3 ნოემბერი, კვირა, 2024

სა­ხელ­მ­წი­ფო ენა რომ ბა­რი­ე­რად არ იქ­ცეს პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბი­სას

spot_img

ლინ­გ­ვის­ტუ­რი და ეთ­ნი­კუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი რე­ა­ლო­ბაა. რე­ა­ლო­ბაა ისიც, ოღონდ, სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა, რომ დღემ­დე გა­და­უჭ­რელ პრობ­ლე­მად რჩე­ბა ეთ­ნი­კუ­რად არა­ქარ­თ­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ტეგ­რა­ცია ქარ­თულ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში და არა იმი­ტომ, რომ მათ ავიწ­რო­ებ­დ­ნენ ან დევ­ნიდ­ნენ. არა, არა­ნა­ი­რი მი­უ­ღებ­ლო­ბა, მით უმე­ტეს, აგ­რე­სია ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას მათ მი­მართ არა­სო­დეს ჰქო­ნია. საქ­მე სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კა იყო – საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გია, რო­მე­ლიც ამა თუ იმ რე­გი­ონ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად კომ­პაქ­ტუ­რად ჩა­სახ­ლე­ბუ­ლებს ქვე­ყა­ნა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის სა­თა­ნა­დო სერ­ვი­სებს კი არ სთა­ვა­ზობ­და, არა­მედ, უკე­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში – მშობ­ლი­ურ ენა­ზე, ზო­გა­დად კი რუ­სულ სკო­ლებ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას (რა თქმა უნ­და, რუ­სულ ენა­ზე), რაც ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­უცხო­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზა აღ­მოჩ­ნ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დე­გაც, საკ­მაო დაგ­ვი­ა­ნე­ბით, 15-20 წლის წინ, აღი­ა­რა ქარ­თულ­მა სა­ხელ­მ­წი­ფომ სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წი­ნა­შე – პირ­ველ რიგ­ში, დღის წეს­რიგ­ში დად­გა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის სა­კითხი, რის გა­რე­შეც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ტეგ­რა­ცია იმ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში, სა­დაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი თა­ო­ბა აღი­ზარ­და.

ჩვენ­მა მკითხ­ველ­მა კარ­გად იცის იმ პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლის მიზ­ნით და­იწყო და მიმ­დი­ნა­რე­ობს ქვე­მო ქარ­თ­ლი­სა და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში. „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“ ერ­თ­გუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რია ამ პრო­ექ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე პე­და­გო­გე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც, ხში­რად სა­კუ­თარ ოჯა­ხებს მოწყ­ვე­ტილ­ნი, ყო­ველ­დღი­უ­რი სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვით, სა­კითხის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სრუ­ლი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბით პროგ­რა­მე­ბის უშუ­ა­ლო გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბი არი­ან. მათ­თ­ვის ჩვენ სპე­ცი­ა­ლუ­რი რუბ­რი­კა გვაქვს, სა­დაც ისი­ნი თა­ვად ყვე­ბი­ან პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ამ­ჯე­რად გვინ­და, გი­ამ­ბოთ ჩვე­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და სო­მე­ხი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ქარ­თულ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის გა­დად­გ­მუ­ლი კი­დევ ერ­თი ნა­ბი­ჯის შე­სა­ხებ – ვგუ­ლის­ხ­მობ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

ეს პრო­ცე­სიც, ჩე­მი აზ­რით, დი­დი დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­იწყო, მაგ­რამ და­იწყო და არ­ც­თუ ისე ცუ­დად. მოკ­ლე დრო­ში, პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლა და და­საქ­მე­ბა ეთ­ნი­კუ­რად არა­ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვი­საც ისე­ვე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რო­გორც ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის. პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, 2021 წლის­თ­ვის, ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო, ამი­ტომ პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მა­თი მი­ღე­ბის სა­შე­ღა­ვა­თო პო­ლი­ტი­კა ამოქ­მედ­და. პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი ირ­მა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი გვიხ­ს­ნის, რომ „ეს გუ­ლის­ხ­მობს მი­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლას სომ­ხურ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ან რუ­სულ ენებ­ზე (რუ­სულ ენა­ზე პრო­ცე­დუ­რის გავ­ლა იმის გა­მოა დაშ­ვე­ბუ­ლი, რომ რუ­სუ­ლე­ნო­ვან სექ­ტო­რულ სკო­ლებ­ში გა­ნათ­ლე­ბას, ძი­რი­თა­დად, ეთ­ნი­კუ­რად სო­მე­ხი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ბავ­შ­ვე­ბი იღე­ბენ). თუ აპ­ლი­კან­ტე­ბი მო­ა­ხერ­ხე­ბენ შერ­ჩე­ვი­თი პრო­ცე­დუ­რე­ბის მათ­თ­ვის სა­სურ­ველ ენა­ზე გავ­ლას და წარ­მა­ტე­ბით გა­და­ლა­ხა­ვენ დად­გე­ნილ ნორ­მებს, პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯ­ში მოხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე, იწყე­ბენ ქარ­თუ­ლი ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი 6-თვი­ა­ნი მო­დუ­ლის გავ­ლას, რო­მე­ლიც ფა­რავს A 2 და B 1დო­ნე­ებს. მხო­ლოდ ამ მო­დუ­ლის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იწყებს სტუ­დენ­ტი არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლას. თუმ­ცა, აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ მო­დუ­ლის შე­მო­ტა­ნა მხო­ლოდ წინ­გა­დად­გ­მულ ნა­ბი­ჯად თუ ჩა­ით­ვ­ლე­ბა, თო­რემ სტუ­დენ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბას ნამ­დ­ვი­ლად ვერ პა­სუ­ხობს – ეს 6 თვე ხში­რად თით­ქ­მის არაფ­რის მომ­ცე­მია ქარ­თუ­ლი ენის არ­მ­ცოდ­ნეს­თ­ვის. მთა­ვა­რი ბა­რი­ე­რი რომ სწო­რედ სა­ხელ­მ­წი­ფო ენაა ეთ­ნი­კუ­რი არა­ქარ­თ­ვე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტის­თ­ვის, ამას სწავ­ლის მი­ტო­ვე­ბის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც (64%) ადას­ტუ­რებს. რა თქმა უნ­და, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­დი­ნე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს სო­ცი­ო­კულ­ტუ­რუ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბიც, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი ენის არ­ცოდ­ნაა. ამი­ტო­მაც მი­ვი­ღეთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პროგ­რა­მის შექ­მ­ნის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის­გან სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ცალ­კე მდგო­მი პროგ­რა­მა იქ­ნე­ბა. მი­სი არ­სი ისაა, რომ აპ­ლი­კან­ტი მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფო ენას შე­ის­წავ­ლის (A1 და B 2 დო­ნე­ებს და­ფა­რავს) სრუ­ლი­ად უფა­სოდ და სწავ­ლას მხო­ლოდ სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­აგ­რ­ძე­ლებს რო­მე­ლი­მე პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მა­ზე. პროგ­რა­მა მუ­შავ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ით, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შემ­ს­წავ­ლე­ლებ­ში ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის (სა­უ­ბა­რი, მოს­მე­ნა, წე­რა) გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ ფორ­მა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას – სკო­ლას, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელს, უნი­ვერ­სი­ტეტს. პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მსურ­ველ­მა ეს უფ­ლე­ბა უნ­და მო­ი­პო­ვოს ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში, რაც ნიშ­ნავს, რომ ის აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­თა­ნა­დო კრი­ტე­რი­უ­მებს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი ბა­ზი­დან დაწყე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სით დამ­თავ­რე­ბუ­ლი; ვმუ­შა­ობთ ასე­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზეც, რომ­ლე­ბიც გა­ჯე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი, სა­ხა­ლი­სო ციფ­რუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ით, რე­ა­ლუ­რი ენობ­რი­ვი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბით, თუმ­ცა ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის გარ­და, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სო­ცი­უმ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მიზ­ნით, პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­საც – ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი, ციფ­რუ­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო და ა.შ.

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის­თ­ვის სა­ჭი­როა მე­ტი სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის კამ­პა­ნი­ე­ბი, მათ შო­რის, კო­ლე­ჯე­ბის მხრი­დან. მრა­ვალ ფორ­მა­თა შო­რის, ერთ-ერ­თია ღია კა­რის დღე­ე­ბი. მარ­თა­ლია, კო­ლე­ჯებს მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, მაგ­რამ მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ჭი­როა უფ­რო სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც ახ­ლა სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში იც­დე­ბა და, დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ფარ­თო მას­შ­ტა­ბით და­ი­ნერ­გე­ბა.

რო­გორც გითხა­რით, სკო­ლე­ბი და კო­ლე­ჯე­ბი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ მხრივ, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია კო­ლე­ჯი „მო­დუ­სი“. ევ­რო­კავ­ში­რის მი­ერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მათ მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ჰქონ­დათ მარ­ნე­უ­ლის სკო­ლებ­თან. მოს­წავ­ლე­ე­ბი ხში­რად აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლა­ვენ ხოლ­მე, რო­ცა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლად გა­მარ­თუ­ლი კა­ბი­ნეტ-ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით აღ­ჭურ­ვილ თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის კო­ლე­ჯებს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ, მრა­ვალ­ფე­რო­ვან პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მებს ეც­ნო­ბი­ან“.

„მო­დუ­სის“ მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე მა­ყაშ­ვი­ლიც გვი­დას­ტუ­რებს, რომ რე­გი­ონ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნა­ზე გა­დის. ამ­ბობს, რომ: „კო­ლე­ჯი 2021 წლი­დან­ვე ახორ­ცი­ე­ლებს ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის მი­ღე­ბას სა­ერ­თო წე­სის მი­ხედ­ვით. ჩარ­თუ­ლო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, წლი­დან წლამ­დე მა­ტუ­ლობს მსურ­ველ­თა რიცხ­ვი. წელს, მა­გა­ლი­თად, 400-ზე მე­ტი აპ­ლი­კან­ტი იყო გა­სა­უბ­რე­ბა­ზე, მხო­ლოდ 30 შე­ვარ­ჩი­ეთ, რად­გან სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნის მი­ხედ­ვით მხო­ლოდ ისი­ნი თუ შეძ­ლე­ბენ პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, ქარ­თუ­ლი ენის მო­დუ­ლის გავ­ლის შემ­დეგ. ქარ­თუ­ლი სექ­ტო­რე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს ეს პრობ­ლე­მა არ აქვთ, და­ნარ­ჩე­ნებს, მეტ-ნაკ­ლე­ბი დო­ზით, ყვე­ლას სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. იმე­დი მაქვს, ახა­ლი, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ახ­ლა მუ­შავ­დე­ბა, პრობ­ლე­მას მთლი­ა­ნად თუ არა, ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც მოხ­ს­ნის. სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე გვაქვს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის კუთხით – ჩვენ გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში, რო­მე­ლიც გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხს ეხე­ბო­და. ჩა­ვა­ტა­რეთ მოკ­ვ­ლე­ვა ყო­ფილ და ამ­ჟა­მინ­დელ პრო­ფე­სი­ულ ქალ სტუ­დენ­ტებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ მათ ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო არ აქვთ ფუ­ფუ­ნე­ბა, ის­წავ­ლონ სა­სურ­ველ პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მებ­ზე, ამ მი­ზე­ზით­ვე უწევთ სწავ­ლის მი­ტო­ვე­ბა სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­შიც. პრო­ექ­ტ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა და უკ­ვე ვაწყობთ სპე­ცი­ა­ლურ სივ­რ­ცეს, სა­დაც ჩვენს სტუ­დენ­ტებს (თა­ნამ­შ­რომ­ლებ­საც), რომ­ლე­ბიც შვი­ლე­ბის გა­მო ვერ ახერ­ხე­ბენ ლექ­ცი­ებ­ზე დას­წ­რე­ბას, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, კო­ლეჯ­ში, სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვილ სივ­რ­ცე­ში, სა­ი­მე­დო ხელ­ში და­ტო­ვონ ბავ­შ­ვე­ბი. და­მე­თან­ხ­მე­ბით, ეს კარ­გი მო­ტი­ვა­ციაა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი ენის გაძ­ლი­ე­რე­ბა მა­ინც კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია“.

ქვე­მო ქარ­თ­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის კუთხით, გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ ახალ­გაზ­რ­დებს. ახალ­ცი­ხე­ში მხო­ლოდ ერ­თი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს – „ოპი­ზა­რი“. უნი­ვერ­სი­ტე­ტიც ახორ­ცი­ე­ლებს რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მას, მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, ეს არ არის საკ­მა­რი­სი. კო­ლე­ჯის დი­რექ­ტო­რი ბე­ლა ავა­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მსურ­ვე­ლი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, მაგ­რამ ენის ბა­რი­ე­რი ვი­თა­რე­ბას ცვლის. ციფ­რებ­ში ეს ასე გა­მო­ი­ხა­ტე­ბა – 2022 წელს მი­ღე­ბუ­ლი 54 პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტი­დან 13 ეთ­ნი­კუ­რი სო­მე­ხი იყო, ხო­ლო მიმ­დი­ნა­რე წელს – 86-იდან 9 ჩა­ე­წე­რა ქარ­თუ­ლი ენის მო­დულ­ზე. სწავ­ლის მი­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზიც ხში­რად სა­ხელ­მ­წი­ფო ენის არ­ცოდ­ნას უკავ­შირ­დე­ბა.

ცხა­დია, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად, ბევ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მუ­შა­ობს. ირ­მა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი გვი­დას­ტუ­რებს, რომ შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტი, რო­გორც სტუ­დენ­ტის მხარ­დამ­ჭე­რი სე­რი­ო­ზუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი. იგი რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავს: ტრან­ს­პორ­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კვე­ბის ვა­უ­ჩე­რი და გა­ნი­ხი­ლე­ბა საცხოვ­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა – ქი­რის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და, ასე­ვე სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. „ეს საკ­მა­ოდ მას­შ­ტა­ბუ­რი და კომ­პ­ლექ­სუ­რი სა­კითხია და სა­პი­ლო­ტე რე­ჟი­მის გავ­ლის შემ­დეგ ფარ­თოდ და­ი­ნერ­გე­ბა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში,“ – ამ­ბობს ირ­მა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი.

ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის გაზ­რ­დის და პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, კარ­გი შე­დე­გი აქვს  სკო­ლებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის შეს­ვ­ლას. სა­ო­რი­ენ­ტა­ციო და სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო  პროგ­რა­მე­ბი ახ­ლაც მოქ­მე­დებს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, და ზო­გად და პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის სის­ტე­მუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პირ­ველ მას­შ­ტა­ბურ პრე­ცე­დენტს ქმნის. 2023 წელს „უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის“ ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტი სწო­რედ სექ­ტო­რუ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი იყო, რო­მელ­თა ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში მდე­ბა­რე­ობს. მა­გა­ლი­თად, ქვე­მო ქარ­თ­ლის 25 სკო­ლა­ში უკ­ვე მუ­შა­ობს პროგ­რა­მა, და­ფარ­ვის არე­ა­ლი ეტა­პობ­რი­ვად იზ­რ­დე­ბა და სა­მო­მავ­ლოდ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბიც ისარ­გებ­ლე­ბენ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბით. რო­გორც ირ­მა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი ამ­ბობს, პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 400-ს აჭარ­ბებს.

შე­ჯა­მე­ბის სა­ხით, სუ­რა­თის უკეთ წარ­მო­სად­გე­ნად, მო­ვიშ­ვე­ლი­ებ სტა­ტის­ტი­კას – 2018-22 წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ჩა­ი­რიცხა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის 1000-1070 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტა­ტის­ტი­კა მზარ­დია, ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი სწავ­ლას თავს ანე­ბებს, ვი­ცით მი­ზე­ზიც – სწავ­ლის მი­ტო­ვე­ბას, ძი­რი­თა­დად, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის უცო­დინ­რო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს.

ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის გარ­და, ქალ­ბა­ტონ ირ­მას­თან შშმ და სსსმ პი­რე­ბის პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თ­ვა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ამ კა­ტე­გო­რი­ის 250-270 ახალ­გაზ­რ­და ირ­ჩევს პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელს. სულ ასე­თი 37 და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, სა­დაც შშმ და სსსმ პი­რე­ბი ეუფ­ლე­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ას, ოთხი მათ­გა­ნი უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი – „აისი“, „მერ­მი­სი“, „ოპი­ზა­რი“ და „პრეს­ტი­ჟი“. თუმ­ცა, რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ირ­მა ამ­ბობს, „ყვე­ლა კო­ლე­ჯი მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზე მა­ინ­ცაა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, ამას ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტიც ითხოვს, მაგ­რამ ამ კუთხით არის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ბევ­რი რა­მაა გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი. ახ­ლა­ხან დას­რულ­და სპე­ცი­ა­ლუ­რად შშმ და სსსმ პი­რე­ბი­სათ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­ო­რი­ენ­ტა­ციო სერ­ვი­სის პი­ლო­ტი­რე­ბა ექვს კო­ლეჯ­ში.

შე­დე­გე­ბის ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი – 5-დან 10-მდე – რა­საც მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ, მათ სწორ პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ში ეხ­მა­რე­ბა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა პო­ტენ­ცი­უ­რი სტუ­დენ­ტის­თ­ვის და, მით უმე­ტეს, შშმ და სსსმ პი­რე­ბის­თ­ვის. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა უკ­ვე სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ არ აინ­ტე­რე­სებთ არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სია და ტო­ვე­ბენ კო­ლეჯს, მაგ­რამ რად­გან სას­წავ­ლე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა სახ­ლი­დან გა­მო­სას­ვ­ლე­ლად, ად­გი­ლი სო­ცი­უმ­თან სა­ურ­თი­ერ­თოდ, ისი­ნი ახალ პრო­ფე­სი­ას ირ­ჩე­ვენ და ხე­ლახ­ლა ხდე­ბი­ან სტუ­დენ­ტე­ბი. ამ სა­ო­რი­ენ­ტა­ციო პრო­ცეს­გავ­ლი­ლე­ბი უფ­რო გაც­ნო­ბი­ე­რე­ბულ არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თე­ბენ.

აქ­ვე აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო იმ სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხე­ბაც, რომ­ლე­ბიც სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მი­ე­წო­დე­ბა უკ­ვე პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენტს. სსსმ და შშმ პი­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის, თით­ქ­მის ყვე­ლა პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯ­ში, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის სერ­ვი­სი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შშმ და სსსმ პი­რებ­თან მუ­შა­ო­ბენ მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად შედ­გე­ნი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მით, უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს მათ­ზე მორ­გე­ბას და ზო­გა­დად კო­ლეჯ­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ამინ­დის შექ­მ­ნას. ასე­ვე კო­ორ­დი­ნი­რე­ბას უწე­ვენ მხარ­დამ­ჭერ სერ­ვი­სებს, რო­გო­რი­ცაა: ჟეს­ტუ­რი ენის თარ­ჯი­მა­ნი, მო­ბი­ლო­ბი­სა და ორი­ენ­ტა­ცი­ის ტრე­ნე­რი, ტრან­ს­პორ­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა… ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი მხარ­დამ­ჭე­რი რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლია 1000-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი“.

პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­ზეც ირ­მა გი­ორ­გო­ბი­ან­მა ისა­უბ­რა – ენის შეს­წავ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი მე­თო­დი, ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის სერ­ვი­სე­ბი, მო­მა­ვა­ლი წლი­დან გა­მო­იც­დე­ბა ან გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სის­ტე­მა­ში და, რა თქმა უნ­და, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის კუთხით არ­სე­ბულ დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბას. თუმ­ცა, ჩე­მი აზ­რით, აუცი­ლე­ბე­ლია, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, კო­ლე­ჯე­ბის რა­ო­დე­ნობ­რივ ზრდა­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზეც იფიქ­როს სა­ხელ­მ­წი­ფომ.

ანა ფირცხალაიშვილი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები