9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რის – კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა – გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა დაწყე­ბით და სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე ცნე­ბა­თა პე­და­გო­გი­კის მი­ხედ­ვით

spot_img

სა­მოქ­მე­დო კვლე­ვის ან­გა­რი­ში

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ინ­დუს­ტ­რი­ის ეპო­ქა­ში, რო­ცა ძა­ლი­ან სწრა­ფად იც­ვ­ლე­ბა გა­რე­მო, ადა­მი­ა­ნის­თ­ვის კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა პი­როვ­ნე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ა­სა და მი­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­შიც ეხ­მა­რე­ბა. ის გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მი­ვი­ღოთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი, გა­და­ვა­მუ­შა­ვოთ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც უწყ­ვეტ ნა­კა­დად მო­ე­დი­ნე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა თან­და­ყო­ლი­ლი უნა­რი არაა და ვი­ნა­ი­დან სკო­ლის უპირ­ვე­ლე­სი მი­სია თა­ნა­მედ­რო­ვე, სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნის აღ­ზ­რ­დაა, მას­წავ­ლებ­ლის ხელ­შეწყო­ბით მოს­წავ­ლე­ებს დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი­დან­ვე უნ­და გა­ნუ­ვი­თარ­დეთ იგი.

დაწყე­ბით­სა და სა­ბა­ზო კლა­სებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თი­ლე­ბის ანა­ლი­ზი­სა და მოს­წავ­ლე­თა მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად, აშ­კა­რა გახ­და, რომ მოს­წავ­ლე­ებს უჭირთ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, მსჯე­ლო­ბა, ანა­ლი­ზი და ა.შ. კო­ლე­გებ­თან დი­ა­ლო­გი­სას და­დას­ტურ­და, რომ ეს პრობ­ლე­მა მწვა­ვეა სხვა საგ­ნებ­შიც.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის შე­ნიშ­ვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ერ­თობ­ლი­ვად ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა კვლე­ვა და დაგ­ვედ­გი­ნა, რა შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო მოს­წავ­ლე­თა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის და­ბა­ლი დო­ნის მი­ზე­ზი, რა ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­უწყობ­და ხელს არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის შემ­ცი­რე­ბას/აღ­მოფხ­ვ­რას. კვლე­ვის თე­მად გან­ვ­საზღ­ვ­რეთ: ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რის – „კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა“ – გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა დაწყე­ბით და სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე, ცნე­ბა­თა პე­და­გო­გი­კის მი­ხედ­ვით.

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სკო­ლას ახა­ლი მოთხოვ­ნე­ბი წა­უ­ყე­ნა რე­ა­ლო­ბამ, მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი მოს­წავ­ლის ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის გა­დამ­წყ­ვე­ტია, თუმ­ცა, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სას­კო­ლო თე­მი­სა და მშობ­ლის რო­ლი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა­ში.

კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის პრობ­ლე­მას ორი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს: 1. ამ უნა­რებ­ზე ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია აქვს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სპექტრს; 2. ჭირს საგ­ნობ­რი­ვი სპე­ცი­ფი­კის გა­დაწყო­ბა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, არა­საკ­მა­რი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მო.

ფაქ­ტია, ეპო­ქი­სე­ულ მოთხოვ­ნებს ხში­რად არ ემ­თხ­ვე­ვა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი. ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი ზგემ-ის მი­ხედ­ვით, სკო­ლას ევა­ლე­ბა კარ­გი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და. ფუნ­ქ­ცი­უ­რი (და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­თი) უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია აღ­ვ­ზარ­დოთ ისე­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ, პი­როვ­ნულ, პრო­ფე­სი­ულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლე­ბენ.

კვლე­ვის დაწყე­ბი­სას და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას საკ­ვ­ლე­ვი კითხ­ვე­ბი ერთ-ერ­თი კარ­გი მა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლია შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად. გა­მოც­დილ კო­ლე­გებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოვ­კ­ვე­თეთ საკ­ვ­ლე­ვი კითხ­ვე­ბი: რამ­დე­ნად აქვთ მოს­წავ­ლე­ებს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კუ­ლი სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბი? რა შე­საძ­ლო ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის და­გეგ­მ­ვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა სა­ჭი­რო მოს­წავ­ლე­ებ­ში კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად?

კვლე­ვის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი მე­თო­დო­ლო­გია. ჩვე­ნი და კო­ლე­გე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის ანა­ლი­ზი­სას გა­მო­ვი­ყე­ნეთ თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვის მე­თო­დი – დაკ­ვირ­ვე­ბა. კო­ლე­გებ­თან ერ­თად, გა­მოვ­კ­ვე­თეთ ის სუს­ტი მხა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ებს გაძ­ლი­ე­რე­ბას, და რომ­ლე­ბიც, შე­საძ­ლოა, მოს­წავ­ლე­თა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის და­ბა­ლი დო­ნის მი­ზე­ზი იყოს.

მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მზა­ო­ბის დი­ნა­მი­კის ანა­ლი­ზი­სას, რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კვლე­ვის მე­თო­დით, და­ვად­გი­ნეთ, რომ კლა­სი­დან კლას­ში ან დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი­დან სა­ბა­ზო­ზე გა­დას­ვ­ლის შემ­დეგ, არც ერ­თის აკა­დე­მი­უ­რი მზა­ო­ბა არ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლა, მაგ­რამ არც გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე შე­ნა­ჩუნ­და და­დე­ბი­თი შე­დე­გი იმ კლას­ში, რო­მელ­შიც წი­ნა სას­წავ­ლო წელს, ანა­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში(რო­მე­ლიც ჩა­ა­ტა­რა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა, ზა­ზა შუ­ლა­ი­ამ), გან­ხორ­ცი­ელ­და გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი (მე-7 კლა­სი), რაც ჩვენ­თ­ვის, მკვლე­ვა­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, წელს უკ­ვე და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ტო­რი იყო.

შვი­ლე­ბის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის სიხ­ში­რი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად, გა­მო­ვი­ყე­ნეთ რო­გორც რა­ო­დე­ნობ­რი­ვი, ისე თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვის მე­თო­დი, რა­მაც მოგ­ვ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, გაგ­ვერ­კ­ვია, რამ­დე­ნი მშო­ბე­ლია აქ­ტი­უ­რად და ეფექ­ტი­ა­ნად ჩარ­თუ­ლი შვი­ლის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­სა და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

საგ­ნობ­რივ კა­თედ­რებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ ცხად­ყო, რომ ყვე­ლა საგ­ნობ­რი­ვი კა­თედ­რა თა­ნამ­შ­რომ­ლობს, თუმ­ცა არა­საკ­მა­რი­სად.

ეფექ­ტი­ა­ნი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის გან­სა­საზღ­ვ­რად, წე­რი­ლო­ბით გა­მოვ­კითხეთ სკო­ლის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი, წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი კითხ­ვა­რის გა­მო­ყე­ნე­ბით. ჩვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო კო­ლე­გე­ბის აზ­რი, რა გა­ნა­პი­რო­ბებს მოს­წავ­ლე­თა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის და­ბალ დო­ნეს? რო­მელ მე­თო­დებ­სა და სტრა­ტე­გი­ებს იყე­ნე­ბენ ისი­ნი კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის?

მოს­წავ­ლე­თა პო­ზი­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კ­ვია, რო­მე­ლი ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რი იყო მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლი – ნაკ­ლე­ბად. მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, ინ­ტე­რე­სებ­ზე, დას­წავ­ლის ტი­პაჟ­ზე, მო­ტი­ვა­ცი­ის ხა­რის­ხ­სა და სხვა სა­კითხებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დავ­გეგ­მეთ ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად.

კვლე­ვის გეგ­მა გავ­თ­ვა­ლეთ მთე­ლი სე­მეს­ტ­რის მი­ხედ­ვით. უნ­და გაგ­ვერ­კ­ვია, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის რო­გო­რი უნა­რი ჰქონ­დათ მოს­წავ­ლე­ებს კვლე­ვის და­საწყის­სა და ბო­ლოს, რო­გო­რი იყო დი­ნა­მი­კა:

♦ რამ­დე­ნად ამარ­თ­ლებ­და კვლე­ვის პრო­ცე­სი მო­ლო­დინს;

♦ იღებ­და თუ არა შე­დეგს ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი, რო­გო­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო პროგ­რე­სი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით;

♦ იყო თუ არა უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­თან, მშობ­ლებ­თან და კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­რე;

♦ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი­სა და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის დი­ნა­მი­კი­სა და ხა­სი­ა­თის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი;

♦ რამ­დე­ნად გაზ­რ­დი­და მო­ტი­ვა­ცი­ა­სა თუ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნარს არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში (კერ­ძოდ, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბი) მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თ­ვა.

კვლე­ვის პე­რი­ოდ­ში ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო შეხ­ვედ­რა მშობ­ლებ­თან. აღ­მოჩ­ნ­და, რომ მშო­ბელ­თა აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბის (მათ შო­რის, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის) შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის, ეს მათ­თ­ვის უცხოა, მაგ­რამ მი­სა­ღე­ბი. ისი­ნი თვლი­ან, რომ მთა­ვა­რია საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნის და­უფ­ლე­ბა (საგ­ნობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბა-დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი ცოდ­ნა); სჯე­რათ, რომ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბით მა­თი შვი­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ ცოდ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბას.

სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო იყო კო­ლე­გებ­თან შეხ­ვედ­რაც. გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის (ზო­გა­დად, ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბის) შე­სა­ხებ მე­ტი ინ­ფორ­მი­რე­ბა იყო სა­ჭი­რო. შევ­თან­ხ­მ­დით, რომ:

  1. უკე­თე­სი შე­დე­გე­ბის მი­სა­ღე­ბად მას­წავ­ლებ­ლებ­მა უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ სწავ­ლე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბი, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა;
  2. კვლე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას წარ­ვად­გენ­დით მე­დი­ი­სა და ში­და­სას­კო­ლო შეხ­ვედ­რე­ბის დროს. კვლე­ვის ან­გა­რი­ში ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თ­ვის იქ­ნე­ბო­და ცნო­ბი­ლი.
  3. და­ცუ­ლი იქ­ნე­ბო­და აუცი­ლებ­ლად კვლე­ვის ეთი­კუ­რი ნორ­მე­ბი.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მა­ინც მოს­წავ­ლე­ებ­თან შეხ­ვედ­რაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საკ­ვ­ლევ კლა­სებ­ში მცი­რე­რიცხო­ვა­ნი კონ­ტინ­გენ­ტია, კვლე­ვის და­საწყის­ში, მა­ინც გა­მო­იკ­ვე­თა ფაქ­ტობ­რი­ვი მო­ცე­მუ­ლო­ბა: კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი სტი­ქი­უ­რად, არა­ფორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლად არ­სე­ბობ­და მოს­წავ­ლე­ებ­ში (თით­ქ­მის გა­ნუს­ხ­ვა­ვე­ბე­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით). მა­თი ინ­ტე­რე­სის სფე­რო ნამ­დ­ვი­ლად იყო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რად­გან თვლიდ­ნენ, რომ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა/შე­ფა­სე­ბა მო­უ­წევ­დათ მო­მა­ვალ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სკო­ლა­ში გვაქვს „კრი­ტი­კუ­ლი მე­გობ­რის“ პრაქ­ტი­კა. ამი­ტომ შევ­თან­ხ­მ­დით, რომ საკ­ვ­ლევ კლა­სებ­ში დავ­ს­წ­რე­ბო­დით ერ­თ­მა­ნე­თის გაკ­ვე­თი­ლებს და გვე­წარ­მო­ე­ბი­ნა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა.

ურ­თი­ერ­თ­დას­წ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ვი­მუ­შა­ვეთ ეფექ­ტი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბი­სა და ფო­კუს­ჯ­გუ­ფე­ბის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბი; ერ­თად გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რა ფორ­მით შე­იძ­ლე­ბო­და, უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო გაგ­ვე­ხა­და გაკ­ვე­თი­ლი/ფო­კუს­ჯ­გუ­ფი; მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო დაკ­ვირ­ვე­ბა იმა­ზეც, თუ რამ­დე­ნად კარ­გად ვა­ხერ­ხებ­დით გაკ­ვე­თილ­ზე კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მიდ­გო­მე­ბით სწავ­ლე­ბას და, ჩვე­ნი საკ­ვ­ლე­ვი თე­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ხელ­შეწყო­ბას.

ვფიქ­რობთ, ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი იყო ერ­თობ­ლი­ვად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბი „ბავ­ლია“, რომ­ლის მი­ზა­ნი წიგ­ნის კითხ­ვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, მოს­წავ­ლე­ებ­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, მო­ტი­ვა­ცი­უ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნარ-ჩვე­ვე­ბი­სა და, რაც მთა­ვა­რია, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ კლუ­ბის და­არ­სე­ბამ დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია მოს­წავ­ლე­ებ­ში, აუმაღ­ლ­დათ მო­ტი­ვა­ცია, ერ­თ­მა­ნეთს უზი­ა­რებ­დ­ნენ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, ემო­ცი­ებს, თა­მა­მად გა­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბებს სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხ­ზე, და­მე­გობ­რ­დ­ნენ.

კვლე­ვის დროს გა­მო­ვი­ყე­ნეთ დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი პრე­ტეს­ტი. პრე­ტეს­ტ­ში ვგუ­ლის­ხ­მობთ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის პრო­დუქ­ტია და ვმუ­შა­ობთ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბი­დან კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბამ­დე. ეს არ არის სე­მეს­ტ­რუ­ლად დათ­ვ­ლი­ლი, პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მ­ნის­თ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ვთვლით, რომ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა­ში მე­ტად სა­ჭი­როა პრო­ცეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა და არა პრო­დუქ­ტ­ზე. პრე­ტეს­ტი­რე­ბი­სას ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლეთ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნარ­ზე. ფო­კუს­ჯ­გუ­ფე­ბის წარ­მარ­თ­ვა იყო წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ მოს­წავ­ლე­ებს ერ­თ­გ­ვა­რი სწო­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა შექ­მ­ნო­დათ ფუნ­ქ­ცი­ურ-კოგ­ნი­ტურ ოპე­რა­ცი­ებ­ზე/კომ­პო­ნენ­ტებ­ზე. კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის ფლო­ბის შე­სა­ხებ ჩა­ტა­რე­ბულ­მა პრე­ტეს­ტ­მა, იმის გა­მო, რომ წინ­მ­ს­წ­რებ­მა ფო­კუს­ჯ­გუ­ფებ­მა ეფექ­ტი­ა­ნად იმუ­შა­ვა, საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა. აქ­ვე დავ­ძენთ, რომ შე­დე­გე­ბი არ ყო­ფი­ლა კითხ­ვა-პა­სუ­ხი, არც ე.წ. „და­ხუ­რუ­ლი ტეს­ტე­ბი“, არა­მედ ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე, რო­გორც პრო­დუქ­ტ­ზე.

პრე­ტეს­ტის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით დად­გინ­და, რომ მოს­წავ­ლე­ებს უკე­თე­სი მიღ­წე­ვე­ბი აქვთ მიმ­დი­ნა­რე გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი მუ­შა­ო­ბის დროს (აქ­ტი­ვო­ბა­თა შეს­რუ­ლე­ბი­სას). პრე­ტეს­ტ­მა აჩ­ვე­ნა, რომ გუნ­დურ მუ­შა­ო­ბას მე­ტი ეფექ­ტი აქვს, ვიდ­რე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურს. აქ­ტი­ვო­ბებ­ზე ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბი­სას, ყუ­რადღე­ბა აუცი­ლებ­ლად უნ­და მიგ­ვექ­ცია შემ­დეგ­ზე:

♦ ერთ რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლეს არ აეღო გუნ­დ­ში მთლი­ა­ნი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ან არ ყო­ფი­ლი­ყო რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლე ინერ­ტუ­ლი;

♦ ესა­უბ­რათ ერ­თ­მა­ნეთ­თან და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლად მი­ე­ღოთ;

♦ არ დაწყე­ბუ­ლი­ყო არა­ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია;

♦ ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ გა­მო­ე­ხა­ტათ პა­ტი­ვის­ცე­მა და ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბა­ზე ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

მო­ლო­დინ­მა გა­ა­მარ­თ­ლა, ჯგუ­ფურ­მა მუ­შა­ო­ბამ უკე­თე­სი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, რად­გან მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ პო­ზი­ტი­ურ და გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას იყე­ნებ­დ­ნენ. ვი­გოტ­ს­კის თა­ნახ­მად, მოს­წავ­ლე­ე­ბი კო­ლა­ბო­რა­ცი­ულ გა­რე­მო­ში უფ­რო მა­ღალ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ დო­ნეს ავ­ლე­ნენ, ვიდ­რე და­მო­უ­კი­დებ­ლად სწავ­ლი­სას. ჯონ­სო­ნის აზ­რით, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სწავ­ლა, კონ­კუ­რენ­ტულ და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მე­თო­დებ­თან შე­და­რე­ბით:

ა) უფ­რო მა­ღალ პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბას და მიღ­წე­ვებს უზ­რუნ­ველ­ყოფს;

ბ) უფ­რო მზრუნ­ვე­ლო­ბი­თია და ხელ­შემ­წყო­ბი;

გ) აძ­ლი­ე­რებს ფსი­ქო­ლო­გი­ურ და სო­ცი­ა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ებს და თვით­შე­ფა­სე­ბის უნარს (თ. ნე­ფა­რი­ძე, ინ­ტერ­ნეტ­ჟურ­ნა­ლი „მას­წავ­ლე­ბე­ლი“; 31.05.2013).

მოს­წავ­ლე­თა აქ­ტი­ვო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პრინ­ცი­პით ეფექ­ტი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და და გა­ად­ვილ­და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ასე­თი მიდ­გო­მით:

♦ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა გა­ი­ოლ­და;

♦ მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­საზ­რე­ბის მკა­ფი­ოდ წარ­მო­ჩე­ნას ახერ­ხებ­დ­ნენ;

♦ ხდე­ბო­და სა­კითხის კრი­ტი­კუ­ლად გან­ხილ­ვა;

♦ ყა­ლიბ­დე­ბო­და მკა­ფიო და ღია კო­მუ­ნი­კა­ცია;

♦ პა­ტივს სცემ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნე­თის აზრს;

♦ უვი­თარ­დე­ბო­დათ მოს­მე­ნის უნა­რი;

♦ მოს­წავ­ლე­ებ­მა და­იწყეს მო­საზ­რე­ბა­თა ანა­ლი­ზი და შერ­წყ­მა;

♦ და­იწყო სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა, გუნ­დის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უფ­რო მე­გობ­რუ­ლე­ბი გახ­დ­ნენ.

კლა­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ვად­გი­ნეთ სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ბო­ლო­ოდ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შექ­მ­ნა­ში გვეხ­მა­რე­ბო­და:

♦ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტი­ა­ნად ჩავ­თ­ვა­ლეთ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­წო­დე­ბა;

♦ მოს­წავ­ლე­ებ­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სწავ­ლე­ბით;

♦ მი­ნი-პრო­ექ­ტე­ბის და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა;

♦ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბის და­არ­სე­ბა.

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი:

და­გეგ­მი­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ფორ­მე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­მო­ვი­ყე­ნეთ კვლე­ვის პე­რი­ოდ­ში. წარ­მო­ვად­გენთ ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ებს:

♦ კოგ­ნი­ტუ­რი სქე­მე­ბით მუ­შა­ო­ბა;

♦ ფილ­მის ჩვე­ნე­ბა-დის­კუ­სია(„მა­რი­ტა“);

♦ დე­ბა­ტე­ბი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით;

♦ პრო­ექ­ტი გაკ­ვე­თი­ლი;

♦ პრობ­ლე­მა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი;

♦ ვა­რა­უ­დე­ბის სქე­მა;

♦ სტრა­ტე­გია 3-2-1;

♦ გო­ნებ­რი­ვი იერი­ში;

♦ მო­მავ­ლის სა­ხე­ლოს­ნო;

♦ ქე­ი­სე­ბით სწავ­ლე­ბა;

♦ ღია წრე;

♦ სო­ცი­ა­ლურ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი („ვემ­ზა­დე­ბით ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სათ­ვის“);

♦ არა­ფორ­მა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი (ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბის „ბავ­ლი“ და­არ­სე­ბა).

ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის ნა­წი­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ ჩა­ვა­ტა­რეთ შუ­ა­ლე­დუ­რი ტეს­ტი­რე­ბა, რომ­ლი­თაც უნ­და დაგ­ვედ­გი­ნა დი­ნა­მი­კა, იყო თუ არა პროგ­რე­სი. კონ­ტექ­ს­ტის, ანუ თე­მის მი­ხედ­ვით, მომ­ზად­და მო­რი­გი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც აჩ­ვე­ნა, რომ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყო მზარ­დი ტენ­დენ­ცია კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გახ­და უფ­რო ხა­ლი­სი­ა­ნი და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო.

ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შემ­დეგ გა­ვე­სა­უბ­რეთ მოს­წავ­ლე­ებს, მშობ­ლებ­სა და კლას­ში შემ­ს­ვ­ლელ სხვა მას­წავ­ლებ­ლებს, რა­თა კი­დევ ერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა კვლე­ვის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად.

მოს­წავ­ლე­ებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ:

♦ უფ­რო ხა­ლი­სი­ა­ნი გახ­და გაკ­ვე­თი­ლე­ბი;

♦ უფ­რო რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლად გრძნო­ბენ თავს გაკ­ვე­თილ­ზე;

♦ უფ­რო მე­გობ­რუ­ლი და კო­ლე­გი­ა­ლუ­რი გან­წყო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და თა­ნაკ­ლა­სე­ლებს შო­რის;

♦ და­აგ­რო­ვეს მე­ტი ცოდ­ნა;

♦ სტან­დარ­ტუ­ლი, სამ­ფა­ზი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ნაც­ვ­ლად, ინო­ვა­ცი­ურ­მა მიდ­გო­მებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და სწავ­ლა;

♦ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში დრო „იხარ­ჯე­ბო­და“ სა­სი­ა­მოვ­ნოდ.

მშობ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ:

♦ უფ­რო ხში­რად ხე­და­ვენ შვი­ლებს ხელ­ში სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით, კომ­პი­უ­ტე­რით, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბით;

♦ ხში­რად ყვე­ბი­ან ბავ­შ­ვე­ბი გაკ­ვე­თი­ლის, აქ­ტი­ვო­ბე­ბის მსვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ და­დე­ბი­თი კუთხით;

♦ თავს იწო­ნე­ბენ ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბით;

♦ ხა­ლი­სი­ა­ნად ას­რუ­ლე­ბენ და­ვა­ლე­ბებს;

♦ ბავ­შ­ვე­ბი მუ­დამ ემ­ზა­დე­ბი­ან სას­წავ­ლო პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და და­გეგ­მი­ლი კლუ­ბუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის­თ­ვის;

♦ ბავ­შ­ვე­ბის თქმით, შე­ფა­სე­ბა არ ხდე­ბა მა­ინ­ც­და­მა­ინც ნიშ­ნე­ბით და ხში­რია პო­ზი­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რი.

კო­ლე­გებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ:

♦ მოს­წავ­ლე­ებ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა გა­აქ­ტი­უ­რე­ბა;

♦ იკ­ლო დის­ციპ­ლი­ნის დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვებ­მა.

კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ვე­ცით რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი კო­ლე­გე­ბის­თ­ვის:

♦ ჩა­ვა­ტა­როთ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბი და არ გა­ვი­მე­ო­როთ სცე­ნა­რებ­ში ერ­თი და იგი­ვე მე­თო­დე­ბი, გზე­ბი და ხერ­ხე­ბი; მი­ე­ცეს მოს­წავ­ლეს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა; ჩა­ტარ­დეს ხში­რად პრაქ­ტი­კუ­ლი და პრო­ექ­ტუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი; მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან იყოს მო­ზო­მი­ლი, დრო­უ­ლი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა, მე­ტი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მოს პო­ზი­ტი­უ­რი მხა­რის წარ­მო­ჩე­ნას;

♦ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ნდო­ბა და კე­თილ­გან­წყო­ბა; ვიზ­რუ­ნოთ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ყვე­ლა გაკ­ვე­თილ­ზე, მათ შო­რის, არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში (კლუ­ბურ მუ­შა­ო­ბა­ში გა­მო­ვი­ყე­ნოთ სწავ­ლე­ბის „სოკ­რა­ტუ­ლი/სოკ­რა­ტე­სე­უ­ლი“ მე­თო­დი, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნ­და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად); და­არ­ს­დეს კლუ­ბე­ბი, წრე­ე­ბი სხვა­დახ­ვა საგ­ნებ­შიც (კვლე­ვით ვას­კ­ვ­ნით, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა მე­ტად უწყობს ხელს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას); წი­ნას­წარ იყ­ვ­ნენ მშობ­ლე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იმის შე­სა­ხებ, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი­თა და მიზ­ნე­ბით წა­რი­მარ­თე­ბა სწავ­ლე­ბა; გა­ზი­არ­დეს ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი კო­ლე­გებს შო­რის; აღი­ნიშ­ნოს მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბი.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შე­დე­გად ვას­კ­ვ­ნით, რომ:

♦ შე­იც­ვა­ლა მოს­წავ­ლე­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის მი­მართ, ამაღ­ლ­და ნდო­ბა მას­წავ­ლებ­ლის, სკო­ლის მი­მართ; მოს­წავ­ლე­ებს მე­ტად მოს­წონთ გაკ­ვე­თი­ლე­ბი; უკე­თე­სად სწავ­ლო­ბენ;

♦ მე­ტად გან­ვი­თარ­და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი.

რეფ­ლექ­სია

საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის კა­თედ­რე­ბის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე, კვლე­ვის წარ­დ­გე­ნის დროს, კო­ლე­გე­ბის უკუ­კავ­ში­რი პო­ზი­ტი­უ­რი იყო. მი­ვი­ღეთ სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვე­ბი, კერ­ძოდ:

  1. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­ვუ­ზი­ა­როთ სხვა პე­და­გო­გებს ყვე­ლა იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბით, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია;
  2. გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მთე­ლი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, დავ­ნერ­გოთ მსგავ­სი ან უფ­რო ეფექ­ტი­ა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ყვე­ლა იმ კლას­ში, სა­დაც კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას შე­ვამ­ჩ­ნევთ;
  3. გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა კა­თედ­რე­ბის წევ­რებ­თან, დე­ტა­ლუ­რად გა­ვუ­ზი­ა­როთ კო­ლე­გებს მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და მათ­გა­ნაც მი­ვი­ღოთ რჩე­ვე­ბი;
  4. გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ პრო­ექ­ტე­ბით და სხვა ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბით სწავ­ლე­ბა, რაც ხელს შე­უწყობს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

ასე­ვე აღი­ნიშ­ნა, რომ სწო­რად და­გეგ­მი­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი (რომ­ლის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი აუცი­ლე­ბად უნ­და იყოს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა), მიგ­ვიყ­ვანს შე­დე­გე­ბამ­დე. ეფექ­ტი­ა­ნო­ბის ხა­რის­ხი გა­იზ­რ­დე­ბა უფ­რო მე­ტად, თუ მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რა გა­იზ­რ­დე­ბა და „კრი­ტი­კუ­ლი მე­გობ­რის“ პო­ზი­ცი­ით და­ეხ­მა­რე­ბი­ან კო­ლე­გე­ბი ერ­თ­მა­ნეთს.

ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი იყო კო­ლე­გე­ბის უკუ­კავ­ში­რი, რო­მე­ლიც უფ­რო მე­ტად დაგ­ვეხ­მა­რა კვლე­ვის სა­ბო­ლოო რე­დაქ­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. კვლე­ვის დროს გა­წე­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის მად­ლო­ბას ვუხ­დით სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას, კო­ლე­გებს, მოს­წავ­ლე­ებს, მშობ­ლებს და ესგ-ის ექ­ს­პერტ რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვილს, რომ­ლის მენ­ტო­რინ­გი­თაც წა­რი­მარ­თა კვლე­ვის სრუ­ლი პრო­ცე­სი, გა­ზეთ „ახალ გა­ნათ­ლე­ბას“, „მო­ტი­ვი­რე­ბულ პე­და­გოგ­თა კლუბს“ და სხვა იმ სო­ცი­ა­ლურ-პრო­ფე­სი­ულ ჯგუ­ფებს, რომ­ლებ­მაც მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­თა და იდე­ე­ბით.

სა­მოქ­მე­დო კვლე­ვის ან­გა­რი­შის სრუ­ლი ვერ­სია იხ. ბმულ­ზე:

https://docs.google.com/document/d/1vO72oWsE2xCc74YrUxHxxv1N5r8DJbev/edit?usp=sharing&ouid=111156740269731445894&rtpof=true&sd=true

სსიპ ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ საგ­ვი­ჩი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი

 

გუ­ლი­სა გე­გე­ში­ძე
ზაზა შულაია

 

 

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები