ეკა ღვინიაშვილი
სსიპ თბილისის №82 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი, „კატოს სკოლის“ დამფუძნებელი
მეგობრებო, ეს იქნება ამ ციკლის ბოლო სტატია…
უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს. მიხარია, ოდნავ მაინც თუ დაგეხმარეთ. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს გამოცდილება.
აქტივობა 1. ტექსტზე მუშაობა
სახლი
ჩიტს ბუდე აქვს,
დათვს – ბუნაგი,
ციყვს – ფუღურო,
თაგვს კი – სორო.
ყველა თავის
ბინას აგებს,
ყველა თავის
სახლში ცხოვრობს.
ლოკოკინას
აქვს ნიჟარა,
კუს – ბაკანი,
როგორც რკინა.
ზურგით დააქვთ
შარა-შარა
სახლი კუს და
ლოკოკინას.
ყველას თავის
სახლი უყვარს.
რა ჯობია,
როცა დაღლილს
გელოდება
შენი კერა,
გელოდება
შენი სახლი.
ავტორი – ვასო გულეური
- წაიკითხე ლექსი და შემოხაზე უცხო სიტყვები.
- შენ როგორ სახლში ცხოვრობ?
ა)
ბ)
- დააკავშირე ვინ სად ცხოვრობს
ჩიტი სორო
დათვი ბუდე
ციყვი გუბე
თაგვი ბუნაგი
ბაყაყი წყალი
თევზი ფუღურო
- დააკავშირე ვინ სად ცხოვრობს
- ა) დახატე შენი სახლი;
ბ) აღწერე როგორია შენი სახლი.
აქტივობა 2. ასოციაციები
ანბანის ასო-ბგერის ჩაწერა, კონკრეტულ ასოზე დაწყებული სიტყვის დასახელება.
თქვენ შეგიძლიათ ანბანის ის ასო-ბგერა შეარჩიოთ, რომელზეც ამჟამად მუშაობთ.
აქტივობა 3.
ეს სახალისო აქტივობა რიცხვების გამეორებასა და სწავლაში დაგვეხმარება.
ბავშვები დააკავშირებენ რიცხვებს თანმიმდევრულად, დაასახელებენ, გამოიცნობენ რა ცხოველი გამოვიდა და შემდეგ გააფერადებენ.
აქტივობა 4. „ნაკვალევი“
ახალი ლექსიკური ერთეულების ათვისება ჩვენი მოსწავლეებისთვის მუდამ პრიორიტეტულია. დღეს ვისწავლოთ სიტყვა „ნაკვალევი“ და „ნაფეხური“.
ჯერ ვასახელებთ ცხოველებს და ფრინველებს. შეიძლება აქაც იყოს სიახლე.
ინსტრუქცია: შენი აზრით, როგორ ნაკვალევს დატოვებდა ეს ფრინველი? მოდი დავაკავშიროთ.
ამ ორი სიტყვის შინაარსის უკეთ გასაგებად კიდევ ერთ პრაქტიკულ აქტივობას გთავაზობთ.
ამისთვის დაგჭირდებათ, თქვენ წარმოიდგინეთ და, ჩვეულებრივი ფქვილი (შეიძლება მანანის ბურღული)!
რესურსოთახში, იატაკზე, მიმოფანტეთ ფქვილი და შემდეგ გაიაროს ყველა მოსწავლემ.
P.S. დალაგებაც არ დაგვეზაროს.
აქტივობა 5.
ეს ახალი აქტივობაა, მე მგონი სახალისოა და ჩვენს მოსწავლეებს
საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში დაეხმარება.
ინსტრუქცია:
შემოხაზე შესაბამისი ფერით
მწვანით – შემიძლია;
წითლით – არ შემიძლია;
ყვითლით – მომავალში შევძლებ.
⇓⇑ თუ თვლით, რომ ეს აქტივობები გამოგადგებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, რათა მათთან მუშაობა უფრო ნაყოფიერი და საინტერესო იყოს, მომწერეთ სპეციალური მასწავლებლის ბლოგზე და გამოგიგზავნით ამოსაბეჭდ ვერსიას!