4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

თითო მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც დადებითად ან უარყოფითად აისახა განათლების სისტემაზე

spot_img

თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლი

გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სამ­წუ­ხა­როდ, არ ტარ­დე­ბა კვლე­ვე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემ­და, შეგ­ვე­ფა­სე­ბი­ნა გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი და­სა­ხულ მიზ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბა სხვაგ­ვა­რად სან­დო ვერ იქ­ნე­ბა. პრო­ცე­სი კი იმ­დე­ნად ქა­ო­სუ­რია, რომ ჭირს თვა­ლის მი­დევ­ნე­ბა. ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში დაწყე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის უმე­ტე­სო­ბა ვა­და­ზე ად­რე სრულ­დე­ბა, იწყე­ბა ახა­ლი ისე, რომ წი­ნა ცვლი­ლე­ბის შე­დე­გე­ბის სან­დო შე­ფა­სე­ბა ვერ ხდე­ბა. ვერ ვა­ფა­სებთ ვერც და­ხარ­ჯუ­ლი ფი­ნან­სე­ბის და ვერც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცის რა­ტომ დას­რულ­და დრო­ზე ად­რე რო­მე­ლი­მე პროგ­რა­მა, რა­ტომ იწყე­ბა ახა­ლი პროგ­რა­მა. ჩვენ ხში­რად არ ვი­ცით ახა­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი, მა­თი მიზ­ნე­ბი. ძნე­ლია, ადა­მი­ან­მა და­ი­ნა­ხოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მდგო­მა­რე­ო­ბა, მა­გა­ლი­თად, 5 ან 10 წლის შემ­დეგ, ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვი­სა თუ სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მის ვა­დე­ბის, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის, სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბი­სა და და­ნა­ხარ­ჯე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის ბუნ­დო­ვა­ნე­ბის გა­მო.

ყვე­ლა­ზე უფ­რო უწყ­ვე­ტი და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სის ზრდა და სკო­ლე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პროგ­რა­მე­ბი. თუ და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა (იმე­დია), უახ­ლო­ეს წლებ­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა სკო­ლა იქ­ნე­ბა სრუ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი. დღეს რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ სკო­ლებ­ში გა­ცი­ლე­ბით მე­ტი კომ­პი­უ­ტე­რია, ვიდ­რე ად­რე, დღეს გა­ცი­ლე­ბით ბევრ სკო­ლა­შია მა­ღა­ლი ხა­რის­ხის უწყ­ვე­ტი ინ­ტერ­ნე­ტი, ვიდ­რე ად­რე. სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ბევრს ლა­პა­რა­კო­ბენ მე­დი­ით ამ ცვლი­ლე­ბებ­ზე. კრი­ტი­კუ­ლი მე­დია ხში­რად ავ­რ­ცე­ლებს ამ­ბებს ისე­თი სკო­ლე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, არ არის ინ­ტერ­ნე­ტი, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, სკო­ლა­ში არ მუ­შა­ო­ბენ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნ­და იცო­დეს, რომ ბავ­შ­ვებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ პი­რო­ბებ­ში უწევთ სწავ­ლა და ყვე­ლას­თ­ვის არაა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბა. იგი­ვე ტენ­დენ­ციაა მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სის ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუ ხელ­ფა­სე­ბის ზრდა ცალ­სა­ხად კარ­გია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა (სა­ბა­ზი­სო ხელ­ფა­სი და სტა­ტუს­ზე და­ნა­მა­ტე­ბი) შე­საც­ვ­ლე­ლი, რთუ­ლი და, რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უსა­მარ­თ­ლოა.

უარ­ყო­ფი­თად მი­მაჩ­ნია სის­ტე­მის ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მარ­თ­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. არ გაზ­რ­დი­ლა სკო­ლე­ბის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა, არ შემ­ცირ­და ად­გი­ლობ­რი­ვი და ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უხე­ში ჩა­რე­ვა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, არ მოხ­და ფი­ნან­სუ­რი და სა­ო­პე­რა­ციო მმარ­თ­ვე­ლო­ბის სკო­ლე­ბის­თ­ვის დე­ლე­გი­რე­ბა. ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ყვე­ლა კომ­პო­ნენტს ეხე­ბა. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ჰყავს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბას, რომ სკო­ლე­ბამ­დე მი­ი­ტა­ნოს დი­რექ­ტი­ვე­ბი, ბუნ­დო­ვა­ნი და არა­სან­დო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, შე­ა­მოწ­მოს და გა­ა­კონ­ტ­რო­ლოს სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი. მა­გა­ლი­თად, ამ­ჟა­მად აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­კუ­სი­ე­ბი ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მი­ნის­ტ­რო იღებს კუ­რი­კუ­ლუ­მის დე­რე­გუ­ლი­რე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს, მაგ­რამ თუ ამ დე­რე­გუ­ლი­რე­ბას არ მოჰ­ყ­ვე­ბა მთე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კუ­რი ვერ­ტი­კა­ლის დე­მონ­ტა­ჟი, არ ვფიქ­რობ, რომ თუნ­დაც ეს კარ­გი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი და­დე­ბით შე­დეგს მო­ი­ტანს.

სკო­ლე­ბის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბი სუს­ტია, სკო­ლებს პრაქ­ტი­კუ­ლად არ ჰყავს არ­ჩე­უ­ლი დი­რექ­ტო­რი (რაც ჩა­ტარ­და, შე­უძ­ლე­ბე­ლია ერ­ქ­ვას არ­ჩევ­ნე­ბი), მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა ხში­რად იც­ვ­ლე­ბა ბი­უ­როკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ და საბ­ჭო­თა მო­დე­ლის ანა­ლო­გია. მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის მო­დე­ლი, რო­მელ­მაც უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მარ­ცხ­ვი­ნო კო­რუფ­ცია და­ა­მარ­ცხა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია და, ჯერ­ჯე­რო­ბით, თვალ­სა­წი­ერ­ში არ ჩანს, რომ რა­ი­მე შე­იც­ვ­ლე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სხვაგ­ვა­რა­დაც ით­ქ­ვას: მას გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. მაგ­რამ არ არის არც პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბა და არც ადა­მი­ა­ნე­ბის კრი­ტი­კუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ცვლი­ლე­ბე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იაზ­რე­ბენ და ითხო­ვენ. პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბა კი მა­ნამ არ იქ­ნე­ბა, სა­ნამ არ იქ­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოთხოვ­ნა. მხო­ლოდ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში გახ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბა ზე­პარ­ტი­უ­ლი სა­კითხი. ზე­პარ­ტი­უ­ლო­ბა კი ნიშ­ნავს, რომ პარ­ტი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა შე­თან­ხ­მ­დე­ბა ძი­რი­თად პრინ­ცი­პებ­ზე და მიხ­ვ­დე­ბა, რომ ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მარ­თ­ვა მას ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა თუ მო­პო­ვე­ბა­ში ვერ ეხ­მა­რე­ბა. შე­თან­ხ­მე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჭირს, ამი­ტომ, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, მღვრიე წყალ­ში ხე­ი­რობს მედ­რო­ვე და არა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები