2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ტესტირების შედეგები გამოქვეყნდა

spot_img

დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ტესტირების ეტაპის მონაწილეთა ნამუშევრების გასწორების პროცესი. დირექტორობის კანდიდატებმა მათ მიერ შესრულებული ნამუშევრებისა და შედეგების სანახავად სისტემაში უნდა გაიარონ ავტორიზაცია.

დირექტორობის კანდიდატებს უფლება აქვთ ტესტირებასთან  (ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან) დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინონ საგანმანათლებლო რესურსცენტრსა ან სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 2024 წლის 15 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ტესტირების შედეგებთან და ტესტურ დავალებათა სისწორესთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.

პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს დარღვეული პროცედურის აღწერა.

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პრეტენზიებს განიხილავს საპრეტენზიო განაცხადის მართვის სისტემაში შემოსვლიდან ერთი თვის ვადაში  და შედეგებს აცნობებს დირექტორობის კანდიდატს.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები