24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

კომპლექსური დავალება სოლო ტაქსონომიით თემაზე – ფარდობა, პროპორცია, პროცენტი

spot_img
ნაზი კობახიძე
სსიპ თბილისის №117 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი

 

სწავლება-სწავლის პროცესში კომპლექსური დავალება წარმოადგენს მოსწავლეთა მიერ შეძენილი ცოდნის შემოწმების კარგ ინსტრუმენტს. ასევე, მოსწავლეებს გამოუმუშავებს თემის ფარგლებში შესასრულებელი ამოცანების გადასაჭრელად საჭირო უნარ-ჩვევებს და აძლევს ამ მიმართულებით მდგრად განათლებას.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ყველა მასწავლებელს თავის საგანში ევალება სემესტრში, სულ მცირე, ერთი კომპლექსური დავალების ჩატარება თითოეულ კლასში. დღესდღეობით, არსებობს კომპლექსური დავალებების ბანკი, რაც საშუალებას გვაძლევს, შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი კომპლექსური დავალება. თუმცა, მოგეხსენებათ, კლასი ცოცხალი ორგანიზმია და კლასზე საუბრისას, მისი დახასიათებისა და დონის განსაზღვრისას, ბევრი ნიუანსის გათვალისწინება გვიწევს. ამიტომ, რამდენი განსხვავებული კლასიცაა, შეიძლება ითქვას, იმდენი განსხვავებული შინაარსის, დონისა და გემოვნების კომპლექსური დავალება შეიძლება შეიქმნას.

კომპლექსური დავალების კლასისათვის წარდგენა ხდება შესაბამისი თემის, საკითხის/საკითხების შესწავლის დაწყებისთანავე. კომპლექსურმა დავალებამ უნდა მოახდინოს მოსწავლეთა დაინტერესება, გამოწვევა/პროვოცირება, რომ შემართებით, სიღრმისეულად და მონდომებით დაიწყონ ახალი საკითხების შესწავლა და კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა. კომპლექსური დავალების შინაარსსა და კლასის დონესთან შესაბამისობაზე (სირთულის მხრივ) დამოკიდებულია მოსწავლეთა მოტივაცია და ის, თუ როგორ გაართმევენ თავს შეთავაზებულ დავალებას, რამდენად იქნება ჩვენ მიერ მიწოდებული ცოდნა მათთვის მდგრადი განათლების მიღების საწინდარი.

ყველა ზემოთ მოყვანილი მიზეზების გათვალისწინებით და ეროვნული სასწავლო გეგმის მიერ განსაზღვრული საფეხურის მიზნებიდან გამომდინარე, კომპლექსურ დავალებას დიდი სიფრთხილით ვარჩევ ხოლმე. ბოლო ჯერზე კი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი კლასისათვის უნივერსალური კომპლექსური დავალების შერჩევა კომპლექსური დავალებების ბანკის დახმარებით ვერ შევძელი, გადავწყვიტე თავად შემედგინა ჩემს კლასზე მორგებული კომპლექსური დავალება.

სიამოვნებით გიზიარებთ ჩემ მიერ შექმნილ, გრძელვადიანი სასწავლო მიზნების შესაბამის სასწავლო რესურსს – კომპლექსურ დავალებას საკითხებზე → ფარდობა, პროპორცია, პროცენტი (VII კლასი). ასევე, შემოგთავაზებთ აღნიშნული კომპლექსური დავალების შესაბამის, მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების  ინსტრუმენტს, SOLO ტაქსონიმიას. რესურსი იხილეთ თანდართული ჰიპერბმულების საშუალებით.

რესურსი ბმულზე   კომპლექსური დავალების მატრიცა SOLO ტაქსონიმიით.

რესურსი ბმულზე  კომპლექსური დავალების ბარათი მოსწავლეთათვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები