14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

გეომეტრიული ფიგურები ყოფა-ცხოვრებაში

spot_img

ია ემინაძე
სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის №1 საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი

 

About the project

მოსწავლეები გაიხსენებენ სმ-სა და მ-ს, გაეცნობიან და შეისწავლიან გეომეტრიულ ფიგურებს: სიბრტყულსა და სივრცულს; მოამზადებენ მულტიმედიურ პრეზენტაციას ან საინფორმაციო ბუკლეტს, რითაც ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნას; უფროსების მსგავსად,  სიბრტყულ გეომეტრიულ ფიგურებს სივრცული ფიგურების აგებისას გამოიყენებენ.

AIMS

მოსწავლეები შეძლებენ:

♦ ერთმანეთთან დააკავშირონ ფართობის სხვადასხვა ერთეულები, გამოსახონ ფართობის დიდი ერთეულები მცირე ერთეულის გამოყენებით;

♦ მოახერხებენ ფიგურებსა და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენას.

♦ სივრცული ფიგურის მოდელზე მიუთითებენ  პარალელურ და ურთიერთ-თანამკვეთ წახნაგებს, იმსჯელებენ გადაიკვეთება თუ არა მოცემული წახნაგები მათი გავრცობის შედეგად.

WORK PROCESS

პროექტი მოიცავ მოკლე პერიოდს – 3 აპრილიდან 28 აპრილამდე.

პირველი პერიოდი – მოსწავლეთა პროექტში დარეგისტრირება, სკოლების ურთიერთგაცნობა პრეზენტაციებით ან საინფორმაცი ბუკლეტის საშუალებით, პროექტის გაცნობა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

I ეტაპი – 3 აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით

პროექტზე მუშაობა თემატური შეკითხვით დაიწყეთ – რამდენად მნიშვნელოვანია გეომეტრიული ფიგურების ცოდნა? გაეცანით მოსწავლეების პასუხებს და სთხოვეთ, კომენტარები სამუშაო დღიურებში ჩაინიშნონ. გეომეტრიული ფიგურების უკეთესად გაცნობის მიზნით, მიეცით დავალება, მოიპოვონ ინფორმაცია სიბრტყით და სივრცით ფიგურებზე, გააკეთონ ჩანაწერები გეომეტრიული ფიგურების დოკუმენტირების პროცესში. ყოველი აქტივობის შემდეგ, მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცით, გააკეთონ მინი-პრეზენტაცია, მათ მიერვე მოპოვებული ინფორმაციით.

დაარიგეთ საპროექტო რუბრიკა და განიხილეთ პროექტის მოთხოვნები. განუმარტეთ მოსწავლეებს, რომ მოცემული რუბრიკის საშუალებით შეაფასებთ მათ მუშაობას და მათემატიკური ცნებების ცოდნას, რაც პროექტის ფარგლებში მიიღეს.

საინფორმაციო ბიულეტენის შექმნა და გამოცემა

პროექტზე მუშაობის მეორე კვირას მოსწავლეები ჩართეთ აქტიურ პრაქტიკულ სამუშაოში – გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა და მათემატიკური ჩანაწერები. კვირის ბოლოს, დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად და  თითოეულ ჯგუფს დაავალეთ, შეაჯამონ შერჩეული აქტივობა და მოამზადონ სტატია კლასის საინფორმაციო ბიულეტენში გამოსაქვეყნებლად. დაარიგეთ საინფორმაციო ბიულეტენის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი, სამუშაო პროცესში დასახმარებლად. მიუთითეთ მოსწავლეებს, მოიფიქრონ სტატიის სათაური და გადაიტანონ საკუთარ ნაშრომში. გამოაქვეყნეთ ბიულეტენი და დაუგზავნეთ მშობლებს.

ინფორმაციის შესწავლა და შეგროვება

მოსწავლეების მიერ პროფესიების შესწავლის დაწყებამდე, გამართეთ დისკუსია მოცემულ საკითხზე ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზების შესახებ. სთხოვეთ მოსწავლეებს, განიხილონ ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა გზები და ინსტრუმენტები, შეკითხვებზე შესაბამისი პასუხების გასაცემად. თუ განხილვისას პირველად წყაროსთან ინტერვიუს ჩატარება არ დასახელდა კვლევის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, დაამატეთ აღნიშნული რეკომენდაცია მოსწავლეების ჩამონათვალს. მუშაობის დასრულების შემდეგ, განიხილეთ თითოეული დასახელებული ტექნიკა. ხაზგასმით აღნიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოძიება და კვლევის ინსტრუმენტების მრავალფეროვნების გამოყენება პროექტის რეალისტურობისა და დამაჯერებლობის უზრუნველსაყოფად.

მოსწავლეებს მიაწოდეთ ვებგვერდების მისამართები, აგრეთვე, ელექტრონული ნიმუში ან Excel-ის სამუშაო ფურცელი, ინფორმაციის მოგროვების და ჩაწერის მიზნით. სამუშაო ფურცელი დაგეგმილი პრეზენტაციებისთვის სამუშაოს ორგანიზებაში დაეხმარება. ამასთანავე, ინტერვიუს ტექნიკის დემონსტრირება მოახდინეთ და განიხილეთ დარგობრივი ექსპერტებისგან ინფორმაციის შეგროვების მნიშვნელობა. ერთობლივად შეიმუშავეთ შეკითხვების ჩამონათვალი, რომელიც აუცილებელია პროექტის კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციების მიღებისა და თემატურ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად. განიხილეთ, როგორ შეიძლება ელფოსტის გამოყენება ერთმანეთთან (მოსწავლეებთან) კომუნიკაციის დასამყარებლად. შეახსენეთ, კვლევის მიზნების მისაღწევად, ინტერნეტში მუშაობის და ელფოსტის გამოყენების ეტიკეტი და წესები.

რამდენიმე დღე დაუთმეთ მოსწავლეების მიერ კვლევას.

II ეტაპი – 10 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით

დასკვნების გაკეთება და პარალელების გავლება კვლევის საფუძველზე

მოსწავლეების მიერ გეომეტრიული ფიგურების გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოგროვების და ორგანიზების შემდეგ, ისინი განსაზღვრავენ, რა კავშირშია გეომეტრიული ფიგურები მათ აწმყოსა და მომავალთან. შეახსენეთ, რომ მომზადებული პრეზენტაციები თემატურ შეკითხვებზე უნდა პასუხობდნენ:

♦ რაში მეხმარება გეომეტრიული ფიგურების ცოდნა?

♦ როგორ გამოიყენება ფიგურები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში და რამდენად საჭიროა გეომეტრიული ფიგურებისა და მათი ელემენტები სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას?

♦ რა განსხვავებაა მეტრისა და სანტიმეტრის გამოყენებაში?

პრეზენტაცია ზოგად შეკითხვაზე პასუხსაც უნდა წარმოადგენდეს – რაში მეხმარება გეომეტრიული ფიგურების ცოდნა? დაეხმარეთ მოსწავლეებს, გაავლონ პარალელები და გააკეთონ დასკვნები. გამართეთ მოსწავლეების კონფერენციები კვლევისა და პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპებზე, მოსწავლეების სამუშაოს მონიტორინგის, შეკითხვებზე პასუხის გაცემისა და უკუკავშირის მიღების მიზნით.

მოსწავლეების მიერ შესასწავლ პროფესიასა და მათ ცხოვრებისეულ რეალობასთან პარალელების გავლების შემდეგ, მოსწავლეებს მიუთითეთ, მოიფიქრონ გეომეტრიული ფიგურების ელემენტებზე დაფუძნებული ერთი პრაქტიკული ამოცანა და არსებული კავშირების დემონსტრირება მოახდინონ. ისინი წარმოადგენენ პრაქტიკულ ამოცანას და ამოხსნის დეტალურ ანგარიშს. თითოეული მოსწავლის მიერ ამოცანის ამოხსნის დეტალური გზის წარმოდგენისას, პასუხობენ შემდეგ შინაარსობრივ შეკითხვებს:

♦ რა განსხვავებაა სიბრტყულ და სივრცულ ფიგურებს შორის?

♦ როგორ გამოითვლება ფიგურის სიმაღლე (სიბრტყულისა და სივრცითის)?

♦ როგორ გამოივანგარიშებ ოთხკუთხა პორამიდის ფუძის ფართობს, მისი მაკეტის აგებისას?

საჭიროებისამებრ, დაეხმარეთ მათ ამოცანების შედგენასა და დასკვნების გაკეთებაში.

შემდეგი ეტაპი – 24-28 აპრილი

მოსწავლეების პრეზენტაციების მომზადება

კვლევის ფარგლებში, მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაცია და შეადგინეს ამოცანები გეომეტრიული ფიგურების პრაქტიკული გამოყენების შესახებ. დაურიგეთ მოსწავლეებს საპრეზენტაციო ფორმა და მიუთითეთ, რომ დაიწყონ მულტიმედიურ პრეზენტაციებზე მუშაობა. პირველად, მოსწავლეები პრეზენტაციის ვიზუალურ მხარეს დაგეგმავენ, მოთხრობების დაფის გამოყენებით. თითოეული მოთხრობის დაფა, საჭიროა, მოიცავდეს სლაიდის სათაურს და ძირითადი საკითხების ჩამონათვალს.

მოცემული დავალების შესრულების შემდეგ, ინდივიდუალურად შეხვდით მოსწავლეებს, პრეზენტაციების განხილვისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით. სათაურებისა და ძირითადი თემატური საკითხების დამტკიცების შემდეგ, დაიწყეთ სლაიდების მომზადება. დაეხმარეთ მოსწავლეებს პრეზენტაციებზე მუშაობის პროცესში. მიეცით დავალებად, შექმნან ერთ-ერთი სივრცული ფიგურის მაკეტი.

ზეპირი პრეზენტაციები

პრეზენტაციებზე მუშაობის დასრულების შემდეგ, დაყავით ჯგუფი წყვილებად. წყვილებში, მოსწავლეები ერთმანეთს პრეზენტაციების ზეპირად წარმოდგენის მზადების პროცესში დაეხმარებიან, მკვლევარისა და ექსპერტის როლების შესრულებით. განსაზღვრეთ შესაბამისი დროის მონაკვეთი, მოსწავლეების მიერ შეკითხვების შესადგენად და პრეზენტაციებისთვის მოსამზადებლად. ინტერვიუერი (მოსწავლის დამხმარე) დასვამს შეკითხვებს და ექსპერტი (მოსწავლე-პრეზენტატორი) გასცემს პასუხებს, სლაიდებზე წარმოდგენილი ძირითადი სასაუბრო საკითხების დახმარებით. რამდენიმე დღე დაუთმეთ მოსწავლეების პრეზენტაციებს. ასევე, წარმოადგინონ მათ მიერ დამზადებული მაკეტი. დაუბრუნდით ზოგად და თემატურ შეკითხვებს. სთხოვეთ მოსწავლეებს, წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უპასუხონ შემდეგ შეკითხვებს:

♦ რაში მეხმარება გეომეტრიული ფიგურების ცოდნა?

♦ როგორ გამოიყენება ფიგურები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში და რამდენად საჭიროა გეომეტრიული ფიგურებისა და მათი ელემენტები სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას?

♦ რა განსხვავებაა მეტრისა და სანტიმეტრის გამოყენებაში?

ჩაიწერეთ მოსწავლეების პასუხები.

ყველა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, განიხილეთ ჩანაწერები და გააკეთეთ დასკვნები გეომეტრიული ფიგურების ელემენტების ცოდნის ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.

შეჯამება

აწარმოეთ ჯგუფური დისკუსია ზოგადი შეკითხვის გარშემო – რაში მეხმარება გეომეტრიული ფიგურების ცოდნა?  მოსწავლეები იმუშავებენ წყვილებში და ერთმანეთს გაუზიარებენ  პასუხებსა და მოსაზრებებს, ზოგად შეკითხვებზე კვლევის და პროექტის შედეგების გათვალისწინებით. შეცვალეთ მოსწავლეების წყვილები და განსაზღვრეთ შესაბამისი დროის მონაკვეთი, დავალების შესასრულებლად. დისკუსიის მსვლელობისას, გააკეთეთ ჩანაწერები, აწარმოეთ მოსწავლეების მიერ პროექტის ფარგლებში შესწავლილი ცნებებისა და მოსაზრებების დოკუმენტირება. პირად მოსაზრებებს და იდეებს მოსწავლეები სამუშაო ჟურნალში ჩაწერენ.

EXPECTED RESULTS

მოსწავლეები გაიხსენებენ, გაეცნობიან, შეისწავლიან გეომეტრიულ ფიგურებს: სიბრტყულსა და სივრცულს;  დამოუკიდებლად მოამზადებენ  პრეზენტაციას ან საინფორმაციო ბუკლეტს, ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნა-გამოცდილებას; უფროსების მსგავსად, სივრცული ფიგურების აგებისას, გამოიყენებენ სიბრტყულ გეომეტრიულ ფიგურებს.

შეფასების რუბრიკა

N ძალიან კარგად კარგად საშუალოდ
1 ერთმანეთთან აკავშირებს ფართობის საზომ ერთეულებს
2 დადგენილია ფიგურის ელემენტებს შორის მიმართულება
3 ფიგურის მოდელზე მითითებულია პარალელური და ურთიერთგადამკვეთი წახნაგები
4 მსჯელობს თუ როგორ გამოიყენება ბრტყელი ფიგურები სივრცული ფიგურის აგებისას

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები