27 ივლისი, შაბათი, 2024

ქიმიის საერთაშორისო ტურნირის (IChTo-2023) გამარჯვებულები

spot_img

22 აგვისტოს დასრულდა ქიმიის საერთაშორისო მე-6 ტურნირი (IChTo-2023), რომელსაც  წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი მასპინძლობდა და რომელშიც მონაწილეობნენ მექსიკის, რუმინეთის, უნგრეთის (2 გუნდი), სინგაპურის, ტაილანდისა (2 გუნდი) და საქართველოს გუნდები.

ტურნირი 19 აგვისტოს დაიწყო და,  სამი დღის განმავლობაში, მონაწილე გუნდები ერთმანეთს  რთული სამეცნიერო პრობლემის გადაწყვეტის დემონსტრირებაში, ოპონირებასა და მიმოხილვაში ეპაექრობდნენ. თითოეული გუნდის სხვადასხვა ამპლუაში გამოსვლას აფასებდა საერთაშორისო ჟიური.

 

მიღებული შედეგების მიხედვით,  სხვადასხვა ნომინაციაში, გაიცა როგორც გუნდური, ისე პირადი მედლები და სერტიფიკატები. ტურნირის გამარჯვებული გახდა გუნდი Hungarian Team Red (უნგრეთი), რომელსაც გადაეცა ოქროს მედლები და სპეციალური თასი. მას უმნიშვნელოდ ჩამორჩა სინგაპურის გუნდი OgaNUSHon და უნგრეთის მეორე გუნდი Hungarian Team Green. ქულათა შორის მცირე განსხვავების გამო, ჟიურის გადაწყვეტილებით ორივე გუნდს ვერცხლის მედლები მიენიჭა და, შესაბამისად, მეოთხე ადგილოსანმა ტაილანდის გუნდმა KVIS მესამე ადგილზე გადაინაცვლა და ბრინჯაოს მედლებს დაესაკუთრა.

საქართველოს ნაკრებმა გუნდური მე-5 ადგილი დაიკავა და პირად ჩათვლაში სამი ბრინჯაოს მედალი (არჩილ წიკლაური, კონსტანტინე დავითაშვილი, თემიკო მაჭავარიანი) მოიპოვა. გუნდი დაკომპლექტებული იყო თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებით. საქართველოს  გუნდი ასპარეზობაზე თინათინ ბუთხუზის, სოფიკო ფაცაციასა და ლაშა ხუციშვილის ხელმძღვანელობით წარდგა.

საქართველომ ქიმიის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ბუდაპეშტში (უნგრეთი) ჩატარდა,  შარშან პირველად მიიღო მონაწილეობა. ტურნირის საქართველოში ჩამოტანა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ლაშა ხუციშვილის დიდი ძალისხმევის შედეგია, რომელიც ამავდროულად, წელს, ტურნირის ორგანიზატორი გახლდათ.

როგორც ტურნირის დასასრულს მონაწილე გუნდებმა აღნიშნეს, ტურნირი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, რაც  საორგანიზაციო ჯგუფის წევრების, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების რომეო კარაპუტაძის, ბექა რეხვიაშვილის, მაკინე არაბულის, კესო კვარაცხელიას, ანა შავშიშვილის, ლიზა შახ-ნაზაროვის, ნუცა შერმადინის, ამიკო სულიკაშვილის, ელენე ბერიძის, მარიამ ნავროზაშვილის, მანანა გიქოშვილის, კესო გორგოძისა და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების თამარ ხატისაშვილის, როინ ბერულავას, ავთანდილ გიორგაძისა და ლუკა ვაჩაძის უდიდესი ძალისხმევის შედეგია.

ტურნირის ყველა ატრიბუტის დიზაინი შესრულებულია ThinkUp  Studio-ს (მარიამ ელიზბარაშვილი) მიერ.

IChTo-2024-ის მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები