9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში

spot_img

მიმ­დი­ნა­რე წლის და­საწყის­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის (CCIIR) მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რაც USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და. კვლე­ვა ეხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და პრი­ო­რი­ტე­ტულ სა­კითხს – სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა და ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვა.

ანა­ლი­ტი­კურ ბი­უ­ლე­ტენ­ში თავ­მოყ­რი­ლი და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი არ­ც­თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო სტა­ტის­ტი­კას შე­ი­ცავს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. პირ­ველ რიგ­ში უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ერ დად­გე­ნი­ლი გეგ­მის მუდ­მი­ვად დარ­ღ­ვე­ვის შე­სა­ხებ. კერ­ძოდ, ამ გეგ­მის მი­ხედ­ვით, სას­კო­ლო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სრუ­ლად გა­მარ­თ­ვა 2023 წლის ბო­ლოს უნ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ამ ვა­დამ ჯერ 2026 წლის­თ­ვის, ხო­ლო შემ­დეგ 2027 წლის ბო­ლოს­თ­ვის გა­და­ი­ნაც­ვ­ლა. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით კი, ასე­თი სუ­რა­თი გვაქვს: სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა, 59%, სა­ჭი­რო­ებს სრულ ან ნა­წი­ლობ­რივ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, ახა­ლი სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბას ან რე­მონტს; სკო­ლე­ბის მხო­ლოდ 28%-ია ახ­ლად აშე­ნე­ბუ­ლი, გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი ან რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი; 9%-ში და­გეგ­მი­ლია რე­მონ­ტი, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, მშე­ნებ­ლო­ბა; 4%-ში ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მშე­ნებ­ლო­ბა, რე­მონ­ტი, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. კვლე­ვის მიგ­ნე­ბე­ბით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია სას­კო­ლო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით. რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი ან გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის ხვედ­რი­თი წი­ლი მა­ღა­ლია თბი­ლის­ში (51%), ხო­ლო ძა­ლი­ან და­ბა­ლია სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნეთ­ში, გუ­რი­ა­ში, რა­ჭა-ლეჩხუმ­სა და ქვე­მო სვა­ნეთ­ში (11-12%). რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დი­ნა­რე ან და­გეგ­მილ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტებს, მა­ღა­ლი ხვედ­რი­თი წი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა გუ­რია, სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნე­თი, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი და თბი­ლი­სი; შე­და­რე­ბით და­ბა­ლია ხვედ­რი­თი წი­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აჭა­რა­ში, რა­ჭა-ლეჩხუმ­სა და კა­ხეთ­ში.

კვლე­ვა­ში სა­გან­გე­ბო თა­ვი ეთ­მო­ბა სკო­ლე­ბის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით აღ­ჭურ­ვის სა­კითხს. მდგო­მა­რე­ო­ბა აქაც არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა — სკო­ლე­ბის მხო­ლოდ 31%-ს აქვს ასე­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი; 64%-ში სა­ერ­თოდ არ არის მსგავ­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, ხო­ლო დარ­ჩე­ნილ ნა­წილს აქვს ან ვირ­ტუ­ა­ლუ­რი/კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რია, ან იმ­დე­ნად მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი, რომ მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა, რე­ა­ლუ­რად, ვერ ხერ­ხ­დე­ბა; მხო­ლოდ დე­და­ქა­ლა­ქის სკო­ლე­ბის 80%-ია უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ასე­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით, ხო­ლო რა­ჭა-ლეჩხუ­მის, ქვე­მო სვა­ნე­თის, გუ­რი­ის, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სკო­ლე­ბის 87%-მდე სკო­ლებს არც ახა­ლი, არც მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და არც ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია არ აქვს. ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სია ბა­თუ­მი, სა­დაც 27 სკო­ლი­დან 26 სკო­ლა­შია ლა­ბო­რა­ტო­რია; შე­და­რე­ბით რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა რუს­თავ­ში – 26-დან მხო­ლოდ 8 სკო­ლას აქვს სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია, ხო­ლო ქუ­თა­ი­სის 38 სა­ჯა­რო სკო­ლი­დან, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 38-ივე სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ლა­ბო­რა­ტო­რია. თუმ­ცა, ინ­ფორ­მა­ცი­ის სკო­ლებ­თან გა­და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ, სუ­რა­თი ნა­წი­ლობ­რივ შე­იც­ვა­ლა – 15-დან მხო­ლოდ 11 სკო­ლა­ში ადას­ტუ­რე­ბენ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის არ­სე­ბო­ბას, 4-მა გა­ნაცხა­და, რომ არ აქვთ და 23-მა სკო­ლამ თა­ვი შე­ი­კა­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბის­გან.

 

კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მა­ინც უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა ტექნიკით უზრუნველყოფის მხრივ – 87%-ს აქვს კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და პრინ­ტე­რე­ბი; 90%-ს – ინ­ტერ­ნე­ტი, თუმ­ცა, პი­რად სა­უბ­რებ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მი­წო­დე­ბის და­ბა­ლი ხა­რის­ხის გა­მო სწავ­ლე­ბი­სა და მარ­თ­ვის პრო­ცეს­ში ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა ჭირს. მსგავ­სი პრობ­ლე­მა იკ­ვე­თე­ბა ლან­ჩხუ­თის, ჩხო­როწყუს, დმა­ნი­სის, სიღ­ნა­ღის, ჭი­ა­თუ­რის, ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ზო­გი­ერთ სკო­ლა­ში.

და­ბო­ლოს, ბუკ­ლეტ­ში შე­სუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია მო­ნა­ცემ­თა შეგ­რო­ვე­ბის წე­სის შე­სა­ხე­ბაც და ნათ­ქ­ვა­მია, რომ ეს ხდე­ბო­და სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოთხო­ვის გზით; ნათ­ქ­ვა­მია ისიც, რომ 2023 წლის ივ­ნი­სი­დან გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო არ გას­ცემს ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის მოთხოვ­ნა­ზე, მხო­ლოდ ორ­ჯერ გას­ცა (დე­კემ­ბერ­ში), მოთხოვ­ნი­ლის ნაც­ვ­ლად, შე­ჯა­მე­ბუ­ლი მცი­რე მო­ნა­ცე­მი, რაც შე­ფა­სე­ბუ­ლია ფორ­მა­ლურ პა­სუ­ხად, რომ­ლის და­მუ­შა­ვე­ბა და ანა­ლი­ზი შე­უძ­ლე­ბე­ლია. ხო­ლო სსიპ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და არც მან გას­ცა მოთხოვ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

შე­სა­ბა­მი­სად, კვლე­ვა ჩა­ტარ­და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის მი­ერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით სკო­ლე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბის, სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო კო­დის, შე­ნო­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვის მი­თი­თე­ბით. ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი თქვეს (მო­ნა­ცე­მე­ბი არ მი­ა­წო­დეს) შემ­დეგ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­მა/რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებ­მა: გო­რის, მარ­ნე­უ­ლის, ზეს­ტა­ფო­ნის, ბოლ­ნი­სის, სამ­ტ­რე­დი­ის, კას­პის, ქა­რე­ლის, ახალ­ცი­ხის, ახ­მე­ტის, ყვარ­ლის, წა­ლენ­ჯი­ხის, ხუ­ლოს, დე­დოფ­ლის­წყა­როს, თეთ­რიწყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­მა, თბი­ლი­სის მე­რი­ამ და ვა­კე-სა­ბურ­თა­ლოს, ისა­ნი-სამ­გო­რის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებ­მა.

სა­ერ­თო ჯამ­ში, 2086 სა­ჯა­რო სკო­ლი­დან 1561 სკო­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი გა­ა­ნა­ლიზ­და, რაც სკო­ლე­ბის 75%-ზე მე­ტია და ქვე­ყა­ნა­ში ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვის თით­ქ­მის სრულ სუ­რათს იძ­ლე­ვა.

სას­კო­ლო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ CCIIR-ის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნი­დან თვალ­ნა­თე­ლია:
  1. სკო­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას ინ­ფ­რას­ტ­რ­უქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს;
  2. სას­კო­ლო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა არ არის გა­აზ­რე­ბუ­ლი სა­ერ­თო გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ჭრილ­ში, მათ შო­რის, მთავ­რო­ბის მი­ერ დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ჭრილ­ში;
  3. სას­კო­ლო ინ­ფ­რას­ქ­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პე­ბი ნე­ლია და მუდ­მი­ვად გა­და­ვა­დე­ბა­დი;
  4. სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებს ვას­წავ­ლით ფი­ზი­კუ­რი თუ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის გა­რე­შე, რის გა­მოც (სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად) მუდ­მი­ვად გვაქვს სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში და­ბა­ლი შე­დე­გე­ბი რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ასე­ვე ეროვ­ნულ შე­ფა­სე­ბებ­ში, სა­ა­ტეს­ტა­ტო თუ მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ში;
  5. სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ფორ­მა­ლუ­რად აქვს კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, პრინ­ტე­რე­ბი და ინ­ტერ­ნე­ტი, თუმ­ცა მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა სწავ­ლე­ბი­სა თუ სკო­ლის მარ­თ­ვის პრო­ცეს­ში ნაკ­ლე­ბად ხდე­ბა, მათ შო­რის ინ­ტერ­ნე­ტის ხა­რის­ხის გა­მო, აგ­რეთ­ვე იმის გა­მო, რომ კომ­პი­უ­ტე­რი, პრინ­ტე­რი და პრო­ექ­ტო­რი რომ აქვს სკო­ლას, ეს არ ნიშ­ნავს, რომ მას­წავ­ლებ­ლებს თი­თო­ე­ულ საკ­ლა­სო ოთახ­ში აქვთ ეს ტექ­ნო­ლო­გია და შე­უძ­ლი­ათ მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა;

ამას თუ და­ვა­მა­ტებთ სა­კად­რო რე­სურ­სის თვალ­საზ­რი­სით გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს და მო­ნა­ცე­მებს, რა­ზეც წი­ნა ბი­უ­ლე­ტე­ნებ­ში იყო ინ­ფორ­მა­ცია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თვალ­ნა­თე­ლია, გა­ნათ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი რე­ფორ­მის აუცი­ლებ­ლო­ბა.

მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები