18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

USAID-ის ახალი პროექტი, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით – განათლების სისტემა 14 მილიონი ლარის დაფინანსებას მიიღებს

spot_img

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი პროექტის „განათლება მომავლისთვის საქართველოში“ ფარგლებში, განათლების სისტემა 14 მილიონი ლარის დაფინანსებას მიიღებს. პროგრამა საქართველოს განათლების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით განხორციელდება.

დაფინანსების ფარგლებში, პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს. ასევე, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი პროგრამა საქართველოში მასწავლებელთა გაძლიერებას ისახავს მიზნად – 5 წლის მანძილზე მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხის, სკოლის მართვის გაუმჯობესებისა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერების გზით.

პროექტის პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მადლობა გადაუხადა განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერისთვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა ის პროექტი, რომელსაც საქართველო სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ახორციელებს, განსაკუთრებით განათლების სფეროში, ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი პროექტიც, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით იწყება, დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებით.

„პროექტი სრულად პასუხობს იმ რეფორმებს, რომელთა განხორციელებასაც ახლო მომავალში სამინისტრო გეგმავს. წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია USAID-სა და სამინისტროს შორის პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დაძლევას, – თქვა გიორგი ამილახვარმა, – პროექტი, ასევე, საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ჩვენი შვილებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას.“

პრეზენტაციის ფარგლებში მონაწილეებს სიტყვით მიმართა USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩმა ერინ ელიზაბეტ მაქიიმ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები