17 მაისი, პარასკევი, 2024

„ჯარის ბანაკი“ პირველ ნაკადს მასპინძლობს

spot_img

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის საზაფხულო „ჯარის ბანაკში” საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, თავდაცვის ძალებთან ერთად, აქტიურ, საინტერესო, შემეცნებით, მხიარულ და სიახლეებით დატვირთულ პროგრამებს გადიან.

„მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა ჩემი ქვეყნის ჯარისკაცების მსგავსად, ღირსეული და ნებისყოფის მქონე ადამიანი გავხდე. ამ ბანაკში ვსწავლობ პასუხისმგებლობას, ერთგულებას, თანაგრძნობასა და პატივისცემას.

ჯარისკაცები ქვეყნისთვის ყოველდღიურად შრომობენ და ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს უფლება არ დავაფასოთ მათი შრომა. დაფასება კი მხოლოდ ჩვენს ღირსეულ საქციელში გამოიხატება.

ჯარისკაცი ჩემთვის წარმოადგენს მოთმინების, გამძლეობისა და თანადგომის მაგალითს. რაც მეტად დავიწყე ამ საკითხზე ფიქრი, ნაკლებს ვწუწუნებ და მეტს ვაკეთებ. ჩემს თანატოლებს მოვუწოდებდი მისაბაძ ადამიანებად ჯარისკაცები გაიხადონ.

ჩემი აზრით, ეს გარდამტეხი პერიოდი ყველამ უნდა გაიაროს. აქ ისწავლი შრომას, თავდადებას და გახდები მეტად თავდაჯერებული. ვფიქრობ, სავალდებულო ჯარი ყველამ უნდა მოიხადოს, რადგან ქვეყანას ქმნიან ღირსეული და პასუხისმგებლობიანი ადამიანები,” – შთაბეჭდილებებს გვიზიარებს „ჯარის ბანაკის“ პირველი ნაკადის ერთ-ერთი მონაწილე.

„ჯარის ბანაკი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტია, რომელსაც წელს პირველად გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია უმასპინძლებს. პროექტში მონაწილეობას მიიღებს 800 მოსწავლე, რომელმაც წელს სკოლაში საგნები „თავდაცვა და უსაფრთხოება“ და „სამხედრო საქმე“ გაიარა.

„ჯარის ბანაკი“ რვა ნაკადს უმასპინძლებს. ბავშვები, სხვა საინტერესო აქტივობებთან ერთად, გაივლიან პირველადი სამედიცინო დახმარების და დაშავებულის ევაკუაციის პრაქტიკულ და სახალისო დავალებებს, თვითგადარჩენის კურსს, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საინჟინრო მომზადებასა და სამთო მომზადებაში, მათ შორის, ავსტრალიურ დაშვებასა და პარალელური ტროსებით წინაღობის გადალახვაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები