28 აპრილი, კვირა, 2024

2023-2024 სასწავლო წლის კურიკულუმს ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში

spot_img
თეა ალიმბარაშვილი
სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. კავთისხევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

 

 

კავთისხევის საჯარო სკოლა ერთ-ერთი იმ თხუთმეტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელმაც პირველ ეტაპზე გაიარა წარმატებით საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა. სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად დიდი შრომა დაგვჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლა ვართ და ცვლილებების კვალდაკვალ დავდივართ, მაინც დიდი სიფრთხილითა და გაძლიერებული პასუხისმგებლობით მივუდექით თითოეულ საკითხს, შევძელით შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

ექსპერტთა ჯგუფებმა გულდასმით შეისწავლეს კავთისხევის საჯარო სკოლის საავტორიზაციო მასალები და ვიზიტიც დროულად განახორციელეს.

წარდგენილი კურიკულუმების განხილვისას, გამოიკვეთა დიდი ნდობა პედაგოგების მიმართ, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტის შეფასება იყო გასაოცრად მაღალი. გადაჭარბებაში თუ არ ჩაითვლება, საგნის ექსპერტმა აღნიშნა, რომ მსგავსი სრულყოფილი ნამუშევარი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგანში ჯერ არ შეხვედრია. პედაგოგმა ალექსანდრე ნონიკაშვილმა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, კურიკულუმი გაამდიდრა ჩატარებული პროექტებითა და საკუთარი ხელით შექმნილი რესურსებით, რომელიც ჰიპერლინკების სახით ჩააშენა შესაბამის ველში. საქართველოს მასწავლებლებს გამოცდილი პედაგოგის ნამუშევარი გზამკვლევად წაადგებათ და სურვილის მიხედვით, მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად გაუკეთებენ მოდიფიცირებას.

შენიშვნა: სასწავლო გეგმის ჩარჩოს, კურიკულუმს არ აქვს დართული შეფასების სქემები თემების მიხედვით. სასურველი კომპლექსური დავალების შერჩევის შემთხვევაში, მასწავლებელი

მიმართებით დონეზე შეავსებს შეფასების ინსტრუმენტს, არსებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

⇔ გთავაზობთ 2023-2024 სასწავლო წლის კურიკულუმს⇓⇓

საგანი: ფიზიკური აღზრდა და სპორტი
კლასი/კლასები: I- XII

https://drive.google.com/drive/folders/1jDxxD-sD7Kq5sLCXsZHYPFYeQXSZME94?usp=sharing

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები