27 ივლისი, შაბათი, 2024

სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო ტრენინგ-კურსი

spot_img

📌„ახალი განათლება“ გთავაზობთ უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო პროგრამის (პროფესიული უნარების) მოსამზადებელ სრულ, 60-საათიან კურსს.

🖍კურსი დაიწყება რეგისტრაციის დასრულების მერე და გაუძღვება ესგ-ისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი.

🖍კურსი მოიცავს გადამზადების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.

🖍 ტრენინგ-კურსი თავიდან იქნება კვირაში მხოლოდ ერთხელ, თიმსის პლატფორმით, ყოველ ორშაბათს, 16 საათზე. 15 ივნისის მერე შეხვედრები იქნება ინტენსიური და აპლიკანტთა ინტერესებზე მორგებული (სატრენინგო გუნდის წევრები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას).

🖍 რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ ტელეფონის ნომერზე: 593364240

🖍 სრული კურსის ფასია 200 ლარი.

🔎იხილეთ საგამოცდო პროგრამა, რომელსაც სრულად გაივლით:

  1. სასწავლო პროცესი 

1.1. პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო სასაწავლო გარემოს შექმნა

♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებსა და ტიპური განვითარების მქონე მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

♦ ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა.

♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის კომუნიკაციის პროცესში დამხმარე ან/და ალტერნატიული საშუალებების გამოყენება.

♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან კონფლიქტების პრევენცია, კონფლიქტების კონსტრუქციული მოგვარება, ბულინგის თავიდან აცილება.

♦ მულტიდისციპლინურ გუნდთან, მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან ეფექტიანი თანამშრომლობა, მათთვის რეკომენდაციების გაწევა.

♦ არადისკრიმინაციული ტერმინოლოგიის დანერგვის ხელშეწყობა.

1.2. სასწავლო პროცესის დაგეგმვა

♦ ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციის, მისი განხორციელების და მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა.

♦ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით საგნის/საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან, დამრიგებლებთან, სხვა სპეციალისტებთან და მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან თანამშრომლობა.

♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა შესაძლებლობების, ინტერესებისა და პრიორიტეტების დადგენა. ამის საფუძველზე მოსწავლისათვის ინდივიდუალური მიდგომის შემუშავება და საერთო საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირების ხელშეწყობა.

♦ მოსწავლეთა შესაძლებლობებზე დაყრდნობით მათი მომზადება ტრანზიციისათვის.

1.3. სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება

♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებიდან გამომდინარე რელევანტური ინსტრუქციების მომზადება.

♦ ინსტრუქციებთან დაკავშირებით მასწავლებლებისათვის რეკომენდაციების გაწევა.

♦ მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა და მათგან რეკომენდაციების მიღება.

♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი მიდგომების, მეთოდების/სტრატეგიების შერჩევა/გამოყენება.

♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ფუნქციური უნარების, ადაპტური ქცევებისა და სოციალური უნარების სწავლების მეთოდიკების ცოდნა/გამოყენება.

♦ პრობლემური ქცევის შეფასების, პრევენციისა და მართვის ტექნიკების ცოდნა/გამოყენება.

1.4. სასწავლო რესურსის გამოყენება

♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის ადაპტირებული სასწავლო რესურსების (როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე) შერჩევა/გამოყენება.

♦ საჭიროების შემთხვევაში რესურსის შექმნა, მასწავლებლებისათვის რეკომენდაციის გაწევა.

1.5. შეფასება

♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საჭიროებების იდენტიფიცირება/რეფერირება.

♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სხვადასხვა უნარის (კოგნიტური, აკადემიური, კომუნიკაციური, სოციალური, ემოციური, მოტორული და ფუნქციური) პირველადი შეფასება.

♦ შეფასების საფუძველზე მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეების, შესაძლებლობებისა და საჭიროებების განსაზღვრა და სასწავლო პროცესისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა შეფასებისას ეთნიკური, რელიგიური, კულტურული და გენდერული თავისებურებების გათვალისწინება.

♦ სწავლის შედეგების მონიტორინგი.

♦ პორტფოლიოს შექმნა/წარმოება.

2. პროფესიული პასუხისმგებლობა და ეთიკა

2.1. თვითგანვითარებაზე ზრუნვა

♦ თვითშეფასების მეთოდების გამოყენება.

♦ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება.

♦ კოლეგებთან თანამშრომლობა.

♦ მულტიდისციპლინურ გუნდთან, ისგ ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობა.

2.2. სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა

♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მხარდასაჭერად სკოლის ადმინისტრაციასთან, საგნის/საგნობრივი ჯგუფების პედაგოგებთან, ისგ ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობა, რეკომენდაციების შემუშავება.

♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ეფექტიანი თანამშრომლობა.

♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა.

2.3. სკოლის განვითარებაზე ზრუნვა

♦ ინკლუზიური კულტურის დამკვიდრებისა და განვითარების ხელშეწყობა.

♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვა  სასკოლო აქტივობებში.

 

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები