9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მავ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა – მოს­წავ­ლე­ე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის შე­სა­ხებ

spot_img

პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­და­უწყ­ვე­ტე­ლი დი­ლე­მის წი­ნა­შე აყე­ნებს ახალ­გაზ­რ­დებს – ვინ მინ­და გავ­ხ­დე?! გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მღელ­ვა­რე­ბა სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის იწყე­ბა. მე­თორ­მე­ტე კლას­ში გა­და­სუ­ლებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი უნ­და ჰქონ­დეთ სა­სექ­ტემ­ბ­როდ, რად­გან ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან იწყე­ბა მზა­დე­ბა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის. ამ დროს, უკ­ვე საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით შერ­ჩე­ულ რე­პე­ტი­ტო­რებ­თან, იწყე­ბა მა­თი „აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის“ ხა­ნა, რო­მე­ლიც არც თუ ისე მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა – ერ­თი მას­წავ­ლებ­ლი­დან (რე­პე­ტი­ტო­რი­დან) მე­ო­რეს­თან, შემ­დეგ მე­სა­მეს­თან… ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი ხომ, თუ სრუ­ლად არა, უმე­ტეს­წი­ლად უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რაც არა მათ სურ­ვილ­სა და მის­წ­რა­ფე­ბა­ზე, არა­მედ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის პო­ტენ­ცი­ალ­ზე გა­დის. ამას ემა­ტე­ბა მშობ­ლე­ბის რჩე­ვე­ბი: შენ კარ­გი ექი­მი იქ­ნე­ბი ან კარ­გი ბიზ­ნეს­მე­ნი გა­მოხ­ვალ, სა­უ­კე­თე­სო იურის­ტი თუ ჟურ­ნა­ლის­ტი. ამა­სო­ბა­ში, ხში­რად, „არ­ჩე­უ­ლი“ პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ ახალ­გაზ­რ­დას ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია აქვს ან სუ­ლაც არ აქვს. არ აქვს, რად­გან ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე, ყო­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის (თა­ვის დაზღე­ვის მიზ­ნით), შე­მო­ხა­ზუ­ლი ათა­ო­ბით პროგ­რა­მი­დან რო­მე­ლი­მე­ზე მა­ინც მოხ­ვ­დე­ბა, ანუ ჩა­ა­ბა­რებს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში და ამით ბედ­ნი­ე­რია ყვე­ლა მის გარ­შე­მო. თა­ვად? ბედ­ნი­ე­რია თუ არა? ეს ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოა. თუმ­ცა, შემ­დე­გი წლე­ბი ყვე­ლა­ზე კარ­გი პა­სუ­ხია იმა­ზე, სწო­რად აირ­ჩია თუ არა პრო­ფე­სია. სამ­წუ­ხა­როდ, გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი აღარც ას­რუ­ლებს არ­ჩე­ულ პროგ­რა­მას ან ას­რუ­ლებს და შემ­დეგ, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი, თა­ვი­დან იწყებს მის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლას. ხვდე­ბა, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც 18 წლის ასაკ­ში მი­ი­ღო ან მი­ა­ღე­ბი­ნეს, მი­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მავ­ლის­თ­ვის არაფ­რის მიმ­ცე­მია.

ამის მი­ზე­ზი, ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა პრო­ფე­სი­ებ­ზე, რომ­ლებ­საც შემ­დეგ თა­ვის მის­წ­რა­ფე­ბებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მო­არ­გე­ბენ. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ აჭა­რის რე­გი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ებს შევ­ხ­ვ­დით, რომ­ლებ­მაც „USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის“ ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი გაგ­ვაც­ნეს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ლი­ბა­უ­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა პრე­ზენ­ტა­ცი­ამ, სა­დაც სწო­რედ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ. მა­თი პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბა იყო – „პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი – წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მავ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა“. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი ინ­გა მო­სი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სწო­რედ სკო­ლა უნ­და უწყობ­დეს ხელს მო­ზარ­დე­ბის მომ­ზა­დე­ბას პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ი­სა და კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვა­ში. თუმ­ცა, ამ­ბობს, რომ დღეს მხო­ლოდ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ხდე­ბა ამ სა­კითხის გან­ხილ­ვა, სხვა შემ­თხ­ვე­ვებ­ში, არ­ჩე­ვა­ნი გა­უ­აზ­რე­ბე­ლია. „მო­ზარ­დებს, სას­კო­ლო და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, ბევ­რ­ჯერ უხ­დე­ბათ არ­ჩევ­ნის გა­კე­თე­ბა და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც მათ მიზ­ნებს, მის­წ­რა­ფე­ბებს, სურ­ვი­ლებს უნ­და უკავ­შირ­დე­ბო­დეს. თუმ­ცა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­დე­საც პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, დიდ როლს ას­რუ­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ასე­ვე, პრო­ფე­სი­ე­ბის პრეს­ტი­ჟულ-არაპ­რეს­ტი­ჟუ­ლად და­ყო­ფა, არ­სე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი. ამი­ტომ, რო­ცა USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ეს თე­მა ავირ­ჩი­ეთ, იმ­თა­ვით­ვე, მი­ზა­ნი მოს­წავ­ლე­ებ­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა იყო, პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვის პრო­ცე­სის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით უკეთ გა­ი­აზ­რე­ბენ მო­მავ­ლის და­გეგ­მ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას; გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის როლს პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩევ­ნის გა­კე­თე­ბი­სას; გა­ი­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უნა­რებს; გა­ი­აზ­რე­ბენ კონ­კ­რე­ტულ პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სირ­თუ­ლე­ებს“.

USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გან­თ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა დიდ სტი­მულს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აძ­ლევს მოს­წავ­ლე­ებ­სა და პე­და­გო­გებს. პროგ­რა­მა სთა­ვა­ზობს მრა­ვალ­ფე­რო­ვან აქ­ტი­ვო­ბებ­სა და კონ­კურ­სებს, სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რებ­სა და ფო­რუ­მებს. ხდე­ბა გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა და მათ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა.

მოს­წავ­ლე­ე­ბი სას­კო­ლო ასა­კი­დან სწავ­ლო­ბენ პრო­ექ­ტის წე­რას, და­გეგ­მ­ვას და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. ივი­თა­რე­ბენ უნა­რებს რაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ად­გე­ბათ.

პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, რომ საკ­მა­ოდ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვეს და იკ­ვ­ლი­ეს თა­ვი­ან­თი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ – რო­გორ და­გეგ­მეს პრო­ფე­სი­უ­ლი გზა და რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა მო­უხ­დათ, სა­ბო­ლოო მიზ­ნამ­დე მი­სას­ვ­ლე­ლად. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, სო­ფელ სა­ლი­ბა­უ­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის ნა­წილ­მა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას ვერ მი­ი­ღო, თა­ვის დრო­ზე, სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა.

მა­რი­ამ ჯა­ი­ა­ნი გვიყ­ვე­ბა, რომ სა­ლი­ბა­უ­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის კვლე­ვამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ „ვინც აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა აირ­ჩია, მას მე­თორ­მე­ტე კლა­სამ­დე არ ჰქონ­და და­კონ­კ­რე­ტე­ბუ­ლი პრო­ფე­სია, ამას­თა­ნა­ვე, გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში დაწყე­ბუ­ლი სწავ­ლა ბევ­რ­მა ვერ და­ას­რუ­ლა“.

ნი­ნო შა­რა­ში­ძე ამ­ბობს, რომ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი ჯერ კი­დევ სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი მიდ­გო­მე­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა და ეს მშობ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა­მაც დაგ­ვი­დას­ტუ­რა: „ჩვენ გვქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლებ­თა­ნაც, რად­გან გვინ­დო­და, სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია გვქო­ნო­და პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის შე­სა­ხებ, რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და გან­წყო­ბე­ბია ოჯა­ხებ­ში. მშობ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა­მაც გა­მოკ­ვე­თა მო­დუ­რი და მა­ღა­ლა­ნაზღა­უ­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის სა­კითხი, სტე­რე­ო­ტი­პე­ბი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას­თან მი­მარ­თე­ბით. მშო­ბელ­თა მიზ­ნე­ბი, შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის გეგ­მებ­თან მი­მარ­თე­ბით, სრუ­ლად ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა შვი­ლე­ბის სურ­ვი­ლებს“.

არც იმის შე­სა­ხებ აქვთ მოს­წავ­ლე­ებს და მშობ­ლებს ინ­ფორ­მა­ცია, რა სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზეა შრო­მის ბა­ზარ­ზე უფ­რო დი­დი მოთხოვ­ნა – „მო­ზარ­დებ­ში პრო­ფე­სი­ის ძი­ე­ბა­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის აღ­მო­ჩე­ნის პრო­ცესს ახ­ლავს ის, რომ ისი­ნი ვე­ღარ პო­უ­ლო­ბენ სა­კუ­თარ ად­გილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დე­გაც, უდი­დე­სი ნა­წი­ლი არ­ჩე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბით ვერ საქ­მ­დე­ბა და გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა­შია, – ამ­ბობს ინ­გა მო­სი­ძე, – ამი­ტომ, ამ პრო­ექ­ტის შე­დე­გე­ბი, ვფიქ­რობ, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად წა­ად­გე­ბათ მო­ზარ­დებს მა­თი მო­მავ­ლის სწო­რად და­გეგ­მ­ვის საქ­მე­ში. თა­ვის­თა­ვად, ჩემს გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დო მოს­წავ­ლე­ებს მსგავს თე­მებ­ზე. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­გა­ნი, ზო­გა­დად, ამის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, თუმ­ცა, USAID-ის მხარ­და­ჭე­რით მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტი კი­დევ უფ­რო მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას გვძენს, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ვა­კე­თოთ პრო­ექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც მათ მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ“.

პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და მოსწავლეებისთვის, ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სას­კო­ლო თემ­ში და ეწ­ვივ­ნენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და და­საქ­მე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, ად­გილ­ზე გა­ეც­ვ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­მუ­შაო გა­რე­მოს და სპე­ცი­ფი­კას. სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მო­ი­ნა­ხუ­ლეს მოს­წავ­ლე­ებ­მა ბა­თუ­მის საზღ­ვაო აკა­დე­მია, პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი – „ავი­ცე­ნა“ და „ბლექ­სი“, რომ­ლებ­თა­ნაც სკო­ლას მე­მო­რან­დუ­მიც აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

„სას­კო­ლო თემ­ში კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ შე­დე­გე­ბი და ამის მი­ხედ­ვით დავ­გეგ­მეთ აქ­ტი­ვო­ბე­ბი, – ამ­ბობს ელი­სა­ბედ ბლა­გი­ძე, – ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი – თავ­და­პირ­ვე­ლად, პრობ­ლე­მის და­სად­გე­ნად, კითხ­ვა­რე­ბი შევ­ქ­მე­ნით, მო­ვამ­ზა­დეთ საპ­რე­ზენ­ტა­ციო მა­სა­ლე­ბი და პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­ვი­მუ­შა­ვეთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც შემ­დეგ თა­ნა­ტო­ლებს გა­ვა­ცა­ნით. პრო­ექტს თა­ნა­ტოლ­თა გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბის ფუნ­ქ­ცი­აც ჰქონ­და. ვქმნი­დით, ასე­ვე, ნა­ხა­ტებ­საც სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ღია კა­რის დღე, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში მო­ვაწყ­ვეთ. მო­ვიწ­ვი­ეთ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი და მშობ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბა გაგ­ვი­ზი­ა­რეს. სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს შევ­ხ­ვ­დით, რომ­ლე­ბიც გვაც­ნობ­დ­ნენ თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ე­ბის სუსტ და ძლი­ერ მხა­რე­ებს, მა­გა­ლი­თად, მახ­სენ­დე­ბა შეხ­ვედ­რა არას­რულ­წ­ლო­ვან­თა საქ­მე­ებ­ზე მო­მუ­შა­ვე ამე­რი­კელ იურის­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც გვე­სა­უბ­რ­ნენ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გენ­დე­რულ სტერე­ო­ტი­პებ­ზე და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უცხო­ეთ­ში არ­სე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. ასე­ვე, სტუმ­რად გვყავ­და ჩვე­ნი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, იურის­ტი მე­გი ბა­კუ­რი­ძე. მან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცია ჩა­ა­ტა­რა, იურის­ტის პრო­ფე­სი­ის რთუ­ლი მხა­რე­ე­ბის შე­სა­ხებ, აგ­ვიხ­ს­ნა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ერ მი­ღე­ბულ­მა ერ­თ­მა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ“.

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი­დან, პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა დღის ბა­ნა­კიც გა­იხ­სე­ნეს – ქე­ი­სე­ბის გან­ხილ­ვა, სხვა­დას­ხ­ვა მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის პრო­ფე­სი­ის შერ­ჩე­ვა, თა­მა­ში, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის აუქ­ცი­ო­ნი, რაც მოს­წავ­ლე­ებს სა­კუ­თა­რი შრო­მი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რა.

სკო­ლა­ში წა­მოწყე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც, აპი­რე­ბენ. მათ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­შია მოს­წავ­ლე­ე­ბის შეხ­ვედ­რე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან და დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ნო­ბა, პრო­ფე­სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. გარ­და ამი­სა, პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ი­სა და კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის „ღია კა­რის დღე“ და­წეს­დე­ბა.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა PH International — სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) და­ფი­ნან­სე­ბით და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები