9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ჰა­ა­გის სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მი, სა­დაც მოთხ­რო­ბე­ბი ცოცხ­ლ­დე­ბი­ან

spot_img

დღეს ჰო­ლან­დი­ა­ში ბავ­შ­ვე­ბის ერთ-ერთ საყ­ვა­რელ ატ­რაქ­ცი­ონს წარ­მო­გიდ­გენთ, ჰა­ა­გის სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უმს.

ჰა­ა­გის რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი­დან გა­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე თეთ­რი შე­ნო­ბის ეზო­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბით. სად­გუ­რის წინ, ბილ­ბორ­დებ­ზე ნი­დერ­ლან­დე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ნი­მუ­შე­ბია, ხო­ლო თა­ი­გუ­ლე­ბით გაკ­ვა­ლულ გზას ჰა­ა­გის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან და იმა­ვე შე­ნო­ბა­ში, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო მუ­ზე­უმ­თან მივ­ყა­ვართ.

ეწ­ვი­ეთ ოჯა­ხე­ბის მუ­ზე­უმს ჰა­ა­გა­ში – ასე­თია წარ­წე­რა, რომ­ლი­თაც ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი ჰა­ა­გის სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უმს გვაც­ნობს. იგი 1994 წელს შე­იქ­მ­ნა და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ჰო­ლან­დი­ის ეროვ­ნუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის გაც­ნო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მუ­ზე­უმ­ში შე­სუ­ლე­ბი თავს ერ­თ­გ­ვარ ზღაპ­რულ დე­კო­რა­ცი­ა­ში, სხვა­დას­ხ­ვა გმი­რად გრძნო­ბენ. სხვა­დას­ხ­ვა ფე­რებ­ში მოწყო­ბი­ლი, ყვე­ლა ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე დარ­ბა­ზე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მწე­რალ­სა და ბავ­შ­ვე­ბის საყ­ვა­რელ ნა­წარ­მო­ე­ბებს ეთ­მო­ბა. აქ­ვეა ოთა­ხი, სა­დაც მშობ­ლი­უ­რი ენის სინ­ტაქ­ს­სა და გრა­მა­ტი­კას თა­მა­შით და დო­მი­ნო­ე­ბით სწავ­ლო­ბენ.

მუ­ზე­უმ­ში ყვე­ლა ჰო­ლან­დი­ე­ლი მწე­რა­ლი და ილუს­ტ­რა­ტო­რია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი კი ხელ­ნა­წე­რებს, წე­რი­ლებს, ილუს­ტ­რა­ცი­ებს, ფერ­წე­რულ ნა­მუ­შევ­რებს, ფო­ტო­ებ­სა და პი­რად ნივ­თებს მო­ი­ცავს.

ამ­ბე­ბის კა­რავ­ში მშობ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, ბავ­შ­ვებს საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბი ხმა­მაღ­ლა წა­უ­კითხონ, ხო­ლო გა­რე­მო და დე­კო­რა­ცი­ე­ბი, ხმო­ვა­ნი და ვი­ზუ­ა­ლუ­რი, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი ეფექ­ტე­ბით, ამ ამ­ბებს უფ­რო გა­სა­გებს ხდის, ილუს­ტ­რი­რე­ბულ წიგ­ნებს აცოცხ­ლებს. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი გა­მო­ფე­ნა, რო­მელ­საც „პა­პი­რია“ ერ­ქ­ვა, ლი­ტე­რა­ტუ­რის შექ­მ­ნის პრო­ცესს თა­მა­შით გა­სა­გებს ხდის. პა­ტა­რა ურ­ჩხუ­ლი „კო­რო­ზია“ ყვე­ლა ზღა­პარს ჭამ­და. თა­მა­შის პრო­ცეს­ში, ბავ­შ­ვებს ეს ურ­ჩხუ­ლი უნ­და შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ და რო­მე­ლი­მე ზღა­პა­რი გა­და­ერ­ჩი­ნათ, რის­თ­ვი­საც მოთხ­რო­ბა თვი­თონ უნ­და შე­ექ­მ­ნათ. რა თქმა უნ­და, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია სი­ტუ­ა­ცია, რო­ცა ბავ­შ­ვი მუ­ზე­უმს მშო­ბელ­თან ან კლას­თან ერ­თად სტუმ­რობს. თუმ­ცა, მთა­ვა­რი იდეა სა­ერ­თოა: ბავ­შ­ვებ­მა ამ­ბა­ვი თვი­თონ უნ­და შექ­მ­ნან. ამის­თ­ვის მათ პა­ტა­რა სა­მა­ჯუ­რი უკეთ­დე­ბათ, რი­თაც სხვა­დას­ხ­ვა სიტყ­ვებ­სა და ფრაგ­მენ­ტებს აგ­რო­ვე­ბენ, რაც უფ­რო მეტ სიტყ­ვას დააგ­რო­ვებს, მით მე­ტი სა­ჭი­რო მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი ექ­ნე­ბა მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის­თ­ვის, იქ­ნე­ბა ეს ტან­საც­მე­ლი, ემო­ცი­ე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, გა­რე­მოს აღ­წე­რი­ლო­ბა თუ სხვა. მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვ­მა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი გა­ი­თა­ვი­სოს.

სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მი თა­ვი­დან 20 პა­ტა­რა ოთა­ხი­სა და გა­ლე­რე­ის­გან შედ­გე­ბო­და, სა­დაც კლა­სი­კუ­რი გა­მო­ფე­ნე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თუმ­ცა, ეს 2010 წლამ­დე. ამ პე­რი­ო­დი­დან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ტრან­ს­ფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და და ახა­ლი შე­ნო­ბა და­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც დღეს ულ­ტ­რა­თა­ნა­მედ­რო­ვე სი­ახ­ლე­ე­ბით გვა­ო­ცებს. უახ­ლე­სი მე­დია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ხელ­შეწყო­ბით, ბავ­შ­ვის­თ­ვის მა­გი­უ­რი სამ­ყა­რო იხ­ს­ნე­ბა. სა­მი ძი­რი­თა­დი სა­კითხი, რომ­ლებ­საც ეც­ნო­ბი­ან და რომ­ლის შექ­მ­ნა­საც სწავ­ლო­ბენ, ემო­ცი­ე­ბი, გა­რე­მო და პერ­სო­ნა­ჟე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბია.

თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ბავ­შ­ვო მუ­ზე­უ­მის შექ­მ­ნის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი იყო, ბავ­შ­ვებს ეროვ­ნუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა ზურ­გ­ზე ხე­ლებ­დაწყო­ბი­ლებს კი არ და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ, არა­მედ ინ­ტე­რაქ­ტი­ურ გა­რე­მო­ში თვი­თო­ნაც შე­ექ­მ­ნათ ნი­მუ­შე­ბი, ავ­ტო­რის მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი რომ უკეთ აღექ­ვათ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტია ისიც, რომ 6 გა­მოქ­ვა­ბუ­ლი, რომ­ლე­ბის­გა­ნაც მუ­ზე­უ­მი შედ­გე­ბა, ორ ჯგუ­ფა­დაა და­ყო­ფი­ლი. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ რო­მე­ლი­მე მათ­გან­ში ტექ­ნი­კუ­რი შე­ფერ­ხე­ბა გა­მოვ­ლინ­დე­ბა, სხვა დარ­ბა­ზე­ბი ვი­ზი­ტო­რებს ჩვე­უ­ლებ­რივ მი­ი­ღებს. შე­საძ­ლოა, კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე ვი­ზი­ტო­რის­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რი იყოს, ამ­დე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ელე­მენ­ტის სა­ჭი­რო­ება სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ფე­ნა­ზე, თუმ­ცა, კუ­რა­ტო­რ­ე­ბმა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ პა­ტა­რებს ყუ­რადღე­ბის ძა­ლი­ან მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლი აქვთ, რად­გან სა­ჭი­რო დროს მოთ­მი­ნე­ბა­საც სწავ­ლო­ბენ და სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი მე­თო­დე­ბი­თა და მე­დი­ა­რე­სურ­სე­ბით, შექ­მ­ნის პრო­ცე­სით უფ­რო მეტ­ხანს ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ვი­ზი­ტორ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა, მო­მა­ვალ­შიც ეწ­ვი­ოს მუ­ზე­უმს, ახა­ლი ამ­ბა­ვი და ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი თვი­თონ შექ­მ­ნას. ვი­ზი­ტის და­სას­რულს, ყვე­ლა ბავშვს სახ­ლ­ში თავისივე შექ­მ­ნი­ლი მოთხ­რო­ბა და ვირ­ტუ­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟი მიჰ­ყ­ვე­ბა. მშობ­ლე­ბი გა­გე­ბით ეკი­დე­ბი­ან იმ სა­კითხ­საც, რომ ზო­გი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი დე­ტა­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის უფ­რო გა­სა­გე­ბი ხდე­ბა. ასე­ვე, გა­სა­გე­ბია, რომ ეროვ­ნუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ნი­მუ­შე­ბის მხო­ლოდ ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი მა­სა­ლით შეც­ვ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მა­გა­ლი­თად, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვერ­მე­ე­რის სუ­რა­თი მხო­ლოდ ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რად გად­მოს­ცე, მაგ­რამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბით და­მა­ტე­ბი­თი სა­გა­ნა­მან­თ­ლებ­ლო ინ­ფორ­მა­ცია უფ­რო იოლად აღიქ­მე­ბა.

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, სხვა­დას­ხ­ვა დარ­ბაზ­ში სხვა­დას­ხ­ვა მოთხ­რო­ბის გა­რე­მო გვხვდე­ბა. მა­გა­ლი­თად, შე­გიძ­ლი­ათ, ერთ დარ­ბაზ­ში ლურ­ჯი აბ­რე­შუ­მით მოწყო­ბილ, ვი­თომ „ზღვა­ში“, ნამ­დ­ვილ ნავ­ში ჩაჯ­დეთ, მე­ო­რე ოთახ­ში მა­გი­დას­თან ჯა­დოქ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი გა­ი­გოთ, მე­სა­მე დარ­ბაზ­ში ტყე­ში სა­სე­ირ­ნოდ გახ­ვი­დეთ, მე­ოთხე­ში პა­ტა­რა ფი­სოს თავ­გა­და­სავლს კონ­სერ­ვის ქი­ლა­ში უყუ­როთ.

ავ­ტორ­თა ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რეა

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ავ­ტორ­თა ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რეა ყვე­ლა ეპო­ქის ავ­ტორს წარ­მოგ­ვიდ­გენს. მას­ში რო­გორც აღი­ა­რე­ბულ, ისე მი­ვიწყე­ბულ ავ­ტო­რებ­სა და მათ ნა­წარ­მო­ე­ბებ­საც ვეც­ნო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შ­ვე­ბი თვი­თონ არ­ჩე­ვენ, ვინ არის მათ­თ­ვის უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო. ავ­ტორ­თა პორ­ტ­რე­ტე­ბი, კლა­სი­კურ­ზე მე­ტად, სა­ხა­სი­ა­თო სტი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ბავ­შ­ვო გა­მო­ფე­ნა „მე ვარ ბა­ყა­ყი“, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ჰო­ლან­დი­ე­ლი მხატ­ვ­რი­სა და ილუს­ტ­რა­ტო­რის, მაქს ველ­თუ­ი­ჯის ნა­წარ­მო­ებს „ბაყა­ყი ზამ­თარ­ში“ წარ­მოგ­ვიდ­გენს. ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი თა­მა­შე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ბავ­შ­ვე­ბი თვი­თონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მოთხ­რო­ბა­ში, პო­უ­ლო­ბენ განძს, იხ­ვებ­თან ერ­თად სრი­ა­ლე­ბენ, ნამ­ცხ­ვარს აცხო­ბენ და სხვა­დას­ხ­ვა თავ­გა­და­სა­ვალ­ში ერ­თ­ვე­ბი­ან.

„რო­გორ გა­დავ­რ­ჩეთ“, ასე­თი სა­ხელ­წო­დე­ბა აქვს ცნო­ბი­ლი სა­ბავ­შ­ვო ილუს­ტ­რა­ტო­რის, ანეტ შა­ა­პის მი­ერ შექ­მ­ნილ, სა­ბავ­შ­ვო იუმო­რის­ტუ­ლი წიგ­ნე­ბის სე­რი­ას, რომ­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბი მხი­ა­რუ­ლი და უჩ­ვე­უ­ლო არ­სე­ბე­ბი არი­ან. მხატ­ვარ­მა 250-ზე მე­ტი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნის ილუს­ტ­რა­ცია შექ­მ­ნა, მათ შო­რის, სა­კუ­თა­რი წიგ­ნის – „ლამ­პა და ზღვის ბავ­შ­ვე­ბი“.

შა­აპ­მა ორი­გი­ნა­ლი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი მუ­ზე­უმს გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ახ­ლა გა­მო­ფე­ნა­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა ემო­ცი­უ­რი სიმ­დიდ­რით და შეს­რუ­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით.

ქუ­ჩის თა­მა­შე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რა თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თ­ვის

მუ­ზე­უმ­ში სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ეწყო­ბა. ამ მხრივ, სა­ინ­ტე­რე­სოა თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი ექ­ს­პო­ზი­ცია „უკა­ნა ეზო“, რო­მელ­ზეც ბავ­შ­ვე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რას კა­ზი­ნოს პრინ­ცი­პით ეც­ნო­ბი­ან, ხო­ლო მწერ­ლებს სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბაზ­შიც ხვდე­ბი­ან, ლი­მუ­ზინ­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფრა­ზებ­საც ის­მე­ნენ და ტა­ტუ­ე­ბის დარ­ბაზ­ში მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ის­ტო­რი­ას იგე­ბენ.

„ლი­ტე­რა­ტუ­რა გვა­ფიქ­რებს ჩვენს თავ­ზე, სხვებ­ზე, სამ­ყა­რო­ზე ჩვენ გარ­შე­მო. ჩვენ გვინ­და, რომ ბავ­შ­ვებ­მა გა­რე­მო­ზე, სამ­ყა­რო­ზე, ბუ­ნე­ბა­სა და სამ­ყა­რო­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის აღ­ქ­მა­ზე იფიქ­რონ,“ – აღ­ნიშ­ნავს დი­რექ­ტო­რი ედ მე­ინ­დერ­თ­სი.

გა­მო­ფე­ნა­ზე, 10 ინ­ტე­რაქ­ტი­ურ თა­მაშ­ში, 10 ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი და მა­თი თე­მა­ტი­კააა წარ­მოდ­გე­ნი­ლი: ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი, ლექ­სე­ბი, გრა­ფი­კუ­ლი ნო­ვე­ლე­ბი. დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი, მათ მი­ერ არ­ჩე­უ­ლი ში­ნა­არ­სის მი­ხედ­ვით, იმე­ილ­ზე იღე­ბენ მა­თი გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი წიგ­ნის რე­კო­მენ­და­ცი­ას.

პი­ტერ ჰოფ­თის ნო­მი­ნა­ცი­ის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი

ალ­ბათ, შემ­თხ­ვე­ვი­თი არ არის, რომ ჰო­ლან­დია მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ბავ­შ­ვე­ბის ქვეყ­ნა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ ჰო­ლან­დია იყო პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­შიც მშობ­ლებს შვი­ლე­ბით ვაჭ­რო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფომ აუკ­რ­ძა­ლა, ჰო­ლან­დი­ელ­მა მშობ­ლებ­მა არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის იძუ­ლე­ბით და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე ერთ-ერ­თ­მა პირ­ვე­ლებ­მა თქვეს უარი და მშობლებს პი­რა­დი პენ­სია სწო­რედ ამ მიზ­ნით, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბის უფ­ლე­ბის­თ­ვის, და­უ­ნიშ­ნეს, ჯერ კი­დევ მეჩ­ვიდ­მე­ტე სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა ჰო­ლან­დი­ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრი­ზის, პი­ტერ ჰოფ­თის პრი­ზის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს. მა­გა­ლი­თად, წელს წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლი ჰო­ლან­დი­ე­ლი მწერ­ლის, არ­ნონ გრუნ­ბერ­გის შე­მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც 2022 წელს და­ჯილ­დოვ­და. „ეს არის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი გა­მარ­ჯ­ვე­ბა, რაც მწე­რალ­მა შე­იძ­ლე­ბა ინატ­როს, – აღ­ნიშ­ნა გრუნ­ბერ­გ­მა მუ­ზე­უმ­ში ექ­ს­პო­ზი­ცი­ის გახ­ს­ნა­ზე – ჩე­მი გმი­რე­ბი ყო­ველ­თ­ვის რო­მე­ლი­ღაც საფ­რ­თხეს ებ­რ­ძ­ვი­ან, მათ აქვთ ში­შე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი, ხში­რად აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ თა­ვი­ან­თი კონ­ცეფ­ცი­ით ვერ ცხოვ­რო­ბენ და ზოგ­ჯერ ცხოვ­რე­ბის ახა­ლი საზ­რი­სი ჩნდე­ბა. ამ ორი გრძნო­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბა ხში­რად ძნე­ლია, რად­გან სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში ცხოვ­რე­ბა უაზ­რო­ბა იქ­ნე­ბო­და. შე­უძ­ლე­ბე­ლია ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი­ად უსაფ­რ­თხო სამ­ყა­რო­ში, რად­გან სი­ცოცხ­ლე საფ­რ­თხე­ე­ბის დაძ­ლე­ვით ის­წავ­ლე­ბა.“

მუ­ზე­უ­მის დიდ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზს, მთელ სიგ­რ­ძე­ზე, წიგ­ნე­ბით შექ­მ­ნი­ლი კე­დე­ლი მიჰ­ყ­ვე­ბა, რომ­ლის სა­ფე­ხუ­რებ­ზე ბავ­შ­ვებს დას­ვე­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ. მომ­დევ­ნო დარ­ბა­ზებ­ში გზის გაგ­რ­ძე­ლე­ბი­სას, შეხ­ვ­დე­ბით წიგ­ნის სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით შექ­მ­ნილ ქუ­ჩებს, ავ­ტო­ბუ­სის ფორ­მის სამ­კითხ­ვე­ლოს, წი­ნა­და­დე­ბე­ბის ასაწყობ ოთახ­საც, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი გრა­მა­ტი­კა­სა და სინ­ტაქსს თა­მა­შით სწავ­ლო­ბენ და მშობ­ლე­ბის­თ­ვის –  სა­ბავ­შ­ვო ავ­ტო­რე­ბის აკა­დე­მი­ურ გა­მო­ფე­ნას.

ამ ყვე­ლაფ­რის შე­მოვ­ლის შემ­დეგ, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, იქ­ვე მდე­ბა­რე ჰა­ა­გის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში სა­სურ­ველ ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­ეც­ნონ. ოჯა­ხურ, სა­სა­დი­ლო ოთა­ხის სტილ­ში მოწყო­ბი­ლი სტუ­დენ­ტუ­რი და სა­მეც­ნი­ე­რო დარ­ბა­ზე­ბიც იქ­ვეა, რო­მელ­თა ფან­ჯ­რე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა გე­მოვ­ნე­ბის მკითხ­ვე­ლის­თ­ვის, ერთ მხა­რეს – ურ­ბა­ნულ სივ­რ­ცე­სა და უხ­მა­უ­რო მა­ტა­რებ­ლე­ბით სავ­სე სად­გურს, ხო­ლო მე­ო­რე მხა­რეს, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის უბან­ში, მაგ­რამ ეკო­ლო­გი­უ­რად სრუ­ლი­ად უსაფ­რ­თხო, შვლე­ბი­თა და იხ­ვე­ბით სავ­სე, დიდ ბა­ღებს გა­დაჰ­ყუ­რებს.

სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მი მდი­და­რი ის­ტო­რი­უ­ლი კო­ლექ­ცი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მას­ში ავ­ტორ­თა წე­რი­ლებ­სა და ხელ­ნა­წე­რებ­თან ერ­თად, პორ­ტ­რე­ტე­ბი­სა და ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის დი­დი კო­ლექ­ცია ინა­ხე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჰო­ლან­დი­ელ ავ­ტორ­თა ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, ჰა­ა­გის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და მას­თან მდე­ბა­რე, ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი. კო­ლექ­ცია, 1750 წლი­დან დაწყე­ბუ­ლი, 6000 ავ­ტო­რის ნა­წარ­მო­ებს მო­ი­ცავს.

სა­გა­მო­ფე­ნო პან­თე­ონ­ში ჰო­ლან­დი­ე­ლი და ფლან­დ­რი­ე­ლი ავ­ტო­რე­ბი, შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან დღემ­დე, ერთ გა­მო­ფე­ნა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი – ერაზ­მუ­სი­დან ვან გო­გამ­დე, ჟე­რარდ რე­ვე­დან ანა ფრან­კის დღი­უ­რე­ბის ვრცე­ლი ექ­ს­პო­ზი­ცი­ის ჩათ­ვ­ლით. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ო­დის მწერ­ლე­ბი თვალ­სა­ჩი­ნო­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი მთელ მუ­ზე­უმ­ში.

რო­გორც ჰა­ა­გის სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის მეს­ვე­უ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ამ გა­მო­ფე­ნებ­მა ბავ­შ­ვებს ადა­მი­ა­ნუ­რი ემო­ცი­ე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, ში­შის დაძ­ლე­ვა და ბედ­ნი­ე­რე­ბა უნ­და ას­წავ­ლოს, ეს არის მა­თი ექ­ს­პო­ზი­ცი­ე­ბის მთა­ვა­რი თე­მე­ბი.

მაია სი­მო­ნიშ­ვი­ლი

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები