23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში – 2023

spot_img

20 აპ­რილს, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნულ­მა სამ­სა­ხურ­მა „ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის გა­მოკ­ვ­ლე­ვა“ გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით ჩა­ა­ტა­რა. კვლე­ვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის მრა­ვა­ლი გან­ზო­მი­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, კითხ­ვა­რი 6 მო­დუ­ლის­გან შედგე­ბო­და: გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა; კვე­ბა სას­კო­ლო სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში; ჯან­დაც­ვის ხელ­მი­საწვ­დო­მო­ბა; აღ­ზ­რ­დის ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბი; მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სი და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა; ფუნ­ქცი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი და შშმ ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი სტიგ­მის შე­სა­ხებ აღ­ქ­მე­ბი.

კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ნი­საზღ­ვ­რა ბავ­შ­ვის კე­თილ­დღე­ო­ბის მრა­ვა­ლინ­დი­კა­ტო­რი­ა­ნი სა­ზო­მი – ბავ­შ­ვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის ინ­დექ­სი. ბავ­შ­ვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სი გუ­ლის­ხ­მობს ოჯა­ხის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის არ­ქო­ნას, რაც არ აძ­ლევს ოჯახს სა­შუ­ა­ლე­ბას, უზ­რუნ­ველ­ყოს ბავ­შ­ვი მი­სი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის მი­ნი­მა­ლუ­რად აუცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით (საკ­ვე­ბი, ტან­საც­მე­ლი, ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი წიგ­ნე­ბი, სა­თა­მა­შო­ე­ბი, გარ­თო­ბა, მე­გობ­რებ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუ სხვა). 16 სა­ჭი­რო­ე­ბი­დან, სულ მცი­რე, სა­მის და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის წი­ლი გან­საზღ­ვ­რავს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის ინ­დექსს. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის გა­მოკ­ვ­ლე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და. იგი იძ­ლე­ვა ბავ­შ­ვის კე­თილდ­ღე­ო­ბის უფ­რო ფარ­თო გა­აზ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, ვიდ­რე აბ­სო­ლუ­ტუ­რი (მო­ნე­ტა­რუ­ლი) სი­ღა­რი­ბე და მო­ი­ცავს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას არა მარ­ტო პირ­ვე­ლად სა­ბა­ზი­სო სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, არა­მედ ბავ­შ­ვის ბიო-ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ ელე­მენ­ტებ­ზე. „ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის გა­მოკ­ვ­ლე­ვის“ შე­დე­გე­ბი გვაჩ­ვე­ნებს, რომ  მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სი აღი­ნიშ­ნე­ბა ბავ­შ­ვე­ბის 37.8%-ში და გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ქა­ლა­ქი/სოფ­ლი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით.

„ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის გა­მოკ­ვ­ლე­ვა“ მი­უ­თი­თებს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მაცხოვ­რე­ბელ ბავ­შ­ვ­თა 5.8%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა რო­მე­ლი­მე ფორ­მის ფუნ­ქ­ცი­უ­რი სირ­თუ­ლე, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უზღუ­დავს მათ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას. მათ­გან, შშმ პი­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი აქვს ბავ­შ­ვე­ბის12.6%-ს. ამის ერ­თი მი­ზე­ზი ის არის, რომ, ამ დრომ­დე, შშმ პი­რის სტა­ტუ­სის დად­გე­ნა კვლავ სა­მე­დი­ცი­ნო მო­დელ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ხდე­ბა, სა­დაც არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ფუნ­ქ­ცი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი და შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი ას­პექ­ტე­ბი. ფუნ­ქ­ცი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი უფ­რო ხში­რია 5-17 წლის ბავ­შ­ვებ­ში (6.5%), ვიდ­რე 2-4 წლის (1.8%); მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­ში ფუნ­ქ­ცი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის ქო­ნის ალ­ბა­თო­ბა (10.5%) ოთხ­ჯერ მე­ტია, ვიდ­რე სხვა ბავ­შ­ვებ­ში (2.8%).

დღეს ყუ­რადღე­ბას შე­ვა­ჩე­რებთ ორ მო­დულ­ზე და უფ­რო დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლავთ – გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა და კვე­ბა სას­კო­ლო სა­ა­თებ­ში.

⇑⇓ გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა

„ბავ­შ­ვის კე­თილ­დღე­ო­ბის გა­მოკ­ვ­ლე­ვის“ სექ­ცი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­დი­ო­და შე­კითხ­ვე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც იზო­მე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი ტი­პე­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მა­სა­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა და მი­ღე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბა. ამ გა­მოკ­ვ­ლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის წი­ნა სას­წავ­ლო წელს (2021-2022), სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის 68.5% და­დი­ო­და სა­ჯა­რო სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში და 3.8% და­დი­ო­და კერ­ძო სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში. ბავ­შ­ვე­ბის 21.6% არ და­დი­ო­და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლე­ბელ­ში ოჯა­ხის არ­ჩე­ვა­ნის გა­მო, ხო­ლო 6.2% ვერ და­დი­ო­და სხვა­დას­ხ­ვა ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი პი­რო­ბის არ­სე­ბო­ბის გა­მო. სა­ერ­თო ჯამ­ში, სკო­ლამ­დელ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ბავ­შ­ვე­ბის სი­ა­რუ­ლის დო­ნე ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა MICS 2018-ში და­ფიქ­სი­რე­ბულ შე­სა­ბა­მის დო­ნეს. ამის ყვე­ლა­ზე სა­ვა­რა­უ­დო ახ­ს­ნა არის COVID-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მია – მა­შინ, რო­დე­საც სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა 2021 წლი­დან ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და, ბევ­რი მშო­ბე­ლი, და­ინ­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, თავს იკა­ვებ­და ბავ­შ­ვის ბაღ­ში გაგ­ზავ­ნის­გან. მე­ტიც, სოფ­ლად მაცხოვ­რე­ბელ ბავ­შ­ვებს, შვიდ­ზე მე­ტი ალ­ბა­თო­ბით, არ მი­უწ­ვ­დე­ბათ ხე­ლი სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ვიდ­რე ქა­ლაქ­ში მაცხოვ­რე­ბელ ბავ­შ­ვებს.

წი­ნა წლე­ბის მსგავ­სად, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ში დიდ განს­ხ­ვა­ვე­ბას ვამ­ჩ­ნევთ ქა­ლა­ქი­სა და სოფ­ლის ტი­პის და­სახ­ლე­ბებს შო­რის. ქა­ლა­ქის ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში ბავ­შ­ვე­ბის 73.6% და­დის სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ჯა­რო და 5.8% – კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი სოფ­ლად – 61.7% და 1.1%. სოფ­ლად მაცხოვ­რე­ბელ ბავ­შ­ვებს, შვიდ­ზე მე­ტი ალ­ბა­თო­ბით, არ მი­უწ­ვ­დე­ბათ ხე­ლი სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ვიდ­რე ქა­ლაქ­ში მაცხოვ­რე­ბელ ბავ­შ­ვებს. სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი გავ­ლე­ნას ახ­დენს ქა­ლაქ­ში მაცხოვ­რე­ბე­ლი ბავ­შ­ვე­ბის 1.5%-სა და სოფ­ლად მაცხოვ­რე­ბე­ლი ბავ­შ­ვე­ბის 12.4%-ზე. ამ მხრივ, სქე­სის ჭრილ­ში, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი უფ­რო მცი­რეა – ბა­რი­ე­რე­ბი აქვს გო­გო­ე­ბის 8.5%-ს და ბი­ჭე­ბის 4.3%-ს.

სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხე­ლის შემ­შ­ლელ ფაქ­ტო­რებს შო­რის, ყვე­ლა­ზე ხში­რად, და­სა­ხელ­და უბან­ში ან სოფ­ლად ამ­გ­ვა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბა (44%). შემ­თხ­ვე­ვე­ბის 15.3%-ში ნახ­სე­ნე­ბი იყო მო­საც­დელ სი­ა­ში ჩა­წე­რა, ხო­ლო 15%-ში – პან­დე­მია. შემ­თხ­ვე­ვე­ბის 17%-ში აღი­ნიშ­ნა სხვა მი­ზე­ზი, მა­გა­ლი­თად: „მშო­ბელს არ აქვს ბავ­შ­ვის სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში წა­საყ­ვა­ნი დრო“.

მა­ღა­ლია გა­ნათ­ლე­ბის მომ­წო­დებ­ლე­ბით მშობ­ლე­ბის/ოჯა­ხის წევ­რე­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბა. სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის 66.8 პრო­ცენ­ტის მშობ­ლე­ბი/ოჯა­ხის წევ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ კმა­ყო­ფი­ლი არი­ან მა­თი შვი­ლე­ბის მი­ერ სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბით და ბავ­შ­ვე­ბის 12.9%-ის მშობ­ლე­ბი/ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი არი­ან. ბავ­შ­ვე­ბის 15.9%-ის მშობ­ლე­ბი/ოჯა­ხის წევ­რე­ბი თა­ვი­ანთ კმა­ყო­ფი­ლე­ბას ნე­იტ­რა­ლუ­რად აფა­სე­ბენ, ხო­ლო 4%-ის მშობ­ლე­ბი/ოჯა­ხის წევ­რე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლო ან ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლო არი­ან.

ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გარ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­დი ხნის და ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ტრა­დი­ციაა კერ­ძო მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის ბავ­შ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად. მე­ტიც, ასე­ვე ფარ­თოდ მი­ღე­ბუ­ლი აზ­რია, რომ ბავ­შ­ვის გა­ნათ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის არ­სე­ბი­თი ნა­წი­ლია კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, „ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის გა­მოკ­ვ­ლე­ვა­ში“ ასე­ვე შე­დი­ო­და შე­კითხ­ვე­ბი გა­ნათ­ლე­ბის ამ ფორ­მე­ბის ხე­ლ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ზე.

შე­დე­გე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მაცხოვ­რე­ბე­ლი 6-17 წლის ასა­კის თით­ქ­მის ყო­ველ მე­ხუ­თე ბავშვს (18.8%) ჰყავს კერ­ძო მას­წავ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ბავ­შ­ვე­ბის ზუს­ტად იგი­ვე წი­ლი, მი­უ­ხე­და­ვად სურ­ვი­ლი­სა, ვერ ახერ­ხებს ამას. ამ კუთხი­თაც აღი­ნიშ­ნა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი ბავ­შ­ვე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფებს შო­რის. კერ­ძო მას­წავ­ლებ­ლის ყო­ლის ალ­ბა­თო­ბა ორ­ჯერ და მე­ტად ნაკ­ლე­ბია სოფ­ლად მაცხოვ­რე­ბე­ლი ბავ­შ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში (11.6%), ვიდ­რე ქა­ლაქ­ში (23.6%). კერ­ძო მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­ტი ალ­ბა­თო­ბით ჰყავთ გო­გო­ებს (22.2%), ვიდ­რე ბი­ჭებს (16.1%). ბავ­შ­ვებს, ვი­საც არ აქვს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სი, სამ­ჯერ და მე­ტად მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა აქვთ, ჰყავ­დეთ კერ­ძო მას­წავ­ლე­ბე­ლი (25.3%), ვიდ­რე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შ­ვებს (9.3%). ფუნ­ქ­ცი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის არ­მ­ქო­ნე ბავ­შ­ვებ­ში კერ­ძო მას­წავ­ლებ­ლის ყო­ლის ალ­ბა­თო­ბა თით­ქ­მის სამ­ჯერ მე­ტია (19.6%), ვიდ­რე ფუნ­ქ­ცი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­ში (6.9%). კერ­ძო მას­წავ­ლებ­ლის არ­ყო­ლის მთა­ვარ მი­ზე­ზად, ყვე­ლა­ზე ხში­რად, და­სა­ხელ­და სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის უუნა­რო­ბა – შემ­თხ­ვე­ვე­ბის 87.9%-ში.

ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბა­ზე სი­ა­რუ­ლი, რო­გო­რი­ცაა მუ­სი­კა, ცეკ­ვა და ხატ­ვა, 6-17 წლის ბავ­შ­ვებ­ში ძა­ლი­ან და­ბა­ლია – 12.2%. ამ­გ­ვარ წრე­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი აქვს თით­ქ­მის ორ­ჯერ მეტ ბავშვს (23.9%), მაგ­რამ ვერ ახერ­ხებს ამას. ხე­ლოვ­ნე­ბის კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დია გო­გო­ებ­ში (32.6%), ასე­ვე, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შვებ­ში (32.7%). თუმ­ცა, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ში გო­გო­ე­ბი ორ­ჯერ უფ­რო მე­ტი ალ­ბა­თო­ბით არი­ან ჩარ­თუ­ლი (18.3%), ვიდ­რე ბი­ჭე­ბი (7.4%). ყვე­ლა­ზე ხში­რად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ არ არი­ან ბავ­შვე­ბი ჩარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ში, არის გა­დახ­დის უუნა­რო­ბა (63.7%) და საცხოვ­რე­ბელ­თან ახ­ლოს ამ­გ­ვა­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის არარ­სე­ბო­ბა (22.8%).

აგ­რეთ­ვე, 6-17 წლის ბავ­შ­ვე­ბის და­ბა­ლი წი­ლი – მხო­ლოდ 13.8%-ია ჩარ­თუ­ლი სპორ­ტის კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ში. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ბა­ლია სოფ­ლად მაცხოვ­რე­ბე­ლი ბავ­შ­ვე­ბის (7.5%), გო­გო­ე­ბის (5.5%) და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის (6%) შემ­თხ­ვე­ვა­ში. ამა­ვე დროს, სპორ­ტის კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ზე მოთხოვ­ნა მა­ღა­ლია და მშობ­ლე­ბის/ოჯა­ხის წევ­რე­ბის 25.3% აცხა­დებს, რომ მათ ბავშვს სურ­და, მაგ­რამ არ შე­ეძ­ლო სპორ­ტის კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ბა­რი­ე­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის (39.8%) და ფუნ­ქ­ცი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის (42.5%) შემ­თხ­ვე­ვა­ში. ყვე­ლა­ზე ხში­რად ნახ­სე­ნე­ბი ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბია გა­დახ­დის უუნა­რო­ბა (69.9%) და საცხოვ­რებ­ლის სი­ახ­ლო­ვეს შე­სა­ბა­მი­სი სას­პორ­ტო კლა­სე­ბის არარ­სე­ბო­ბა (21.8%).

„ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის გა­მოკ­ვ­ლე­ვა­ში“ ასე­ვე შე­სუ­ლი იყო კითხ­ვე­ბი ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მა­სა­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის შე­სა­ხებ (სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მოკ­ლე­ბით). ამ მხრივ და­ნაკ­ლი­სი მა­ღა­ლია, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც ჩანს, ბავ­შ­ვე­ბის 45.3%-ს არ აქვს მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი სულ მცი­რე ერ­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მა­სა­ლა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ქა­ლა­ქი/სოფ­ლის ჭრილ­ში უთა­ნას­წო­რო­ბა კი­დევ უფ­რო დი­დია. ასე­ვე, დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მა­სა­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის კუთხით ფუნ­ქ­ცი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე (60.1%) და ამ­გ­ვა­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის არ­მ­ქო­ნე (44.4%) ბავ­შ­ვებს შო­რის. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცე­მი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა და­ფიქ­სირ­და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე და არ­მ­ქო­ნე ბავ­შ­ვებს შო­რის – მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ყო­ვე­ლი ოთხი ბავ­შ­ვი­დან სამს (74.9%) არ გა­აჩ­ნია მის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი რა­ი­მე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მა­სა­ლა, ხო­ლო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის არ­მ­ქო­ნე ბავ­შ­ვებ­ში ეს მდგო­მა­რე­ო­ბა, ყო­ვე­ლი ოთხი­დან, მხო­ლოდ ერ­თი ბავ­შ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­შია (25.5%).

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მა­სა­ლა, რა­ზეც ბავ­შ­ვებს ყვე­ლა­ზე ხში­რად არ მი­უწ­ვ­დე­ბათ ხე­ლი, არის „ლეპ­ტო­პი“/კომ­პი­უ­ტე­რი (29.1%), შემ­დეგ მო­დის წიგ­ნე­ბი (16.5%), სა­ხა­ტა­ვი მა­სა­ლე­ბი (18.5%) და სა­მუ­სი­კო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი (10%). თუმ­ცა, ამ მხრივ საგ­რ­ძ­ნო­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბია ბავ­შ­ვე­ბის ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებს შო­რის. მა­გა­ლი­თად, 3-5 წლის ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის 18.5%-ს არ აქვს სა­ხა­ტა­ვი მა­სა­ლე­ბი, ხო­ლო 6-17 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 7.9%-ია. ამის სა­პი­რის­პი­როდ, 6-17 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი ბავ­შ­ვე­ბის 32%-ს არ აქვს ლეპ­ტო­პი/პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი, ხო­ლო ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 3-5 წლის ასა­კობ­რი­ვი ჯგუფ­ში შე­მა­ვალ ბავ­შ­ვებ­ში 13.6%-ია. ეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი, დიდ­წი­ლად, ასა­ხავს ბავ­შ­ვე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ტე­რე­სებს ად­რე­ულ და უფ­რო მოზ­რ­დილ ასაკ­ში.

⇑⇓ კვე­ბა სას­კო­ლო სა­ა­თებ­ში

დღის მან­ძილ­ზე რე­გუ­ლა­რუ­ლად კვე­ბა ჯან­სა­ღი კვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით – ბავ­შ­ვებ­ში. ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს სკო­ლა­ში ბავ­შ­ვის კვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მა. სას­კო­ლო სა­ა­თებ­ში ბავ­შ­ვის კვე­ბის შე­სა­ხებ მო­ცე­მულ კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი ამ სპე­ცი­ა­ლუ­რი ნა­წი­ლის მი­ზა­ნია ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი­სა და ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გა­სა­გე­ბად. შე­დე­გე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა, ვი­ნა­ი­დან სას­კო­ლო სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად, იკ­ვე­ბე­ბა ბავ­შ­ვე­ბის ერთ მე­ოთხედ­ზე ოდ­ნავ მე­ტი (27%). კი­დევ უფ­რო შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ ბავ­შ­ვე­ბის მე­სა­მედ­ზე მე­ტი (34.9%) არას­დ­როს იკ­ვე­ბე­ბა სას­კო­ლო სა­ა­თე­ბის პე­რი­ოდ­ში. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­ში ბევ­რად უფ­რო დი­დია ალ­ბა­თო­ბა, რომ ისი­ნი არას­დ­როს იკ­ვე­ბე­ბი­ან სას­კო­ლო სა­ა­თებ­ში (44.9%), ვიდ­რე ბავ­შ­ვებ­ში, ვი­საც არ გა­აჩ­ნია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სი (28.4%).

მი­ზე­ზე­ბი, თუ რა­ტომ არ იკ­ვე­ბე­ბი­ან ბავ­შ­ვე­ბი სას­კო­ლო სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია ქა­ლა­ქის/სოფ­ლის მი­ხედ­ვით. სოფ­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მი­ზე­ზია სკო­ლა­ში ან ახ­ლომ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საკ­ვე­ბის შე­ძე­ნის შე­უძ­ლებ­ლო­ბა. ეს მი­ზე­ზი და­ფიქ­სირ­და იმ შემ­თხ­ვე­ვე­ბის 47.9%-ში, რო­დე­საც ბავ­შ­ვე­ბი არ იღე­ბენ საკ­ვებს სას­კო­ლო სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ქა­ლა­ქის ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში საკ­ვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი არარ­სე­ბო­ბა სკო­ლა­ში ან მის სი­ახ­ლო­ვეს უფ­რო იშ­ვი­ა­თია (28%), მაგ­რამ უფ­რო ხში­რად გვხვდე­ბა შემ­დე­გი მი­ზე­ზე­ბი: არ აქვთ ფუ­ლი საკ­ვე­ბის სა­ყიდ­ლად ან წა­სა­ხემ­სებ­ლის გა­სა­ტა­ნებ­ლად (24.1%) და მშობ­ლებს ეჭ­ვი ეპა­რე­ბათ ნა­ყი­დი საკ­ვე­ბის ხა­რის­ხ­ში (14.2%). უფ­რო თვალ­ში­სა­ცე­მი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა და­ფიქ­სირ­და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე და არ­მ­ქო­ნე ბავ­შ­ვებს შო­რის: სკო­ლა­ში საკ­ვე­ბის სა­ყიდ­ლად ან გამ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის სახ­ლი­დან წა­სა­ღე­ბად არა­საკ­მა­რი­სი თან­ხა შე­ად­გენს 37.7 პრო­ცენტს იმ მი­ზე­ზებს შო­რის, თუ რა­ტომ ვერ იკ­ვე­ბე­ბი­ან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლის პე­რი­ოდ­ში, ხო­ლო იმა­ვე მი­ზე­ზით სას­კო­ლო სა­ა­თებ­ში საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას ტო­ვებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის არ­მ­ქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის 3.3%.

„ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის გა­მოკ­ვ­ლე­ვა­ში“ მო­ნა­წი­ლე რეს­პონ­დენ­ტებს ასე­ვე ეკითხე­ბოდ­ნენ, უნ­და კვე­ბავ­დეს თუ არა ბავშვს სკო­ლა. სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლე­ბის/ოჯა­ხის წევ­რე­ბის დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ კითხ­ვა­ზე და­დე­ბი­თად პა­სუ­ხობს (83.2%). სკო­ლის მი­ერ საკ­ვე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ცო­ტა უფ­რო მე­ტად ემ­ხ­რო­ბი­ან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე (85.7%) და სოფ­ლად მაცხოვ­რე­ბე­ლი (85.8%) ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლე­ბი/ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ვიდ­რე ისი­ნი, ვი­სი შვი­ლე­ბიც არ არი­ან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე (81.5%) და ცხოვ­რო­ბენ ქა­ლაქ­ში (79.9%). ამ სა­კითხ­ზე მო­საზ­რე­ბებ­ში ყვე­ლა­ზე დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა გა­მოვ­ლინ­და სა­ჯა­რო (83.6%) და კერ­ძო (71%) სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლებს შო­რის.

რეს­პონ­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას (74.2%) სურს, გა­და­ი­ხა­დოს თან­ხა სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მებ­ში, თუ­კი ეს თან­ხა მათ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა (დი­აგ­რა­მა 7.4). რეს­პონ­დენ­ტე­ბის 10.3 პრო­ცენ­ტ­მა გა­ნაცხა­და, რომ მათ არ შე­უძ­ლი­ათ ამ თან­ხის გა­დახ­და, ხო­ლო კი­დევ 12.5% ფიქ­რობს, რომ სკო­ლა ბავშვს უფა­სოდ უნ­და კვე­ბავ­დეს. ეს პა­სუ­ხე­ბი ძა­ლი­ან მსგავ­სია ქა­ლაქ­სა და სოფ­ლად.

⇑⇓ ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი:

ბავ­შ­ვე­ბის 37.8%-ს, 16 სა­ჭი­რო­ე­ბი­დან, აქვს სა­მის ან მე­ტის და­ნაკ­ლი­სი. და­ნაკ­ლი­სის დო­ნე საგ­რ­ძ­ნობ­ლად მა­ღა­ლია სოფ­ლად (47.1%), ვიდ­რე ქა­ლაქ­ში (31.2%).

ოჯა­ხის სო­ციო-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის შემ­წე­ო­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან ეს დახ­მა­რე­ბა ფა­რავს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის 53%-ს და ამ და­ნაკ­ლი­სის არ­მ­ქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის 9.9%-ს. თუმ­ცა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის ოჯა­ხებს ხში­რად სჭირ­დე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი დახ­მა­რე­ბაც. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შ­ვი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის 15.5%-მა, ამ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბამ­დე, 12 თვის პე­რი­ოდ­ში, გა­ნაცხა­დი გა­ა­კე­თა რა­მე სა­ხის დახ­მა­რე­ბა­ზე, თუმ­ცა მა­თი გა­ნაცხა­დე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­და.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მაცხოვ­რე­ბე­ლი 2-17 წლის ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის 5.8%-ს აქვს რა­ი­მე სა­ხის ფუნ­ქ­ცი­უ­რი სირ­თუ­ლე. თუმ­ცა, მათ­გან მხო­ლოდ 12.6%-ს აქვს ოფი­ცი­ა­ლუ­რად შშმ პი­რის სტა­ტუ­სი. ამის მი­ნი­მუმ ორი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს: პირ­ვე­ლი, შშმ პი­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი, ჯერ კი­დევ, მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო დი­აგ­ნო­ზის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ე­ნი­ჭე­ბა. მე­ო­რე, მშობ­ლე­ბის/ოჯა­ხის წევ­რე­ბის საგ­რ­ძ­ნო­ბი ნა­წი­ლი (26.2%) თვლის, რომ ბავ­შ­ვის შშმ პი­რის სტა­ტუ­სი სტიგ­მას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ამ მი­ზეზ­მა, შე­საძ­ლოა, გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნოს მათ ბავ­შ­ვის­თ­ვის შშმ პი­რის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა.

6-17 წლის ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის 1.6% არ არის სკო­ლა­ში, მათ­გან 1.3% – არ არის სა­კუ­თა­რი ნე­ბით და 0.3% ვერ ახერ­ხებს სკო­ლა­ში სი­ა­რულს რა­მე ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რის გა­მო.

სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მიღ­მაა შე­სა­ბა­მი­სი ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის 27.8%. მათ­გან, ბავ­შ­ვე­ბის 21.6% სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში არ და­დი­ო­და მშობ­ლე­ბის სურ­ვი­ლით და 6.2% (სოფ­ლად – 12.4% და ქა­ლაქ­ში – 1.1%) – არ­სე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის გა­მო. სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ძი­რი­თა­დი ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბია სა­ბავ­შვო ბა­ღის არარ­სე­ბო­ბა საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის სი­ახ­ლო­ვეს და ბავ­შ­ვის მო­საც­დელ სი­ა­ში ჩას­მა.

ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხით კმა­ყო­ფი­ლე­ბის დო­ნე ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. სა­ბავ­შვო ბაღ­ში მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის 93.6%-ის მშობ­ლე­ბი/ოჯა­ხის წევ­რე­ბი კმა­ყო­ფი­ლი არი­ან სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხით. ამის მსგავ­სად, სკო­ლა­ში მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის 79.7%-ის მშობ­ლე­ბი/ოჯა­ხის წევ­რე­ბი კმა­ყო­ფი­ლი არი­ან სკო­ლის მი­ერ მი­ცე­მუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხით.

შე­და­რე­ბით შეზღუ­დუ­ლია არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა. სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის 18.8%-ს ჰყავს კერ­ძო მას­წავ­ლე­ბე­ლი, 12.2% ჩარ­თუ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბის კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ში და 13.8% – სპორ­ტის კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ში. ამა­ვე დროს, ბავ­შ­ვე­ბის 18.8% ისურ­ვებ­და, ჰყავ­დეს კერ­ძო მას­წავ­ლე­ბე­ლი, 23.9% ისურ­ვებ­და, იაროს ხე­ლოვ­ნე­ბის კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ზე და 25.3% ისურ­ვებ­და, ჩარ­თუ­ლი იყოს სპორ­ტის კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ში, მაგ­რამ ვერ ახერ­ხე­ბენ ამას, ძი­რი­თა­დად ფი­ნან­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბი­სა და მა­თი საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის სი­ახ­ლო­ვეს ამ­გ­ვა­რი წრე­ე­ბის არარ­სე­ბო­ბის გა­მო.

ასე­ვე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მა­სა­ლე­ბის (სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გარ­და) ნაკ­ლე­ბო­ბა: ფუ­ლის არ­ქო­ნის გა­მო ბავ­შ­ვე­ბის 45.3%-ს არ აქვს მის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი, სულ მცი­რე, ერ­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მა­სა­ლა. ყვე­ლა­ზე ხში­რად, ბავ­შ­ვებს არ აქვთ: ლეპ­ტო­პი/კომ­პი­უ­ტე­რი, წიგ­ნე­ბი, სა­ხა­ტა­ვი მა­სა­ლე­ბი და სა­მუ­სი­კო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი.

ბავ­შ­ვე­ბის ერთ მე­ოთხედ­ზე ოდ­ნავ მე­ტი (27%), ყო­ველ­დღი­უ­რად, იღებს სკო­ლა­ში საკ­ვებს, ხო­ლო 34.9% არას­დ­როს იკ­ვე­ბე­ბა სკო­ლის პე­რი­ოდ­ში. სკო­ლა­ში საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბია საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტის არარ­სე­ბო­ბა სკო­ლის სი­ახ­ლო­ვეს (ეს მი­ზე­ზი და­სა­ხელ­და იმ შემ­თხ­ვე­ვე­ბის 36.4%-ში, რო­დე­საც ბავ­შ­ვი არ იკ­ვე­ბე­ბა სკო­ლის პე­რი­ოდ­ში) და ფუ­ლის არ­ქო­ნა (20.6%). მშობ­ლე­ბის/ოჯა­ხის წევ­რე­ბის 83.2% თვლის, რომ სკო­ლამ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს ბავ­შ­ვის კვე­ბა და მათ­გან 74.2%-ს აქვს სურ­ვი­ლი, გა­და­ი­ხა­დოს ამა­ში თან­ხა, თუ ფა­სე­ბი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა.

ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სა­ყო­ველ­თაო დაზღ­ვე­ვის პროგ­რა­მა ბავ­შ­ვე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მთა­ვა­რი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლია. ამ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბამ­დე, 12 თვის პე­რი­ოდ­ში, აღ­ნიშ­ნულ­მა პროგ­რა­მამ სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ და­ა­ფი­ნან­სა ბავ­შ­ვე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის 68%. თუმ­ცა, შემ­თხ­ვე­ვე­ბის 50.8%-ში, ოჯა­ხებ­მა ასე­ვე გა­და­ი­ხა­დეს სრუ­ლი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი თან­ხა. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ბავ­შ­ვე­ბის 12%-მა ვერ შეძ­ლო, სულ მცი­რე, ერ­თი სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა და 4.9%-მა ვერ მი­ი­ღო სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტი. რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის, ასე­ვე მე­დი­კა­მენ­ტის არ­მი­ღე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იყო ფუ­ლის არ­ქო­ნა (82.4% და 98.8%, შე­სა­ბა­მი­სად).

რეს­პო­ნდენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, 1-17 წლის ბავ­შ­ვე­ბის 62.5%-ში, აღ­ზ­რ­დის მე­თო­დად არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი ფორ­მე­ბი იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ბავ­შ­ვე­ბის 29.4%-ზე გავ­რ­ცელ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აგ­რე­სია და 4.8%-ზე – ფი­ზი­კუ­რი დას­ჯა (0.1%-ში ეს იყო სას­ტი­კი ფი­ზი­კუ­რი დას­ჯა).

ამ­გ­ვა­რად, ბავ­შ­ვის კე­თილ­დღე­ო­ბის ყვე­ლა ას­პექ­ტის მი­ხედ­ვით, კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლიზ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა უთა­ნას­წო­რო­ბე­ბი ბავ­შ­ვე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფებს შო­რის. სქე­სი, და­სახ­ლე­ბის ტი­პი – ქა­ლა­ქი/სო­ფე­ლი და შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ­ნამ­დ­ვი­ლად ახ­დენს გავ­ლე­ნას ზო­გი­ერთ მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ბავ­შ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ზე. თუმ­ცა, ამ მხრივ ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი ფაქ­ტო­რი არის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სი. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შ­ვებს ბავ­შ­ვის კე­თილ­დღე­ო­ბის ყვე­ლა პა­რა­მეტ­რ­ში ყვე­ლა­ზე ცუ­დი შე­ფა­სე­ბე­ბი აქვთ და ზოგ ას­პექ­ტ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მია. შე­საბამი­სად, ამ უთა­ნას­წო­რო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლა უნ­და იყოს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მაცხოვ­რე­ბე­ლი ბავ­შ­ვე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბის ცენ­ტ­რა­ლუ­რი სა­კითხი.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები