14 დეკემბერი, შაბათი, 2024

„ბაბი-ნია სანტორინზე“ – სამეცნიერო-სახალისო წიგნი

spot_img

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ისტორიის დოქტორი ლია გულორდავა სამეცნიერო-სახალისო წიგნების შექმნასა და გამოცემაზე მუშაობს. პირველი წიგნი „ბაბი-ნია სანტორინზე“ უკვე გამოცემულია და პოპულარული ენით გადმოგვცემს ორი მხიარული გმირის – ბაბისა და ნიას თავგადასავალს.

ლია გულორდავა: „მოგითხრობთ უძველესი წარმოშობის თვითმყოფად ხალხზე. აღნინული ხალხი მეტყველებდა არაინდოევროპული წარმოშობის წინაბერძნული სიტყვებით, რომლებსაც მრავალრიცხოვანი ლექსიკური თანხვედრა აქვთ ინდოევროპული წარმოშობის ბერძნულთან. ყოველივე ამის ახსნა შეიძლება იმით, რომ ქართველური ტომები ბინადრობდნენ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც შემდგომ ბერძნებმა დაიპყრეს. მაგალითად, ევბეა პელოპონესის მეზობლადაა, ხოლო მაკრიელი, ე.წ. მაკრონები (მეგრელები) გადმოსახლებულნი არიან ევბეიდან; ევბეას კი, ერთ დროს, მაკრისი ერქვა. ეს მხარე აგრეთვე იწოდებოდა პელასგიადაც. მაკრონი კოლხური მოდგმის, დასავლურ-ქართველური წარმოშობის, მეგრელ-ჭან-ლაზთა სატომო სახელს აღნიშნავს. ზემოხსენებული კოლხური ტომები, სხვა პელასგურ ტომებთან ერთად, ხმელთაშუა ზღვისპირეთში იყო გავრცელებული. მაშასადამე, მცირე აზია, კუნძული კრეტა და ხმელთაშუა ზღვის მრავალი სხვა ადგილი წინაელინურპელასგური მოსახლეობის სამკვიდრებელი იყო. კრეტის უძველეს, ე.წ. მინოსურ, მოსახლეობაშიც კოლხურ ტომებს დიდი ადგილი უნდა სჭეროდათ. ფესტოსის დისკოს A-ხაზოვანი წარწერები შესრულებულია ერთი და იმავე ენაზე, რომელიც პროტოქართველურ-კოლხურია. თქვენ აქ გაეცნობით მითოლოგიურ გმირებს, პროტოქართველების ყოფა-ცხოვრებასა და წეს-ჩვეულებებს, ფერადი ილუსტრაციებით. ბაბი-ნიას თავგადასავალი უთუოდ გაგახალისებთ და ცოდნასაც შეგძენთ. აქ თქვენ ნახავთ თემატიკურ ტესტებსაც, რომლებიც წინაბერძნულ და ბერძნულ პერიოდად არის დაყოფილი. აგრეთვე წიგნში წარმოდგენილი ტესტები ეროვნული გამოცდების მოთხოვნის პირობებს, ფაქტობრივი ცოდნის შეძენასთან თუ დამახსოვრებასთან მიმართებაში აბიტურიენტების მოლოდინებს მთლიანად გაამართლებს.

ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბაბი-ნიას თავგადასავლის თხრობას. ყოველი ახალი წიგნი სახალისო, საინტერესო საკითხავი და, მაშასადამე, სასარგებლო იქნება უმცროსი და უფროსი ასაკის, აგრეთვე დაინტერესებულ მკითხველებისთვის. ბაბი-ნიას სამყაროში ბავშვები თვითონ მოიპოვებენ, გაიგებენ, გააანალიზებენ და შეაფასებენ წიგნში აღწერილ ისტორიულ თუ გეოლოგიურ მოვლენებს და მასთან თანამდევ კანონზომიერებებს. მოსწავლეები აქ აცდებიან იმ საფრთხეს, რომელიც მოვლენათა შინაგან მიმართებაში, ისტორიის გათვალისწინების გარეშე, სტატიკის კანონებზე დამყარებული, წონასწორობაში მყოფი, უძრავი ცოდნის დაგროვებას რომ მოჰყვება ხოლმე. ბაბი-ნიას თავგადასავლის სერიით გამოცემულ წიგნებში მოსწავლეები შეძლებენ მიიღონ სტატიკური ცოდნა, შინაგან სამყაროში მიაღწიონ ცვლილებას თითოეული მოვლენისა და ფაქტის მიმართ, თავიანთი დამოკიდებულებით და გააზრების გზით. წიგნი დიფერენცირებულ სწავლებაზეა ორიენტირებული. ოღონდ მსოფლიოს მეცნიერთა კვლევის შედეგები სასწავლო სცენაზეა გამოტანილი მსუბუქი, პოპულარული საბავშვო ენით. იგი ითვალისწინებს აუდიალის, კინესტეტიკის, ვიზუალის, ტაქტილისტისა და სხვა უნარების მქონე მოსწავლეების საჭიროებას. არსებული კურიკულუმი, კუნძულ სანტორინის წინარე და ახალი ისტორიის ასპექტების გამოჩენით, ემსახურება ახსნის გარეშე დიდაქტიკას. იგი უფრო სპირალურია. ჰოდა, როცა სპირალის ბოლოები, პლიუს-მინუსი წრედში იკვრება, მხოლოდ მაშინ გამოყოფს სითბოს. ამ სითბოს გარეშე ცოდნა (პირობითად მინუსი) უძრავია (სტატიკურია). კუნძულის ისტორია ხომ მსოფლიო ისტორიის ნაწილია, მასზე ყურადღების ფოკუსირება ვიწრო სპეციალიზებული სამეცნიერო წრის უპირატესობაა მხოლოდ, ხოლო მეცნიერთა მიღწევების ტემპ-დინამიკაში ჩადება (პირობითად პლუსი) სწავლა-სწავლების პროცესის დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების (ლიტერატურის) შექმნით, ფაქტობრივი, დაზუსტებული ცოდნისა და შემოქმედებითი (თვითმყოფადი), კრეატიული (ბევრი იდეა), კრიტიკული უნარების ამოქმედებით მოსწავლეთა წინსვლას, მათ ბუნებრივად (ძალდატანების გარეშე) ბეჯითობას, მოსწავლეთა საკუთარი სურვილით და აქტიურობით ცოდნის დაწაფებას, ცოდნისადმი წყურვილის გრძნობის ანთებას და შემდეგ მათი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის ასპარეზის გააზრებულად გახსნას ემსახურება. მოზარდში ღირებულებების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს დაზუსტებული უნივერსალური დიზაინი (ფიქრის გარემო), რომელიც აქცევს მას პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად. ის სახელმწიფოებრივ ინტერესებს პირადზე მაღლა დააყენებს ყოველთვის და იგი უკვე სრულფასოვანი მოქალაქე იქნება, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობას ხალისით, თავისი ინიციატივით მოემსახურება“.

გთავაზობთ წიგნის ელექტრონულ ვერსიას, რომლის ჩამოტვირთვა და გაცნობა ყველასთვის ხელსაყრელი იქნება⇓⇓

წიგნის ელექტრონული ვერსიის მისამართია⇓⇓

https://drive.google.com/file/d/1XIvMQhQ5dT01mZgHWR9vzJ5ZteU0Bojk/view?usp=sharing

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები