1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

არის თუ არა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა ეფექ­ტუ­რი, ანუ რა ქნა სქე­მამ

spot_img
შალვა ტაბატაძე

 

სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რ­მა (CCIIR), USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით, მო­ამ­ზა­და ბი­უ­ლე­ტე­ნი „მას­წავ­ლე­ბელ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა 2005-2023 წლებ­ში“.

იხილეთ ბიულეტენი: https://rb.gy/1fxvz2

ბი­უ­ლე­ტე­ნი იძ­ლე­ვა საკ­მა­ოდ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მას­წავ­ლე­ბელ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ, წლე­ბი­სა და საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით: 2008-2015 და 2015-2023 წლებ­ში. ასე­ვე, გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია ყუ­რადღე­ბა, თუ რა გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­არ­ჩევ­ნო ციკ­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. შეძ­ლო თუ არა ე.წ. „სქე­მამ“ მთა­ვარ მიზ­ნამ­დე მის­ვ­ლა – მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი ხა­რის­ხის ზრდა და მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, თით­ქ­მის ორი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ან რას უკავ­შირ­დე­ბო­და პე­რი­ო­დუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დ – ეს ის მთა­ვა­რი კითხ­ვე­ბია, რო­მე­ლიც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

რო­გორ გავ­ზო­მოთ, არის თუ არა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა ეფექ­ტუ­რი, ანუ რა ქნა სქე­მამ? CCIIR-ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, გა­ნათ­ლე­ბის მკვლე­ვა­რი შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე, დე­ტა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბი­სას, ამ­ბობს, რომ სქე­მამ, თა­ვი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე,  ფაქ­ტობ­რი­ვად, არც ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პა­რა­მეტ­რი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ამის ერთ-ერთ მი­ზე­ზად ასა­ხე­ლებს, რომ „გაც­ვ­და ის ცოდ­ნა, რაც ამ ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ სტრუქ­ტუ­რებ­ში არ­სე­ბობს“, ამას­თა­ნა­ვე, ავ­ც­დით მთა­ვარ მი­ზანს, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პუსს გა­ა­ჯან­სა­ღებს და მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვებს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს.

⇑⇓ რო­გორ გავ­ზო­მოთ არის თუ არა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მა

სქე­მის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი, რა იყო და რა ხდე­ბო­და სტა­ტის­ტი­კუ­რად, ბი­უ­ლე­ტენ­შია მო­ცე­მუ­ლი და ამა­ზე აღარ გავ­ჩერ­დე­ბი. ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ ხოლ­მე, ფო­კუ­სი იმ პა­რა­მეტ­რებ­ზე გა­ვა­კე­თო, რაც სა­მეც­ნი­ე­რო და აკა­დე­მი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბად ით­ვ­ლე­ბა – რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გავ­ზო­მოთ და ჩავ­შა­ლოთ მთე­ლი ეს სის­ტე­მა, არის თუ არა წარ­მა­ტე­ბუ­ლი. თუ ამ ფაქ­ტო­რებ­სა და ინ­დი­კა­ტო­რებს ავი­ღებთ, გა­მო­დის, რომ სქე­მამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არც ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პა­რა­მეტ­რი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, თა­ვი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი­დან გა­მო­დი­ნა­რე. რას ვგუ­ლის­ხ­მობ? ზო­გა­დად, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტით ფას­დე­ბა: პირ­ვე­ლი – მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ცია და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყოთ, რომ მა­თი კომ­პე­ტენ­ცია ნამ­დ­ვი­ლად სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სია; მე­ო­რე – რო­დე­საც დავ­რ­წ­მუნ­დე­ბით, რომ მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცია შე­სა­ბა­მი­სია, შემ­დეგ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მებ­მა თუ მო­დე­ლებ­მა უზ­რუნ­ველ­ყოს ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლებ­ში, ანუ სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცია გვაქვს მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მაგ­რამ სის­ტე­მა უნ­და გვქონ­დეს ისე­თი, რომ მუდ­მი­ვად ზრუ­ნავ­დეს მა­თი ცოდ­ნის, კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი­სა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და უნ­და ვა­მოწ­მებ­დეთ, რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს სის­ტე­მა ამ ყვე­ლა­ფერს; მე­სა­მე – კომ­პე­ტენ­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია სტან­დარ­ტ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სის­ტე­მა გვაქვს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად უზ­რუნ­ველ­ყოფს შე­მოწ­მე­ბას, რომ ცოდ­ნა, კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი და უნა­რე­ბი ვი­თარ­დე­ბა, მაგ­რამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იც­ვ­ლე­ბა თუ არა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრაქ­ტი­კა, ანუ ცოდ­ნის, უნა­რე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ზრდას­თან ერ­თად, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ცვლის თუ არა მას­წავ­ლე­ბე­ლი პრაქ­ტი­კას, რამ­დე­ნად ჰპო­ვებს ასახ­ვას ეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრაქ­ტი­კის შეც­ვ­ლა­ში; მე­ოთხე დო­ნე, რომ­ლი­თაც ფას­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა – თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრაქ­ტი­კა იც­ვ­ლე­ბა, აქვს თუ არა მას გავ­ლე­ნა მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი სწო­რედ ეს მე­ოთხე დო­ნეა – მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა. თუ შევ­ხე­დავთ ამ ოთხი­ვე პა­რა­მეტრს, რომ­ლი­თაც სის­ტე­მე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა იზო­მე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა სა­კითხებ­მა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით არას­წო­რი პო­ლი­ტი­კა აწარ­მოვა.

პირ­ვე­ლი დო­ნე, კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა რომ ავი­ღოთ, ანუ მას­წავ­ლებ­ლე­ბის სტან­დარ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა, ამ თვალ­საზ­რი­სით, 2015 წლი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა, იმ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის, რაც გუ­ლის­ხ­მობ­და პრო­ფე­სი­უ­ლი და საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, ანუ­ლი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა – საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ და­ტო­ვა, ოღონდ შეც­ვა­ლა მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი, 60%-ის ნაც­ვ­ლად, 30%-ამ­დე დას­წია და და­ა­წე­სა 1, 4, 7 და 10 კრე­დი­ტი. ამით ბევ­რად მარ­ტი­ვი გა­ხა­და კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა. 30%-იანი ტეს­ტი­რე­ბით მას­წავ­ლე­ბელს შე­ეძ­ლო მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი გამ­ხ­და­რი­ყო, ხო­ლო სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­და სა­ერ­თოდ მოხ­ს­ნა და კრე­დი­ტე­ბის გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი დაგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მა და­ა­წე­სა, რო­მე­ლიც ისე შე­ეძ­ლოთ და­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ, რომ კომ­პე­ტენ­ცი­ას­თან შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქო­ნო­დათ. ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ვა­უქ­მეთ კომ­პო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც გვიჩ­ვე­ნებ­და რე­ა­ლუ­რად შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა მას­წავ­ლე­ბე­ლი სტან­დარტს და შეძ­ლებ­და თუ არა კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბას. შე­დე­გებ­მაც გვაჩ­ვე­ნა, ორი­ვე გა­მოც­და­ში – საგ­ნობ­რივ და პრო­ფე­სი­ულ­ში, რომ 2010-14 წლებ­ში ბევ­რ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ვერ გა­და­ლა­ხა მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი. ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ორი­ვე გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რა, და­ახ­ლო­ე­ბით 15300-მა ადა­მი­ან­მა. აქაც, 2012 წელს რომ არ გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი­ყო გა­მოც­და, გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი იქ­ნე­ბო­და.

ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ არ ვი­ლა­პა­რა­კოთ მას­წავ­ლე­ბელ­თა და­ბალ კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე, რად­გან ეს მათ პრეს­ტიჟს დაბ­ლა სცემს. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, პი­რი­ქით, უნ­და ვი­სა­უბ­როთ და ვთქვათ, რომ გვყავს მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მაგ­რამ ასე­ვე გვყავს და­ბა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბიც და ვი­ფიქ­როთ, რო­გორ გა­ვა­ჯან­სა­ღოთ მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პუ­სი, რო­გორ მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ სულ მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი გვყავ­დეს. ამა­ზე სა­უ­ბა­რი კი არ წევს დაბ­ლა მას­წავ­ლებ­ლის პრეს­ტიჟს, არა­მედ ის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, რო­დე­საც და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ულა­ხავს და უტეხს სა­ხელს პრო­ფე­სი­ას.

პირ­ველ რიგ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მშო­ბე­ლი, კო­ლე­გა, სა­მე­ზობ­ლო და თე­მი სცნობს ყვე­ლა­ზე კარ­გად მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ას და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ამი­ტომ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მი­სი პრეს­ტი­ჟი მა­ინც და­ცე­მუ­ლია, ამა­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ თუ არა. უბ­რა­ლოდ, თუ არ ვი­ლა­პა­რა­კებთ, ამ სა­კითხს ვე­ღარ მო­ვაგ­ვა­რებთ და ვე­ღარც მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პუ­სის გა­ჯან­სა­ღე­ბას შევ­ძ­ლებთ.

იმის ნაც­ვ­ლად, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის დო­ნის­თ­ვის რომ მიგ­ვეღ­წია, სამ­წუ­ხა­როდ, ამ გზით წა­ვე­დით – გა­ჯან­სა­ღე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე უარი ვთქვით და გა­ვა­მარ­ტი­ვეთ კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა. ამით, რე­ა­ლუ­რად, ორი­ვე სა­ფე­ხურ­ზე ვთქვით უარი – კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა­ზე/ხა­რის­ხ­ზე და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, პირ­ვე­ლი­ვე დო­ნე­ზე ამო­სა­ვა­ლი იყო არა მოს­წავ­ლე­ე­ბი, არა­მედ კომ­პო­ნენ­ტებ­ზე ზრუნ­ვა.

ახ­ლა რომ ვიმ­ს­ჯე­ლოთ მე­ო­რე დო­ნე­ზე – რა გა­ვა­კე­თეთ იმის­თ­ვის, რომ მას­წავ­ლებ­ლებს უნა­რე­ბი, ცოდ­ნა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნათ? რე­ა­ლუ­რად, არც აქ შევ­თა­ვა­ზეთ არა­ნა­ი­რი ხელ­შე­სა­ხე­ბი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, ვერ უზ­რუნ­ველ­ვ­ყა­ვით სას­კო­ლო დო­ნე­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. მას­წავ­ლებ­ლის ცოდ­ნის, უნა­რე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუ­კი ეს ყო­ველ­დღი­უ­რი პრო­ცე­სი არ არის სკო­ლა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა გა­რე მე­ქა­ნიზ­მებს, ნაკ­ლე­ბე­ფექ­ტუ­რია, მაგ­რამ შე­მავ­სე­ბე­ლი. ვერც ერ­თი ვერ გა­ვა­კე­თეთ -— სას­კო­ლო დო­ნე­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მა ვერ შევ­ქ­მე­ნით; გა­რე დახ­მა­რე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით კი ერ­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გვაქვს უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლი, რო­მე­ლიც აწ­ვ­დის მსგავ­სი ტი­პის სერ­ვი­სებს, ნაც­ვ­ლად ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მი­სა, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა მნიშ­ვე­ლო­ვან აქ­ტო­რებს, სა­მეც­ნი­ე­რო აკად­მი­ურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რებს ექ­ნე­ბათ სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის მი­წო­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლ­მაც, ისე­ვე რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა, თა­ვი­სი ცოდ­ნა და რე­სურ­სი ამო­წუ­რა. მას­წავ­ლებ­ლებს თუ მო­უს­მე­ნენ, ისი­ნიც კი უკ­ვე ღი­ად ამ­ბო­ბენ, რომ მოძ­ველ­და ის ცოდ­ნა, რაც მათ მი­ი­ღეს და ერ­თი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბი­დან, ერ­თი და იგი­ვე სა­კითხებს ტკეპ­ნი­ან და წინ ვერ მი­დი­ან იმი­ტომ, რომ მე­ტი ცოდ­ნა ამ სის­ტე­მა­ში უკ­ვე აღარ არის. ბი­უ­როკ­რა­ტებ­მა კი არ უნ­და შექ­მ­ნან ეს ცოდ­ნა, არა­მედ ის სა­გან­მან­თ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­ში უნ­და იქ­მ­ნე­ბო­დეს. ისი­ნი უნ­და ავი­თა­რებ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლებს. მა­გა­ლი­თად, პრაქ­ტი­კის კვლე­ვას ას­წავ­ლი­ან ისე, რომ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრაქ­ტი­კის კვლე­ვას­თან ან სა­ერ­თოდ კვლე­ვას­თან არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ აქვთ. მოკ­ლედ რომ ვთქვა, გაც­ვ­და ის ცოდ­ნა, რაც ამ ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ სტრუქ­ტუ­რებ­ში არ­სე­ბობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერც გა­რე­დან შე­სუ­ლი ცოდ­ნა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი მი­ვახ­მა­რეთ მას­წავ­ლებ­ლებს და ვერც სას­კო­ლო დო­ნე­ზე შევ­ქ­მე­ნით მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ვე­რა­ფე­რი.

მე­სა­მე დო­ნე­ზე თუ ვი­სა­უბ­რებთ – რამ­დე­ნად გა­მო­იწ­ვია პრაქ­ტი­კის შეც­ვ­ლა ამ პრო­ცეს­მა – ამ თავ­ლ­საზ­რი­სი­თაც, არა­ფე­რი ვი­ცით, რად­გან, რე­ა­ლუ­რად, არ გვაქვს სის­ტე­მა, რი­თაც შე­ვიტყობთ მას­წავ­ლე­ბე­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ას ადას­ტუ­რებს თუ არა. ჯერ ისევ კითხ­ვის ნიშ­ნის ქვე­შაა, რამ­დე­ნად შეძ­ლო მან პრაქ­ტი­კის შეც­ვ­ლა, სამ­წუ­ხა­როდ, ეს არა­ვინ იცის. ამის გარ­და, სქე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ში­და და გა­რე შე­ფა­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ წარ­მო­ად­გენს სის­ტე­მურ მიდ­გო­მას, ერ­თ­ჯე­რა­დი მიდ­გო­მე­ბია, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც აფა­სე­ბენ მას­წავ­ლებ­ლებს, ნაც­ვ­ლად იმი­სა, რომ ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში, სის­ტე­მა­ტუ­რად, ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის პრაქ­ტი­კა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, ისე ამ პრაქ­ტი­კის შეც­ვ­ლის თვალ­საზ­რი­სით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. რა­ტომ ვერ გა­ვა­კე­თეთ ეს? იმი­ტომ, რომ სას­კო­ლო დო­ნე­ზე არ გვაქვს ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­ცა ამ პრო­ცესს სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, კა­თედ­რე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი და სას­კო­ლო კულ­ტუ­რა უზ­რუნ­ველ­ყოფს.

რას აჩ­ვე­ნებს ჩვე­ნი პრაქ­ტი­კა – იმ სას­წავ­ლებ­ლებ­შიც კი, სა­დაც მას­წავ­ლე­ბელ­მა მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო, რე­ა­ლუ­რად, არა­ვინ იცის მა­თი პრაქ­ტი­კა შე­იც­ვა­ლა თუ არა. შე­იძ­ლე­ბა უარე­სო­ბის­კე­ნაც კი შე­იც­ვა­ლა, იმი­ტომ, რომ მენ­ტო­რე­ბი, სტა­ტუ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლე­ბის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი კად­რე­ბი გახ­დ­ნენ და ორ ან სამ სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მ­დ­ნენ (ეს ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია და ყვე­ლა სა­უბ­რობს ამა­ზე), შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბის ნაც­ვ­ლად (რაც მათ ფუნ­ქ­ცი­ებ­ში და სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში წე­რია), იქ­ც­ნენ „გადამ­რ­ბენ“ მას­წავ­ლებ­ლე­ბად, რომ­ლებ­მაც ორ ან სამ სკო­ლა­ში უნ­და მო­ას­წ­რონ გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა, რომ ჰქონ­დეთ მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი და სტა­ტუ­სის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი და­ნა­მა­ტი მი­ი­ღონ იმ სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ქვე­ყა­ნა­შია. მთა­ვა­რი კი ისევ გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია – ამ მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრაქ­ტი­კა გა­უმ­ჯო­ბეს­და?

და მე­ოთხე დო­ნე – მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი, რი­თაც უნ­და შე­ფას­დეს მას­წავ­ლებ­ლის ცოდ­ნა, კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. რა მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­ურ მიღ­წე­ვებ­ში, რამ­დე­ნად გარ­და­ი­სა­ხა ეს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში.

⇑⇓ ვსა­უბ­რობთ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად გვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მი­ზა­ნი გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია

ამ­დე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, პრაქ­ტი­კო­სის სტა­ტუ­სი­დან, გა­და­ვი­და უფ­რო­სის, წამ­ყ­ვა­ნის ან მენ­ტო­რის სა­ფე­ხურ­ზე, ამ ცვლი­ლე­ბებ­მა შეც­ვა­ლა თუ არა მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი? არა­ნა­ი­რი სის­ტე­მა არ გვაქვს, რო­მე­ლიც ამას შე­ა­ფა­სებს და დაგ­ვა­ნა­ხებს. არც ის ვი­ცით რა გვქონ­და და­საწყის­ში, რომ გაგ­ვე­გო სად ვი­ყა­ვით და რო­გორ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სეთ ან გა­ვა­უ­ა­რე­სეთ შე­დე­გე­ბი. არა­ნა­ი­რი შე­ფა­სე­ბა არ წარ­მო­ებს თუნ­დაც გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის და არა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის.

სამ­წუ­ხა­როდ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვერ და­ი­ნერ­გა შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა. ამ შე­ფა­სე­ბას ხომ მას­წავ­ლებ­ლის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და შე­ფა­სე­ბაც ახ­ლავს – თუ მან გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა მოს­წავ­ლე­ე­ბის აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი, შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ ხელ­ფა­სებ­ზეც, და­ნა­მა­ტებ­ზეც, პრე­მი­ებ­ზეც, კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ზეც და ა.შ. ეს მიბ­მუ­ლი უნ­და იყოს სწო­რედ მე­სა­მე და მე­ოთხე დო­ნე­ზე, რო­ცა პრაქ­ტი­კა შეც­ვა­ლა/აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი გა­ნა­ვი­თა­რა და არა მხო­ლოდ სტა­ტუს­ზე, რო­მე­ლიც ისე­დაც უნ­და და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს, სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად. ვსა­უბ­რობთ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად გვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მი­ზა­ნი გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია; ვსა­უბ­რობთ ხელ­ფას­ზე, სტა­ტუს­ზე და მის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე, მაგ­რამ არ ვსა­უბ­რობთ მთა­ვარ­ზე – ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე იმი­ტომ, რომ ორი­ენ­ტი­რი არ არის ბავ­შ­ვი და მი­სი ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ორი­ენ­ტი­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბია, ასე­ვე, ხში­რად, სა­ჯა­რო სა­მარ­თ­ლის იური­დი­უ­ლი პი­რე­ბი, მა­თი რო­ლი და გავ­ლე­ნა ამ პრო­ცეს­ში, მა­თი ინ­ტე­რე­სი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე,

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს გვაქვს პრაქ­ტი­კა, რო­ცა და­კარ­გუ­ლია ბავ­შ­ვი, რო­გორც მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და სა­უ­ბა­რია რა­ღაც ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­ზე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა აუარე­სებ­დეს ან აუმ­ჯო­ბე­სებ­დეს კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის თუ ადა­მი­ა­ნე­ბის როლს, მაგ­რამ შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქონ­დეს მოს­წავ­ლის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე. აი, ეს მი­ვი­ღეთ მთელ ამ პრო­ცეს­ში. ამი­ტომ, თუ ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში შე­ვა­ფა­სებთ მი­ღე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პო­ლი­ტი­კას, ნა­თე­ლია, რომ, არც კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის­თ­ვის, არც მას­წავ­ლებ­ლე­ბის ცოდ­ნის, უნა­რე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, არც პრაქ­ტი­კის შეც­ვ­ლის თვალ­საზ­რი­სით და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, არც მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა არ გვქო­ნია და, რა თქმა უნ­და, არც სა­თა­ნა­დო შე­დე­გე­ბი გვაქვს.

თუ ავი­ღებთ სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბებს, ყველ­გან ჩა­ვარ­დ­ნაა. კარ­გად აწყო­ბილ და გა­აზ­რე­ბულ სის­ტე­მა­შიც კი, რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და დღე­ვან­დე­ლო­ბა­ში რა­მის მიღ­წე­ვა.

თუმ­ცა, ამ რა­ღა­ცე­ბის შეც­ვ­ლაც შე­იძ­ლე­ბო­და პო­ზი­ტი­უ­რად, მა­გა­ლი­თად, ვის ვი­ღებთ ჩვენ დღეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში? აქაც ორი გა­მოწ­ვე­ვა გვაქვს –  ერ­თი, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა ასა­კია მა­ღა­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ზო­გი­ერთ სა­გან­ში. ეს, ერ­თი მხრივ, გა­მოწ­ვე­ვაა, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ –  შე­საძ­ლებ­ლო­ბა. შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ში ვგუ­ლის­ხ­მობ იმას, რომ

თუ სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის ეფექ­ტურ სის­ტე­მებს შევ­ქ­მ­ნით და ღირ­სე­უ­ლი პენ­სია ექ­ნე­ბათ, ასაკ­ში მყო­ფი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გავ­ლენ სის­ტე­მი­დან და ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის გაჩ­ნ­დე­ბა შე­მოს­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ არა ისე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სის­ტე­მა­ში უბ­რა­ლოდ იმი­ტომ შე­მო­ვიდ­ნენ, რომ სხვა­გან პერ­ს­პექ­ტი­ვა არ აქვთ. არა, სის­ტე­მა უნ­და გავ­ხა­დოთ მათ­თ­ვის მიმ­ზიდ­ვე­ლი ღირ­სე­უ­ლი პენ­სი­ი­თა და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ხელ­ფა­სით, ეს იქ­ცე­ვა  კად­რე­ბის მო­ზიდ­ვის კარგ შე­საძ­ლებ­ლო­ბად.

ამი­ტო­მაც არის ღირ­სე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა (პენ­სი­ის თვალ­საზ­რი­სით) პო­ზი­ტი­უ­რი რო­გორც პენ­სი­ა­ზე გამ­ს­ვ­ლე­ლე­ბის­თ­ვის, ასე­ვე მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. რა­ტომ გა­ვა­კე­თე ამა­ზე აქ­ცენ­ტი? ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია ვის ვი­ღებთ სის­ტე­მა­ში ახა­ლი კად­რე­ბის სა­ხით. ჩვენ გვაქვს პერ­ს­პექ­ტი­ვა, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შევ­ც­ვა­ლოთ მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პუ­სი და უფ­რო მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ სის­ტე­მა­ში. ოღონდ, რო­ცა სა­პენ­სიო ჯილ­დოს რე­ფორ­მა გა­ვა­კე­თეთ, მა­შინ ეს მიღ­წე­უ­ლი არ იყო იმი­ტომ, რომ ასა­კობ­რი­ვად კი შევ­ც­ვა­ლეთ და სა­პენ­სიო ასა­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნაც­ვ­ლად, ახალ­გაზ­რ­დე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ პრო­ფე­სი­ა­ში, თუმ­ცა, ხა­რის­ხობ­რი­ვად ეს პრო­ცე­სი ცალ­სა­ხა არ იყო.

⇑⇓ რო­გორ შევ­ც­ვა­ლოთ ხა­რის­ხი პრო­ფე­სი­ა­ში?

პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა გან­ათ­ლე­ბის პროგ­რა­მებ­ზე უნ­და მო­ვი­ზი­დოთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი. თუ არ გვაქვს წა­ხა­ლი­სე­ბის, მა­ღა­ლი სა­პენ­სიო და სა­ხელ­ფა­სო სის­ტე­მე­ბი და ა.შ., სხვა პრეს­ტი­ჟულ ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად, რა თქმა უნ­და, ნი­ჭი­ერ კად­რებს ვერ ვი­ზი­დავთ. მა­შინ ვის ვი­ზი­დავთ დღეს ამ პრო­ფე­სი­ა­ში? სამ­წუ­ხა­როდ, ბო­ლო წლე­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, 300-კრე­დი­ტი­ან გა­მოც­და­ზე გამ­ს­ვ­ლელ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას, სა­შუ­ა­ლო ქუ­ლის თვალ­საზ­რი­სით და სხვა პროგ­რა­მე­ბის აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით,  ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი შედ­ეგე­ბი აქვს. მას­წავ­ლებ­ლის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა კი­დევ სხვა სის­ტე­მაა და იქ შე­და­რე­ბით უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა იმი­ტომ, რომ საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და­ჩა­ბა­რე­ბუ­ლე­ბი მი­დი­ან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და კად­რე­ბის მო­ზიდ­ვის თვალ­საზ­რი­სით, უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, თუმ­ცა, იქ სხვა ტი­პის პრობ­ლე­მე­ბია.

ჩვენს წი­ნა ბი­უ­ლე­ტენ­შია ასა­ხუ­ლი, რომ ვამ­ზა­დებთ იმ კად­რებს, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად გვჭირ­დე­ბა და არა  იმათ, ვინც რე­ა­ლუ­რად გვჭირ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მებ­ზე. თუ­კი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის გა­მოც­დებს ვნა­ხავთ, 83% ვერ ძლევს ბა­რი­ერს და ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბიც, ბა­რი­ე­რის დაძ­ლე­ვის თვალ­საზ­რი­სით, სწო­რედ, დაწყე­ბი­თის,  მა­თე­მა­ტი­კი­სა და ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გვაქვს. არა­და, დაწყე­ბით­ში ახა­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის შეყ­ვა­ნა სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვი­ზი­დავთ ასეთ კად­რებს და არც არა­ფერს ვქმნით, გარ­და იმი­სა, რომ უფა­სოა ეს პროგ­რა­მე­ბი და გარ­კ­ვე­უ­ლი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა სწო­რედ ამის გა­მო აქვს – თუ ად­რე სა­ერ­თოდ  არ შე­მო­დი­ო­და კად­რი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ახ­ლა შე­მო­დის, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არა ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი კად­რი.

შემ­დეგ უკ­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გო­რი კად­რიც არ უნ­და შე­მო­ვი­დეს, რას ვახ­ვედ­რებთ? მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს ვინ შე­მო­ვა (თუ ნი­ჭი­ე­რი იქ­ნე­ბა, რა თქმა უნ­და, უკე­თე­სია), უნ­და და­ვახ­ვედ­როთ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი დო­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი და რო­დის არის უმაღ­ლე­სის პროგ­რა­მა მა­ღა­ლი დო­ნის მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­ნათ­ლე­ბის? რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­შინ, რო­ცა მას კარ­გი კვლე­ვე­ბი და პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა აქვს. აქაც, სამ­წუ­ხა­როა, რომ უმაღ­ლეს­ში, წმინ­და პე­და­გო­გი­უ­რი  მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­ნა­ი­რი სა­მეც­ნი­ე­რო მიღ­წე­ვე­ბი  არ გვაქვს (ზო­გა­დად, პო­ლი­ტი­კის მარ­თ­ვი­სა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, კი­დევ გვაქვს სა­მეც­ნი­ე­რო მიღ­წე­ვე­ბი) და სამ­წუ­ხა­როდ, არც სწავ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ჩვე­ნი პროგ­რა­მე­ბი იმი­ტომ, რომ, ძი­რი­თა­დად, სა­მეც­ნი­ე­რო პერ­სო­ნა­ლით არის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი და პრაქ­ტი­კო­სებს ნაკ­ლე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ ას­წავ­ლონ.

მე­ო­რე და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი – ფორ­მა­ლო­ბა­დაა ქცე­უ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 60-კრე­დი­ტი­ა­ნი გახ­და პროგ­რა­მა და რე­ფორ­მის იდეა ის იყო, რომ დი­დი პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი გვქო­ნო­და, ამის რე­ა­ლი­ზე­ბა ვერ მოხ­და. რე­ა­ლუ­რად, უმაღ­ლე­სებ­ში უკ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი უნ­და გვყავ­დეს, რო­მელ­თაც ძა­ლი­ან დი­დი პრაქ­ტი­კა ექ­ნე­ბათ და ისე­თი სის­ტე­მა შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მ­ნას, რო­ცა ისი­ნი სკო­ლა­ში პრაქ­ტი­კან­ტად შევ­ლენ და ანაზღა­უ­რე­ბაც პრაქ­ტი­კან­ტის ექ­ნე­ბათ და შემ­დეგ, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, და­იგ­რო­ვე­ბენ გა­მოც­დი­ლე­ბას. ეს იქ­ნე­ბა, ერ­თი მხრივ, სა­მეც­ნი­ე­რო მიღ­წე­ვე­ბი პე­და­გო­გი­კა­ში და გა­ნათ­ლე­ბა­ში, მე­ო­რე მხრივ, პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა.

არც ერ­თი არ გვაქვს, სამ­წუ­ხა­როდ, არც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც კარგ კად­რებს მო­ამ­ზა­დე­ბენ და და არც სას­კო­ლო დო­ნე­ზე ყო­ველ­დღუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი  გან­ვი­თა­რე­ბა.

სა­მა­გი­ე­როდ, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ვთა­ვა­ზობთ მრა­ვალ­ფე­რო­ვან გა­რე შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იმ მი­ზე­ზე­ბით, რა­ზეც უკ­ვე ვი­სა­უბ­რე.  ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მსჯე­ლო­ბა მი­დის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა სა­კითხებ­ზე, და­კარ­გუ­ლია მთა­ვა­რი სამ­ს­ჯე­ლო, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა მი­ვაღ­წი­ოთ შე­დე­გებს. მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, თუ­კი აკ­რი­ტი­კე­ბენ არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კას, სა­უბ­რო­ბენ ისევ არა­ არ­სე­ბით სა­კითხ­ზე და არა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­ზე, მა­გა­ლი­თად, სექ­ტემ­ბ­რი­დან გავ­ზარ­დოთ ხელ­ფა­სი თუ იან­ვ­რი­დან. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი კრი­ტი­კაა და მარ­ტი­ვი ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი იმის ნაც­ვ­ლად, რომ სა­კითხის გარ­შე­მო ღრმა ანა­ლი­ზი გა­კეთ­დეს. დის­კუ­სი­ე­ბი არც მე­დი­ა­ცი­ის სივ­რ­ცე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო და ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს შო­რის. თუმ­ცა, ისიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ დის­კუ­სი­ე­ბი შიგ­ნით, სა­ხე­ლი­სუფ­ლო სტრუქ­ტუ­რებს შო­რი­საც წა­რი­მარ­თოს ასეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზე. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს პარ­ლა­მენ­ტ­შიც, სა­მი­ნის­ტ­რო­შიც, სა­მი­ნის­ტ­როს სხვა­დას­ხ­ვა სსიპ-ში, ისე­ვე რო­გორც ოპო­ზი­ცი­ა­შიც. ამით გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მაც გან­ვი­თარ­დე­ბა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც. ჩვენ არ გვაქვს ამ ტი­პის დის­კუ­სი­ე­ბი, რად­გან ამა­ზე არ ფიქ­რო­ბენ არც ოპო­ზი­ციუ­რი პარ­ტი­ე­ბი და არც გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი, ვი­საც პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ცო­ტა სხვა კუთხით უყუ­რე­ბენ  და სხვა სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

⇑⇓ მო­ლო­დი­ნი – რა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს სა­მი­ნის­ტ­რო

სა­კითხი აქ­ტი­ურ­დე­ბა ხოლ­მე არ­ჩევ­ნე­ბის წინ და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა არა იმ კონ­ტექ­ს­ტ­ში, რა­ზეც ვი­სა­უბ­რე (რაც მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბის პა­რა­მეტ­რებს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს), არა­მედ სხვა მიზ­ნე­ბით, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტუ­ლი მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტი­ის­თ­ვი­საა მი­სა­ღე­ბი. ეს პრაქ­ტი­კა არ­სე­ბობ­და და თვალ­ნა­თე­ლია, დი­დი და ღრმა ჩა­ძი­ე­ბე­ბი არ სჭირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ახ­ლაც, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმის მი­ხედ­ვით, რა უფ­რო კარ­გი იქ­ნე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თ­ვის და არა იმის­თ­ვის, რა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვებს. რო­დე­საც სა­უ­ბა­რია მას­წავ­ლებ­ლის სა­ბა­ზო ხელ­ფა­სის ზრდა­ზე, აქ ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის ინ­ტე­რე­სი კმა­ყო­ფილ­დე­ბა, რაც ცუ­დი არ არის, ერ­თი მხრივ, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი, მას­წავ­ლებ­ლის ინ­ტე­რე­სის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე და არა იმის­კენ, რომ ეს ფი­ნა­ნა­სუ­რი რე­სურ­სი (160 მი­ლი­ო­ნი ლა­რი) მივ­მარ­თოთ იმა­ზე, რომ ბავ­შ­ვებ­მა უკე­თე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სერ­ვი­სე­ბი მი­ი­ღონ. რა თქმა უნ­და, ცუ­დი არ არის სა­ბა­ზო ხელ­ფა­სის მა­ტე­ბა, თუნ­დაც იმის­თ­ვის, რომ უფ­რო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი მო­ვი­ზი­დოთ სის­ტე­მა­ში და ა.შ., მაგ­რამ უფ­რო უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ამ 160 მი­ლი­ო­ნით გავ­მარ­თოთ, მა­გა­ლი­თად, სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, სკო­ლის ლი­დე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა, გა­ვაძ­ლი­ე­როთ კა­თედ­რე­ბის მუ­შა­ო­ბა, გა­ვაძ­ლი­ე­როთ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და ნდო­ბის კულ­ტუ­რა სკო­ლა­ში, დის­ტ­რი­ბუ­ცი­უ­ლი ლი­დე­რო­ბის კონ­ცეფ­ცი­ე­ბი და კულ­ტუ­რა, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დე­ლე­გი­რე­ბა მოხ­დეს.

ჩე­მი მო­ლო­დი­ნიც ასე­თია, ისე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის მოთხოვ­ნას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, მაგ­რამ ამით ვე­რა­ფერს შევ­ც­ვ­ლით მას­წავ­ლე­ბელ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის, მა­თი კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის, პრაქ­ტი­კის შეც­ვ­ლის ან მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის თა­ვალ­საზ­რი­სით. თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, ეს სა­სი­კე­თოა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, ვი­საც ხელ­ფა­სი გა­ეზ­რ­დე­ბათ.

სა­მი­ნის­ტ­რო ერ­თ­გ­ვარ ჩიხ­შია შე­სუ­ლი, არც იმას ამ­ბობს, რაც ამ­დე­ნი წე­ლი ვა­კე­თეთ, სრუ­ლად გა­სა­უქ­მე­ბე­ლია, ვერც გა­ა­უქ­მებს იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ნამ­დ­ვი­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვა ჩა­დეს (აისა­ხა თუ არა ეს მა­თი პრაქ­ტი­კის ცვლი­ლე­ბებ­ზე და მოს­წა­ველ­თა აკა­დე­მი­ურ მიღ­წე­ვებ­ზე, ეს სხვა სა­კითხია). ახ­ლა ეს გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვა არაფ­რად ჩა­აგ­დო, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. მა­შინ, პა­სუ­ხიც უნ­და აგოს ვინ­მემ ამი­სათ­ვის.

ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ამას ვერ გა­ა­კე­თე­ბენ, თუმ­ცა გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბაა და ეს გა­მო­სა­ვა­ლი, კი­დევ ერ­თხელ ვი­მე­ო­რებ, არა ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­მედ, მას­წავ­ლებ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან და კონ­კ­რე­ტუ­ლი მმარ­თ­ვე­ლი ჯგუ­ფე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იქ­ნე­ბა ისე­ვე, რო­გორც კონ­კ­რე­ტუ­ლი გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბი­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის, მათ შო­რის, სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სსიპ-ების ინ­ტე­რე­სე­ბი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, სხვა მო­ლო­დი­ნი, ამ თვალ­საზ­რი­სით, არ მაქვს.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები