23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც „შე­ფი­ცუ­ლე­ბის“ სიმ­ღე­რით  ვგრძნობ თე­ბერ­ვ­ლის ამ­ბე­ბის ძა­ლას

spot_img

♦ რა ვი­ცით 25 თე­ბერ­ვ­ლის შე­სა­ხებ

 

ცოტ­ნე ჯო­ბა­ვა
სსიპ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქ. ფო­თის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-6 კლა­სის მოს­წავ­ლე

 

რა ვი­ცი 25 თე­ბერ­ვალ­ზე? ვი­ცი, რო­გო­რი მძი­მე იყო 1921 წე­ლი ჩე­მი ქვეყ­ნის­თ­ვის. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ბა­ტო­ნო­ბის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო კვლავ ტყვე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­და. წი­თე­ლი არ­მია მის­კენ და­იძ­რა.

11 თე­ბერ­ვალს ბოლ­შე­ვი­კურ­მა რუ­სეთ­მა გა­მო­უცხა­დე­ბე­ლი ომი და­იწყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან.

მე­რე იყო 25 თე­ბერ­ვა­ლი… „თბი­ლისს დამ­შ­ვი­დე­ბით ეძი­ნა, მას ჯერ არ გა­ე­გო თა­ვი­სი „სიკ­ვ­დი­ლი“. და­იპყ­რეს პა­ტა­რა, მაგ­რამ გუ­ლა­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო, ერთ დროს უძ­ლე­ვე­ლი, ახ­ლა კი მტრე­ბი­სა და მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის­გან გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი. ის ვე­რას­დ­როს და­ი­ვიწყებს ამ დღეს, რო­ცა ჩა­ე­სო ლახ­ვა­რი მის დი­დე­ბა­სა და ერ­თო­ბას, რო­ცა პა­ტა­რა სა­ხელ­მ­წი­ფო მტრის კლან­ჭებ­ში აღ­მოჩ­ნ­და. 25-მა თე­ბერ­ვალ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჰყავ­და რო­გორც თავ­და­დე­ბუ­ლი გმი­რე­ბი, ასე­ვე უსირ­ცხ­ვი­ლო მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც წინ მი­უძღოდ­ნენ წი­თელ არ­მი­ას, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს დამ­პყ­რობ­ლებს. სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძემ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მტრებს სი­ხა­რუ­ლით ამ­ც­ნო, რომ თბი­ლი­სის თავ­ზე საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­თე­ლი დრო­შა ფრი­ა­ლებ­და.

1921 წლის 25 თე­ბერ­ვა­ლი… ორ­ჯო­ნი­კი­ძის და­რი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი­სათ­ვის საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ბა­დე­ბის დღე, ჩვენ­თ­ვის კი – ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­კარ­გ­ვი­სა და გლო­ვის უმ­ძი­მე­სი დღე.

სან­დ­რო ჯი­ქია
სსიპ აფხა­ზე­თის №10 სა­ჯა­როს სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე

ერთ-ერ­თი გმი­რუ­ლად და­ღუ­პუ­ლი იუნ­კე­რი „შე­ვარ­დე­ნის“ ფეხ­ბურ­თე­ლი შალ­ვა ერის­თა­ვი იყო. ფეხ­ბურ­თი მიყ­ვარს და ეს ამ­ბა­ვი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მოქ­მე­დებს ჩემ­ზე. რაც თა­ვი მახ­სოვს, 25 თე­ბერ­ვ­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე, ის­ტო­რი­ის, სა­მო­ქა­ლა­ქოს და ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე 21 წლის ამ­ბე­ბის მო­ძი­ე­ბას, გახ­სე­ნე­ბა­სა და გან­ხილ­ვას ვიწყებთ. იგი­ვე ხდე­ბა სახ­ლ­შიც. ისე­დაც ხში­რად, მაგ­რამ თე­ბერ­ვ­ლის დღე­ებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად ბევრს ვლა­პა­რა­კობთ იმა­ზე, რაც 103 წლის წინ მოხ­და და ხდე­ბა ახ­ლაც, არ მთავ­რ­დე­ბა. წი­ნა წლებ­ში ნაკ­ლე­ბად მეს­მო­და, რა­ტომ იც­რემ­ლე­ბოდ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი თე­ბერ­ვ­ლის ამ­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას. ახ­ლა ვი­ცი, „თბი­ლი­სის თავ­ზე აფ­რი­ა­ლე­ბუ­ლი წი­თე­ლი დრო­შის“ გაგ­რ­ძე­ლე­ბაა ის ამ­ბა­ვი, რომ მე არ ვარ ნამ­ყო­ფი არც სა­მა­ჩაბ­ლო­ში და არც აფხა­ზეთ­ში, რომ­ლის სა­ხელ­საც ჩვე­ნი სკო­ლა ატა­რებს და რო­მე­ლიც ჩემ­თ­ვის თან თით­ქოს ახ­ლო­ბე­ლია, თან შო­რე­უ­ლი. 21 წლის თე­ბერ­ვა­ლი ჩემ­თ­ვის შავ-თეთრ-შინ­დის­ფერ დრო­შა­სა და მა­რო მა­ყაშ­ვილ­თან ასო­ცირ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად, რად­გან სახ­ლ­შიც და სკო­ლა­შიც სულ მა­როს ფო­ტო გვაქვს ყველ­გან, იმ დრო­შის ფონ­ზე, და ასე­ვე წარ­წე­რა – „მაგ­რად სცხე­ბენ ჩვე­ნე­ბი“, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც „შე­ფი­ცუ­ლე­ბის“ სიმ­ღე­რით, რო­მელ­საც ხში­რად ვუს­მენთ ხოლ­მე სკო­ლა­ში, ვგრძნობ თე­ბერ­ვ­ლის ამ­ბე­ბის ძა­ლას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, გად­მო­ცე­მით, ამ სიმ­ღე­რას ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის რაზ­მის წევ­რე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1924 წლის აჯან­ყე­ბის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, მღე­როდ­ნენ მე­ტე­ხის ცი­ხე­ში, ვფიქ­რობ, მი­სი ტექ­ს­ტი არის ის, რაც ახ­ლაც აქ­ტუ­ა­ლუ­რია და ზუს­ტად გა­მო­ხა­ტავს ჩვენს მი­ზანს, იმას, რა­საც უნ­და ვა­კე­თებ­დეთ: „ჩვენ უბ­რ­ძოლ­ვე­ლად სამ­შობ­ლოს არ­ვის მივ­ცემთ გულ­საკ­ლა­ვად… ერ­თად წა­ვი­დეთ ბრძო­ლა­ში, ჩავ­ლე­წოთ ცი­ხის კა­რე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან აღ­ვ­გა­ვოთ ცივ ჩრდი­ლო­ე­თის ჯა­რე­ბი!“…

მა­რი­ამ ას­ლა­ნო­ვა
ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. დარ­ბა­ზის სა­ჯა­რო სკო­ლის მე-8 კლასის მოს­წავ­ლე

 

ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სა­მი ქვე­ყა­ნა – სა­ქარ­თ­ვე­ლო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სომ­ხე­თი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და.  1918 წელს რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და­იწყო, ამ ქვეყ­ნებს მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ეცხა­დე­ბი­ნათ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და 1918 წლის 26 მა­ისს ჯერ სა­ქარ­თ­ვე­ლომ, ხო­ლო აზერ­ბა­ი­ჯან­მა და სომ­ხეთ­მა  28 მა­ისს გა­მო­აცხა­დეს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს  შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად უნ­და გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო, რად­გან  ჩა­ტარ­და პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, და ქა­ლე­ბიც მათ შო­რის. სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ეს არ­ჩევ­ნე­ბი იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ა­მა­ყო, რად­გან  5 ქა­ლი აირ­ჩი­ეს დე­პუ­ტა­ტად, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის  არ­ჩევ­ნებ­ში აირ­ჩი­ეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ფა­რი-ხა­ნუმ სო­ფი­ე­ვა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი მუს­ლი­მი არ­ჩე­უ­ლი ქა­ლია მსოფ­ლი­ო­ში.

რუ­სეთ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი 1920 წელს დამ­თავ­რ­და და გა­ი­მარ­ჯ­ვეს ბოლ­შე­ვი­კებ­მა. ბოლ­შე­ვი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ, ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებს კვლავ საფ­რ­თხე და­ე­მუქ­რათ.  ბოლ­შე­ვი­კუ­რი  ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აზერ­ბა­ი­ჯან­ში 1920 წლის მა­ის­ში დამ­ყარ­და, ხო­ლო სომ­ხეთ­ში -1920 წლის დე­კემ­ბერ­ში. ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ღა ინარ­ჩუ­ნებ­და. 1921 წლის 21 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ი­ღეს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კონ­ს­ტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ 3 დღე არ­სე­ბობ­და. 1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი თბი­ლი­სიც აიღეს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და ჯერ სტამ­ბულ­ში, შემ­დეგ იქი­დან – საფ­რან­გეთ­ში.

1921 წლის 25 თე­ბერ­ვა­ლი არის თა­რი­ღი, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დამ­ყარ­და ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის მმარ­თ­ვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც 70 წელს გაგ­რ­ძელ­და.

მარ­თა­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა მა­ლე­ვე გა­უქ­მ­და, მაგ­რამ მან არ­სე­ბო­ბა გა­აგ­რ­ძე­ლა 1991 წლის შემ­დეგ, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღად­გი­ნა.

აშოტ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი
სსიპ ახალ­ცი­ხის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე

1918 წლის 26 მა­ისს სა­ქარ­თ­ვე­ლომ მი­ი­ღო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გახ­ს­ნეს სკო­ლე­ბი და პირ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, შექ­მ­ნეს კონ­ს­ტი­ტუ­ცია, და­იწყო ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა.

1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სი მე-11 წი­თელ­მა არ­მი­ამ და­ი­კა­ვა. სა­ქარ­თ­ვე­ლომ და­კარ­გა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. და­იწყო რეპ­რე­სი­ე­ბი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ზო­გი დახ­ვ­რი­ტეს, ზო­გი გა­და­ა­სახ­ლეს. თავ­გან­წირ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ქარ­თ­ვე­ლებ­მა ვერ შეძ­ლეს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. 25 თე­ბერ­ვალს დაწყე­ბულ­მა საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ამ სა­მოც­და­ა­თი წე­ლი გას­ტა­ნა.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს მხო­ლოდ ერ­თი პარ­ტია არ­სე­ბობ­და, არ იყო სიტყ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არ ვი­თარ­დე­ბო­და ეკო­ნო­მი­კა. ევ­რო­პა და ამე­რი­კა ვი­თარ­დე­ბო­და, ქმნიდ­ნენ ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, ავი­თა­რებ­დ­ნენ დე­მოკ­რა­ტი­ას, იბ­რ­ძოდ­ნენ ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი­სა და ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის. ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დ­ნენ, რომ ადა­მი­ანს ყვე­ლა პი­რო­ბა ჰქო­ნო­და გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის და კარ­გი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის.

ქარ­თ­ველ ხალხს ათა­სო­ბით წლე­ბი უბ­რ­ძო­ლია მარ­ტო მრა­ვალ მტერ­თან და სა­ქარ­თ­ვე­ლო ღირ­სია კარ­გი მო­მავ­ლის.

ნი­ნო კუ­ტა­ლია
სსიპ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქ. ფო­თის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-12ბ კლა­სის მოს­წავ­ლე

1921 წლის 25 თე­ბერ­ვა­ლი ის დღეა, რომ­ლის შემ­დე­გაც, რო­გორც ერ­თი მო­ხა­ლი­სე ჯა­რის­კა­ცი წერ­და, „რო­გორც ჩვე­ნი სამ­შობ­ლო, სა­ქარ­თ­ვე­ლო, ისე ქარ­თ­ვე­ლი ერი სა­მუ­და­მოდ და­ი­ღუ­პა, ჩარ­ხი უკუღ­მა გა­დატ­რი­ალ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლოს შვი­დი­ვე ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი ჩაქ­რა, თეთ­რი მე­რა­ნი უფ­ს­კ­რულ­ში გა­და­ვარ­და“. დღე, რო­მელ­მაც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე და, რაც მთა­ვა­რია, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა შე­ი­წი­რა. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რომ­ლის­თ­ვი­საც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი თავ­გა­მო­დე­ბით იბ­რ­ძოდ­ნენ და რომ­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლა­დაც არა­ფერს იშუ­რებ­დ­ნენ. ის სა­ზა­რე­ლი დღე იყო, რო­დე­საც კო­ლაუ ნა­დი­რა­ძის თქმით: „წი­თე­ლი დრო­შით, მო­ღე­რილ ყე­ლით, თეთრ ცხენ­ზე მჯდო­მი, ნა­ბი­ჯით ნე­ლით შე­მო­დი­ო­და სიკ­ვ­დი­ლი ცე­ლით!“ ამ სის­ხ­ლი­ან­მა ცელ­მა მოს­რა სამ­შობ­ლოს­თ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბის სი­ცოცხ­ლე, კვლავ ჩა­ავ­ლო პა­ტა­რა, მრა­ვალ­ჭირ­ნა­ხულ ქვე­ყა­ნას დამ­პყ­რო­ბელ­მა კლან­ჭე­ბი, და­ატყო კვა­ლი, რო­მე­ლიც დღე­საც შე­სამ­ჩ­ნე­ვია და რომ­ლის გაქ­რო­ბა­საც დღემ­დე ვცდი­ლობთ. ამ დღემ გვაქ­ცია რუ­სუ­ლი საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის ნა­წი­ლად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო გვქვია, არას­დ­როს უნ­და და­ვი­ვიწყოთ დღე, რო­დე­საც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ხე­ლი­დან გა­მოგ­ვ­გ­ლი­ჯეს, ახალ­გაზ­რ­დე­ბის სი­ცოცხ­ლე წაგ­ვარ­თ­ვეს… ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეც ხომ სწო­რედ ამას გვას­წავ­ლის: „შვილ­მა უნ­და იცო­დეს, სად და რა­ზედ გა­ჩერ­და მა­მა, რომ იქი­დამ და­იწყოს ცხოვ­რე­ბის უღე­ლის წე­ვა, შვილს უნ­და გა­მორ­კ­ვე­უ­ლი ჰქონ­დეს, რა­ში იყო მარ­თა­ლი და კარ­გი მი­სი მა­მა, რა­ში იყო შემ­ც­და­რი და რა ავი მი­იჩ­ნია კე­თი­ლად, და რა კე­თი­ლი – ავად“.

მა­რი­ამ ოჩინ­ს­კი
სსიპ ყვარ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11ა კლა­სის მოს­წავ­ლე

1921 წლის 25 თე­ბერ­ვ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დღე: გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში.

1917 წლის რუ­სე­თის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, სა­ქარ­თ­ვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­აცხა­და 1918 წლის 26 მა­ისს. თით­ქ­მის სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო ცდი­ლობ­და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ზი­ცი­ის გან­მ­ტ­კი­ცე­ბას. თუმ­ცა, ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი დიდ ჩრდილს აყე­ნებს ახალ რეს­პუბ­ლი­კას და 1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გარ­და­ტე­ხა მოხ­და, წი­თე­ლი არ­მია, საბ­ჭო­თა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მო­იჭ­რა, რაც ქვეყ­ნის გა­საბ­ჭო­ე­ბის და­საწყი­სი იყო. ამ შე­მოჭ­რამ გა­მო­იწ­ვია არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კის და­არ­სე­ბა. დე­და­ქა­ლა­ქი თბი­ლი­სი რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ე­ცა და მა­ლე­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა ფაქ­ტობ­რი­ვად და­ი­შა­ლა. შე­მოჭ­რამ გრძელ­ვა­დი­ა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ქვე­ყა­ნა­სა და მის ხალ­ხ­ზე, მკაც­რი რეპ­რე­სი­ე­ბის პე­რი­ო­დი 70 წე­ლი გრძელ­დე­ბო­და.

1921 წლის 25 თე­ბერ­ვ­ლის გახ­სე­ნე­ბა და გა­აზ­რე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა ერის გამ­ძ­ლე სუ­ლის­კ­ვე­თე­ბას, რო­მელ­მაც, მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვი­სა, შეძ­ლო შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა უნი­კა­ლუ­რი იდენ­ტო­ბა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა.

მა­რი­ამ იაშაღა­შ­ვი­ლი
სსიპ თბი­ლი­სის №213 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე

რთუ­ლია 25 თე­ბერ­ვ­ლის შე­სა­ხებ ცო­ტა რამ იცო­დე, რად­გან ეს დღე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი დღეა. 1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სი მე-11 წი­თელ­მა არ­მი­ამ და­ი­კა­ვა. სა­ქარ­თ­ვე­ლო რუ­სუ­ლი საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის ნა­წი­ლად იქ­ცა. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გ­ვას მოჰ­ყ­ვა სას­ტი­კი რეპ­რე­სი­ე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რ­ძალ­ვა, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის დახ­ვ­რე­ტა, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პა­ტიმ­რო­ბა და გა­და­სახ­ლე­ბა. 1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს, დღე­ვან­დელ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, ამ­ჟა­მინ­დელ საკ­რე­ბუ­ლოს შე­ნო­ბას­თან, კო­მუ­ნის­ტე­ბით სავ­სე პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა დად­გა. წი­თელ­მა არ­მი­ამ კი, 25 თე­ბერ­ვ­ლი­დან 17 მარ­ტამ­დე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ნარ­ჩე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბიც და­ი­კა­ვა. ასე და­იწყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი ის­ტო­რია.

ალექ­სან­დ­რე კიკ­ნა­ვე­ლი­ძე
სსიპ თბი­ლი­სის №172 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე

1921 წე­ლი, 12 თე­ბერ­ვა­ლი. წი­თე­ლი არ­მია სა­ქარ­თ­ვე­ლოს­კენ მო­ე­მარ­თე­ბა. სა­ხალ­ხო გვარ­დია, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, იუნ­კე­რე­ბი თბი­ლი­სის მი­სად­გო­მებ­თან დგა­ნან.

ასო­ბით გუ­ლი ძგერს იმ მო­მენ­ტ­ში, ასო­ბით ფიქ­რი, ასო­ბით გრძნო­ბა. მათ იცი­ან რა ელო­დე­ბათ, მაგ­რამ მა­ინც ამა­ყად დგა­ნან სამ­შობ­ლოს სა­და­რა­ჯო­ზე. იმ დღეს შე­ი­ღე­ბა კოჯ­რი­სა და ტა­ბახ­მე­ლის მი­და­მო­ე­ბი წით­ლად. იმ დღეს გა­უ­ბე­დურ­და ასო­ბით ოჯა­ხი. მათ შო­რის იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის ერთ-ერ­თი და­მა­არ­სებ­ლის, პო­ეტ კონ­ს­ტან­ტი­ნე მა­ყაშ­ვი­ლის ასუ­ლი – მა­რო მა­ყაშ­ვი­ლი. ერ­თი იუნ­კე­რი ამ­ბავს ასე იხ­სე­ნებს: „სწო­რედ ამ დღეს ამო­ვი­და ტა­ბახ­მე­ლა­ზე მოწყა­ლე­ბის და მა­რო მა­ყაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იქ­ვე შტა­ბის აივან­ზე იდ­გა და სრუ­ლი­ად დამ­შ­ვი­დე­ბუ­ლი უს­მენ­და არ­ტი­ლე­რი­ის ყუმ­ბა­რე­ბის აფეთ­ქე­ბას, რომ­ლე­ბიც სულ ახ­ლოს ეცე­მოდ­ნენ შტაბ­თან. სჩან­და, რომ მათ სწო­რედ ის დუ­ქა­ნი ჰქონ­დათ მი­ზან­ში ამო­ღე­ბუ­ლი, სა­დაც გე­ნე­რალ ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლის შტა­ბი იყო. პოლ­კოვ­ნი­კი ჩხე­ი­ძე გა­მო­ვი­და შტა­ბი­დან და და­ი­ნა­ხა მა­რო, რო­მელ­საც მე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი; უთხ­რა მას ახ­ლა­ვე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო თბი­ლის­ში. მა­რო ჩაჯ­და სა­სა­ნი­ტა­რო ორ­თ­ვა­ლა­ში და თბი­ლი­სი­სა­კენ და­ეშ­ვა, სულ ნა­ხე­ვა­რი კი­ლო­მეტ­რი არ ჰქონ­და გავ­ლი­ლი, რომ მტრის ყუმ­ბა­რა ორ­თ­ვა­ლას მოხ­ვ­და და მა­რო იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა“. ამ დღეს და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი თბი­ლის­ში, სამ­ხედ­რო ტაძ­რის ეზო­ში (რო­მე­ლიც 1930 წელს კო­მუ­ნის­ტებ­მა და­ან­გ­რი­ეს), 23 თე­ბერ­ვალს დაკ­რ­ძა­ლეს.

25 თე­ბერ­ვალს კი შე­მო­იჭ­რა მე-11 წი­თე­ლი არ­მია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნამ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა ვერ გა­უ­წია. ამ დღეს რუ­სე­თის არ­მი­ამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი თბი­ლი­სი და­ი­კა­ვა. და­ი­მორ­ჩი­ლა ქა­ლა­ქი, რო­მელ­მაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ათას წნეხს გა­უძ­ლო, და­ი­მორ­ჩი­ლა მან, ვი­საც ენ­დო­ბო­და ერეკ­ლე მე­ფე, ვი­სი იმე­დიც გვქონ­და და ვი­სი „მოძ­მე­ნიც“ ვი­ყა­ვით.

2010 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­მა მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ ყო­ვე­ლი წლის 25 თე­ბერ­ვალს და­ეშ­ვას სა­ხელ­მ­წი­ფო დრო­შე­ბი და წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მივ­ა­გოთ ოკუ­პა­ცი­ის ათა­სო­ბით მსხვერპლს.

უჩა მი­ქაია
სსიპ აფხა­ზე­თის №10 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე

1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სი მე-11 წი­თელ­მა არ­მი­ამ და­ი­კა­ვა. სა­ქარ­თ­ვე­ლო რუ­სუ­ლი საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის ნა­წი­ლად იქ­ცა. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გ­ვას მოჰ­ყ­ვა სას­ტი­კი რეპ­რე­სი­ე­ბი, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის დახ­ვ­რე­ტა, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პა­ტიმ­რო­ბა და გა­და­სახ­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რ­ძალ­ვა. ხუთ­კ­ვი­რი­ა­ნი ბრძო­ლი­სა და გმი­რუ­ლი თავ­გან­წირ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, ვერ შეძ­ლეს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დაც­ვა. 25 თე­ბერ­ვალს დაწყე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცია სა­მოც­და­ა­თი წე­ლი გაგ­რ­ძელ­და.

ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმარ­თე­ბა ლექ­ცი­ე­ბი და სიმ­პო­ზი­უ­მე­ბი, ვსა­უბ­რობთ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ა­ზე, ოკუ­პა­ცი­ა­ზე, გე­ო­პო­ლი­ტი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ქარ­თულ ჯარ­სა და მის სარ­დ­ლებ­ზე. ყვე­ლა ქარ­თ­ველ­მა იცის ამ დღის ავ­ბე­დი­თი ის­ტო­რია. ჩემ­თ­ვის 25 თე­ბერ­ვა­ლი არის დღე, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლომ, სიმ­წ­რით მო­პო­ვე­ბულ, სამ­წ­ლი­ან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას­თან ერ­თად, და­კარ­გა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გამ­ხ­და­რი­ყო და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის წევ­რი. ამ დღეს და­იწყო ეპო­ქა, რომ­ლის შემ­დე­გაც სა­ქარ­თ­ვე­ლო კი­დევ ერ­თხელ მოხ­ვ­და საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­ის, რუ­სე­თის კლან­ჭებ­ში. მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი თა­ვის უბის წიგ­ნაკ­ში წერ­და: „25 თე­ბერ­ვალს მე ვიგ­რ­ძე­ნი, თუ რო­გორ შე­მო­ვი­და ტან­ში მჭრე­ლი მახ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მას აქეთ დღი­თი-დღე უფ­რო მე­ტად მერ­ჭო­ბა…“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის და, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის­თ­ვის, 25 თე­ბერ­ვ­ლის ტრა­გე­დია, ვფიქ­რობ, დღე­საც ის „ტან­ში მჭრე­ლი მახ­ვი­ლია“, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე ღრმა­დაა შერ­ჭო­ბი­ლი ქარ­თ­ველ­თა სხე­უ­ლებ­ში რუ­სე­თის მი­ერ. ეს დღე იმა­საც გვახ­სე­ნებს, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა არ არის მხო­ლოდ წარ­სუ­ლი, ეს ჩვე­ნი აწ­მ­ყო­ცაა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში გა­მო­ი­ღებს შე­დეგს.

ზოია თუ­მა­სი­ა­ნი
სსიპ ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. უჩ­მა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე

1921 წლის 25 თე­ბერ­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კულ ფურ­ც­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში.

იმ დღი­დან 103 წე­ლი გა­ვი­და, მაგ­რამ ჩვენ მა­ინც გვახ­სოვს ის დღე და ყო­ველ­თ­ვის გვე­მახ­სოვ­რე­ბა. რო­გორც უკ­ვე ვი­ცით, 1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში, ბოლ­შე­ვი­კე­ბის მე-11 არ­მია შე­ვი­და და სა­ქარ­თ­ვე­ლო საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტურ რეს­პუბ­ლი­კად გა­მო­აცხა­და. თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლას, კო­ჯორ­სა და ტა­ბახ­მე­ლის მი­სად­გო­მებ­თან, არა­ერ­თი იუნ­კე­რი შე­ე­წი­რა. ვი­საც ახ­სოვს ტრა­გი­კუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის დღე­ე­ბი, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გვი­ზი­ა­რებს კო­ჯორ­თან და ტა­ბახ­მე­ლას­თან და­ღუ­პუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის შე­სა­ხებ, ბევ­რი მათ­გა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თარ გვერ­დებ­ზე აქ­ვეყ­ნებს 19 წლის მედ­დის, მა­რო მა­ყაშ­ვი­ლის ფო­ტოს, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა ტრა­გი­კუ­ლი სიკ­ვ­დი­ლით.სა­ქარ­თ­ვე­ლოს მა­შინ­დელ­მა ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბამ აჩ­ვე­ნა, რო­გო­რი უნ­და იყოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა. და მარ­თ­ლაც, რო­გო­რი უნ­და იყოს ჩვე­ნი თა­ო­ბა ამ ის­ტო­რი­ის გახ­სე­ნე­ბი­სას?

ის, რომ ეროვ­ნე­ბით სო­მე­ხი ვარ, არ მიშ­ლის ხელს სამ­შობ­ლოს გვერ­დ­ში დგო­მას და სამ­შობ­ლო­სათ­ვის ბრძო­ლას. სა­ქარ­თ­ვე­ლო ყო­ველ­თ­ვის მხიბ­ლავ­და თა­ვი­სი მდი­და­რი ის­ტო­რი­ით, ძლი­ე­რი მე­ფე-დე­დოფ­ლე­ბით, გა­მო­ჩე­ნი­ლი მწერ­ლე­ბით…

25 თე­ბერ­ვა­ლი რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის ტრა­გი­კუ­ლი დღეა. ამ დღეს, ვფიქ­რობ, სი­ა­მა­ყით უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის მებ­რ­ძო­ლი ეროვ­ნუ­ლი გმი­რე­ბი: ალექ­სან­დ­რე ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი, პლა­ტონ დო­ლი­ძე, შალ­ვა ერის­თა­ვი, პავ­ლე იაკო­ბაშ­ვი­ლი, ლე­ვან კან­დე­ლა­კი, ოთარ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, მი­ხე­ილ ლო­ლუა, ილია ჯან­დი­ე­რი, იოსებ ჯან­დი­ე­რი, არ­ჩილ ჯან­დი­ე­რი, გი­ორ­გი ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ზედ­გი­ნი­ძე, გი­ორ­გი იაშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ის­კან­დე­რაშ­ვი­ლი, ივა­ნე კე­რე­სე­ლი­ძე, რე­ვაზ ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლი, ივა­ნე ჯა­მას­პიშ­ვი­ლი, გრი­გოლ კი­კი­ა­ნი, პა­ლი­კო ბეშ­ქე­ნა­ძე, ნი­კო­ლოზ ზან­დუ­კე­ლი, ნი­კო­ლოზ სტუ­რუა, მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი, გე­ნო ქა­რუ­მა­ძე, ვა­ნო მუ­ჯი­რიშ­ვი­ლი, სან­დ­რო მუ­ჯი­რიშ­ვი­ლი, ჯიშ­კა­რი­ა­ნი, ირაკ­ლი თო­ი­ძე, ბე­სა­რი­ონ კე­მუ­ლა­რია, არ­ჯე­ვან ანა­ნი­აშ­ვი­ლი, გაბ­რი­ელ გეხ­ტ­მა­ნი, მი­ხე­ილ იოსე­ლი­ა­ნი, გე­რონ­ტი არ­ჩ­ვა­ძე, მა­რო მა­ყაშ­ვი­ლი…

კი­დევ ერ­თხელ ქედს ვიხ­რი მათ წი­ნა­შე. ახალ­გაზ­რ­დე­ბო, მუ­დამ მე­მახ­სოვ­რე­ბით და ვი­ა­მა­ყებ თქვე­ნი გმი­რო­ბით.

ელე­ნე ჯა­ლა­ღო­ნია
სსიპ თბი­ლი­სის №102 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე

1921 წლის 25 თე­ბერ­ვა­ლი. ერ­თი შე­ხედ­ვით, ზამ­თ­რის ცი­ვი, სუს­ხი­ა­ნი დღე, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქარ­თ­ველს უნ­და გვახ­სოვ­დეს. დღე, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლომ, თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად, მის­თ­ვის მე­ო­მა­რი, უში­შა­რი გმი­რე­ბი და­კარ­გა. დი­ახ, ეს სწო­რედ იმ საბ­ჭო­თა მმარ­თ­ვე­ლო­ბის და­საწყი­სია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რო­მელ­ზეც ქარ­თ­ვე­ლე­ბის დიდ ნა­წილს უსი­ა­მოვ­ნო ჟრუ­ან­ტე­ლი უვ­ლის, ვი­ღა­ცე­ბი კი კვლავ მი­ნატ­რი­ან „იმ დროს“.

რა ხდე­ბო­და რე­ა­ლუ­რად თი­თო­ე­უ­ლი პატ­რი­ო­ტი ქარ­თ­ვე­ლის გულ­ში? 25 თე­ბერ­ვ­ლის ღა­მეს ქარ­თ­ვე­ლი მე­ომ­რე­ბის ბრა­ზი დამ­პყ­რობ­ლე­ბის მი­მართ და სურ­ვი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა სიკ­ვ­დი­ლის შიშ­საც აღე­მა­ტე­ბო­და. და­სად­გუ­რე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი სი­ჩუ­მე. ოჯა­ხებ­ში ში­შის სუნს თი­თო­ე­უ­ლი მშო­ბე­ლი გრძნობ­და. მაგ­რამ არ ეში­ნო­დათ მათ, რომ­ლებ­მაც თა­ვი და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­წი­რეს. ქარ­თ­ვე­ლი ვაჟ­კა­ცე­ბი ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად იბ­რ­ძოდ­ნენ და გმი­რუ­ლად და­ეც­ნენ ბრძო­ლის ველ­ზე. დღეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სწო­რედ მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ბრძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის ქარ­თ­ვე­ლებ­მა მი­სი წარ­თ­მე­ვის დღეს­ვე და­იწყეს და სწო­რედ ამი­ტომ ვართ დღეს იქ, სა­დაც ვართ.

„სჯობს სი­ცოცხ­ლე­სა ნაძ­რახ­სა სიკ­ვ­დი­ლი სა­ხე­ლო­ვა­ნი“.

სა­მა­გა­ლი­თოა გმი­რი იუნ­კე­რე­ბის – შალ­ვა ერის­თა­ვის, პავ­ლე ბეშ­კე­ნა­ძის, კო­ლია კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის, გი­ორ­გი გამ­ყ­რე­ლი­ძის და კო­ტე კვი­ცა­რი­ძის თავ­და­დე­ბა ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის. დღე­საც ვაგ­რ­ძე­ლებთ ბრძო­ლას რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ და მათ მა­გა­ლი­თებ­ზე ახა­ლი გმი­რე­ბი ჩნდე­ბი­ან, რო­გორც გა­ზაფხულ­ზე ვე­ლად ამო­სუ­ლი ყა­ყა­ჩო­ე­ბი. 2008 წლის შინ­დი­სის გმი­რე­ბიც იუნ­კერ­თა იდე­უ­რი შვი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ­ლე­ბიც წლე­ბის შემ­დეგ თა­ვად გახ­დე­ბი­ან სხვა­თათ­ვის მა­გა­ლი­თე­ბი.

ელე­ნე გი­უ­ნაშ­ვი­ლი
სსიპ თბი­ლი­სის №102 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე

25 თე­ბერ­ვა­ლი, 1921 წე­ლი. დღე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში მტკივნე­უ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. დღე, რო­დე­საც ქარ­თ­ვე­ლე­ბის წა­დილს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ ხა­ზი გა­და­ეს­ვა.

გე­ნე­რალ­მა კვი­ნი­ტა­ძემ თბი­ლი­სის და­ტო­ვე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, კოჯ­რის გზი­დან ქა­ლაქ­ში კი რუ­სუ­ლი ჯა­რი შე­მო­დის. და­იწყო თბი­ლი­სის ევა­კუ­ა­ცია და ქა­ლაქ­ში წი­თე­ლი დრო­შის ფრი­ა­ლი. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და მთავ­რო­ბა ქა­ლაქს ტო­ვებს. სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე აგ­ზავ­ნის დე­პე­შას მოს­კოვ­ში: „ლე­ნინს, სტა­ლინს, ბა­ქო. 25.II.21 წ. თბი­ლი­სის თავ­ზე საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­თე­ლი დრო­შა ფრი­ა­ლებს. გა­უ­მარ­ჯოს საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს. ორ­ჯო­ნი­კი­ძე“. ეს იყო დას­ტუ­რი იმი­სა, რომ „სიკ­ვ­დი­ლი“ მო­ვი­და. რუ­სუ­ლი არ­მი­ის ტფი­ლის­ში შე­მოს­ვ­ლას ზუს­ტად აღ­წერს ის­ტო­რი­კო­სი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი: „უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა დარ­ჩა ქა­ლაქ­ში, არა­და დი­დი იყო ში­ში და მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ მე-11 არ­მია და­იწყებ­და ქა­ლა­ქის დარ­ბე­ვას და ძა­ლა­დო­ბას. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო ეს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა რე­პუ­ტა­ცია ჰქონ­და წი­თელ არ­მი­ას, რო­მე­ლიც, ომის კა­ნო­ნით, ბრძო­ლით და­კა­ვე­ბულ ქა­ლაქ­ში აკე­თებ­და იმას, რაც მო­ე­სურ­ვე­ბო­და. ქუ­ჩე­ბი, რო­გორც წე­სი, უკაც­რი­ე­ლი იყო“.

1993 წლის აფხა­ზე­თის ოკუ­პა­ცი­ი­სა და 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში რუ­სუ­ლი არ­მი­ის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მოჭ­რას კვლავ მოჰ­ყ­ვა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის დევ­ნა, რბე­ვა, ძარ­ც­ვა და ყა­ჩა­ღო­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თ­ვის ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა…

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები