საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ.
გამოცდების დეტალური განრიგი
⇒ ერთიანი ეროვნული გამოცდები
ქართული ენა და ლიტერატურა
3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
5 ივლისი (პირველი სესია);
3 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;
4 ივლისი (პირველი სესია) – აფხაზური ენა;
უცხოური ენა
8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
10 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა;
10 ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა;
10 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა;
10 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
ზოგადი უნარები (სომხურად)
11 ივლისი (მეორე სესია);
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულად)
11 ივლისი (მეორე სესია);
მათემატიკა
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
ისტორია
15 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
16 ივლისი (პირველი სესია);
ქიმია
16 ივლისი (მეორე სესია);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
18 ივლისი (პირველი სესია);
ბიოლოგია
19 ივლისი (მეორე სესია);
სამოქალაქო განათლება
23 ივლისი (მეორე სესია);
გეოგრაფია
24 ივლისი (პირველი სესია);
ლიტერატურა
25 ივლისი (პირველი სესია);
ფიზიკა
26 ივლისი (პირველი სესია).
⇒ სტუდენტთა საგრანტო კონკურსი
5 ივლისი (მეორე სესია);
⇒ საერთო სამაგისტრო გამოცდა
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
18 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;
⇒ საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის/საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა
5 ივლისი (მეორე სესია)
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;
10 ივლისი (მეორე სესია)
აზერბაიჯანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
11 ივლისი (პირველი სესია)
საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა;
სომხური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
მუსიკა;
ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
15 ივლისი (პირველი სესია)
გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
15 ივლისი (მეორე სესია)
ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
16 ივლისი (პირველი სესია)
მათემატიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
16 ივლისი (მეორე სესია)
სამოქალაქო განათლება (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
19 ივლისი (პირველი სესია)
იტალიური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის) (წერითი ნაწილი);
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
სპორტი;
19 ივლისი (მეორე სესია)
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები (წერითი ნაწილი);
21 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები (პრაქტიკული ნაწილი);
22 ივლისი
იტალიური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(საუბრის ნაწილი);
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (საუბრის ნაწილი);
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (საუბრის ნაწილი);
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (საუბრის ნაწილი);
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (საუბრის ნაწილი);
23 ივლისი (პირველი სესია)
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV);
25 ივლისი (პირველი სესია)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
26 ივლისი (პირველი სესია)
ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური).