა ხე მეტყველებს !“
12) ჩავატარე 3 საჩვენებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ჩვენი სკოლაში USAID-ის მხარდაჭერით, მრავალშრიანი მხარდამჭერი სისტემის დანერგვა მიმდინარეობს. სისტემის პოლიტირების ფარგლებში კვალიფიკაციის მიზნით გვესწრებიან მათი წარმომადგენლები და საჭიროების შემთხვევაში გვაძლევენ სწორ უკუკავშირს, უზრუნველგვყოფენ საჭირო რესურსებით.
II/ვ კლასის დამრიგებელი რუსუდან ქარჩავა
„ახალ განათლებასთან“ დადებული მემორანდუმის ფარგლებში გამოქვეყნდა კოლეგის სტატია