23 ნოემბერი, შაბათი, 2024

იყო და არა იყო რა უფ­რო­სე­ბის­თ­ვის

spot_img

ქეთევან აბრამიშვილი

 

გვრი­ტი

ყვე­ლას წა­გი­კითხავთ ალ­ბათ ეს მშვი­დი და ერ­თი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ზღა­პა­რი, სა­დაც არც მზე­თუ­ნა­ხა­ვის სა­ძებ­ნე­ლად ამ­ხედ­რე­ბუ­ლი უფ­ლის­წუ­ლი გვხვდე­ბა, არც ცხრა­თა­ვი­ა­ნი დე­ვი და ცეცხ­ლის­მ­ფ­რ­ქ­ვე­ვე­ლი გვე­ლე­შა­პი. ერ­თი საწყა­ლი გვრი­ტის ამ­ბა­ვია მოთხ­რო­ბი­ლი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი ბარ­ტყებს წა­არ­თ­მევს.

რა­ტომ უნ­და წა­ვუ­კითხოთ ეს ზღა­პა­რი ბავ­შ­ვებს და რა ასა­კი­სას უნ­და წა­ვუ­კითხოთ?

რა თქმა უნ­და, ეს გან­მარ­ტე­ბე­ბი მხო­ლოდ უფ­რო­სე­ბის­თ­ვი­საა. ბავ­შ­ვი ისე­დაც კარ­გად იგებს ზღაპ­რის ხატ-სა­ხეს, მაგ­რამ ჩვენ უნ­და ვი­ცო­დეთ რა ასაკ­ში, რო­გორ და რა სა­ხით მი­ვა­წო­დოთ.

თუ დრო­ის იმ­პულ­ს­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ, უნ­და ვთქვათ, რომ ზღაპ­რის ხატ-სა­ხე­ე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა სწო­რედ მოზ­რ­დილ­თათ­ვის არის აუცი­ლე­ბე­ლი. აი ესაა დრო­ის იმ­პულ­სი – ჩვენ უნ­და ვი­ცო­დეთ სა­ი­დან მო­დის, რას ნიშ­ნავს და რო­გორ მოქ­მე­დებს ბავ­შ­ვ­ზე ესა თუ ის ზღა­პა­რი ან ზღაპ­რუ­ლი ხატ-სა­ხე და ასა­კის მი­ხედ­ვით მი­ვა­წო­დოთ ბავ­შ­ვებს.

ბავ­შ­ვი თა­ვად შექ­მ­ნის გა­ცი­ლე­ბით სწორ ხატ­სა და წარ­მოდ­გე­ნას ისე, რომ უფ­რო­სის ჩა­რე­ვა არ დას­ჭირ­დე­ბა, რად­გან გა­ცი­ლე­ბით ახ­ლო­საა ზღაპ­რულ სამ­ყა­როს­თან და იმ სიმ­ბო­ლურ ხატ-სა­ხე­ებ­თან, რა­საც ზღა­პა­რი სთა­ვა­ზობს, მაგ­რამ უფ­როსს კი უნ­და ჰქონ­დეს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მა­თი სიმ­ბო­ლი­კა, რომ გა­ნუ­კითხა­ვად არ შეკ­ვე­ცოს ზღაპ­რის მსვლე­ლო­ბა, არ შეც­ვა­ლოს ზღაპ­რუ­ლი ხატ-სა­ხე თუ რიტ­მი და ბავშვს დრო­უ­ლად, ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ა­წო­დოს ესა თუ ის ზღა­პა­რი. ამ სფე­რო­ში და­უ­დევ­რო­ბა­სა და უცო­დინ­რო­ბას გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გი მოს­დევს, ვიდ­რე ჩვენ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია.

მივ­ყ­ვეთ ზღა­პარს.

იყო და არა იყო რა, იყო ერ­თი გვრი­ტი, ცხოვ­რობ­და თა­ვის­თ­ვის ერთ ხე­ზე, იდ­გამ­და ბუ­დეს, ჩეკ­და ბარ­ტყებს და მზრუნ­ვე­ლა­დაც უვ­ლი­და, – ად­რე დი­ლი­დან მზის ჩას­ვ­ლამ­დე ფრთებ­ჩა­უკ­რეფ­ლად დაფ­რი­ნავ­და და შვი­ლებს საზ­რ­დოს უზი­დავ­და. სა­ღა­მო­ო­ბით დაღ­ლილ-და­ქან­ცუ­ლი, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი, ჩა­მოჯ­დე­ბო­და ბუ­დის გვერ­დით და მი­და­მოს ნე­ლი გვრი­ნით ატ­კ­ბობ­და.

გვრი­ტი

ფრინ­ვე­ლი, ჰა­ე­რის სტი­ქი­ის ბი­ნა­და­რი. სიწ­მინ­დი­სა და მშვე­ნი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლო, ასე­ვე ერ­თ­გუ­ლე­ბის, რად­გან წყვი­ლი თუ მო­უკ­ლეს, სხვა მა­მალს არ ეკა­რე­ბა. ფსალ­მუ­ნი­სა და წმინ­და წე­რი­ლის მი­ხედ­ვით სუ­ლიწ­მი­დის სიმ­ბო­ლო.

ფრინ­ვე­ლი ზო­გა­დად აღ­მაფ­რე­ნის სიმ­ბო­ლოა, სუ­ლი­ე­რი სფე­როს­კენ სწრაფ­ვის სიმ­ბო­ლო: „მომ­ხ­ვ­დეს ფრთე­ნი და აღ­ვ­ფ­რინ­დე“ – ნატ­რობს ნეს­ტა­ნი ტა­რი­ე­ლი­სად­მი მი­წე­რილ წე­რილ­ში… „იგი­ცა ისე ამაღ­ლ­და, ვი­თარ­ცა ორ­ბი ფრთო­ვა­ნი“ – ამ­ბობს და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი.

თუ ვინ­მე არა­ორ­დი­ნა­რუ­ლად იქ­ცე­ვა, არ ჯდე­ბა სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­ღე­ბულ ჩარ­ჩო­ებ­ში, ასე­ვე ვიტყ­ვით ხოლ­მე „ეგ ხომ არ აფ­რენ­სო“ და მი­უ­ხე­და­ვად ირო­ნი­ი­სა, მა­ინც სუ­ლი­ერ სფე­როს ვგუ­ლის­ხ­მობთ.

მაშ ასე, გვრი­ტი ცხოვ­რობს ხე­ზე.

ხე

ადა­მი­ა­ნი იგი­ვე და­ყი­რა­ვე­ბუ­ლი ხეა თა­ვი­სი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მით. ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი მე – გვრი­ტი, ცხოვ­რობს ხე­ზე – ადა­მი­ა­ნის ნერ­ვულ სის­ტე­მა­ში და ზრდის თა­ვის ბარ­ტყებს, ანუ სუ­ლი­ე­რე­ბას, სიწ­მინ­დეს, ერ­თ­გუ­ლე­ბას.

ერ­თხე­ლაც ბარ­ტყე­ბი­სათ­ვის საჭ­მ­ლის სა­შოვ­ნე­ლად შორს მო­უხ­და გაფ­რე­ნა და ბუ­დეს დი­დი ხნით მო­შორ­და. ერ­თ­მა გლეხ­მა ამით ისარ­გებ­ლა, ამოს­ხა ბუ­დი­დან გვრი­ტის პა­წა­წი­ნა ბარ­ტყე­ბი და შინ წა­იყ­ვა­ნა.

მაგ­რამ ად­რე თუ ადა­მი­ა­ნი უფ­რო ზე­ცის ბი­ნა­და­რი იყო, ვიდ­რე მი­წის, დრო­თა მან­ძილ­ზე იგი უფ­რო და უფ­რო შე­მო­ვი­და მი­წი­ერ სფე­რო­ში, და­უ­ახ­ლოვ­და დე­და­მი­წის ძა­ლებს და ახ­ლა მის სამ­შ­ვინ­ველს ისე თა­ვი­სუფ­ლად აღარ მი­ე­წო­დე­ბა სუ­ლი­ე­რი საკ­ვე­ბი, რო­გორც ად­რე. ზღაპ­რის ენა­ზე კი, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, გვრი­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ბარ­ტყე­ბის­თ­ვის სუ­ლი­ე­რი საკ­ვე­ბის სა­შოვ­ნე­ლად, შორს წა­სუ­ლი­ყო. ამა­სო­ბა­ში, გლეხ­მა ბარ­ტყე­ბი ამოს­ხა ბუ­დი­დან და წა­იყ­ვა­ნა.

გლე­ხი

ადა­მი­ა­ნი – ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში გლე­ხი, მი­წას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მი­წა ჰა­ე­რის სა­პი­რის­პი­რო სტი­ქიაა. გლე­ხიც უფ­რო ახ­ლოა მი­წას­თან, აზ­რის – ჰა­ე­რის სფე­როს – სა­პი­რის­პი­როდ. იგი ახ­ლო­საა მი­წი­ერ ძა­ლებ­თან, ბუ­ნე­ბას­თან, რო­მე­ლიც სწო­რედ სუ­ლი­ერ­მა სფე­რომ უნ­და გა­ა­ნა­თოს, რომ ქვე­ნა ძა­ლებ­მა არ ჩა­იგ­დონ ხელ­ში (თუმ­ცა, თა­ვად მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა სწო­რედ მი­წი­ერ, ქვე­ნა ძალ­თა გარ­დაქ­მ­ნას ნიშ­ნავს. გლეხს, და­სა­ბა­მი­დან, ძა­ლი­ან დი­დი და წმი­და­თაწ­მი­და მი­სია აბა­რია ამ­ქ­ვეყ­ნად: და­ა­მუ­შა­ოს მი­წა – ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა და ამით გა­ა­კე­თილ­შო­ბი­ლოს და გარ­დაქ­მ­ნას იგი).

მი­წის სტი­ქი­ა­ში სხვა ძა­ლე­ბი მოქ­მე­დებს, ვიდ­რე ჰა­ერ­ში. სწო­რედ ქვე­ნა ძა­ლამ წა­იყ­ვა­ნა უმ­წი­ფა­რი ბარ­ტყე­ბი, რო­მელ­თაც ჯერ ფრე­ნა არ შე­უძ­ლი­ათ. ეს ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან „და­მიწ­და“ და იმის ნაც­ვ­ლად, რომ სუ­ლი­ე­რი საკ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბის­თ­ვის ეშ­რო­მა, ძა­ლით შე­იპყ­რო უმ­წი­ფა­რი სუ­ლი­ე­რე­ბა და თა­ვის ქოხ­ში – თა­ვის არ­სე­ბა­ში წა­იყ­ვა­ნა. სახ­ლი/ქო­ხი — ზღაპ­რებ­სა და მი­თო­ლო­გი­ა­ში ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი­სა და თა­ვის­თა­ვა­დო­ბის ხატ-სა­ხე, ში­ნა სივ­რ­ცე.

ადა­მი­ანს ნოს­ტალ­გია აქვს, ენატ­რე­ბა ის დრო, რო­ცა უშურ­ვე­ლად, ყო­ველ­გ­ვა­რი გარ­ჯის გა­რე­შე იღებ­და სუ­ლი­ერ საზ­რ­დოს, გა­აჩ­ნ­და სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ნა­თელ­ხილ­ვის უნა­რი. ამ გან­წყო­ბის გა­მო­ძა­ხილს, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე, არა მარ­ტო ზღა­პარ­ში, ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც ვხვდე­ბით – და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი ჩი­ვის მეთ­ვ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში: „არ­სო­ბი­სა პურს გაგ­ვ­ყა­რე, შამ­ბი გვა­ძოეო, ჩვე­ნი შენ­გ­ნით მო­ცე­მუ­ლი რად დაგ­ვი­მა­ლეო“.

რა ქნას გვრიტ­მა?

უნ­და და­ა­ნე­ბოს ზე­ცას თა­ვი და მი­წა­ზე ეძი­ოს თა­ვი­სი ბარ­ტყე­ბი – უნ­და ჩა­მო­ვი­დეს სუ­ლი­ე­რი სფე­რო­დან მი­წი­ერ სფე­რო­ში და იქ ეძე­ბოს ბარ­ტყე­ბი, რად­გან სუ­ლი­ე­რი სფე­როს შვილ­ნი მი­წი­ე­რის ტყვე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და კარ­გად უწყის, რომ იქ იმათ ვე­რა­ვინ გაზ­რ­დის.

ესაა სუ­ლის გზა ზე­ნა სფე­რო­დან დე­და­მი­წა­ზე, რა­საც გა­დის კა­ცობ­რი­ო­ბა დღემ­დე. ამ გზის აღ­წე­რას ვხვდე­ბით მი­თო­ლო­გი­ა­ში, ზღაპ­რებ­ში, თქმუ­ლე­ბებ­ში. ზღაპ­რებ­ში, მეტ­წი­ლად, უფ­ლის­წუ­ლის, ოქ­როს­ქოჩ­რი­ა­ნი ჭა­ბუ­კის სა­ხე აქვს, რო­მე­ლიც თა­ვის სამ­შ­ვინ­ველს – მზე­თუ­ნა­ხავს ეძებს. მი­თო­ლო­გი­ა­ში იგი უცხო სტუმ­რის ხა­ტით წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა – უცხო, ზე­ცი­უ­რი სფე­რო­დან მო­სუ­ლი სტუ­მა­რია, რო­მელ­საც მუ­დამ ელი­ან, რო­მე­ლიც უნ­და იც­ნო და კა­რი გა­უ­ღო. აქე­და­ნაა სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლო­ბის წმი­და­თაწ­მი­და ადა­თიც.

ვინ შე­მოხ­ვ­დე­ბა გვრიტს პირ­ვე­ლად?

რა თქმა უნ­და, მა­მა­ლი.

მა­მა­ლი

ესეც ფრინ­ვე­ლია, მაგ­რამ ში­ნა­უ­რი. ადა­მი­ა­ნის პა­ტა­რა მე-ს ხატ-სა­ხე. მა­მა­ლი ფხი­ზე­ლი დღის და­საწყი­სის, ახა­ლი ცხოვ­რე­ბის სიმ­ბო­ლოა. მზის ფრინ­ვე­ლია. დე­და­მი­წა­ზე ადა­მი­ა­ნებს მზის ამოს­ვ­ლა­სა და ახა­ლი დღის გა­თე­ნე­ბას ამ­ც­ნობს. მი­სი ხა­ტი და­სა­ბა­მი­დან­ვე მოყ­ვე­ბა ყვე­ლა ხალ­ხის მით­სა და ზღა­პარს.

გა­სა­ო­ცა­რი არაა თუ დე­და­მი­წა­ზე გვრიტს პირ­ვე­ლად მა­მა­ლი, ადა­მი­ა­ნის პა­ტა­რა ეგო შე­მოხ­ვ­დე­ბა და სამ­სა­ხურს შეს­თა­ვა­ზებს. მან კარ­გად უწყის რა აუცი­ლე­ბე­ლია გვრი­ტის ბარ­ტყე­ბის – მა­ღა­ლი სუ­ლი­ე­რე­ბის – დაზ­რ­და და დაფ­რ­თი­ა­ნე­ბა.

მა­მა­ლი ხომ ახა­ლი ცხოვ­რე­ბის, ახა­ლი დღის, გა­ნახ­ლე­ბის მო­მას­წა­ვე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნის პა­ტა­რა ეგოა, რო­მე­ლიც უნ­და გა­ი­ზარ­დოს.

ერ­თი მხრივ, ფრინ­ვე­ლია და მის­თ­ვის უცხო არაა ჰა­ე­რის სტი­ქია (სუ­ლი­ე­რე­ბის სფე­რო), მე­ო­რე მხრივ, ში­ნა­უ­რი ფრინ­ვე­ლია, შე­უძ­ლია მი­წის ბი­ნა­და­რიც იყოს, მი­წი­ერ ძა­ლებ­თა­ნაც ახ­ლო­საა. ღა­მე­უ­ლი სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბე­ბი ფრთხე­ბი­ან მამ­ლის ყი­ვილ­ზე. გა­საკ­ვი­რი არაა თუ დიდ სუ­ლი­ე­რე­ბას პირ­ვე­ლად სწო­რედ პა­ტა­რა სუ­ლი­ე­რე­ბა შე­მოხ­ვ­დე­ბა.

შემ­დეგ შე­მოხ­ვ­დე­ბათ მა­ხა­თი.

რა­ტომ უნ­და და­ეხ­მა­როს მა­ხა­თი? რი­სი სიმ­ბო­ლუ­რი ხა­ტია?

მა­ხა­თი მე­წა­ღის იარა­ღია.

მა­ხათ­საც ორ­მა­გი დატ­ვირ­თ­ვა აქვს.

ერ­თი მხრივ ცნო­ბი­ე­რის, აზ­რის სფე­როს უკავ­შირ­დე­ბა, რად­გან ჭრა-კერ­ვას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მე­ო­რე მხრივ კი დე­და­მი­წის ძა­ლებს, დე­და­მი­წა­ზე მყა­რად დგო­მას. მა­ხა­თის სა­შუ­ა­ლე­ბით იკე­რე­ბა ფეხ­საც­მე­ლი. მე­წა­ღე კე­რავს. კერ­ვა, თერ­ძი, მე­წა­ღე ზღაპ­რებ­ში ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­ლექ­ტის სუ­რათ-ხა­ტია, რად­გან ინ­ტე­ლექ­ტიც თერ­ძი­ვით იღებს მთელს, ჭრის, აერ­თებს ნა­წი­ლებს, კე­რავს – ქმნის ახალს.

მე­წა­ღე ჭრის ტყავს, ხვრეტს მა­ხა­თით და ქა­ლა­მანს ამო­ას­ხამს თუ ფეხ­საც­მელს შე­კე­რავს, ორი­ვე ერთ რა­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა: ბუ­ნე­ბის ძა­ლე­ბი­დან გა­მო­ყო­ფას, დე­და­მი­წა­ზე მყა­რად დგო­მა­სა და ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას.

მა­ხა­თი – მე­წა­ღის ხელ­საწყო, მა­ხა­თის სა­შუ­ა­ლე­ბით იკე­რე­ბა ფეხ­საც­მე­ლი.

მა­ხა­თი ჩხვლე­ტიაა, ხვრეტს ტყავს. ტყა­ვი ცოცხა­ლი არ­სე­ბის გარ­სია. გარ­სი ისაა, რაც გვამ­თ­ლი­ა­ნებს და ერთ არ­სე­ბა­ში აქ­ცევს ადა­მი­ან­სა თუ სხვა ცოცხალ არ­სე­ბას. ტყავს საკ­რა­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. მო­ჯა­დო­ე­ბულ პერ­სო­ნა­ჟებს სხვა­დას­ხ­ვა ცხო­ვე­ლე­ბის ტყა­ვი აქვთ. მა­თი დაწ­ვა ადა­მი­ა­ნის ცხო­ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბას ნიშ­ნავს.

ერ­თი შე­ხედ­ვით, ინ­ტე­ლექტს (მე­წა­ღის ხელ­საწყოს – მა­ხათს) არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა გვრიტ­თან და მის ბარ­ტყებ­თან, ანუ რა ესაქ­მე­ბა ინ­ტე­ლექტს (დე­და­მი­წა­ზე მყა­რად დგო­მას) სუ­ლი­ე­რე­ბას­თან (გვრიტ­თან)?

შემ­დეგ შე­მოხ­ვ­დე­ბათ ფილ­თაქ­ვა და ისიც შეს­თა­ვა­ზებს თა­ვის სამ­სა­ხურს.

რა არის და რი­სი ხა­ტია ფილ­თაქ­ვა?

ფილ­თაქ­ვა მა­ტე­რი­ა­ლიზ­მის უკი­დუ­რე­სი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.

ფილ­თაქ­ვა – ქვა, მი­ნე­რა­ლი, ასე­ვე მა­ტე­რი­ა­ლიზ­მის სიმ­ბო­ლო, სი­ცოცხ­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რი დე­და­მი­წა­ზე. ფილ­თაქ­ვა ცეცხ­ლ­ზე უად­რე­სად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ადა­მი­ანს საკ­ვე­ბის დაფ­ქ­ვა-ჩა­ნაყ­ვა­სა და გამ­თ­ლი­ა­ნე­ბა­ში. გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა და ათ­ვი­სე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, გა­ნას­ხ­ვა­ვებ­და ცხო­ვე­ლი­სა­გან და აყა­ლი­ბებ­და მის ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებს.

ფილ­თაქ­ვა ერთ მა­სად აქ­ცევს საკ­ვებს. გა­მო­ყავს მის­გან „შიგ­თავ­სი“ – სუბ­ს­ტან­ცია, რომ საკ­ვე­ბი უფ­რო ად­ვი­ლი ასათ­ვი­სე­ბე­ლი გახ­დეს. ფილ­თაქ­ვაც წის­ქ­ვი­ლი­ვი­თაა (გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად).

ხატ-სა­ხე: ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც ხორ­ცი­ე­ლი საკ­ვე­ბი­ვით უნ­და და­იფ­ქ­ვას დ გა­და­მუ­შავ­დეს, რა­თა მის­გან სუ­ლი­ე­რი საკ­ვე­ბი – ცოდ­ნა მი­ვი­ღოთ.

შემ­დეგ შე­მოხ­ვ­დე­ბათ ვი­რი.

ვი­რი რომ ასე­ვე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს სა­ხეა, ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ვი­რი რა­ღა შუ­ა­შია გვრიტ­თან? არა­და, გა­ი­გებს თუ არა გვრი­ტის გა­სა­ჭირს, სას­წ­რა­ფოდ შე­უ­ამ­ხა­ნაგ­დე­ბა.

ვი­რი

ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ხა­ტი. მომ­თ­მე­ნი, ამ­ტა­ნი, მუ­შა და ამა­ვე დროს ჯი­უ­ტი, თავ­ნე­ბა. ჩვე­ნი სხე­უ­ლის მსგავ­სად დი­დი ამ­ტა­ნო­ბი­სა და ინ­ტუ­ი­ცი­ის მქო­ნე. თუ მიყ­ვე­ბი, გზას ყო­ველ­თ­ვის გა­იგ­ნებს, არა­სო­დეს გა­დაგ­ჩე­ხავს კლდე­ზე და ურ­წყავ, უდაბ­ნო ად­გი­ლებ­ში წყალს გა­პოვ­ნი­ნებს. ვი­რი სა­ტურ­ნის ცხო­ვე­ლია.

შე­უ­ერ­თ­და ვი­რიც და წა­ვიდ­ნენ ხუთ­ნი. შუ­ა­ღა­მი­სას ერთ სო­ფელ­ში შე­ვიდ­ნენ, და­უგ­დეს ყუ­რი და ერ­თი სახ­ლი­დან პა­ტა­რა გვრი­ტე­ბის ღუ­ღუ­ნი გა­ი­გო­ნეს. მი­ვიდ­ნენ სახ­ლ­თან, შე­ვიდ­ნენ ეზო­ში და სა­ომ­რად მო­ემ­ზად­ნენ: ვი­რი სახ­ლის კა­რებ­თან აიტუ­ზა, მა­ხა­თი ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან შეძ­ვ­რა და ბუხ­რის პი­რას და­ერ­ჭო, გვრი­ტი, მა­მა­ლი და ფილ­თაქ­ვა ერ­დო­დან ჩა­ვიდ­ნენ. მა­მა­ლი ბუხ­რის თავ­ზე შე­მოჯ­და, ფილ­თაქ­ვა ნაღ­ვერ­დალ­ში ჩა­ეფ­ლო, ხო­ლო გვრი­ტი გა­ლი­ას­თან მიფ­რინ­და და ბარ­ტყე­ბის გა­მოხ­ს­ნას შე­უდ­გა.

წა­ვიდ­ნენ ხუთ­ნი – ხუ­თი მაკ­რო­კოს­მო­სის, ადა­მი­ა­ნის სიმ­ბო­ლოა. ესეც არაა შემ­თხ­ვე­ვი­თი – და მი­ად­გ­ნენ გლე­ხის სახლს.

სახ­ლი – ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ხა­ტი, რო­მე­ლიც არის ადა­მი­ა­ნის მშვინ­ვი­ერ-სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბის სად­გუ­რი, სამ­ყო­ფე­ლი.

რო­გორ გან­ლაგ­დ­ნენ: ვი­რი – სახ­ლის კა­რებ­თან. კა­რი არის ზღურ­ბ­ლი ში­ნა და გა­რე სივ­რ­ცეს შო­რის. მიღ­მი­ერ­სა და ამ­ქ­ვეყ­ნი­ურს შო­რის.

მა­ხა­თი ღუ­მელ­ში

არაა გა­საკ­ვი­რი, რომ სწო­რედ შუ­ა­ღა­მი­სას მი­ვიდ­ნენ, რო­ცა ადა­მი­ანს ღვი­ძავს მშვინ­ვი­ერ-სუ­ლი­ერ სიბ­რ­ტყე­ზე და ფი­ზი­კურ სიბ­რ­ტყე­ზე კი სძი­ნავს. შუ­ა­ღა­მი­სას მხო­ლოდ მშვინ­ვი­ერ-სუ­ლი­ერ სიბ­რ­ტყე­ზე თუ გა­მო­გეღ­ვი­ძე­ბა, ამ დროს არა­მი­წი­ე­რი რა­მე­ე­ბი ხდე­ბა. კაცს შუ­ა­ღა­მი­სას მო­ა­კითხა გვრიტ­მა – ზე­ნა სუ­ლი­ე­რე­ბამ, რომ ადა­მი­ა­ნის ჯერ კი­დევ და­უფ­რ­თი­ა­ნე­ბე­ლი სუ­ლი­ე­რე­ბის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლოს.

დე­დის და­ნახ­ვა­ზე ბარ­ტყებ­მა ერ­თი ჭყი­პი­ნი და კრუშ-კრუ­ში ატე­ხეს. ხმა­ურ­ზე კაცს გა­მო­ეღ­ვი­ძა, წა­მო­ვარ­და ლო­გი­ნი­დან და, რომ გა­ე­გო, სიბ­ნე­ლე­ში რა ხდე­ბო­და, ბუ­ხარ­თან ცეცხ­ლის ასან­თე­ბად მი­ვი­და. გაჩხ­რი­კა თუ არა ნაღ­ვერ­და­ლი, ფილ­თაქ­ვა გას­კ­და და ნა­ცა­რი თვა­ლებ­ში შე­ე­ყა­რა. კა­ცი შე­შინ­და, უკან და­ი­წია და ბარ­ძაყ­ში ახ­ლა მა­ხა­თი შე­ერ­ჭო. ამ დროს მაღ­ლი­დან მა­მალ­მაც დაჰ­ყივ­ლა. კაცს შე­ე­შინ­და და გულ­გა­ხეთ­ქი­ლი გა­რეთ გა­ვარ­და. კა­რებ­თან ვი­რი დახ­ვ­და და გვერ­დებ­ში ისე­თი წიხ­ლე­ბი უტყუ­პა, რომ სა­მი ყი­რა გა­და­ა­ტა­რა.

კაცს გა­მო­ეღ­ვი­ძე­ბა, მაგ­რამ არა ფი­ზი­კურ სიბ­რ­ტყე­ზე – ზღა­პარ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია შუ­ა­ღა­მი­სას ფი­ზი­კურ სხე­ულ­ში გა­გეღ­ვი­ძოს.

კაცს გა­მო­ეღ­ვი­ძა და ბუ­ხარს მი­ა­კითხა, რომ ცეცხ­ლი გა­ე­ჩა­ღე­ბი­ნა და და­ე­ნა­ხა რა ხდე­ბო­და. ბუ­ხა­რი სახ­ლ­ში ის საკ­რა­ლუ­რი ად­გი­ლია, სა­დაც ად­რე ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბა აღეს­რუ­ლე­ბო­და. ზღაპ­რის სიმ­ბო­ლურ ენა­ზე კი კე­რია ადა­მი­ა­ნის გუ­ლია, სა­დაც ღვთა­ებ­რი­ვი ცეცხ­ლიც შე­იძ­ლე­ბა ღვი­ო­დეს და წარ­მა­ვალ ვნე­ბა­თა ცეცხ­ლიც.

კაც­მა ბუ­ხარს მი­მარ­თა, მაგ­რამ ამ გულ­ში – სი­ნათ­ლი­სა და სით­ბოს წყა­რო­ში, ქვა დახ­ვ­და – რო­ცა გუ­ლი გაქ­ვავ­დე­ბა, რო­ცა ძა­ლით მო­ინ­დო­მებ სუ­ლი­ე­რე­ბის მი­სა­კუთ­რე­ბა­სა და დატყ­ვე­ვე­ბას, იქ ვე­ღარ გათ­ბე­ბი და ვერც ვე­ღა­რა­ფერს და­ი­ნა­ხავ. ბუ­ხა­რი, კე­რა, წმი­და­თაწ­მი­და ად­გი­ლია, სა­დაც ახ­ლა ცეცხლს ვე­ღარ და­ან­თებ – ვე­ღარ შე­ი­ძენ იმ ცოდ­ნას, რა­საც გუ­ლის ცოდ­ნა, გუ­ლით შე­მეც­ნე­ბა ჰქვია და რა­საც ქარ­თუ­ლად გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბას ეძა­ხი­ან. ღვთა­ებ­რი­ვი ცეცხ­ლის ნაც­ვ­ლად, ნაღ­ვერ­დალ­ში გახ­ვე­უ­ლი ქვა გას­კ­დე­ბა და ნა­ცარს თვა­ლებ­ში შე­გაყ­რის, და­გაბ­რ­მა­ვებს. ენა­ში ახ­ლაც არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი გა­მოთ­ქ­მა „თვალ­ში ნა­ცარს ნუ მაყ­რი“, ვიტყ­ვით ხოლ­მე, რო­ცა ვინ­მე სიც­რუ­ის (სიც­რუე კი სიკ­ვ­დილს უდ­რის სუ­ლი­ერ სიბ­რ­ტყე­ზე) სი­მარ­თ­ლედ წარ­მო­ჩე­ნას ცდი­ლობს და „გვაბ­რ­მა­ვებს“.

შე­ში­ნე­ბულ კაცს ბუ­ხარ­თან, ანუ გულ­თან – გუ­ლის­მი­ერ ცოდ­ნას­თან ჩა­საფ­რე­ბუ­ლი მა­ხა­თიც ჩხვლეტს და იმ მთლი­ა­ნო­ბა­საც არ­ღ­ვევს, რაც აქამ­დე კაც­სა და დე­და ბუ­ნე­ბას შო­რის არ­სე­ბობ­და.

კა­ცი მა­ტე­რი­ა­ში ჩა­ძირ­ვამ და­აბ­რ­მა­ვა და, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ან ბრმად უნ­და დარ­ჩე, ან სხვა სამ­ყა­რო­ში აგე­ხი­ლოს თვა­ლი თუ მა­მა­ლი, აღ­დ­გო­მის სიმ­ბო­ლო, და­ი­ყივ­ლებს და სხვა რე­ა­ლო­ბა­ში გა­მო­იღ­ვი­ძებ.

ბარ­ტყე­ბი კი ისევ გვრიტს მიჰ­ყავს, რად­გან კა­ცის სახ­ლ­ში მათ ვერ მო­უვ­ლი­ან, ვერ გა­მოკ­ვე­ბა­ვენ. გულ­ში ქვაა, მი­სი ტყა­ვი მა­ხა­თი­თაა გახ­ვ­რე­ტი­ლი, ანუ ის მთლი­ა­ნო­ბა დარ­ღ­ვე­უ­ლია, რაც ად­რე მას­სა და ბუ­ნე­ბას შო­რის არ­სე­ბობ­და. სა­ბო­ლო­ოდ კი ვი­რი ტყუპ წიხლს უთა­ვა­ზებს და თუ და­ნარ­ჩე­ნებ­მა სახ­ლი­დან, თა­ვის­თა­ვა­დო­ბი­დან, გა­მო­აგ­დეს, ვი­რი – სა­ტურ­ნი, სხე­უ­ლი – სამ­ჯერ (სა­მი საკ­რა­ლუ­რი ციფ­რია) გა­და­ა­ტა­რებს ყი­რას, რომ სუ­ლი­ე­რე­ბა, ანუ „პუ­რი არ­სო­ბი­სა“ თა­ვი­სი ოფ­ლით მო­ი­პო­ვოს.

რა უც­ნა­უ­რა­დაც არ უნ­და გვეჩ­ვე­ნოს, ერ­თი შე­ხედ­ვით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი ზღაპ­რის ხატ-სიმ­ბო­ლო­ე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან გვრიტს ბარ­ტყე­ბის გა­მოხ­ს­ნა­ში: მა­მა­ლი, მა­ხა­თი, ქვა­სა­ნა­ყი, ვი­რი, იგი­ვე: ადა­მი­ა­ნის პა­ტა­რა ეგო, აზ­როვ­ნე­ბა, ინ­ტე­ლექ­ტი, ფი­ზი­კუ­რი სხე­უ­ლი. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ამ ყვე­ლა­ფერს მა­ში­ნა აქვს აზ­რი თუ ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის მო­იხ­მარს, ყვე­ლა­ნი­რი მა­ტე­რი­ის სარ­ჩუ­ლი ხომ, რა სა­ფე­ხურ­ზეც უნ­და იყოს იგი, სუ­ლი­ე­რე­ბაა.

ეს პა­ტა­რა ზღა­პა­რი გვი­ხა­ტავს რამ­დე­ნად ძნე­ლი იყო ადა­მი­ა­ნის­თ­ვის მა­ტე­რი­ის სა­უფ­ლო­ში შე­მოს­ვ­ლა და ამას­თა­ნა­ვე სუ­ლი­ე­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ხან ინ­ტე­ლექ­ტი გიჩხ­ვ­ლეტს, ხან ღვთა­ებ­რი­ვი აღ­მაფ­რე­ნის ნაც­ვ­ლად, ნაც­რი­დან ავარ­დ­ნი­ლი ბუ­ქი შეგ­რ­ჩე­ბა ხელთ, ხან სა­ხე­და­რი­ვით გა­ჯი­უ­ტე­ბუ­ლი სხე­უ­ლი და­გა­ჯილ­დო­ებს ტყუ­პი წიხ­ლით და „აზ­რ­ზე მო­გიყ­ვანს“ – ისევ სუ­ლი­ე­რე­ბის­კენ გი­ბიძ­გებს.

რა ასა­კის ბავ­შ­ვებს უნ­და წა­ვუ­კითხოთ, თუ მო­ვუყ­ვეთ ეს ზღა­პა­რი?

ესაა მშვი­დი, კე­თი­ლი ზღა­პა­რი, მშვი­დი რიტ­მით. ის, რაც შემ­დეგ უნ­და გა­ი­ა­როს ბავ­შ­ვ­მა – ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის გზა და მი­სი შე­დე­გე­ბი, – ამ ზღა­პარ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია დამ­ხ­მა­რე და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ძა­ლის სა­ხით და ბავ­შ­ვის არაც­ნო­ბი­ერ­ში ეს ხატ-სა­ხე­ე­ბი ჩა­ი­ბეჭ­დე­ბა რო­გორც ღვთის იარა­ღი, დამ­ხ­მა­რე, და­დე­ბი­თი, სი­ცოცხ­ლი­სა და არა სიკ­ვ­დი­ლის მომ­ტა­ნი. ასე­ვე გაყ­ვე­ბა მის ქვეც­ნო­ბი­ერს სიფ­რ­თხი­ლის გან­ც­დაც, რომ შე­ნი ბარ­ტყე­ბი – სუ­ლი­ე­რე­ბა არ უნ­და და­კარ­გო, მზად უნ­და იყო მათ გა­მო­სახ­ს­ნე­ლად, რომ ყვე­ლა­ზე უწყი­ნარ და მშვი­დო­ბი­ან არ­სე­ბა­საც კი შე­უძ­ლია ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, მთა­ვა­რია გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და ში­ნა­გა­ნი სი­მა­მა­ცე და დამ­ხ­მა­რე ძა­ლა ყო­ველ­თ­ვის გა­მოჩ­ნ­დე­ბა.

ეს, რა თქმა უნ­და, სწო­რი და კე­თი­ლის­მ­ყო­ფე­ლი იმ­პულ­სე­ბია: ინ­ტე­ლექ­ტი სი­კე­თის სამ­სა­ხურ­ში, მა­ტე­რი­ა­ლიზ­მი სი­კე­თის სამ­სა­ხურ­ში. ამი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და აუცი­ლებ­ლო­ბა.

ზღა­პარს თან ახ­ლავს მსუ­ბუ­ქი იუმო­რი: მამ­ალ­მა და­ყივ­ლა, ვირ­მა წიხ­ლი უთა­ვა­ზა…  არაა მძაფ­რი ხატ-სა­ხე­ე­ბი.

ეს ზღა­პა­რი შე­იძ­ლე­ბა ოთხი წლი­დან მო­ვუყ­ვეთ ბავშვს, რად­გან მას­ში უკ­ვე შე­მო­სუ­ლია პა­ტა­რა მე – პა­ტა­რა ყვინ­ჩი­ლა. ბავ­შ­ვი ამ ასაკ­ში უკ­ვე პირ­ველ პირ­ში მო­იხ­სე­ნი­ებს სა­კუ­თარ თავს.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები