24 ნოემბერი, კვირა, 2024

არ­ჩილ სუ­ლა­კა­უ­რის „ბი­ჭი და ძაღ­ლი“

spot_img
მე­რი გი­ბიშ­ვი­ლი
სსიპ ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. სნოს სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი

 

 

ბუ­ლინ­გი – ეს არის თე­მა, რომ­ლის ირ­გ­ვ­ლი­ვაც ბევ­რი უნ­და ვი­სა­უბ­როთ მოს­წავ­ლე­ებ­თან. სკო­ლამ მო­ზარდს უნ­და გა­მო­უ­მუ­შა­ოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და პი­როვ­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის უნა­რი, რო­მელ­საც იგი სა­კუ­თა­რი და სხვი­სი თვით­მ­ყო­ფა­დო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს.

მე-6 კლას­ში ის­წავ­ლე­ბა არ­ჩილ სუ­ლა­კა­უ­რის „ბი­ჭი და ძაღ­ლი“, რომ­ლის ში­ნა­არ­სი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და ბევრ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თე­მას ეხე­ბა. ნა­წარ­მო­ებ­ში აღ­წე­რი­ლია პა­ტა­რა ბი­ჭის ცხოვ­რე­ბის ეპი­ზო­დე­ბი, სა­დაც კარ­გად ჩანს მო­ზარ­დე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის ცხო­ვე­ლებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სხვი­სი პრობ­ლე­მე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა და ბევ­რი ისე­თი პრობ­ლე­მა, რა­ზეც გა­ჩუ­მე­ბა და­ნა­შა­უ­ლია და რომ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ნე­ბით თუ უნებ­ლი­ედ, ვხდე­ბით ჩვე­ნი სი­ჩუ­მით.

მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩე­მი გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა, რო­მე­ლიც გა­მო­ვი­ყე­ნე ამ ნა­წარ­მო­ე­ბის შეს­წავ­ლის დროს. მე ვას­წავ­ლი მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლა­ში, კლას­ში ერ­თი მოს­წავ­ლე მყავს და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი მას­ზეა მორ­გე­ბუ­ლი, თუმ­ცა დიდ კლას­შიც ად­ვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა თე­მის გა­აზ­რე­ბის­თ­ვის.

ნა­წარ­მო­ე­ბის კარ­გად გა­გე­ბა-გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის­თ­ვის გა­მოვ­ყა­ვი 7 სა­გაკ­ვე­თი­ლო სა­ა­თი. პირ­ველ დღეს, უბ­რა­ლოდ, ბუ­ლინ­გის თე­მა გან­ვი­ხი­ლეთ, რა იცო­და ბუ­ლინ­გ­ზე, ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნის ჩაგ­ვ­რა­ზე, რო­გორ და­ვიც­ვათ სა­კუ­თა­რი და სხვი­სი უფ­ლე­ბე­ბი, რას გა­ა­კე­თებ­და თუ და­ი­ნა­ხავ­და, რომ ადა­მი­ანს ჩაგ­რა­ვენ, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმის მი­მართ, ვინც ჩაგ­რავს და ვი­საც ჩაგ­რა­ვენ.

რად­გან ჩემს კლას­ში ერ­თი მოს­წავ­ლეა და ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა ვერ ხერ­ხ­დე­ბა, ვერც დე­ბა­ტე­ბი ან დის­კუ­სი­ე­ბი, ამი­ტომ შე­ვად­გი­ნეთ „კვი­რის გეგ­მა“ და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ სა­კითხე­ბი, რო­მელ­ზეც იმ­ს­ჯე­ლებ­და ყო­ველ­დღე.

კოგ­ნი­ტუ­რი სქე­მე­ბი კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა თე­მის ჩა­საშ­ლე­ლად, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბის სა­პოვ­ნე­ლად. „კვი­რის გეგ­მა“ და­მეხ­მა­რა, ყო­ველ­დღე გა­მე­გო, რა აით­ვი­სა იოლად და რა გა­უ­ჭირ­და, სად სჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა. კითხ­ვე­ბი ისე მქონ­და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, რომ აუცი­ლე­ბე­ლი იყო წი­ნა თა­ვის კარ­გად გა­აზ­რე­ბა. ერ­თი სა­გაკ­ვე­თი­ლო სა­ა­თი გრა­მა­ტი­კულ ნა­წილ­საც და­ეთ­მო, რად­გან მინ­დო­და, კარ­გად გა­ე­გო ზედ­სარ­თა­ვი სა­ხე­ლი, თან გან­ვ­ლილ მა­სა­ლა­საც ახ­ლი­დან გა­და­ხე­დავ­და.

ტექ­ს­ტის უკეთ გა­სა­აზ­რებ­ლად და და­სა­მახ­სოვ­რებ­ლად, მოს­წავ­ლემ, პა­რა­ლე­ლუ­რად,  და­იწყო ხელ­ნა­კე­თი წიგ­ნის გა­კე­თე­ბა ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბით. წიგ­ნ­ში მო­ცე­მუ­ლი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მას უნ­და შე­ექ­მ­ნა თი­თო­ე­უ­ლი თა­ვის მოკ­ლე ში­ნა­არ­სი, თა­ვი­სი სიტყ­ვე­ბით გად­მო­ე­ცა და და­ე­ხა­ტა ეპი­ზო­დე­ბი, ამით უფ­რო მე­ტად გა­ნი­ვი­თა­რა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი (ხატ­ვით), კითხ­ვი­სა და წე­რის უნა­რე­ბი.

შეს­წავ­ლი­ლი მა­სა­ლის ბო­ლოს მი­ვე­ცი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც თე­მის შე­ჯა­მე­ბა­ში და­ეხ­მა­რა. პერ­სო­ნა­ჟებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ,  უნ­და გა­ე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა პრობ­ლე­მე­ბი, მა­თი გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბი და მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი. მო­ცე­მუ­ლი სქე­მის შევ­სე­ბა მოს­წავ­ლეს  და­ეხ­მა­რა ტექ­ს­ტის უკეთ გა­აზ­რე­ბა­ში, ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ნა­წევ­რე­ბა­ში, პერ­სო­ნაჟ­თა ქცე­ვის მო­ტი­ვა­ცი­ის დად­გე­ნა­ში,  რის სა­ფუძ­ველ­ზეც უფ­რო გა­უ­ად­ვილ­დე­ბო­და მა­თი და­ხა­სი­ა­თე­ბა, მოვ­ლე­ნა­სა და ფაქ­ტებს შო­რის  ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რის და­ნახ­ვა.

 

ყო­ველ­დღე, გაკ­ვე­თი­ლის და­საწყის­ში­ვე, ვაც­ნობ­დი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კას, რო­მე­ლიც ურ­თი­ერ­თ­შე­თან­ხ­მე­ბით მქონ­და შედ­გე­ნი­ლი. ზუს­ტად იცო­და რა ფას­დე­ბო­და გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბით. ასე­ვე, ვი­ყე­ნებ­დი გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას, რო­მე­ლიც მო­ტი­ვა­ცი­ის მიმ­ცე­მი იყო შემ­დე­გი გაკ­ვე­თი­ლის უკეთ წარ­მო­სად­გე­ნად.

ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, გა­მე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა. წე­რი­თი და­ვა­ლე­ბის მი­ცე­მით, მინ­დო­და გა­ე­მარ­თა წე­რის უნა­რი, ზე­პი­რი მსჯე­ლო­ბით კი, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბა, შე­ივ­სო ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი და სა­კუ­თა­რი აზ­რის გად­მო­ცე­მი­სას გახ­და უფ­რო თა­მა­მი და თა­ვი­სუ­ფა­ლი. გა­ი­აზ­რა ის გა­რე­მო­ე­ბა, თუ რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩაგ­ვ­რა ადა­მი­ან­ზე და რა ხდე­ბა მა­შინ, რო­ცა ვცდი­ლობთ ვი­ყოთ სხვის მი­მართ ემ­პა­თი­ით გან­წყო­ბი­ლე­ბი. გა­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თ­ვის არის, იცო­დე შე­ნი უფ­ლე­ბე­ბი და იქ­ნე­ბი და­ცუ­ლი.

ნა­წარ­მო­ე­ბის შეს­წავ­ლის ბო­ლოს, რა თქმა უნ­და, გა­ვა­კე­თე მას­წავ­ლებ­ლის, გაკ­ვე­თი­ლის რეფ­ლექ­სია. გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე თუ რა გა­უ­ჭირ­და ან რა გა­უ­ად­ვილ­და, რო­მელ ეტაპ­ზე პა­სი­უ­რობ­და, რო­მე­ლი აქ­ტი­ვო­ბა იყო მის­თ­ვის სა­ხა­ლი­სო და ეფექ­ტუ­რი, შევ­ძე­ლი თუ არა სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა და რამ შე­მიწყო/რამ შე­მი­შა­ლა ხე­ლი. ამ და სხვა კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ყო­ველ­თ­ვის მეხ­მა­რე­ბა, და­ვი­ნა­ხო გაკ­ვე­თი­ლის ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი და შე­ვე­ცა­დო, სხვა გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, შევ­ძ­ლო გა­მოს­წო­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები