21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

შშმ მოს­წავ­ლე­ებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა  გზა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი და თა­ნას­წო­რი, უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბი­სა­კენ

spot_img

ირინე აბდალაძე
სსიპ ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სის №45 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი/ტრე­ნე­რი

 

სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის თა­ნახ­მად, სკო­ლის ასაკ­ში შრო­მი­თი და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ზრდის მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ას, ხელს უწყობს მა­თი აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და ეხ­მა­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის შემ­დ­გომ სა­ფე­ხურ­ზე ეფექ­ტუ­რად გა­დას­ვ­ლა­ში. პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე და შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის მა­თი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხის ზრდი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მიზ­ნით.

 

სსიპ ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სის №45 სა­ჯა­რო სკო­ლა (და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სმე­ნის შეზღუდ­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი რე­სურ­ს­ს­კო­ლა), მრა­ვა­ლი წე­ლია ზრუ­ნავს სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თა წი­ნაპ­რო­ფე­სი­ულ ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე. ჯერ კი­დევ 2008 წელს, ჩემ მი­ერ წარ­დ­გე­ნი­ლი საპ­რო­ექ­ტო გა­ნაცხა­დი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი საგ­რან­ტო კონ­კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში, და­ფი­ნან­ს­და და ქუ­თა­ი­სის №45 ყრუ ბავ­შ­ვ­თა სკო­ლა ჩა­ერ­თო „სახე­ლო­ბო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში“. აღ­ნიშ­ნუ­ლი გრან­ტის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლის უფ­როს­კ­ლა­სე­ლი შშმ მოს­წავ­ლე­თათ­ვის გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ხე­ლო­ბო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბი (მზა­რე­უ­ლი, IT ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მკე­რავ-მო­დე­ლი­ო­რი) და სკო­ლის სას­წავ­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი აღი­ჭურ­ვა შე­სა­ბა­მი­სი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ინ­ვენ­ტა­რით.

2017-2019 წლებ­ში ჩვე­ნი სკო­ლა ჩარ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს „სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ქვეპ­როგ­რა­მის“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, სსიპ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვ კო­ლეჯ­თან „იბე­რია“ გა­ფორ­მე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე.

2022 წლის ოქ­ტომ­ბ­რი­დან კი, კვლავ კო­ლეჯ „იბე­რი­ას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­ერ „საჯა­რო სკო­ლებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის“ ფარ­გ­ლებ­ში გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის შე­დე­გად, ქუ­თა­ი­სის №45 სა­ჯა­რო რე­სურ­ს­ს­კო­ლა­ში წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და მე-8 და მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო კურ­სე­ბი.

პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო კურ­სე­ბი, სა­ჯა­რო სკო­ლებ­სა და პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლის შე­ნო­ბა­ში­ვე მოწყო­ბილ მცი­რე პრო­ფე­სი­ულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, მო­სინ­ჯონ ძა­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ა­ში, გა­ეც­ნონ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ და მი­ი­ღონ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი კა­რი­ე­რუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა.

სა­ო­რი­ენ­ტა­ციო კურ­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­ზა­ნი იყო კო­ლეჯ „იბე­რი­ა­სა“ და ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სის №45 სკო­ლის ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ქუ­თა­ი­სის 45-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ბა­ზა­ზე, მე-8 და მე-9 კლა­სე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შრო­მი­თი/პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა — მზა­რე­უ­ლის, სტი­ლის­ტის და მკე­რავ-მო­დე­ლი­ო­რის სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე წი­ნაპ­რო­ფე­სი­უ­ლი სწავ­ლე­ბა. კერ­ძოდ:

მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მზა­რე­უ­ლის, სტი­ლის­ტის და მკე­რავ-მო­დე­ლი­ო­რის პრო­ფე­სი­ებ­ზე:

ა) ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნის შექ­მ­ნა;

ბ) პრაქ­ტი­კუ­ლი/პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა (სა­ბა­ზო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის უნა­რე­ბის და­უფ­ლე­ბა);

გ) თვით­გა­მორ­კ­ვე­ვის (ინ­ტე­რე­სე­ბის, უნა­რე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა) ხელ­შეწყო­ბა;

დ) მო­ტი­ვი­რე­ბა შემ­დ­გო­მი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად და უწყ­ვე­ტი სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად;

ე) ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯ­ვის შემ­დ­გომ, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის ხელ­შ­წყო­ბა.

 

⇑⇓ კურ­სე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი/მე­თო­დე­ბი/სტრა­ტე­გი­ე­ბი:

⇔ პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა

♦ პრო­ფე­სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კურ­სე­ბი სა­ბა­ზო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, მარ­ტი­ვი, კე­თე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ხერ­ხე­ბით;

♦ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია კომ­პ­ლექ­სუ­რი/თა­ნას­წო­რი მიდ­გო­მა და, სხვა­დას­ხ­ვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და სსსმ მოს­წავ­ლე­თათ­ვის მხარ­დამ­ჭე­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბით (ქარ­თუ­ლი ჟეს­ტუ­რი ენის თარ­ჯიმ­ნის დახ­მა­რე­ბით), მოს­წავ­ლე­ებს მი­ე­წო­დე­ბათ ინ­ფორ­მა­ცია პრო­ფე­სი­ის, და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, პრო­ფე­სი­ე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ;

♦ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კვლე­ვე­ბის, გა­მო­კითხ­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა;

♦ ექ­ს­კურ­სი­ე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი შე­სა­ბა­მის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს აც­ნო­ბენ სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას პრო­ფე­სი­ა­ში, მის ძლი­ერ მხა­რე­ებ­სა და სირ­თუ­ლე­ებს, სას­წავ­ლო და და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

აქ­ტი­უ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბა

♦ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია პრაქ­ტი­კუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე, გა­წაფ­ვა­ზე და ამ უნა­რე­ბის შე­ძე­ნა კე­თე­ბის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გზით მი­იღ­წე­ვა. მოს­წავ­ლე ხდე­ბა ავ­ტო­ნო­მი­უ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, იღებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას პრო­ცე­სებ­ზე;

♦ მოს­წავ­ლე­ებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ფიქ­რ­დ­ნენ, გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, აკე­თე­ბენ რეფ­ლექ­სი­ას. მას­წავ­ლე­ბე­ლი აქ­ტი­უ­რი დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლია და ზრუ­ნავს მოს­წავ­ლე­ე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბა­სა და მათ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე.

მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა

♦ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია 48-სა­ა­თი­ა­ნი კურ­სე­ბი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი პროგ­რა­მე­ბი;

♦ სას­წავ­ლო კურ­სე­ბი აგე­ბუ­ლია კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის პრინ­ცი­პე­ბით;

♦ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მო­ნა­წი­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, მზა­ო­ბა და არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის დო­ნე;

♦ სას­წავ­ლო კურ­სებ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია თე­ო­რი­უ­ლი სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვა;

♦ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის მი­წო­დე­ბა ხდე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბით: დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბის, პრაქ­ტი­კის, კე­თე­ბის, ექ­ს­კურ­სი­ე­ბის, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის, დის­კუ­სი­ე­ბის, რე­ა­ლუ­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბის გან­ხილ­ვის დროს;

♦ კურ­ს­ში ჩარ­თუ­ლი მო­ნა­წი­ლის სას­წავ­ლო პროგ­რე­სის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი (გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა, თვით­შე­ფა­სე­ბა, რეფ­ლექ­სია, პო­ზი­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რი, პორ­ტ­ფო­ლიო) შე­ფა­სე­ბა არის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის მუდ­მი­ვი და თან­მ­დე­ვი ნა­წი­ლი;

♦ სას­წავ­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია შე­სა­ბა­მი­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბით.

კურ­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი/შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მე­ბი

♦ მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მ­რავ­ალ­ფე­რო­ვა­ნი სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი;

♦ აქ­ტი­უ­რი და პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი;

♦ მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო კურ­სის აქ­ტი­ვო­ბე­ბი;

♦ უსაფ­რ­თხო და პო­ზი­ტი­უ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მო;

♦ მოს­წავ­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, და­იწყოს მსჯე­ლო­ბა შემ­დე­გი კითხ­ვე­ბის გარ­შე­მო: მინ­და? შე­მიძ­ლია? სა­ჭი­როა?

♦ მოს­წავ­ლე­ებს უვი­თარ­დე­ბათ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კვლე­ვა-ძი­ე­ბის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, პრობ­ლე­მა­თა გა­დაჭ­რის, ტრან­ს­ფე­რუ­ლი, ანა­ლი­ტი­კუ­რი უნა­რე­ბი;

♦ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ინ­კ­ლუ­ზი­უ­რო­ბის პრინ­ცი­პი და ჩარ­თუ­ლო­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა შშმ და სსსმ მოს­წავ­ლე­თათ­ვის;

♦ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თათ­ვის მხარ­და­ჭე­რის მე­ქა­ნიზ­მი — ჟეს­ტუ­რი ენის თარ­ჯიმ­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

 

⇑⇓ პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო კურ­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გე­ბი

კო­ლეჯ „იბე­რი­ა­სა“ და ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სის №45 სკო­ლის ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ჩვენი სკო­ლის ბა­ზა­ზე, მე-8 და მე-9 კლა­სე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლია შრო­მი­თი/პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი — მზა­რე­უ­ლის, სტი­ლის­ტის და სამ­კერ­ვა­ლო ნა­წარ­მის სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი სწავ­ლე­ბის გზით. კერ­ძოდ:

♦ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მზა­რე­უ­ლის, სტი­ლის­ტის და სამ­კერ­ვა­ლო ნა­წარ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ებ­ზე:

ა) შექ­მ­ნი­ლია ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი;

ბ) გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია პრაქ­ტი­კუ­ლი/პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი (სა­ბა­ზო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი);

გ) ხელ­შეწყო­ბი­ლია მო­ზარ­დე­ბის თვით­გა­მორ­კ­ვე­ვა (ინ­ტე­რე­სე­ბი, უნა­რე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი) და მა­თი მო­ტი­ვი­რე­ბა შემ­დ­გო­მი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, უწყ­ვე­ტი სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად;

დ) ხელ­შეწყო­ბი­ლია, შემ­დ­გომ, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა;

დ) გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­ე­ბის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა;

გ) გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი.

◊ სო­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი:

♦ ხელ­შ­წყო­ბი­ლია შშმ და სსსმ მოს­წავ­ლე­თა სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­კ­ლუ­ზია (პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შექ­მ­ნი­ლი სამ­კერ­ვა­ლო ნა­წარ­მით – ფორ­მე­ბით სა­ქა­ლა­ქო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა);

♦ გაზ­რ­დი­ლია თემ­ში სკო­ლის ცნო­ბა­დო­ბა და პო­ზი­ტი­უ­რი იმი­ჯი;

♦ არ­სე­ბულ სერ­ვი­სე­ბით/კურ­სე­ბით/მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზით ქუ­თა­ი­სის 45-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მეტ­მა მოს­წავ­ლემ ისარ­გებ­ლა;

♦ გენ­დე­რულ ჭრილ­ში თუ შევ­ხე­დავთ, სა­ო­რი­ენ­ტა­ციო პრო­ფე­სი­ულ კურ­სებ­ში გო­გო­ნე­ბი­სა და ვა­ჟე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის %-ული მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: 46% — გო­გო­ნე­ბი, -54% — ვა­ჟე­ბი;

 

♦ სკო­ლის სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა 60%-70%, ყო­ველ­წლი­უ­რად, სწავ­ლას აგ­რ­ძე­ლებს პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯ­ში, საცხოვ­რე­ბე­ლი რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით. მათ­თ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა პირ­ვე­ლა­დი ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა;

♦ პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ესა­და­გე­ბა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის გლო­ბა­ლურ მე-4 მი­ზანს — „ინკლუ­ზი­უ­რი და თა­ნას­წო­რი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და უწყ­ვე­ტი სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მ­ნა ყვე­ლა­სათ­ვის“.

 

⇑⇓ ფო­ტო­მა­სა­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო კურ­სე­ბის მუ­შა­ო­ბი­დან:

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები