📌„ახალი განათლება“ გთავაზობთ უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო პროგრამის (პროფესიული უნარების) მოსამზადებელ სრულ, 60-საათიან კურსს.
🖍კურსი დაიწყება რეგისტრაციის დასრულების მერე და გაუძღვება ესგ-ისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი.
🖍კურსი მოიცავს გადამზადების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.
🖍 ტრენინგ-კურსი თავიდან იქნება კვირაში მხოლოდ ერთხელ, თიმსის პლატფორმით, ყოველ ორშაბათს, 16 საათზე. 15 ივნისის მერე შეხვედრები იქნება ინტენსიური და აპლიკანტთა ინტერესებზე მორგებული (სატრენინგო გუნდის წევრები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას).
🖍 რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ ტელეფონის ნომერზე: 593364240
🖍 სრული კურსის ფასია 200 ლარი.
🔎იხილეთ საგამოცდო პროგრამა, რომელსაც სრულად გაივლით:
- სასწავლო პროცესი
1.1. პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო სასაწავლო გარემოს შექმნა
♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებსა და ტიპური განვითარების მქონე მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
♦ ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა.
♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის კომუნიკაციის პროცესში დამხმარე ან/და ალტერნატიული საშუალებების გამოყენება.
♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან კონფლიქტების პრევენცია, კონფლიქტების კონსტრუქციული მოგვარება, ბულინგის თავიდან აცილება.
♦ მულტიდისციპლინურ გუნდთან, მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან ეფექტიანი თანამშრომლობა, მათთვის რეკომენდაციების გაწევა.
♦ არადისკრიმინაციული ტერმინოლოგიის დანერგვის ხელშეწყობა.
1.2. სასწავლო პროცესის დაგეგმვა
♦ ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციის, მისი განხორციელების და მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა.
♦ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით საგნის/საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან, დამრიგებლებთან, სხვა სპეციალისტებთან და მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან თანამშრომლობა.
♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა შესაძლებლობების, ინტერესებისა და პრიორიტეტების დადგენა. ამის საფუძველზე მოსწავლისათვის ინდივიდუალური მიდგომის შემუშავება და საერთო საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირების ხელშეწყობა.
♦ მოსწავლეთა შესაძლებლობებზე დაყრდნობით მათი მომზადება ტრანზიციისათვის.
1.3. სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება
♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებიდან გამომდინარე რელევანტური ინსტრუქციების მომზადება. ♦ ინსტრუქციებთან დაკავშირებით მასწავლებლებისათვის რეკომენდაციების გაწევა. ♦ მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა და მათგან რეკომენდაციების მიღება. ♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი მიდგომების, მეთოდების/სტრატეგიების შერჩევა/გამოყენება. ♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ფუნქციური უნარების, ადაპტური ქცევებისა და სოციალური უნარების სწავლების მეთოდიკების ცოდნა/გამოყენება. ♦ პრობლემური ქცევის შეფასების, პრევენციისა და მართვის ტექნიკების ცოდნა/გამოყენება. 1.4. სასწავლო რესურსის გამოყენება ♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის ადაპტირებული სასწავლო რესურსების (როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე) შერჩევა/გამოყენება. ♦ საჭიროების შემთხვევაში რესურსის შექმნა, მასწავლებლებისათვის რეკომენდაციის გაწევა. 1.5. შეფასება ♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საჭიროებების იდენტიფიცირება/რეფერირება. ♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სხვადასხვა უნარის (კოგნიტური, აკადემიური, კომუნიკაციური, სოციალური, ემოციური, მოტორული და ფუნქციური) პირველადი შეფასება. ♦ შეფასების საფუძველზე მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეების, შესაძლებლობებისა და საჭიროებების განსაზღვრა და სასწავლო პროცესისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა შეფასებისას ეთნიკური, რელიგიური, კულტურული და გენდერული თავისებურებების გათვალისწინება. ♦ სწავლის შედეგების მონიტორინგი. ♦ პორტფოლიოს შექმნა/წარმოება. 2. პროფესიული პასუხისმგებლობა და ეთიკა 2.1. თვითგანვითარებაზე ზრუნვა ♦ თვითშეფასების მეთოდების გამოყენება. ♦ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება. ♦ კოლეგებთან თანამშრომლობა. ♦ მულტიდისციპლინურ გუნდთან, ისგ ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობა. 2.2. სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მხარდასაჭერად სკოლის ადმინისტრაციასთან, საგნის/საგნობრივი ჯგუფების პედაგოგებთან, ისგ ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობა, რეკომენდაციების შემუშავება. ♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ეფექტიანი თანამშრომლობა. ♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა. 2.3. სკოლის განვითარებაზე ზრუნვა ♦ ინკლუზიური კულტურის დამკვიდრებისა და განვითარების ხელშეწყობა. ♦ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვა სასკოლო აქტივობებში.
|