12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

წინ – წარ­მა­ტე­ბის­კენ! წინ – ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­კენ!

spot_img
მარინე ჯინჭარაძე
სსიპ თბი­ლი­სის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №23 სა­ჯა­რო სკო­ლის სპორ­ტის წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გი

 

წინ­ს­ვ­ლა­ზე და წარ­მა­ტე­ბა­ზე ფიქ­რი გვი­ა­ნი არას­დ­რო­საა, მუდ­მი­ვად ვე­ძებ სი­ახ­ლე­ებს და დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვერ­თ­ვე­ბი ახალ საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში. რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სპორ­ტის მე­ნეჯ­მენ­ტის უმაღ­ლე­სი კურ­სე­ბის შე­სა­ხებ შე­ვიტყ­ვე, ეს გა­მოწ­ვე­ვად მი­ვი­ღე. ბევ­რი აღარ მი­ფიქ­რია. გა­დავ­წყ­ვი­ტე მე­სინ­ჯა, მე­ცა­და.

ჩა­ნა­ფიქ­რი კო­ლე­გებს გა­ვუმ­ხი­ლე – სპორ­ტის წამ­ყ­ვან და უფ­როს პე­და­გო­გებს – სვეტ­ლა­ნა მარ­ტი­რო­სი­ანს და ანი ელოშ­ვილს. ისი­ნიც და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ, მხა­რი ამი­ბეს და სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვეს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ აღ­ნიშ­ნულ კურ­სებ­ზე და თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა სწო­რედ სპორ­ტის მე­ნეჯ­მენ­ტის სა­კითხებ­ში გა­ე­ფარ­თო­ვე­ბი­ნათ.

გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია. სე­ოკ-მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი და სკო­ლის პე­და­გო­გებს პირ­ვე­ლად მოგ­ვ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა შან­სი. ეს ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის­თ­ვი­საც გა­მოწ­ვე­ვა იყო. სპორ­ტის პე­და­გო­გებს ამ­გ­ვარ კურ­სებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არას­დ­როს მი­უ­ღი­ათ.

რამ­დე­ნი­მე წე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­ში, სოკ-ის ოლიმ­პი­უ­რი სო­ლი­და­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით, ტარ­დე­ბა სპორ­ტის მე­ნეჯ­მენ­ტის უმაღ­ლე­სი კურ­სე­ბი.

2023 წლის 21 აპ­რილს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ოლიმ­პი­უ­რი სო­ლი­და­რო­ბის პროგ­რა­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით, რი­გით მე-9 კურ­სე­ბი ჩა­ტარ­და. პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავ­და სპორ­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ებ­სა და სპორ­ტის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის, მწვრთნე­ლე­ბი­სა და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას ოლიმ­პი­უ­რი სპორ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვის ძი­რი­თად სა­კითხებ­ზე. მე­ნეჯ­მენ­ტის კურ­სე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღეს პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ 6 თე­მა­ზე, კერ­ძოდ, ოლიმ­პი­უ­რი სპორ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვა, სტრა­ტე­გი­უ­ლი მარ­თ­ვა, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი­სა და ფი­ნან­სე­ბის მარ­თ­ვა, მარ­კე­ტინ­გი და მას­შ­ტა­ბუ­რი სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. სპორ­ტის მე­ნეჯ­მენ­ტის უმაღ­ლეს კურ­სებს უძღ­ვე­ბოდ­ნენ სოკ-ის მი­ერ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი, სე­ოკ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი რუ­სუ­დან აფ­ცი­ა­უ­რი, კუ­რა­ტო­რე­ბი და მოწ­ვე­უ­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი. პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თე­მე­ბის თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის და­ფარ­ვის შემ­დეგ, სპორ­ტის მე­ნეჯ­მენ­ტის კურ­სე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი წარ­ვად­გი­ნეთ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში გან­ვ­ლილ თე­მებ­ზე.

მე, სვეტ­ლა­ნამ და ანიმ წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი კურ­სის ექ­ვ­სი­ვე მო­დუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, მოვ­ხ­ვ­დით წარ­მა­ტე­ბულ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა სი­ა­ში.

31 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოლიმ­პი­ურ მუ­ზე­უმ­ში, გა­ი­მარ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის სპორ­ტის მე­ნეჯ­მენ­ტის კურ­სე­ბის წარ­მა­ტე­ბულ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თათ­ვის დიპ­ლო­მე­ბის გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნია. სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბი­სა და სპორ­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 21 წარ­მო­მად­გე­ნელს სე­ოკ-ის პრე­ზი­დენ­ტ­მა, ლე­რი ხა­ბე­ლოვ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის დიპ­ლო­მე­ბი გა­დას­ცა, ოლიმ­პი­უ­რი სპორ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვა­ში. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ სე­ოკ-ის პირ­ვე­ლი ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი ელ­გუ­ჯა ბე­რიშ­ვი­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი რუ­სუ­დან აფ­ცი­ა­უ­რი.

ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის, რომ წარ­მა­ტე­ბით გაგ­ვევ­ლო სპორ­ტის მე­ნეჯ­მენ­ტის უმაღ­ლე­სი კურ­სე­ბი. მი­ვი­ღეთ დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა, რა­საც აუცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებთ ჩვენს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რით, ტრა­დი­ცი­უ­ლად, მო­მა­ვალ­შიც აქ­ტი­უ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები