27 ივლისი, შაბათი, 2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების ტრენინგკურსებზე მონაწილეთა რეგისტრაციას აცხადებს

spot_img

📌ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) კიბერუსაფრთხოების საფუძვლების, ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკერის პრაქტიკულ ტრენინგკურსებზე მსმენელების მეორე ნაკადის მიღებას აცხადებს.

🔎კურსები არის სხვადასხვა დონის და განკუთვნილია, როგორც დამწყებთათვის (კიბერუსაფრთხოების საფუძვლები) ასევე საშუალო რგოლის (ეთიკური ჰაკერი) და გამოცდილი (ეთიკური ჰაკერის პრაქტიკული კურსი) სპეციალისტებისთვის.

🔎კურსების მიზანია კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადება.

🔎USAID-ისა და KIU-ს ერთობლივმა პროექტმა უკვე მიაღწია თვალსაჩინო შედეგებს. კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსი პირველ ეტაპზე 59-მა, ხოლო მეორეზე 41-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა. ასევე, KIU გახდა აშშ-ში დაფუძნებული EC-Council-ის, მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანოს აკადემიური პარტნიორი.

📌სწავლება განხორციელდება ქართულ და ინგლისურ ენებზე (აუცილებელია ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა) ჰიბრიდულ რეჟიმში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში და ონლაინ.

🔃ტრენინგკურსების წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ  EC-Council-ის საერთაშორისო გამოცდის ვაუჩერს. EC Council არის მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანიზაცია. იგი საქმიანობს გლობალურად, 145 ქვეყანაში და EC Council-ის საერთაშორისო სერტიფიკატი გახლავთ კიბერუსაფრთხოების დარგში მაღალი კვალიფიკაციის დასტური.

🔃ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევ კონკურსში გასულ მონაწილეებს, ვინც არ არის ქუთაისიდან, უნივერსიტეტი სთავაზობს საუნივერსიტეტო საცხოვრებელში განთავსებას ტრენინგ კურსის განმავლობაში. კურსები არის უფასო და დაფინანსებულია KIU-ს და  USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის – „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.kiu.edu.ge/index.php?m=205&news_id=341&lng=geo

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები