9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ვი­საც მტე­რო­ბა მოს­წყურ­დეს…

spot_img

ქე­თე­ვან აბ­რა­მიშ­ვი­ლი

 

სა­ნამ ახალ­შო­ბილ­ნი ჯერ კი­დევ ვი­ღი­მე­ბით, სა­ნამ სიყ­ვა­რუ­ლის დეს­პა­ნე­ბად მოვ­დი­ვართ ამ­ქ­ვეყ­ნად; სა­ნამ ღვარ­ძ­ლ­სა და მტრო­ბას არ შე­უც­ვ­ლია ჩვე­ნი გუ­ლე­ბი; სა­ნამ გვი­ან არაა, იმათ ვუს­მი­ნოთ, ვის­თ­ვი­საც სიყ­ვა­რუ­ლი არ მომ­კ­ვ­და­რა, ვის წი­ნა­შეც მუხ­ლი მო­უყ­რია სიკ­ვ­დი­ლის ან­გე­ლოზს. ვინც ისევ გვიხ­მობს და გვაფ­რ­თხი­ლებს:

ვ ი ს ა ც   მტ ე რ ო ბ ა   მ ო ს წ ყ უ რ დ ე ს…

მე ვარ გზაჲ?…

– რა გზას მი­უყ­ვე­ბა ქე­თე­ლა­უ­რი? სა­ით მიჰ­ყავს ატი­რე­ბუ­ლი დე­და და ცოლ-შვი­ლი?

ნუ­თუ ალუ­დას­თ­ვის გზა დას­რულ­და და უგ­ზო­ო­ბა და­იწყო?

იქ­ნებ ალუ­დას­ნა­ირ­ნი სა­ამ­ქ­ვეყ­ნო­ნი არა არი­ან?

იქ­ნებ მა­თი გზა უფ­ს­კ­რულ­თან მთავ­რ­დე­ბა?

ერ­თხელ მა­უნ­დის ალუ­დას, ერ­თხელ მობ­რუნ­ვა თა­ვი­სა… – უკან რა დარ­ჩე­ნია? ყვე­ლა­ფე­რი, რაც ასულ­დ­გ­მუ­ლებ­და, რაც უყ­ვარ­და, რაც სწამ­და;

იხე­დე­ბა ალუ­და წარ­სუ­ლის­კენ, იმ ალუ­დას­კენ, სა­ფიხ­ვ­ნოს თავ­ში რომ დამ­ჯ­და­რა, მოყ­ვა­რეს „გზი­ა­ნი სიტყ­ვით“ ეგე­ბე­ბა, მტერს – მახ­ვი­ლით და ცხოვ­რე­ბაც ჩვე­უ­ლი წეს-რი­გით მი­დის;

მა­მა-პა­პა­თა­გან დად­გე­ნი­ლი ადათ-წე­სე­ბი სა­ი­მე­დოდ იცავს ყვე­ლას.

ამ წე­სებ­ზე იზ­რ­დე­ბი­ან ბავ­შ­ვე­ბი, ამ წე­სებს იცა­ვენ ახალ­გაზ­რ­დე­ბი, ამ წე­სით სჯი­ან უხუ­ცეს­ნი. ეს წე­სი სის­ხ­ლის უწყ­ვეტ ნა­კადს მიჰ­ყ­ვე­ბა თა­ო­ბი­დან თა­ო­ბა­ში – ყვე­ლა­ფე­რი დღე­სა­ვით ნა­თე­ლია, გარ­კ­ვე­უ­ლია, სა­ვა­ლი გზე­ბიც გაკ­ვა­ლუ­ლია.

მაშ რა­ტომ?… მაშ ვინ არის ეს ალუ­და, რო­მე­ლიც იმ ალუ­დას შეს­ც­ქე­რის, სა­ფიხ­ვ­ნოს თავს რომ დამ­ჯ­და­რა და სახ­ლის ჭერ­ხო­ზე მტრის უთ­ვა­ლა­ვი მარ­ჯ­ვე­ნა მი­უკ­რავს!

რა უნ­და? …

♦ ♦ ♦

ნი­კო­დი­მო­სი, ური­ა­თა მოძღ­ვა­რი, ღა­მით – ბნელ­ში, იესოს­თან შე­სახ­ვედ­რად მი­დის. ნი­კო­დი­მო­სი ფა­რი­სე­ვე­ლია, იმ სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რომ­ლის მი­ზა­ნი ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი ნა­კა­დის და­კავ­ში­რე­ბაა მი­სი­ვე სის­ხ­ლის­მი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის ნა­კად­თან.

გან­ვი­თა­რე­ბის სის­ხ­ლის­მი­ე­რი გზა მი­უძღ­ვე­ბა ადა­მი­ა­ნებს უკან, იმ წმინ­და საფ­ლა­ვე­ბის­კენ, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო აბ­რა­ამს ღმერ­თი გა­მოცხა­დე­ბო­და. ესაა ღმერ­თ­თან შეხ­ვედ­რა, ოღონდ უკან, და­ბა­დე­ბის­კენ. დი­დი მო­წი­წე­ბით მი­ე­ახ­ლე­ბა ფა­რი­სე­ველ­თა მოძღ­ვა­რი იესოს:

– რა­ბი, უწყით, რა­მე­თუ ღმრთი­სა მი­ერ მოს­რულ ხარ მოძღ­ვ­რად!

იესო კი და­ბა­დე­ბის მის­ტე­რი­ა­ზე ელა­პა­რა­კე­ბა:

– ამინ გეტყ­ვი შენ, უკე­თუ ვინ­მე არა იშ­ვას მე­ო­რედ, ვერ ხე­ლე­წი­ფე­ბის ხილ­ვად სა­სუ­ფე­ვე­ლი ცა­თა.

ნი­კო­დი­მოსს არ ეს­მის… მის­თ­ვის და­ბა­დე­ბა დრო­ში უკუს­ვ­ლაა, წი­ნა და­ბა­დე­ბაა, ან კვლავ დე­დის სა­შო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და ისევ შო­ბა?!

– შო­ბი­ლი იგი ხორ­ც­თა­გან ხორ­ცი არს; და შო­ბი­ლი იგი სუ­ლი­სა­გან სუ­ლი არს. ნუ გიკ­ვირნ…

ნო­კო­დი­მოსს, მოძღ­ვარს ის­რა­ი­ლი­სას უკ­ვირს… ვი­თარ შე­საძ­ლე­ბელ არს ესე?

რა არის ის, სუ­ლი­სა­გან შო­ბი­ლი, რო­მე­ლიც არ უწყინ სა­ით ვალს, რო­მე­ლიც არ მიჰ­ყ­ვე­ბა მო­სეს მი­ერ დად­გე­ნილ კა­ნო­ნებს, რო­მე­ლიც არ მის­დევს აბ­რა­ა­მი­დან მო­მა­ვალ სის­ხ­ლის ნა­კადს, არ მის­დევს მრა­ვალ­თა ხმას და ახალ, შე­უც­ნო­ბელ გზებს კვა­ლავს.

რაჲ არს?

– სულ­სა ვიდ­რე­ცა უნებნ ჰქრინ და ხმა მი­სი გეს­მის, არა­მედ არა იცი, ვინ მო­ვალს და ვიდ­რე ჰვალს; ეს­რეთ არს ყო­ვე­ლი შო­ბი­ლი სუ­ლი­სა­გან!

ნი­კო­დი­მოსს, მოძღ­ვარს ის­რა­ე­ლი­სას უკ­ვირს!

♦ ♦ ♦

– მაც­ნე მო­ი­და შა­ტილ­სა, ქის­ტებ­მა მოგ­ვ­ცეს ზი­ა­ნი… ალუ­და მტერ­თან შე­სახ­ვედ­რად მი­დის.

ბრძო­ლაც შეხ­ვედ­რაა, ოღონდ თა­ვი­სი ენა და კა­ნო­ნე­ბი აქვს.

ღირ­სე­ულს შე­ებ­რ­ძო­ლე­ბი, თუ უღირსს? შედ­გე­ბა შეხ­ვედ­რა, თუ ვე­რა? ალუ­დას­თ­ვის ბრძო­ლა არა­მარ­ტო ცხოვ­რე­ბის წე­სი, ბე­დის­წე­რაა – სის­ხ­ლი უნ­და და­იღ­ვა­როს, მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის ცოდ­ვი­ლი სის­ხ­ლი.

ამ სის­ხ­ლ­ზე და მოჭ­რილ მარ­ჯ­ვე­ნა­ზე – და­მარ­ცხე­ბუ­ლი მტრის ცოცხალ ხატ­ზე – თა­ო­ბე­ბი უნ­და და­ი­ზარ­დონ. ახალ­შო­ბი­ლის ახე­ლი­ლი თვა­ლი და­მარ­ცხე­ბუ­ლი მტრის მოკ­ვე­თილ მარ­ჯ­ვე­ნას უნ­და შეს­ც­ქე­რო­დეს. ქის­ტი ურ­ჯუ­ლო ძაღ­ლი­ვით უნ­და მოკ­ვ­დეს, მის სხე­ულს ყვავ-ყორ­ნე­ბი უნ­და ჯიჯ­გ­ნიდ­ნენ, მი­სი სუ­ლი და­უ­მარ­ხავ სხე­ულ­თან უნ­და დაწ­რი­ა­ლებ­დეს. ეს თე­მი­სა და შე­ნი ღმერ­თის სა­კურ­თხე­ველ­ზე მი­ტა­ნი­ლი სის­ხ­ლია. ამ სის­ხ­ლ­ზე მხო­ლოდ შენ არ აგებ პა­სუხს, თემს ეკუთ­ვ­ნის, მთე­ლი თე­მის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა.

ალუ­და საბ­რ­ძოლ­ვე­ლად მი­დის – ცის­კ­რის ხა­ნია, მტერს მის­დევს კლდის შა­ვარ­დე­ნი ჩქა­რიო, გა­თე­ნე­ბი­სას ჭი­უხ­ში შურ­თხ­მა და­რე­კა ზა­რიო, ძაღ­ლებს კი სძი­ნავ თე­ო­ზე, ჯერ არ გაშ­ლი­ლა ცხვა­რიო!

აგერ, ქის­ტე­ბის ნა­ვა­ლიც, აგერ ისი­ნიც, შორს არი­ან, ხმლით ვერ მის­წ­ვ­დე­ბა. ერთ ქურ­დ­კან­ტა­ლა ღილ­ღ­ველ­სა ცუ­დი და­უდ­გა წა­მიო – ალუ­დას ტყვია მი­ზანს ხვდე­ბა.

ჩვენს თვალ­წინ ქურ­დ­კან­ტა­ლა ღილ­ღ­ვე­ლის ხა­ტია: ასე­თე­ბი არი­ან, ვაჟ­კა­ცე­ბი არა – ქურ­დ­კან­ტა­ლე­ბი. მი­სი ამ­ხა­ნა­გი კი – ალუ­დამ ჯერ არ იცის ვის ერ­კი­ნე­ბა. მა­ლე მუ­ცა­ლის თო­ფი იჭე­ქებს და მი­სი ხმაც გვეს­მის: არა გჭირ­საა, რჯულ­ძაღ­ლო? – შერ­კი­ნე­ბა იწყე­ბა. ორი ვაჟ­კა­ცის ურ­თი­ერ­თ­გა­პა­ექ­რე­ბა სიტყ­ვით თუ ტყვი­ით:

– ნუ გგო­ნავ, მჭირ­დეს რჯულ­ძაღ­ლო, ყმა­სა გუ­და­ნის ჯვრი­სა­სა – ხმა ალუ­და­ის თო­ფი­სა ჭე­ხა­სა ჰგვა­ნა­და ცი­სა­სა – ბრძო­ლა, დი­ა­ლო­გი და სიკ­ვ­დილ­თან თა­მა­ში. ორი­ვე სიკ­ვ­დილს უც­ქე­რის თვა­ლებ­ში… არც ერ­თი სიტყ­ვა, არც ერ­თი ყალ­ბი ჟეს­ტი. სიკ­ვ­დი­ლი არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბობს უარე­სი – მარ­ცხი.

თა­მა­ში სი­ცოცხ­ლეა, თა­მა­ში ახ­ლის, მყი­სი­ე­რის და­ბა­დე­ბაა, წამ­ყო­ფაა. სა­დაც წამ­ყო­ფაა, იქ ახა­ლი შე­საქ­მეა. ტყვი­ე­ბი­სა და კლდის ნას­ხ­ლეტ­თა ჭა­ხა-ჭუხ­ში არც სიტყ­ვა იკარ­გე­ბა. აკი ალუ­დას „სიტყ­ვა მა­უ­დის გზი­ა­ნი“. ეტყო­ბა, მუ­ცალ­საც „მა­უ­დის“.

– არ მოგ­ხ­ვ­დაუა, რჯულ-ძაღ­ლო, – ისევ ეძა­ხის იმა­სა.

– მუ­ცალს არა სჭირს რჯულ-ძაღ­ლო, ნამ­ტ­ვ­რევს მაშ­ლი­და კლდი­სა­სა.

– ოჰო, ქუდ გა­უხ­ვ­რე­ტია, წვე­რებ­სა სტუ­სავს თმი­სა­სა.

— მაღ­ლა და­გიც­და , ბე­ჩა­ვო, კენ­ჩხას არა სჭირს ძვლი­სა­სა.

სიკ­ვ­დი­ლი ცეკ­ვავს მათ გარ­შე­მო. ხან წვერს უტუ­სავს, ხან თო­ფის სა­პი­რის­წამ­ლეს ჩა­მოშ­ლის. ბრძო­ლა თან­და­თან ხელ­დე­ბა;

– არც ახ­ლა გჭირ­სა რჯულ­ძაღ­ლო? ზე­დაც დაჰ­ყ­ვედ­რებს იმა­სა – ეს გა­ხე­ლე­ბუ­ლი მუ­ცა­ლია.

– არა სჭირს, არა, რჯულ­ძაღ­ლო, ყმა­სა გუ­და­ნის ჯვრი­სა­სა, გამ­მარ­ჯ­ვედ ჯვა­რი დაჰ­ყ­ვე­ბის, ძალს შა­ახ­ვე­წებს ღვთი­სა­სა.

ორი­ვე ერ­თ­მა­ნე­თის რჯულს ახ­სე­ნებს, ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის რჯულ­ძაღ­ლ­ნი არი­ან – რჯუ­ლით სხვა­დას­ხ­ვა­ნი.

ერთ-ერ­თის გა­მარ­ჯ­ვე­ბა მა­თი ღმერ­თის გა­მარ­ჯ­ვე­ბა­ცაა.

შა­ტი­ლი­ო­ნის ნას­რო­ლი ქისტს უმ­ტ­ვ­რევს გუ­ლის ფი­ცარ­სა.

– გულ­ში მჭირს, გულ­ში, რჯულ­ძაღ­ლო, ვაჰ, ცდა­სა მუ­ცა­ლი­სა­სა!

ბო­ლო გაბ­რ­ძო­ლე­ბა?

არა, სიკ­ვ­დ­ლ­თან შერ­კი­ნე­ბა!

მუ­ცა­ლი მოკ­ვ­დე­ბა, მაგ­რამ არ და­მარ­ცხ­დე­ბა, ში­შის ფე­რი არ და­ე­დე­ბა:

მუ­ცალს არ სწა­დის სიკ­ვ­დი­ლი, ფერს არა ჰკარ­გავს მგლი­სა­სა… ერ­თიც ეს­რო­ლა ალუ­დას, ხანს არა ჰკარ­გავს ცდი­სა­სა.

თა­მა­ში მთავ­რ­დე­ბა, რო­გორც არა­ერ­თხელ დამ­თავ­რე­ბუ­ლა – და­მარ­ცხე­ბუ­ლი უნ­და და­მარ­ცხ­დეს, გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­მა გა­მარ­ჯ­ვე­ბის რი­ტუ­ა­ლი შე­ას­რუ­ლოს!

სა­ცაა ბე­დის­წე­რა ფარ­დას ჩა­მო­უშ­ვებს და… უეც­რად, მუ­ცა­ლის უკა­ნას­კ­ნე­ლი ჟეს­ტი – თო­ფიც ალუ­დას გა­დუგ­დო, ერთს კი­დევ ეტყ­ვის სიტყ­ვა­სა; ეხ­ლა შენ იყოს რჯულ­ძაღ­ლო, ხელს არ ჩა­ვარ­დეს სხვი­სა­სა, სიტყ­ვა გა­უშ­რა პირ­ზე­და, დაბ­ლა გა­ერ­თხა მი­წა­სა.

თა­მა­ში წამ­ყო­ფაა, თა­მა­ში ახ­ლის და­ბა­დე­ბაა… ბე­დის­წე­რის ბორ­ბა­ლი უკუღ­მა დატ­რი­ალ­და, ყვე­ლა ჩარ­ჩო და ზღვა­რი გაქ­რა, რო­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ში აირია — ვინ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია და ვინ და­მარ­ცხე­ბუ­ლი? რო­მე­ლია დაჭ­რი­ლი და სულ­თ­მობ­რ­ძა­ვი, მუ­ცა­ლი თუ მუ­ცალ­თან და­ჩო­ქი­ლი ალუ­და? მუ­ცა­ლი ესალ­მე­ბა სი­ცოცხ­ლეს, თუ ალუ­და ეთხო­ვე­ბა მის­თ­ვის გა­ნუ­ყო­ფელ­სა და ძვირ­ფასს? რა­ტომ შეტ­რი­ალ­და სამ­ყა­რო? მუ­ცა­ლი მტე­რია თუ ძმა­ზე ძვირ­ფა­სი? უს­ჯუ­ლოა თუ ქრის­ტი­ა­ნი? რა სას­წა­უ­ლი მოხ­და? მუ­ცა­ლი მოკ­ვ­და თუ მე­ო­რედ იშ­ვა, და­ი­ბა­და და ახ­ლად­შო­ბი­ლი გა­შორ­და წუ­თი­სო­ფელს?

მტრის ცხე­დარ­თან დახ­რილს რად უგ­ლეჯს გულს ყოვ­ლის­წამ­ლე­კა­ვი ტკი­ვი­ლის გან­ც­და?

და ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი, მტრის რის­ხ­ვა, ქის­ტებ­თან ბრძო­ლა­ში გა­მობ­რ­ძ­მე­დი­ლი… ტი­რის!

ალუ­და იმ დღეს არც მხო­ლოდ ქისტს შეხ­ვედ­რია, არც მხო­ლოდ მტერს, არც მხო­ლოდ კაი ყმას, ალუ­და იმას შეხ­ვ­და, რაც ადა­მი­ან­ში ადა­მი­ან­ზე მე­ტია, რა­საც სიკ­ვ­დი­ლი ვერ შე­ე­ხე­ბა, რაც სი­ცოცხ­ლის­კენ მე-ს გა­მო­იხ­მობს და ახ­ლი­დან გშობს. მე­ო­რედ შო­ბის მის­ტე­რია აღ­ს­რულ­და და ბე­დის­წე­რას­თან შერ­კი­ნე­ბის დრო დად­გა — ალუ­დამ მტე­რი შე­იყ­ვა­რა!

♦ ♦ ♦

– რა­კი­ღა ყვე­ლა სა­გან­ში მტრო­ბაა ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი, ბრძენ-კა­ცის სუ­ლი საგ­ნებ­ზე ცეცხ­ლის ალი­ვით უნ­და ამაღ­ლ­დეს და მტრო­ბა ჰარ­მო­ნი­ად გარ­და­სა­ხოს. – ჰე­რაკ­ლი­ტეს ამ ნათ­ქ­ვამს კა­ცობ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­თა­ვე­ებ­თან მივ­ყა­ვართ.

მა­მა ღმერ­თის სამ­ყა­რო, ცოდ­ვათ­და­ცე­მა, კა­ცობ­რი­ო­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, დე­და­მი­წა­ზე კა­ცის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი პირ­ვე­ლი ცოდ­ვა:

– კა­ენ, სად არის ძმა შე­ნი? – პირ­ვე­ლი უცოდ­ვე­ლი სის­ხ­ლი და კაც­თა მოდ­გ­მის ორ ნა­წი­ლად და­ყო­ფა: კა­ე­ნი­სა და აბე­ლის მოდ­გ­მად.

მტრო­ბი­სა და სის­ხ­ლის ნა­კა­დი ამ ორ მოდ­გ­მას შო­რის – ერ­თი კა­ცის ცოდ­ვა კი არა, მთე­ლი მოდ­გ­მის ცოდ­ვა; ერ­თი კა­ცის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა კი არა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, თე­მის, გვა­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა.

აქე­დან ტრა­დი­ცი­ე­ბი – სამ­შ­ვინ­ვე­ლის მი­ერ მი­წი­ე­რი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის გა­მო­ნა­ხუ­ლი ფორ­მა.

მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნე გა­ვა, სა­ნამ მო­ვი­დო­დეს ძე ღვთი­სა, სა­კუ­თარ თავ­ზე აიღებ­დეს პირ­ველ­ცოდ­ვას და პრო­მე­თეს ჩი­რაღ­დანს გვა­ჩუ­ქებ­დეს, რად­გან პრო­მე­თემ სწო­რედ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცეცხ­ლი – თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­უ­ტა­ნა ადა­მი­ა­ნებს.

გოლ­გო­თის მის­ტე­რია.

ისევ და­იღ­ვა­რა უცოდ­ვე­ლი სის­ხ­ლი, ოღონდ ამ­ჯე­რად სიყ­ვა­რულ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა – კა­ენს ეპა­ტია. ამ­ჯე­რად სიყ­ვა­რულ­მა გა­მო­ის­ყი­და ცოდ­ვა, მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას რომ აწ­ვა და თა­ო­ბებ­ში სის­ხ­ლით გა­და­დი­ო­და. ამი­ე­რი­დან ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლია. ადა­მი­ანს უფ­ლე­ბა აქვს ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი, პი­რა­დი შეც­დო­მა და არა სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­რო­დან წა­მო­სუ­ლი ცოდ­ვა. ადა­მი­ანს ეძ­ლე­ვა პა­ტი­ე­ბის უფ­ლე­ბაც; კა­ცობ­რი­ო­ბამ შე­ა­ბი­ჯა გან­ვი­თა­რე­ბის ახალ სფე­რო­ში. ეს გარ­დაქ­მ­ნი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის, პი­როვ­ნე­ბის „კრი­ზი­სი­სა“ და ბე­დის­წე­რას­თან „თა­მა­შის“ სფე­როა. პი­როვ­ნე­ბამ, მო­მავ­ლის არ­სე­ბამ, ძვე­ლი, სის­ხ­ლის­მი­ე­რი მო­რა­ლი უნ­და შეც­ვა­ლოს ახა­ლი, სა­კუ­თა­რი მო­რა­ლით, რაც მო­რა­ლის სრულ­ყო­ფას მო­ითხოვს. იქამ­დე კი ჯერ კი­დევ დი­დი გზაა გა­სავ­ლე­ლი: ცოდ­ვის, მო­ნა­ნი­ე­ბის, მტრო­ბის, მი­ტე­ვე­ბის, – სა­კუ­თა­რი ბე­დის­წე­რის გზა.

მა­მა-პა­პა­თა დად­გე­ნი­ლი ადათ-წე­სე­ბის რღვე­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის მტკივ­ნე­უ­ლია, გა­უ­გე­ბა­რია. ამ ადათ-წე­სებს ყო­ველ­თ­ვის ერ­თე­უ­ლე­ბი არ­ღ­ვე­ვენ. ერ­თე­უ­ლე­ბი ქმნი­ან კა­ცობ­რი­ო­ბის ახალ ბე­დის­წე­რას, მაგ­რამ ეს ერ­თე­უ­ლე­ბი არი­ან პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ­ნი კა­ცობ­რო­ბი­სა და სამ­ყა­როს წი­ნა­შე.

♦ ♦ ♦

მე ვარ ჭეშმარიტებაჲ…

ალუ­დას თო­ფი არ უნ­და, ატირ­და რო­გორც ქა­ლიო; არ აჰ­ყ­რის იარა­ღებ­სა, არ ეხარ­ბე­ბა თვა­ლიო, მარ­ჯ­ვე­ნას არ სჭრის მუ­ცალ­სა, იტყო­და: ცოდ­ვა არიო – ალუ­დამ მტე­რი შე­ი­ცო­და – ვაჟ­კა­ცო, ჩემ­გან მოკ­ლუ­ლო, ღმერ­თ­მა გაცხო­ნოს მკვდა­რიო!

მუ­ცა­ლი ალუ­დას­თ­ვის ცხო­ნე­ბუ­ლია, –

შენ ხელ შენს გულ­ზედ და­მიწ­დეს, ნუმც ხა­რობს ქა­ვის კა­რიო!

ვაჟ­კაცს ვერ შე­უ­რაცხ­ყოფს, პა­ტი­ვაყ­რილს ვერ გა­უშ­ვებს სუ­ლე­თის გზა­ზე – კარ­გი გყო­ლია გამ­ზ­რ­დე­ლი, ღმერთმ გიდღეგ­რ­ძე­ლოს გვა­რიო!

მი­სი გვა­რი ალუ­დას­თ­ვის უკ­ვე აღა­რაა ქურ­დ­კან­ტა­ლა ღილ­ღ­ველ­თა გვა­რი, ეს ღვთის­გან და­ლოც­ვი­ლი და დღეგ­რ­ძე­ლი ვაჟ­კაც­თა მოდ­გ­მაა.

ალუ­და შა­ტილს ბრუნ­დე­ბა.

უკა­ნა გზა შა­ტი­ლამ­დე – ათას­წ­ლო­ვა­ნი, ნაჩ­ვე­ვი და სა­უ­კუ­ნე­ებ­გა­მოვ­ლი­ლი არ­ხო­ტის წყა­ლი­ვით მი­დის, მი­ე­დი­ნე­ბა შთა­მო­მა­ვალ­თა ძარ­ღ­ვებ­ში. ის მძაფ­რი ხატ-სა­ხე­ე­ბი, რაც ალუ­დას თვალ­წინ ჩა­ივ­ლის, თე­მი­სა და გვა­რის მთე­ლი ის­ტო­რიაა:

ვი­საც მტე­რო­ბა მოს­წყურ­დეს, გა­ა­ღოს სახ­ლის კა­რია, სისხლ და­ი­გუ­ბოს კე­რა­ში, თი­თო­ნაც შიგ­ვე მდგა­რია, ღვი­ნო­დაც ამას დაჰ­ლევ­დეს, პუ­რა­დაც მო­სახ­მა­რია, პირ­ჯ­ვა­რი და­ი­წე­რო­დის, მი­თამ საყ­დარ­ში არია. სის­ხ­ლ­შია ჰქონ­დეს ქორ­წი­ლი, იქ და­ი­წე­როს ჯვა­რია. და­ი­პა­ტი­ჟოს სტუმ­რე­ბი, და­ამ­წ­კ­რი­ო­დის ჯა­რია, სის­ხ­ლ­ში და­ი­გოს ლო­გი­ნი, გვერდს და­იწ­ვი­ნოს ცა­ლია. ბევ­რი იყო­ლოს შვი­ლე­ბი, ბევ­რი ვა­ჟი და ქა­ლია; იქ­ვე საფ­ლა­ვი გათხა­როს, იქ და­ი­მარ­ხოს მკვდა­რია. შენ რო სხვა მაჰ­კალ, შენც მოგ­კ­ვ­ლენ, მკვლელს არ შა­არ­ჩენს გვა­რია. – შუ­რის­ძი­ე­ბის სის­ხ­ლ­ში ჩამ­ხ­რ­ჩ­ვა­ლი ცხოვ­რე­ბა უწყ­ვეტ ნა­კა­დად მი­ე­დი­ნე­ბა და სა­ნამ ახ­ლი­დან არ იშ­ვე­ბი, შე­ნი ცხოვ­რე­ბაა, შე­ნი წე­სი და რი­გია, შე­ნი გზაა.

მი­დის სუ­ლი­ე­რად ფერ­ნაც­ვა­ლი ალუ­და, თვალ­წინ სის­ხ­ლი­ა­ნი ხატ-სა­ხე­ე­ბი უტ­რი­ა­ლებს.

შა­ტი­ლი­ონ­ნი კი თა­ვის გმირს ელი­ან.

ქა­ლი და რძა­ლი ბან­ზე გად­მომ­დ­გა­რა, დიდ-პა­ტა­რა შეკ­რე­ბი­ლა. ალუ­და უნ­და წარ­ს­დ­გეს უხუ­ცეს­თა წი­ნა­შე და ყვე­ლა­ფერს პი­რუთ­ვ­ნე­ლად მოყ­ვეს. ალუ­დაც გულ­წ­რ­ფე­ლად ჰყვე­ბა, რაც ნა­ხა და გა­ნი­ცა­და. ხე­ვის­ბე­რი და მთე­ლი თე­მი უს­მენს – ახ­ლა მა­თაც უნ­და გა­ნი­ცა­დონ იგი­ვე, ისი­ნიც უნ­და ეზი­ა­რონ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას

– იმ ცხო­ნე­ბულ­სა მუ­ცალ­სა… – (შო­ბი­ლი სუ­ლი­სა­გან სუ­ლი არს…) – და უში­შას მყი­სი­ე­რი რე­აქ­ცია – რას ამ­ბობ, ქის­ტის ცხო­ნე­ბა ვინ გა­ი­გო­ნა ყუ­რა­და – უში­შას, ხევ­სურ­თა უხუ­ცესს, უკ­ვირს: „ვი­თარ შე­საძ­ლე­ბელ არს ესე?“

ალუ­დას ახ­ლა­ხან ნა­ნა­ხი და გან­ც­დი­ლი აწ­ვა­ლებს.

მწვე­ლი კითხ­ვა უშან­თავს გულ-გვამს: თურ­მე აქამ­დე ბრმა იყავ, ღირ­სე­უ­ლი გე­გო­ნა თა­ვი და უღირ­სად გიცხოვ­რია, რი­სიც გჯე­რო­და და პა­ტივს სცემ­დი, მცდა­რი ყო­ფი­ლა – ჩვენ ვიტყ­ვით კაც­ნი ჩვე­ნა ვართ, მარ­ტო ჩვენ გვზრდი­ან დე­და­ნი (დე­და ყვე­ლას­თ­ვის წმი­და­თა-წმი­დაა), ჩვე­ნა ვცხონ­დე­ბით, ურ­ჯუ­ლოს კუპ­რ­ში მო­ე­ლის ქშე­ნა­ნი (ცხო­ნე­ბა რო­მე­ლი­მე რჯუ­ლის სა­კუთ­რე­ბა არაა, პი­რა­დად ერ­თის გზაა და ფუ­ჭია თა­ვის დამ­შ­ვი­დე­ბა, თით­ქოს მხო­ლოდ ხევ­სურ­თა ხვედ­რი იყოს. უკ­ვ­და­ვე­ბა ვერც ხევ­სუ­რებს ექ­ნე­ბათ მო­ზო­მი­ლი და ვერც ქის­ტებს. უკ­ვ­და­ვე­ბას თა­ვი­სი კა­ნო­ნე­ბი აქვს, უკ­ვ­და­ვე­ბა ვე­რა­ვი­სი სა­კუთ­რე­ბა ვერ გახ­დე­ბა), ამის თქმით ვწა­რა­მა­რა­ობთ, ღვთის­შ­ვილთ უკე­თეს იცი­ან, სუყ­ვე­ლა მარ­თალს ამ­ბო­ბენ გა­ნა ვი­ნა­ცა ჰფი­ცი­ან?! ღვთის­შ­ვილ­თა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა აქა­უ­რი სი­მარ­თ­ლი­სა­გან.

ალუ­დას არ­სე­ბა­ში სი­ნათ­ლემ – კითხ­ვამ შე­აღ­წია და ბნე­ლი გა­ა­ნა­თა. ქე­თე­ლა­უ­რის­თ­ვის ამი­ე­რი­დან ვაჟ­კა­ცო­ბას სხვა დატ­ვირ­თ­ვა აქვს, სხვა ფე­რი აძევს. ვაჟ­კა­ცო­ბა ისაა, რაც შენ­ში მე-ს გა­მო­იხ­მობს და ღვთიშ­ვილ­თა კა­ნო­ნებს გა­ზი­ა­რებს.

ხევ­სურ­თა ახალ-უხ­ლე­ბი გა­და­იქ­ცი­ან ტყემ­ლა­და… მოკ­ვ­დი, სიკ­ვ­დი­ლი გირ­ჩევ­ნავ, რა ხარ სიც­რუ­ის მთქმე­ლა­და!

ვინ გა­ი­გოს სა­დაა სი­მარ­თ­ლე?

ალუ­დას იმა­თი ფი­ცი­სა აღარ სჯე­რა, ამათ­თ­ვის კი ალუ­დას ნათ­ქ­ვა­მი მტკნა­რი სიც­რუეა და მხო­ლოდ ერ­თი ლო­გი­კუ­რი ახ­ს­ნა აქვს – გა­მუქ­ცე­ვი­ხარ ქის­ტიშ­ვილს, გა­დუქ­ცე­ვი­ხარ ქა­ლა­და.

თუმ­ცა, მათ­ში­აც დატ­რი­ალ­და კითხ­ვა: მაჰ­კალ, მარ­ჯ­ვე­ნა არ მას­ჭერ, უკან მის­დევ­დი მა რა­და?!

და მო­უთ­მენ­ლად ელი­ან ჭეშ­მა­რი­ტე­ბის და­სად­გე­ნად წა­სულ მინ­დი­ას.

ქე­თე­ლა­ურს კი ხილ­ვე­ბი არ აძ­ლე­ვენ მოს­ვე­ნე­ბას: და­უ­მარ­ხა­ვი, ყორ­ნე­ბი­სა­გან და­ჯიჯ­გ­ნი­ლი მუ­ცა­ლი იმ­ქ­ვეყ­ნად ვერ წა­სუ­ლა. ეტყო­ბა მხო­ლოდ ალუ­დას ძა­ლის­ხ­მე­ვა არ კმა­რა, ეტყო­ბა ძნე­ლია სის­ხ­ლით შეკ­რუ­ლი ჯაჭ­ვის გაგ­ლე­ჯა, ხევ­სურ­თა ადათ-წე­სი ზღუ­დე­სა­ვით აღ­მარ­თუ­ლა სა­ი­ქი­ოს­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

მოკ­ლუ­ლი ალუ­დას საყ­ვე­დუ­რობს: – თქვენ დაგ­რ­ჩეთ წუ­თი­სო­ფე­ლი, მე კი წა­ვი­დე ქვეყ­ნი­თა, და­ძე­ხით ხევ­სურთ შვი­ლე­ბო, ლაშ­ქ­რო­ბით, ხმლე­ბის ქნე­ვი­თა – ხევ­სურთ შვი­ლე­ბიც ძღე­ბი­ან, ვერ ატყო­ბენ რა ცოდ­ვა-ბრალ­ში უდ­გათ ფე­ხი. ალუ­დას კა­ცის ხორ­ცის წვნი­ანს უდ­გა­მენ წინ:

ჭა­მეო, რა­მამ მი­ძა­ხა, ნუ ჰხდე­ბი გაშ­ტე­რე­ბუ­ლი, კი­დევ მი­მირ­თ­ვით ალუ­დას წვენ-ხორ­ცი შე­ნე­ლე­ბუ­ლი. — ქვეს­კ­ნე­ლის ძალ­ნი ხომ არ და­პატ­რო­ნე­ბი­ან ხევ­სურ­თა ადათ-წე­სებს და თვა­ლებს უბა­მენ, რომ ნა­თე­ლი არ იხი­ლონ?

შო­ბი­ლი ხორ­ცი­სა­გან ხორ­ცი არს… სუ­ლი­ერ სფე­რო­ში ხომ მუდ­მი­ვი ბრძო­ლაა ძველ­სა და ახალს შო­რის. ის, რაც კა­ცობ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის­თ­ვის სი­კე­თე იყო, ახა­ლა უკე­თუ­რი ძა­ლის იარა­ღად ხომ არ ქცე­უ­ლა?!

♦ ♦ ♦

თენ­დე­ბა, ხევ­სურ­ნი მინ­დი­ას ელი­ან.

– ვინ მო­დის წით­ლის ცხე­ნი­თა, გა­მა­ი­არ­ნა წყა­ლია? – წი­თე­ლი შუ­ას­კ­ნე­ლის, ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რის ფე­რია. მინ­დია (და სხვა არა­ვინ), თა­ვად ვაჟ­კა­ცი, ასე ად­ვი­ლად რომ ვერ იტყ­ვის ვაჟ­კა­ცის აუგს, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად მი­დის და… მარ­ჯ­ვე­ნას სჭრის მუ­ცალს!

წი­თელ ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი მინ­დია ვერ ჩას­წ­ვ­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, თუმ­ცა, არ გან­ს­ჯის და ალუ­დას გან­დევ­ნის ჟამ­საც მხო­ლოდ მას აუწყ­ლი­ან­დე­ბა თვა­ლე­ბი.

წი­თე­ლი ქვეს­კ­ნე­ლის ძა­ლას არ ემორ­ჩი­ლე­ბა, მაგ­რამ ვერც ზეს­კ­ნე­ლი­სა გა­უ­გია. მათ­ში სწო­რედ ალუ­დას­ნა­ი­რე­ბის სი­მარ­თ­ლის შუქ­მა უნ­და შე­აღ­წი­ოს.

– მოხ­ველ მშვი­დო­ბით! – მინ­დი­ას ხევ­სურ­ნი შა­უ­ძა­ხი­ან.

– რა მა­ი­ტა­ნე ამ­ბა­ვი? – შო­რით­ვე და­უ­ძა­ხი­ან.

მინ­დია ჩქა­რობს სი­მარ­თ­ლის დამ­ტ­კი­ცე­ბას. გუ­ლა­დუ­ღე­ბუ­ლი საყ­ვე­დუ­რობს ხევ­სურთ: ად­ვილ ვერ იც­ნობთ ვაჟ­კაც­სა, მის ვაჟ­კა­ცუ­რის რჯუ­ლი­თა!

ხე­ლი ალუ­დას მი­არ­თ­ვის: წა­იღ, მი­ა­კარ ქა­ვა­და!

სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა აღ­დ­გე­ნი­ლია. სა­ცაა, ცო­ტა არ იყოს შერ­ცხ­ვე­ნილ­ნი და გა­ო­ცე­ბულ­ნი ხევ­სურ­ნი ხელს ჩა­იქ­ნე­ვენ და და­იშ­ლე­ბი­ან – სა­მარ­თალ­მა პუ­რი ჭა­მა!

მაგ­რამ ალუ­დას გულ­ში გრძნო­ბე­ბი დუღს და გად­მო­დუღს: ვერ გიქ­ნავ კარ­გად მინ­დი­ავ, საქ­მე მო­გირ­თავ ავა­და!

ალუ­და, ალ­ბათ, ადათ-წე­სე­ბის გა­ბი­აბ­რუ­ე­ბას ცდი­ლობს უკ­ვე სი­ნა­ნულ­შე­პა­რულ ხევ­სურ­თა თვალ­წინ, თო­რემ ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ მტრის მარ­ჯ­ვე­ნა ვერც სა­თიბს მო­თიბს და ვერც ფა­რად გა­მოდ­გე­ბა ბრძო­ლა­ში. თა­ნაც, მხო­ლოდ მინ­დი­ას მი­მარ­თავს, და­ნარ­ჩე­ნებ­თან თით­ქოს ურ­თი­ერ­თო­ბის ძა­ფი გაწყ­ვე­ტო­დეს, თით­ქოს ისი­ნიც მი­სი­ან­ნი არ იყ­ვ­ნენ: რა­ად სწყრე­ბი­ან ხევ­სურ­ნი, რა­ად სტყვრე­ბი­ან ჯავ­რი­თა?! მტერს მოვ­კ­ლავ, კი­დევ არ მოვ­ს­ჭ­რი მარ­ჯ­ვენს მა­გათ ჯაბ­რი­თა! წე­სი არა არის მტრის მოკ­ვ­ლა, თუ ხელ არ მას­ჭერ და­ნი­თა, ვაი ეგე­თას სა­მარ­თალს, მო­ნათ­ლულს ცოდ­ვა-ბრა­ლი­თა!

მაშ, ხევ­სუ­რებს ცოდ­ვა-ბრა­ლი­ა­ნი სა­მარ­თა­ლი აქვთ? კა­ცის წვნი­ა­ნი უდევთ და საღ­მ­რ­თო პუ­რი ჰგო­ნი­ათ? სისხლს სვა­მენ და ზი­ა­რე­ბის ღვი­ნო ჰგო­ნი­ათ? სის­ხ­ლ­ში­ვე იწე­რენ ჯვარს და ქორ­წი­ლი ჰგო­ნი­ათ? სა­დაა სა­მარ­თა­ლი? აკი ერ­თა­დერ­თი იყო? შე­საძ­ლე­ბე­ლია ორი სი­მარ­თ­ლე არ­სე­ბობ­დეს? – ალუ­და და ხევ­სურ­ნი უკ­ვე სხვა­დას­ხ­ვა ნა­პი­რას დგა­ნან, ერ­თ­მა­ნეთს უნ­დოდ, გუ­ლის­წყ­რო­მით შეს­ც­ქე­რი­ან. მათ შო­რის ქის­ტის მოჭ­რი­ლი მარ­ჯ­ვე­ნაა, ნუ­თუ ამ მარ­ჯ­ვე­ნამ უფ­ს­კ­რუ­ლი უნ­და და­ბა­დოს?

♦ ♦ ♦

ჟა­მი მო­ვი­და სა­უფ­ლო, ხალ­ხი ხა­ტო­ბას დი­ო­და, – ხა­ტო­ბაა, გუ­და­ნის ჯვრის დღე­ო­ბა. ხე­ვის­ბერ­თან სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლო სა­ქო­ნე­ლი მოჰ­ყავთ. მო­ქუჩ­და ქა­ლი და კა­ცი სახ­ვეწ­რით, ცხვრით და ხა­რი­თა. სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლო პირ­ვე­ლად დაღ­ვ­რი­ლი უცოდ­ვე­ლი სის­ხ­ლის სიმ­ბო­ლოა, რაც მე­რე ძე ღვთი­სას უცოდ­ვე­ლი სის­ხ­ლით იქ­ნა გა­მოს­ყი­დუ­ლი გოლ­გო­თა­ზე.

ხა­ტო­ბის ჩვე­უ­ლი სუ­რა­თი გარ­ს­მო­ჯა­რუ­ლი ხალ­ხით, სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლო­ზე მოყ­ვა­ნი­ლი შე­სა­წი­რი­თა და ხან­ჯალ­მო­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ხე­ვის­ბე­რით. ამ ჩვე­უ­ლი სუ­რა­თის ფონ­ზე ალუ­დას უჩ­ვე­უ­ლო, ფერ­ნაც­ვა­ლი ხა­ტი – ეს ვინ­ღა მოდ­გა ნის­ლი­ვით? გა­ო­ცე­ბა, კითხ­ვა – ნუ­თუ ალუ­დაა? სახ­ტად დარ­ჩე­ნილ­ნი შეს­ც­ქე­რი­ან მის გა­უცხო­ე­ბულ, არა­ამ­ქ­ვეყ­ნი­ურ სა­ხეს – ალუ­და კი არ მო­ვი­და, ნის­ლი­ვით მოდ­გა.

ვის ამ­წყა­ლო­ბებ ალუ­დავ, მა­გა კუ­რა­ტით შა­ვი­თა? – ჰკითხავს ალუ­დას ხუ­ცე­სი გა­და­წე­უ­ლის მკლა­ვი­თა… კარ­გი ყმა უყ­ვარს ბა­ტონ­სა, წყა­ლო­ბა ემე­ტე­ბი­სა. მითხარ სა­ხე­ლი, ვის სწი­რავ, იმა­საც შა­ე­წი­რე­ბა, ხან­ჯალს აიძ­რობს, დი­დე­ბის სათ­ქ­მე­ლად და­ე­ღი­რე­ბა – რი­ტუ­ა­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად შე­მარ­თუ­ლი ხე­ვის­ბე­რი და ალუ­დას გა­უცხო­ე­ბუ­ლი, ნის­ლით მო­ცუ­ლი ხა­ტი:

– ეგ სამ­ხ­ვეწ­როა ბერ­დი­ავ ძო­ღან მოკ­ლუ­ლის ქის­ტი­სა, მუ­ცალს ეტყოდ­ნენ სა­ხე­ლად მო­უ­ნათ­ლა­ვის შვი­ლი­სა. კარ­გა­დაც და­მიმ­წყა­ლობ­ნე, გა­მი­მე­ტე­ბავ მის­თ­ვი­ნა. – ვერც უხუ­ცე­სებ­მა გა­უ­გეს და ვერც ახალ-უხ­ლებ­მა. იქ­ნებ ხე­ვის­ბერ­მა, ღმერ­თ­თან ახ­ლოს მყოფ­მა, შე­ის­მი­ნოს გა­უ­გო­ნა­რი და აღას­რუ­ლოს საღ­მ­რ­თო რი­ტუ­ა­ლი? იქ­ნე­ბა ზღვა­რი გაქ­რეს? იქ­ნე­ბა ამი­თი სხვებ­მაც და­ი­ნა­ხონ, რომ საღ­ვ­თო კა­ნო­ნი, რჯუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლას­თ­ვის ერ­თია, რომ სწო­რედ ესაა ღვთის ნე­ბა.

– მი­უ­გო იესო და ჰრქუა: შენ ხარ მოძღ­ვა­რი ის­რა­ე­ლი­სა და ესე არა იცია?

მოწ­მენ­დილ ცა­ზე მე­ხის გა­ვარ­დ­ნას ჰგავს ალუ­დას სათხო­ვა­რი. ჰა­ერ­ში­ვე შეშ­დე­ბა ხე­ვის­ბე­რის ღვთის სა­დი­დებ­ლად აღ­მარ­თუ­ლი ხე­ლი. რა უთხ­რას, რა მო­იმ­ხ­როს?

– გონთ მო­დი, ქრის­ტი­ა­ნი ხარ, ურ­ჯუ­ლოვ­დე­ბი მა­გი­თა!

ვა­ი­თუ, ეშ­მაკს ხე­ვის­ბე­რის ცთუ­ნე­ბა გა­ნუზ­რ­ხავს?

– რო­გორ ვახ­ვე­წო უფა­ლ­სა ძაღ­ლი, ძაღ­ლე­ბის ჯი­ში­სა, მი­ნამ სჯობს ცა­ნი და­მექ­ც­ნენ, სა­დი­ლი ვჭა­მო ქვი­ში­სა! ფე­რი ედე­ბა ბერ­დი­ას, ფე­რი სხვა­გვა­რი ში­ში­სა…

შეძ­რ­წუ­ნე­ბუ­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი ბერ­დია – რო­გორ და­იც­ვას ქრის­ტეს სჯუ­ლი ეშ­მა­კი­სა­გან?

სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ეს სწო­რედ იმ უც­ნა­უ­რი­სა და შე­უც­ნო­ბე­ლის ში­შია, სი­ნათ­ლი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­კენ რომ გიხ­მობს და იმა­ზე მეტს გთხოვს, ვიდ­რე ღვთი­სა­ვე სა­ხე­ლით ღვთის სჯუ­ლის დაც­ვაა.

სამ­ყა­რო შავ-თეთ­რია. მტყუ­ან-მარ­თალ­თა ეზო­ში სხვა მზე ანა­თებს და ამი­ტომ, რაც არ უნ­და და­ა­მუ­ნა­თოს ქე­თე­ლა­ურ­მა: – ყმა ვარ მეც გუ­და­ნის ჯვრი­სა, ხევ­სუ­რი თქვე­ნის წყლი­საო, მი­თამ ერ­თ­ნი ვართ ბერ­დი­ავ, მცხოვ­რებ­ნი ერ­თის მთი­საო, – ბერ­დი­ას­თ­ვის იგი ეშ­მა­კე­უ­ლია, ბნე­ლი ძა­ლით შეპყ­რო­ბი­ლია.

ალუ­და ცდი­ლობს ის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და­ა­ნა­ხოს, რაც ამ წუთ­ში მას­ში აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლა, მას­ში ანა­თებს. ცდი­ლობს თა­ვი­სი სი­მარ­თ­ლე აჩ­ვე­ნოს და იმათ ენა­ზე გა­მოთ­ქ­ვას, ვის­თ­ვი­საც ძვე­ლი, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კა­ნო­ნე­ბი უც­ვ­ლე­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა – მი­თამ ერ­თ­ნი ვართ, ბერ­დი­ავ…

და იტყოდ­ნენ მრა­ვალ­ნი მათ­გან­ნი, ეშ­მა­კე­ულ არს და ჰცბის: რა­სა ის­მენთ მი­სა?

♦ ♦ ♦

მწიგ­ნო­ბარ­თა და ფა­რი­სე­ველ­თა მო­იყ­ვა­ნეს მი­სა დე­და­კა­ცი, რო­მე­ლიც ცხა­დად ერ­სა ზე­და და­ეპყ­რა მრუ­შე­ბა­სა და და­ად­გი­ნეს იგი შო­რის… და ჰრქუ­ეს: „მო­სე ამ­ც­ნო სჯულ­სა ში­ნა ჩუ­ენ­სა ესე­ვი­თა­რი ქუჲს დაკ­რე­ბაი და შენ უკუე რა­სა იტყ­ვი?“ – ფა­რი­სე­ველ­თა და მწიგ­ნო­ბარ­თა იესოს­თან მიჰ­ყავთ ქა­ლი, რო­მე­ლი ერ­სა ზე­და და­ეპყ­რა მრუ­შე­ბას, რა­თა გან­სა­ჯოს მან.

მა­თი ცხოვ­რე­ბის წე­სის მი­ხედ­ვით ქა­ლი უნ­და ჩა­ი­ქო­ლოს, რას იტყ­ვის იესო? მა­მა-პა­პა­თა წე­სიც ცხად­ზე-ცხა­დია და და­ნა­შა­უ­ლიც. სი­მარ­თ­ლე მათ მხა­რე­საა.

წრედ შეკ­რუ­ლან ცოდ­ვი­ლის გარ­შე­მო. შუ­ა­ში ისაა, შუ­ა­ში სიკ­ვ­დი­ლია და უნ­და იხი­ლონ თვა­ლით ეს სიკ­ვ­დი­ლი, რომ შემ­დეგ აღა­რა­ვინ სცო­დოს – წი­ნა­პარ­თა სჯულს თუ გა­დახ­ვალ, და­ის­ჯე­ბი!

მო­სუ­ლან იესოს­თან ფა­რი­სე­ველ­ნი და მწიგ­ნო­ბარ­ნი და ეკითხე­ბი­ან: შენ ვი­თარ იტყ­ვი?

რა უდევთ გულ­ში, რა­ტომ მო­ვიდ­ნენ, იესოს გა­მოც­და სურთ თუ ძველ ადათ-წე­სებ­ში შე­ე­პა­რათ ეჭ­ვი? შუ­ა­ში ქა­ლია, ცოდ­ვის ხა­ტი, რო­მე­ლიც სიკ­ვ­დი­ლის ხა­ტად უნ­და იქ­ცეს მათ თვალ­წინ, მა­თი ბავ­შ­ვე­ბის თვალ­წინ! რის­ხ­ვა, ეჭ­ვი, მო­ლო­დი­ნი და… იესო იმ სი­ნათ­ლეს მი­მარ­თავს, სა­ი­და­ნაც იშ­ვა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, რაც მათ­შია და თუ არ შე­შინ­დე­ბი­ან და თვალს გა­უს­წო­რე­ბენ, ცოცხალ სიტყ­ვად იქ­ცე­ვა – სი­ნათ­ლე შენ­შია, შენ თა­ვად შე­გიძ­ლია იყო პი­როვ­ნე­ბა, თა­ვად შე­გიძ­ლია მი­უ­ტე­ვო, თა­ვად შე­გიძ­ლია იყო ავ­ტო­რი­ტე­ტი, თა­ვად შე­გიძ­ლია შექ­მ­ნა მო­რა­ლი!

და­დექ მცი­რე ხნით სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე, ჰკითხე სა­კუ­თარ მე-ს!

იესო არ მოძღ­ვ­რავს არა­ვის, იესო მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სინ­დი­სის-სი­ნათ­ლის წი­ნა­შე აყე­ნებს თი­თო­ე­ულ მათ­განს: ვინ უცოდ­ვე­ლი არს თქვენ­გან­ნი, პირ­ველ­მან და­უ­ტე­ვენ ქვაჲ მა­გა­სა ზე­და, – იესო არ გან­ს­ჯის, არც მოძღ­ვ­რავს, რა­თა მათ თა­ვით თვი­სით, ნათ­ლი­თა თვი­სით!… ხო­ლო მათ ვი­თარ­ცა ეს­მა (მათ ის­მი­ნეს იესო­სი), მხი­ლე­ბულ­ნი სვინ­დი­სი­სა­გან, გან­ვ­ლი­დეს თი­თო, იწყეს მო­ხუ­ცე­ბულ­თა­გან…

ეს იყო იმ დროს, რო­ცა ძე ღვთი­სა ჯერ კი­დევ არ შედ­გო­მო­და გოლ­გო­თას და იცო­და, რომ შემ­დეგ­შიც გა­უ­ჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს ნა­თელ­ში ყოფ­ნა, შე­შინ­დე­ბა, მრა­ვალ­ჯერ ეც­დე­ბა მის­გან გაქ­ცე­ვას, თავს გა­ი­მარ­თ­ლებს და იტყ­ვის, რომ წარ­სუ­ლი უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ის სი­ნათ­ლე, რაც მას­შია. – „მე ვარ ნა­თე­ლი სოფ­ლი­სა, რო­მე­ლი შე­მო­მიდ­გეს მე, არა ვი­დო­დეს ბნელ­სა, არა­მედ აქუნ­დეს ნა­თე­ლი ცხო­რე­ბი­სა“.

რამ­დე­ნი სა­უ­კუ­ნე გა­ივ­ლის, სა­ნამ ადა­მის ძე იტყო­დეს: მე ვარ ნა­თე­ლი სოფ­ლი­სა…

– ზღვენ­სა ნუ გა­მიმ­სუ­ბუ­ქებ, მად­ლი თუ გწყა­ლობს ღვთი­საო…

– ტყუ­ი­ლად სცდე­ბი, ალუ­დავ, ტყუ­ი­ლად იც­ვეთ პირ­საო..

ალუ­და თვი­თონ აღას­რუ­ლებს მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვის რი­ტუ­ალს ხა­ტო­ბა­ზე შეყ­რი­ლი ხალ­ხის თვალ­წინ – ალუ­და თა­ვად ქმნის მო­რალს – უქ­ნი­ვა მოზ­ვერს ქედ­ზე­და, თა­ვი მო­გო­რავს ძირ­საო. თან შა­ეხ­ვე­წა ბა­ტონ­სა, ნუ შა­მი­ცო­დებ შვილ­საო, ალ­ლა­და ჰქონ­დეს მუ­ცალ­სა, მაგ მო­უ­ნათ­ლავ გმირ­საო.

პირ­ვე­ლი რი­ტუ­ა­ლი – მუ­ცა­ლის და­ტი­რე­ბა – კა­ცის წი­ნა­შე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რი­ტუ­ა­ლი იყო. მე­ო­რე რი­ტუ­ა­ლი უკ­ვე ღვთის წი­ნა­შე უნ­და აღ­ს­რულ­დეს!

სიზ­მ­რის შემ­დეგ ალუ­და ხვდე­ბა, რომ შუა გზა­ზე ვერ მი­ა­ტო­ვებს მუ­ცა­ლის სულს. მუ­ცა­ლი უნ­და გარ­და­იც­ვა­ლოს, ამი­ტომ თა­ვად სა­ჯა­როდ აღას­რუ­ლებს მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვის რი­ტუ­ალს: – ალ­ლა­და ჰქონ­დეს მუ­ცალ­სა, მაგ მო­უ­ნათ­ლავ გმირ­საო!

მტრის მარ­ჯ­ვე­ნის მო­უჭ­რე­ლო­ბა ასე თუ ისე მო­ით­მი­ნეს ხევ­სუ­რებ­მა, წმი­და­თაწ­მი­და, სა­ი­დუმ­ლო რი­ტუ­ა­ლის ხელ­ყო­ფა კი მკაც­რად ის­ჯე­ბა.

ბერ­დია ჯა­გა­რაშ­ლი­ლი ხალ­ხის­კენ იზამს პირ­საო:

– გა­გო­ნი­ლაა, იძახ­და ას­რე აგ­დე­ბა რჯუ­ლი­სა, ხალ­ხო მინ­და­რის გა­ვი­გო პა­სუ­ხი თქვე­ნის გუ­ლი­სა – ხალ­ხ­მა უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს, ხალ­ხ­მა უნ­და გა­მო­უ­ტა­ნოს მსჯავ­რი.

წრე იკ­ვ­რე­ბა – შუ­ა­ში ქე­თე­ლა­უ­რია, თე­მის, ადათ-წე­სე­ბის შემ­გი­ნე­ბე­ლი.

– და­ჯარ­დით ხევ­სურთ შვი­ლე­ბო, ყვე­ლა­ნი – დიდ­ნი, მცი­რე­ნი, სა­მარ­თა­ლი ვქნათ, ვუმ­ტ­ვ­რი­ოთ ალუ­დას სახ­ლის დი­რე­ნი… წრე თან­და­თან ვიწ­როვ­დე­ბა, არა­ვის სურს სა­კუ­თარ გულ­ში ჩა­ხედ­ვა, სა­კუ­თარ სინ­დის­თან (სი­ნათ­ლეს­თან) პი­რის­პირ დარ­ჩე­ნა, არა­ვი­ნაა წრის დამ­შ­ლე­ლი. მხო­ლოდ თვალ­ზე ცრემ­ლ­მომ­დ­გა­რი, გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი მინ­დია ჩანს წრის გა­რეთ.

– მოკ­ვე­თილ იყოს, სხვა ქვეყ­ნის ცა-ღრუბ­ლის შე­ნამ­ზი­რე­ბი… ჰრის­ხამ­დეს ჩვე­ნი ბა­ტო­ნი, არ არის შე­საბ­რა­ლე­ბი. შას­მუ­ლებმ ხევ­სურთ შვი­ლებ­მა მა­ი­მარ­ჯ­ვი­ან ფა­რე­ბი, უნ­და სცენ ქე­თე­ლა­ურ­სა, კა­პა­სად ჟღე­რენ რვა­ლე­ბი.

და აი, ერ­თხელ კი­დევ გა­მოჩ­ნ­დე­ბა მოკ­ვე­თი­ლი მარ­ჯ­ვე­ნა მუ­ცა­ლი­სა – ქის­ტის მარ­ჯ­ვე­ნას ბალ­ღე­ბი დაბ­ლა ათ­რე­ვენ კა­ვი­თა. მოჭ­რი­ლი მარ­ჯ­ვე­ნა – მიჯ­ნა ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის წე­სებ­სა და ახალ შე­საქ­მეს შო­რის.

რამ­დე­ნი სა­უ­კუ­ნე გა­ვი­და გოლ­გო­თის მის­ტე­რი­ის შემ­დეგ, ნე­ტავ კი­დევ რამ­დე­ნი სა­უ­კუ­ნე და­იზ­რ­დე­ბი­ან ბალ­ღე­ბი ცოდ­ვა-ბრა­ლი­ა­ნი სა­მარ­თ­ლით?

ჯერ მხო­ლოდ ქრის­ტი­ა­ნო­ბის გა­რიჟ­რა­ჟია! მრა­ვა­ლი ბრძო­ლა გა­დახ­დე­ბათ ალუ­დებს, სა­ნამ კა­ცად-კა­ცად­ში მოყ­ვა­სის ღვთი­უ­რი სიყ­ვა­რუ­ლი აღენ­თე­ბო­დეს, სა­ნამ თვა­ლან­თე­ბუ­ლი და უმ­წე­ოდ მხრებ­ჩა­მოყ­რი­ლი მინ­დია სიყ­ვა­რუ­ლის სა­კურ­თხე­ველ­ზე და­ან­თებ­დეს სან­თელს.

♦ ♦ ♦

მე ვარ ცხოვრებაჲ…

მი­დის ალუ­და კაც­თა­გან დაწყევ­ლილ და ღვთის­გან და­ლოც­ვილ გზა­ზე. სო­ფელ­მა ვერ და­ი­ნა­ხა ნა­თე­ლი. თუმ­ცა, მის­ტე­რია შედ­გა, შეხ­ვედ­რის მის­ტე­რია. მი­დის ალუ­და ტკი­ვი­ლი­თა და ჩუ­მი სევ­დით სავ­სე, ერ­თე­ულ­თა ბე­დის­წე­რას შე­უღ­ლე­ბუ­ლი. ეს მი­სი ჯვა­რია, პი­რა­დად მი­სი სა­ტა­რე­ბე­ლი, ეს სიყ­ვა­რუ­ლია, მის გულ­ში ფეს­ვ­გად­გ­მუ­ლი, ეს მი­სი ცხოვ­რე­ბაა – გიყ­ვარ­დეს მტე­რი შე­ნი და ულოც­ვი­დე მაწყე­ვარ­თა შენ­თა!

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

ახა­ლი აღ­თ­ქ­მა ფსალ­მუ­ნი­თა, თბ.,1879წ.

ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა, პო­ე­მე­ბი, ტ.III, თბ;1964წ.

გერ­ჰარტ ნე­ბე­ლინ­გი, ლექ­ცი­ე­ბი.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები