27 ივლისი, შაბათი, 2024

ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღი კვება

spot_img
ნატალია მანდარია
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი;
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი

 

 

 

ეროვნულ სასწავლო გეგმაში 75-ჯერაა ნახსენები ტერმინი „ჯანსაღი ცხოვრების წესი“. სკოლამ საგნების სწავლა-სწავლების, სასკოლო პროექტების, სპორტული, სახელოვნებო და საკლუბო აქტივობების (მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ჩართულობით) საშუალებით ხელი უნდა შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვას.

როგორც ბიოლოგი, ამ ეტაპზე, მხოლოდ ჯანსაღ კვებას შევეხები, როგორც ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთ განმაპირობებელს. მის მნიშვნელობაზე ყურადღებას ნაკლებად გავამახვილებ. გთავაზობთ საინტერესო აქტივობების ნუსხას, რომელიც გამოადგებათ ბიოლოგიის, ქიმიის, სპორტისა და სხვა საგნის მასწავლებლებსაც.

ჯანსაღი კვება, როგორც საკითხი, ბიოლოგიის პედაგოგებისთვის, მეცხრე კლასში თემის ჯანმრთელობა და გარემო ფარგლებში განიხილება, მაგრამ წარმოგიდგენთ ასევე სხვა საგნებთან მიმართებითაც:

ქიმია – ჯანსაღი და არაჯანსაღი კვების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის შექმნა სახელწოდებით: ქიმიური ელემენტები ჩვენს კვებაში;

ქართული ენა და ლიტერატურა – არგუმენტირებული ესეს შექნა თემაზე „ჭარბი წონა და სიმსუქნე“. შენიშვნა: იგივე თემა, შესაძლოა, გამოიყენოს პირველი და მეორე უცხო ენის პედაგოგებმა;

სპორტი – დისკუსია ან ფოკუს-ჯგუფი ჯანმრთელი კვების შესახებ;

მათემატიკა – დიაგრამების შექმნა საკვების კალორიების მიხედვით;

ფიზიკა – საინფორმაციო ტექსტის მომზადება „კვება და ენერგია“;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – სასწავლო აქტივობათა სერია „საკვები ხელოვნების ნიმუშებში“;

დაწყებით კლასებში – ილუსტრირებული ტექსტების შექმნა კვებასთან დაკავშირებით…

აქვე დავძენ, რომ ესგ-ში ჯანსაღი და არაჯანსაღი კვება ნახსენებია 23-ჯერ, რაც მიგვანიშნებს თემის პოპულარობასა და საჭიროებაზე.

საინტერესო ფაქტია, რომ 1992 წელს აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა კვების პირამიდა, რომელიც მოგვიანებით გადამუშავდა. არსებობს კვების ალტერნატიული ვარიანტიც – ჯანსაღი კვების თეფში.

Food pyramid საინტერესოა თავად ბავშვებისთვის (იხილეთ შემდეგი მისამართის მიხედვით https://www.safefood.net/healthy-eating/guidelines/children )

აღნიშნულ პირამიდაზე მუშაობა შეიძლება საგანთშორისი ინტეგრაციით (ბიოლოგია-უცხო ენა, ბიოლოგია-სპორტი…), მაგრამ, ასევე შესაძლებელია საინტერესო ფაქტების პოპულარული ენით გადმოცემა საკლუბო მუშაობის ან პროექტული სწავლების დროს, კედლის გაზეთის მომზადებისთვის, სასკოლო კონფერენციის ფორმატსა თუ სხვა აქტივობებში.

ავიღოთ სამაგალითოდ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული მინერალი წყალი. სამი ათასამდე მინერალიდან წყალს ყველაზე დიდი მოხმარების სპექტრი აქვს. როგორც ცნობილია, მასზე მეტს მხოლოდ ჰაერს იყენებს ადამიანი. აქტივობების განხორციელებისთვის გამოვიყენოთ თუნდაც ასეთი მიმართულებები:

  • წყალი ზრდის ფიზიკურ ეფექტურობას;
  • წყალი გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციობაზე;
  • წყალი ხელს უწყობს თავის ტკივილის პრევენციას და მკურნალობას;
  • წყალი ყაბზობის თავიდან აცილებაშიც დაგეხმარებათ;
  • ადეკვატური ჰიდრატაცია ამცირებს თირკმელკენჭოვანი დაავადების რეციდივის ალბათობას;
  • წყალი თავიდან გვაცილებს ნაბახუსევს;
  • წყალი ხელს უწყობს წონის კლებას…

ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც ესგ-ის მიერ გამოყოფილი პრიორიტეტული თემა, არ უნდა მოვწყვიტოთ ორგანულ სასწავლო პროცესს და ის არ უნდა იქცეს მოსწავლეთა ღირებულებად. მოსწავლეებს ფაქტობრივ-დეკლარატიული ცოდნის პირობისეულ ცოდნად გარდაქმნა საინტერესო პროცესით შეიძლება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა

https://www.aversi.ge/ka/cnobari/1903/swori-kveba-janmrtelobis-sawindari

https://en.wikipedia.org/wiki/Project-based_learning

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები