19 მაისი, კვირა, 2024

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტით სარგებლობას 1422 პირი შეძლებს

spot_img

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის მიერ 12 სექტემბერს ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ირკვევა, რომ 2023-2024 სასწავლო წელს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტით სარგებლობას 1422 პირი შეძლებს. საერთო ჯამში კი, 2023-2024 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 3,200,000.00 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა მასწავლებლის მომზადების თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამის მოდულზე 2250 ლარს შეადგენს. 7 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად:

♦ თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი, სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.

♦ ხოლო, თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი, სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.

სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭებათ ქვემოთ მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამის მოდულზე შემდეგი რაოდენობით ჩარიცხულ პირებს:

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები