21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

კარლ რო­ჯერ­სის ჰუ­მა­ნის­ტუ­რი თე­ო­რი­ის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი

spot_img
გუ­ლი­სა გე­გე­ში­ძე
ზა­ზა შუ­ლაია

სსიპ ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ საგ­ვი­ჩი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი

„გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მხო­ლოდ ისაა, ვინც იცის, რო­გორ ის­წავ­ლოს და შე­იც­ვა­ლოს.“

კარლ რო­ჯერ­სი

პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­სა თუ ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რად შეგ­ვი­ნიშ­ნავს, რომ ერ­თ­სა და იმა­ვე საქ­მეს ერ­თი ადა­მი­ა­ნი გულ­მოდ­გი­ნედ აკე­თებს, მე­ო­რე კი სწავ­ლას გარ­თო­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს. მა­ინც რა აიძუ­ლებს ადა­მი­ანს იყოს შე­უ­პო­ვა­რი ან ად­ვი­ლად და­ნებ­დეს? ადა­მი­ა­ნის ქცე­ვას გან­წყო­ბა გან­საზღ­ვ­რავს, ყვე­ლა საქ­მე­ში გვჭირ­დე­ბა მო­ტი­ვა­ცია, სურ­ვი­ლი კე­თე­ბი­სა. სას­კო­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა სწო­რედ მო­ტი­ვა­ციაა.

ცნო­ბი­ლია მო­ტი­ვე­ბის ორი კლა­სი – ში­ნა­გა­ნი და გა­რე­გა­ნი. ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის დროს ქცე­ვას სა­ფუძ­ვ­ლად უდევს ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი, მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი. რო­დე­საც ჩვენ ში­ნა­გა­ნად ვართ მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი, არ გვჭირ­დე­ბა აქ­ტი­უ­რო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა ან დას­ჯა. ხო­ლო გა­რე­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის დროს ვიქ­ცე­ვით კარ­გი შე­ფა­სე­ბის მი­ღე­ბის­თ­ვის, დას­ჯის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, მშობ­ლის სი­ა­მოვ­ნე­ბის­თ­ვის და ა.შ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვმოქ­მე­დებთ არა იმი­ტომ, რომ ის გვა­ინ­ტე­რე­სებს, არა­მედ ვფიქ­რობთ, თუ რას მოგ­ვი­ტანს ეს ქცე­ვა. ში­ნა­გა­ნად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბი უფ­რო მე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ეკი­დე­ბი­ან სწავ­ლას, ხა­სი­ათ­დე­ბი­ან თვით­რე­გუ­ლა­ცი­ის, თვით­კონ­ტ­რო­ლის მა­ღა­ლი უნა­რით და, ზო­გა­დად, უფ­რო და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა აქვთ გა­ნათ­ლე­ბის, სწავ­ლის მი­მართ. ში­ნა­გა­ნად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბი უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, არ ეში­ნი­ათ რთუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის და მა­თი დაძ­ლე­ვის ახა­ლი, უფ­რო ეფექ­ტუ­რი გზე­ბის მუდ­მივ ძი­ე­ბა­ში არი­ან. გა­რე­გა­ნად მო­ტი­ვი­რე­ბულ მო­ზარ­დებს კი ახა­სი­ა­თებთ სირ­თუ­ლე­ე­ბის და რის­კის მი­მართ მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი ში­ში. რო­გორც წე­სი, ასე­თი მო­ზარ­დე­ბის მი­ზა­ნია, ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ძა­ლი­სა და ენერ­გი­ის მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტის (წა­ხა­ლი­სე­ბა/ჯილ­დო) მი­ღე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს სტრა­ტე­გია არ არის ეფექ­ტუ­რი რთუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის და­საძ­ლე­ვად, შე­სა­ბა­მი­სად, გა­სა­გე­ბი ხდე­ბა გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რე­ბით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბის მცდე­ლო­ბა, თა­ვი აარი­დონ რთულ და­ვა­ლე­ბებს.

რო­ჯერ­სი აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­ნათ­ლე­ბუ­ლო­ბა ეფუძ­ნე­ბა არა ცოდ­ნას, არა­მედ მი­სი მო­პო­ვე­ბის უნარს. კი არ ას­წავ­ლო, არა­მედ ხე­ლი შე­უწყო სწავ­ლას – ეს არის პე­და­გო­გის მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ცია. გა­ნათ­ლე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ის­წავ­ლა, რო­გორ ის­წავ­ლოს. მი­სი აზ­რით, ადა­მი­ა­ნის ქცე­ვას მარ­თავს თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ტენ­დენ­ცია. ეს არის ზრდის პრო­ცე­სი, რაც პი­როვ­ნე­ბის ძა­ლე­ბის გაშ­ლას გუ­ლის­ხ­მობს. თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტია მის­წ­რა­ფე­ბა კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის­კენ. ადა­მი­ა­ნე­ბი, არ­სე­ბი­თად, კარ­გი და კე­თი­ლი არ­სე­ბე­ბი არი­ან და მათ აქვთ თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ტენ­დენ­ცია, ანუ თან­და­ყო­ლი­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბა ზრდის­კენ და თა­ვი­ან­თი უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მოვ­ლე­ნის­კენ.

თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ტენ­დენ­ცია ყვე­ლა პი­როვ­ნე­ბა­ში სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად ვლინ­დე­ბა. რო­ჯერ­სის თე­ო­რია ძი­რი­თად აქ­ცენტს სა­კუ­თარ „მე“-ზე აკე­თებს. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სწო­რად შე­იც­ნო­ბენ სა­კუ­თარ თავს, მათ შო­რის სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ფან­ტა­ზი­ებს, ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­სა და სურ­ვი­ლებს, უკ­ვე თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გზა­ზე დგა­ნან. თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა­კენ ნაკ­ლე­ბად ის­წ­რაფ­ვი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ სა­კუ­თარ „მე“-ზე.

ადა­მი­ა­ნი პი­როვ­ნუ­ლად რომ გა­ი­ზარ­დოს, შემ­დე­გი სა­მი პი­რო­ბაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი: გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ემ­პა­თია. პე­და­გო­გე­ბი ხელს უწყო­ბენ მოს­წავ­ლის პი­როვ­ნულ ზრდას მათ მი­მართ გულ­წ­რ­ფე­ლი და გულ­ღია და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, პი­რა­დი გრძნო­ბე­ბის, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, მიზ­ნე­ბის, ში­შე­ბის, ოც­ნე­ბე­ბი­სა და ა.შ. გუ­ლახ­დი­ლად გა­ზი­ა­რე­ბით.

ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია თვი­თაღ­ქ­მა, ის ფიქ­რე­ბი და გრძნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მას, „ვინ ვარ მე?“ კითხ­ვის სა­პა­სუ­ხოდ, უჩ­ნ­დე­ბა. თუ ადა­მი­ანს და­დე­ბი­თი წარ­მოდ­გე­ნა აქვს სა­კუ­თარ თავ­ზე, მა­შინ და­დე­ბით საქ­ცი­ელს ავ­ლენს და სამ­ყა­რო­საც პო­ზი­ტი­უ­რად აღიქ­ვამს, თუ უარ­ყო­ფი­თი – ის უკ­მა­ყო­ფი­ლოდ და უბე­დუ­რად გრძნობს თავს. ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ პე­და­გო­გე­ბი და­ეხ­მა­რონ მოს­წავ­ლე­ებს, შე­იც­ნონ და მი­ი­ღონ სა­კუ­თა­რი თა­ვი. რო­ჯერ­სის თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, „რო­ცა ადა­მი­ა­ნებს იღე­ბენ და აფა­სე­ბენ, რო­ცა ადა­მი­ა­ნებს ემ­პა­თი­ით უს­მე­ნენ, ისი­ნი სწავ­ლო­ბენ თა­ვი­ან­თი გან­ც­დე­ბის უკეთ აღ­ქ­მა­სა და სწო­რად გა­გე­ბას“.

ამ­დე­ნად, სწავ­ლე­ბა ნა­ყო­ფი­ე­რია, თუ:

♦ მოს­წავ­ლე სრუ­ლად არის ჩარ­თუ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში;

♦ ახორ­ცი­ე­ლებს პრაქ­ტი­კულ, კვლე­ვით აქ­ტი­ვო­ბებს, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სწავ­ლა უფ­რო მე­ტად მორ­გე­ბუ­ლი ხდე­ბა ინ­დი­ვი­დის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე;

♦ მუდ­მი­ვად აფა­სებს სა­კუ­თარ თავს, რაც მი­სი პროგ­რე­სი­სა და წარ­მა­ტე­ბის შე­ფა­სე­ბის ძი­რი­თა­დი მე­თო­დია;

♦ საგ­ნის ში­ნა­არ­სი და პი­როვ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სი ერ­თ­მა­ნეთს ემ­თხ­ვე­ვა;

♦ სა­ჭი­როა ისე­თი ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი­სა და პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის მო­ძებ­ნა, რო­მე­ლიც გა­მო­იწ­ვევს სწავ­ლი­სად­მი მო­ტი­ვი­რე­ბას.

სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი სწრა­ფად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუ ადა­მი­ანს არ აქვს სას­წავ­ლო გა­რე­მოს ში­ში. ამი­ტო­მაც უნ­და მივ­ცეთ ნე­ბა და წა­ვა­ხა­ლი­სოთ მოს­წავ­ლე­ე­ბი, გა­ა­კე­თონ არ­ჩე­ვა­ნი; და­ვუ­სა­ხე­ლოთ სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე გზა, მა­გა­ლი­თად, პრე­ზენ­ტა­ცი­ის ან პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბა; მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, აირ­ჩი­ონ ერთ-ერ­თი; წა­ვა­ქე­ზოთ ისი­ნი სა­სა­უბ­როდ, რა­ტომ გა­ა­კე­თეს ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი; და­ვეხ­მა­როთ მოს­წავ­ლე­ებს, და­გეგ­მონ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბა; მო­ვუ­ძებ­ნოთ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ახ­ს­ნა შეზღუდ­ვებ­სა და წე­სებს; ავ­ხ­ს­ნათ მი­ზე­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც აუცი­ლე­ბელს ხდის წე­სე­ბის შე­მო­ღე­ბას და თვი­თო­ნაც ზედ­მი­წევ­ნით და­ვიც­ვათ წე­სე­ბი. გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ პე­და­გო­გის მხრი­დან კონ­ტ­როლს ლო­გი­კუ­რად მოს­დევს ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი. მივ­მარ­თოთ პო­ზი­ტი­ურ უკუ­კავ­შირს: ცუ­დად შეს­რუ­ლე­ბულ და­ვა­ლე­ბას ნუ გან­ვი­ხი­ლავთ, რო­გორც კრი­ტი­კის ობი­ექტს. გან­ვი­ხი­ლოთ ის, რო­გორც პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც უნ­და გა­მოს­წორ­დეს. თა­ვი ავა­რი­დოთ ისეთ მა­კონ­ტ­რო­ლე­ბელ მი­მარ­თ­ვებს, რო­გო­რი­ცაა – ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, მო­გი­წევს და ა.შ.

ერთ-ერ­თი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, ესაა რწმე­ნა. თუ მოს­წავ­ლე დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ მას არ აქვს სა­თა­ნა­დო უნა­რი, მა­შინ ის სწო­რედ ამ რწმე­ნის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დებს მა­ში­ნაც კი, თუ მი­სი რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლია. ასეთ მოს­წავ­ლე­ებს ნაკ­ლე­ბი მო­ტი­ვა­ცია ექ­ნე­ბათ, ის­წავ­ლონ რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­გა­ნი, რად­გან ისი­ნი მარცხს ელი­ან. თუ ფიქ­რო­ბენ, რომ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა მათ სუ­ლე­ლად წარ­მო­ა­ჩენს, ისი­ნი თავ­დაც­ვით მე­ქა­ნიზ­მებს მი­მარ­თა­ვენ. პე­და­გო­გის მო­წო­დე­ბა, რომ სცა­დონ მე­ტი, არ არის საკ­მა­რი­სი. მოს­წავ­ლე­ებს სჭირ­დე­ბათ მკა­ფიო არ­გუ­მენ­ტე­ბი იმის და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად, რომ მა­თი ძა­ლის­ხ­მე­ვა უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ივ­ლის და მა­თი უნა­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს.

სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მუდ­მი­ვი ცვლი­ლე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია, ეს ზრდის მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას. გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის დროს მოს­წავ­ლე თვი­თონ არის აქ­ტი­უ­რი და ინი­ცი­ა­ტი­ვი­ა­ნი. იგი აც­ნო­ბი­ე­რებს იმ მი­ზე­ზებს, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობს მი­სი სწავ­ლი­სად­მი ინ­ტე­რე­სე­ბის ზრდას. გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა პი­როვ­ნე­ბის ცვლი­ლე­ბი­სა და ზრდის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რია.

რო­ჯერ­სის თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ა­ნებს სწავ­ლის ბუ­ნებ­რი­ვი ნი­ჭი აქვთ. მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი სწო­რედ ის არის, რომ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში შექ­მ­ნას ისე­თი ატ­მოს­ფე­რი, სა­დაც მოს­წავ­ლეს შე­ეძ­ლე­ბა ამ ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნა. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა, მას­წავ­ლე­ბელ­მა შექ­მ­ნას პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მო სწავ­ლე­ბი­სათ­ვის; სწო­რად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს სწავ­ლე­ბის მი­ზა­ნი; სის­ტე­მა­ში მო­იყ­ვა­ნოს სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გა­ხა­დოს; გა­ა­წო­ნას­წო­როს სწავ­ლე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბი; შეძ­ლოს, არ იყოს დო­მი­ნან­ტი – გა­ი­ზი­ა­როს მოს­წავ­ლის გან­ც­დე­ბი.

უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ სა­კუ­თა­რი „მე“-ს იდე­ა­ლი­ზე­ბი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო გზა ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მუდ­მი­ვი ძი­ე­ბა და მი­სი მიმ­ღებ­ლო­ბაა. ადა­მი­ან­თა კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლია კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან გა­მოს­ვ­ლის­კენ და ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოწ­ვე­ვის სრუ­ლი სი­სავ­სით გან­ც­დის­კენ, ირ­ჩევს სწორ მი­მარ­თუ­ლე­ბას. შე­მეც­ნე­ბის პრო­ცე­სი გუ­ლის­ხ­მობს რო­გორც სამ­ყა­რო­სად­მი ღი­ა­ო­ბა­სა და მიმ­ღებ­ლო­ბას, ასე­ვე სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­რე­ულ შეს­წავ­ლას.

„გა­მოც­დი­ლე­ბა, ჩემ­თ­ვის, უზე­ნა­ე­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბაა. სან­დო­ო­ბის სა­ზო­მი სწო­რედ სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბაა. ვერც სა­კუ­თა­რი და ვერც სხვი­სი იდე­ე­ბი ვერ იქ­ნე­ბა იმა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი, ვიდ­რე გა­მოც­დი­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა. ცდა არის გზა, რო­მე­ლიც შე­მეც­ნე­ბის პრო­ცეს­ში სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, თან­და­თან მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას. ვერც ბიბ­ლი­ას ან წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებს, ვერც ფრო­ი­დი­სა თუ მკვლევ­რე­ბის იდე­ებს ვერ ექ­ნე­ბა იმა­ზე მე­ტი ძა­ლა, ვიდ­რე სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის­გან მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას. მხო­ლოდ ასეა შე­საძ­ლე­ბე­ლი შე­დე­გობ­რი­ვი სი­ნამ­დ­ვი­ლის გა­და­მოწ­მე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი გზე­ბით. ცდო­მი­ლე­ბის პოვ­ნა კი მი­სი გა­მოს­წო­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა“ (On Becoming a Person, 1961).

თვი­თაქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცი­ის მთა­ვა­რი იდეა ადა­მი­ა­ნის შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი მის­წ­რა­ფე­ბაა ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და სრუ­ლი თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­კენ. ადაპ­ტა­ცი­ის, სწავ­ლი­სა და ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბის მო­პო­ვე­ბის საწყი­სია, რო­მე­ლიც ინ­დი­ვიდს სრუ­ლად ფუნ­ქ­ცი­ურს ხდის.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები