4 მაისი, შაბათი, 2024

დაიწყო რეგისტრაცია კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მსურველებისათვის

spot_img

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში – KET/KET fs, PET/PET fs, FCE/ FCE fs, CAE, TKT და Young Learners Exam (Starters, Movers, Flyers) მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია 1 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. მათთვის, ვინც ამ ვადებში ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, გვიანი რეგისტრაცია 23 აპრილს დაიწყება და 25 აპრილის 18:00 საათამდე გასტანს. გვიანი რეგისტრაციის საფასური 120 ლარს შეადგენს (დამატებული გამოცდის საფასურს).

კემბრიჯის გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე CB FCE და CB CAE რეგისტრაცია მოგვიანებით, 1 ივნისს დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

2024 წლის ივნისის გამოცდებზე აპლიკანტები ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით რეგისტრირდებიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე კემბრიჯის მენიუში განთავსებულ რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და მიბმულ ფაილად ატვირთონ:

  • გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ფოტო;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (აიდი ბარათი ან პასპორტი) ფოტო.

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აიდი ბარათი ან პასპორტი) მან უნდა ატვირთოს იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. არსებული ფორმის ყველა ველი, გარდა კანდიდატის ნომრისა, უნდა იყოს შევსებული, დაკრული უნდა ჰქონდეს 3X4-ზე ზომის 2 ფოტო, რომელზეც ხელი უნდა ჰქონდეს მოწერილი სკოლის/მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელს ან დირექტორს.

რეგისტრაცია წარმატებით გავლილად ჩაითვლება, თუ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთმოკლე ტექსტურ შეტყობინებას. სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან 2 კვირაში აპლიკანტს რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება გამოცდის განრიგი.

საბანკო რეკვიზიტები

გამოცდა და მასში მონაწილეობის საფასური 

ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:

Paper-based KET – 6 ივნისი

Paper-based PET – 6 ივნისი

Paper-based KET fs – 10 ივნისი

Paper-based PET fs – 10 ივნისი

Paper-based FCE – 15 ივნისი

Paper-based CAE – 15 ივნისი

Paper-based Young Learners Exam (Starters, Movers, Flyers) – 18 ივნისი

Paper-based TKT – 21 ივნისი

Computer-based FCE – 24 ივნისი

Computer-based CAE – 25 ივნისი

Paper-based FCE fs – 28 ივნისი

კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.

ტესტების ნიმუშები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები