26 აპრილი, პარასკევი, 2024

თა­ნა­მედ­რო­ვე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სკო­ლის მო­დე­ლი

spot_img

თა­მაზ და­ვი­თა­ძე
სსიპ ბა­თუ­მის №16 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

 

სკო­ლის მარ­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პრინ­ცი­პია, მოს­წავ­ლე­ებს ჩა­მო­ვუ­ყა­ლი­ბოთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა და ცხოვ­რე­ბა­ში ამ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა გა­მო­ყე­ნე­ბის ხერ­ხე­ბი და მე­თო­დე­ბი.

ამ მხრივ, დიდი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­შიც მო­ი­აზ­რე­ბი­ან: მოს­წავ­ლე­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი და სა­თე­მო სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მა­თი ერ­თობ­ლი­ვი შრო­მით, სა­ფუძ­ვე­ლი ეყ­რე­ბა ტო­ლე­რან­ტი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, ხე­ლი შე­უწყოს მოს­წავ­ლე­ებს, რომ მათ გა­უჩ­ნ­დეთ ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მის, სხვი­სი აზ­რის მოს­მე­ნი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის სურ­ვი­ლი.

სკო­ლა­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე ეტაპ­ზე, რო­გორც პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, ასე­ვე სტრა­ტე­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სას, უნ­და გაძ­ლი­ერ­დეს ისე­თი მძლავ­რი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: სკო­ლის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა, მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა, ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბა, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­უ­ლი გა­რე­მო და სხვ. ამ ფაქ­ტორ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მუდ­მი­ვად გა­ნიც­დის ცვლი­ლე­ბებს და არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თა კონ­ტ­როლს. დღეს სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას მუ­შა­ო­ბა უწევს, მეტ-ნაკ­ლე­ბად, დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბულ სის­ტე­მა­ში. სწავ­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრო­ცე­სია. მას­წავ­ლე­ბელს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­გორ უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, მაგ­რამ ყო­ველ მოს­წავ­ლეს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, სა­კუ­თა­რი სწავ­ლის სტი­ლი აქვს. დე­მოკ­რა­ტი­ულ გა­რე­მო­ში მოს­წავ­ლე­ებს მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, აირ­ჩი­ონ, თუ რო­გორ სურთ, ის­წავ­ლონ და აგ­რეთ­ვე, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, აქვთ იმის თა­ვი­სუფ­ლე­ბაც, აირ­ჩი­ონ, რა ის­წავ­ლონ. და­ბალ მოს­წ­რე­ბა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა, რო­დე­საც მოს­წავ­ლეს მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, თა­ვად აირ­ჩი­ოს რა სურს, ის­წავ­ლოს და რო­გორ სურს, ის­წავ­ლოს. მოს­წავ­ლე ამით იაზ­რებს უფ­ლე­ბებ­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბებს.

იმის შე­სა­ფა­სებ­ლად, თუ რამ­დე­ნად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია სკო­ლის მმარ­თ­ვე­ლო­ბა ან რამ­დე­ნად სწორ გზას ად­გას იგი დე­მოკ­რა­ტი­ი­სა­კენ სწრაფ­ვის პრო­ცეს­ში, ჩვენ გა­მოვ­ყა­ვით ოთხი კრი­ტე­რი­უ­მი, ესე­ნია: ა) მმარ­თ­ვე­ლო­ბა; ბ) ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა; გ) ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია და ჩარ­თუ­ლო­ბა; დ) კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, სკო­ლის თვით­გა­მორ­კ­ვე­ვა და მოს­წავ­ლე­ე­ბის დის­ციპ­ლი­ნა.

არას­წო­რი იქ­ნე­ბა იმის მიჩ­ნე­ვა, რომ სკო­ლა, ჩვენ მი­ერ გა­მო­ყო­ფი­ლი რო­მე­ლი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იყოს ან დე­მოკ­რა­ტი­ულ მმარ­თ­ვე­ლო­ბას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­დეს. დე­მოკ­რა­ტი­ას, ძა­ლი­ან ხში­რად, უწო­დე­ბენ გზას და ნე­ბის­მი­ე­რი სკო­ლა, რო­მე­ლიც ამ გზა­ზე სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გარ­კ­ვე­ვას ცდი­ლობს, აუცი­ლებ­ლად აღ­მო­ა­ჩენს, რომ ზო­გი­ერთ სფე­რო­ში იგი საკ­მა­ოდ წინ არის წა­სუ­ლი, ხო­ლო ზო­გი­ერთ სფე­რო­ში მხო­ლოდ გზის და­საწყის­შია. ეს სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვია და უიმე­დო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ უნ­და გახ­დეს! პი­რი­ქით, ჩვენ უნ­და გაგ­ვამ­ხ­ნე­ვოს მიღ­წე­ვებ­მა და წარ­მა­ტე­ბებ­მა და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით შე­ვუდ­გეთ იმ სფე­რო­ე­ბის მო­წეს­რი­გე­ბას, სა­დაც ჯერ კი­დევ ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი გარ­კ­ვე­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იბა­დე­ბა, რო­მელ­საც თა­ვი­სი მრწამ­სი, ენა, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს. ამი­ტომ, სკო­ლამ უნ­და შე­უქ­მ­ნას მო­ზარდს ყვე­ლა პი­რო­ბა, რომ მან თა­ვი იგ­რ­ძ­ნოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლად. არ შე­იძ­ლე­ბა, სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი დავ­ყოთ კა­ნის ფე­რის, რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის, ენის და სხვა ნიშ­ნე­ბით.

რო­დე­საც ადა­მი­ანს თა­ნაბ­რად ეძ­ლე­ვა გან­ვი­თა­რე­ბის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლის შე­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­ცა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი­სა თუ ჯგუ­ფის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და და­ცუ­ლია, მხო­ლოდ მა­ში­ნაა თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი.

სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სია ის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს სას­წავ­ლო-სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბულ მარ­თ­ვას სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გან­საზღ­ვ­რავს მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლე­ბე­ლ-ადმი­ნის­ტ­რა­ცი­ის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბებს, ასე­ვე, სკო­ლა­სა და მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­თა პი­რო­ბებს. სკო­ლის მარ­თ­ვა­ში, სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას, უდი­დე­სი რო­ლი აკის­რია თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბებს.

თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის ძი­რი­თად ფუნ­ქ­ცი­ას უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს ღირ­სე­უ­ლი თა­ო­ბის აღ­ზ­რ­და. არ­სე­ბობს ღირ­სე­ბის ორი სა­ხე: პი­რა­დი და ადა­მი­ა­ნუ­რი. პი­რა­დი ღირ­სე­ბა კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლით მი­იღ­წე­ვა და უღირ­სი, სულ­მ­და­ბა­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სას – ილა­ხე­ბა. ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბა კი, ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია.

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი აღ­ზ­რ­დის ერ­თა­დერ­თი კე­რა სკო­ლაა, რო­მე­ლიც უსაფ­რ­თხო უნ­და იყოს ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის. ასეთ სკო­ლად მე­სა­ხე­ბა, რო­ცა მოს­წავ­ლეს არ ეში­ნია გაკ­ვე­თილ­ზე შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის; რო­ცა შე­უძ­ლია თა­ვი­სი აზ­რის თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხატ­ვა, მსჯე­ლო­ბა, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა. უსაფ­რ­თხო სკო­ლა­ში ბავ­შ­ვი უფ­რო ლა­ღია, ბედ­ნი­ე­რი, ჩარ­თუ­ლია საკ­ლა­სო მუ­შა­ო­ბა­ში, პრო­ექ­ტებ­ში, სპორ­ტულ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თუ შე­მოქ­მე­დე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­ში. სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, უზ­რუნ­ველ­ყოს მო­ზარ­დის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უფ­ლე­ბა – გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა, რომ­ლის ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი მი­ზე­ზე­ბია არას­რულ­წ­ლოვ­ნის და­საქ­მე­ბა და ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა, რაც, თა­ვის მხრივ, პირ­და­პირ კავ­შირ­შია მოს­წავ­ლე­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და გან­ვი­თა­რე­ბას­თან. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სკო­ლას ყო­ველ­დღი­უ­რად აქვს სა­მუ­შაო. ვი­ცით, რომ ადა­მი­ა­ნებს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არა მხო­ლოდ ეთ­ნი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი ნიშ­ნი­თაა გა­მო­ხა­ტუ­ლი, არა­მედ აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბი­თაც. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია, იმ­დე­ნი აზ­რია, მაგ­რამ პა­ტი­ვი უნ­და ვცეთ ყვე­ლას აზრს. ერ­თ­მა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მა, მი­უ­ხე­და­ვად აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბი­სა, დე­მოკ­რა­ტი­ის ერთ-ერ­თი პრინ­ცი­პია.

ამ­რი­გად, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ხერ­ხე­ბი და მე­თო­დე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სკო­ლას, აღ­ზარ­დოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნას გა­მო­ი­ყე­ნებს ცხოვ­რე­ბა­ში – იქ­ნე­ბა ტო­ლე­რან­ტი და პა­ტივს სცემს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რაც დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლია აქამ­დე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები