19 აპრილი, პარასკევი, 2024

„ბულინგი“ – სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი

spot_img
დარიკო ჭელიძე
სსიპ მურთაზ ირემაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

დაწყებით კლასებში ერთ-ერთი აქტუალური  თემაა ბულინგი საკითხის სწორად მოგვარებისა და პრობლემის გადაჭრისთვის საჭიროა მოსწავლეებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი აქტივობები, რაც დაეხმარებათ პრობლემის გაანალიზებასა და მოგვარებაში.

მასწავლებლები წლის დასაწყისშივე ერთმანეთთან თანამშრომლობით  ვგეგმავთ კონფლიქტური სიტუაციებისთვის შესაბამის სხვადასხვა პრევენციულ, პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებულ  აქტივობებს, რომლებსაც აქტიურად გამოვიყენებთ სასწავლო წლის განმავლობაში. სპეციალისტები თანხმდებიან რომ არაჰარმონიული სასკოლო გარემო სწავლისა და სწავლების პროცესზე დამანგრევლად მოქმედებს და მისი დარეგულირება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ პრობლემის აღმოჩენისთანავე აქტიურად ვერთვები და ვცდილობ შევიტანო ისეთი აქტივობები, რაც მათ შორის ჩამოაყალიბებს, კეთილგანწყობილ გარემოს, რომელშიც მოსწავლეები თავს დაცულად, კომფორტულად იგრძნობენ  და ჰარმონიულ ურთიერთობებს, რაც გლობალურ მოქალაქედ ჩამოყალიბების საწინდარია.

კეთილგანწყობილი გარემოსა და ურთიერთობების ჩამოყალიბება ხანგრძლივი პროცესია და მასწავლებელმა საკითხის გააზრებასთან ერთად მოსწავლეებს უნდა ჩამოუყალიბოს ისეთი საჭირო უნარ-ჩვევები, რომელიც თანატოლთა ემპათიის უნარს გაზრდის.

მინდა გამოვყო რამდენიმე აქტივობა ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

ფორუმ თეატრი: მოსწავლეს ვურიგებ წინასწარ გაწერილ სცენარს კონფლიქტის წამოჭრის შესახებ რომლის მიზეზია სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ერთი მოსწავლის მიერ მეორე მოსწავლეზე. სცენის გათამაშების შემდეგ იცვლება კომფლიქტური მოსწავლის როლი და მოხალისე მოსწავლემ ისე უნდა შეცვალოს სცენარი, რომ პრობლემა არ წარმოიშვას ან წამოჭრილი პრობლემა მოაგვაროს. ეს აქტივობა ეხმარება მოსწავლეს მოირგოს სხვა ადამიანის როლი გაიაზროს რა რთულია სხვის ადგილზე ყოფნა, უჩნდება მიმღებლობა, თავად აცნობიერებს ადამიანურ ღირებულებებს, აფასებს მოვლენებს სხვისი თვალთახედვითა და პერსპექტივით, რომლის საშუალებითაც თავად ცდილობს იმ გზების, ხერხებისა თუ საშუალებების ძიებას  რაც დაეხმარება პრობლემის მოგვარებაში.

ბრაზის თერმომეტრი: ამ მეთოდს ვიყენებ მაშინ, როცა ბავშვები ერთმანეთის მიმართ ბრაზისა და მრისხანებას გამოხატავენ. სწორედ ამ დროს ვთხოვ საკუთარი ბრაზის ტემპერატურის შეფასებას. ვაკვირდები მათ ემოციებს და ვცდილობ მოვახდინო შესაბამისი რეაგირება. შემდეგ ეტაპზე ბავშები საუბრობენ გამომწვევ მიზეზებზე და ასახელებენ ბრაზის ტემპერატურას, რაც მეხმარება  ადეკვატური მიდგომების შეთავაზებაში.

მოგება-მოგება: საგანმანათლებლო მიზანი: მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ  კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია სხვადასხვა გზით, კონფლიქტში მონაწილე მხარეები შესაძლოა მოგებულის და წაგებულის პოზიციაში აღმოჩნდნენ ან მათ შორის შედგეს შეთანხმება კომპრომისზე. იმ შემთხვევაში, თუ გვინდა არ წარმოიშვას ახალი კონფლიქტი, არცერთი მხარე არ უნდა დარჩეს წაგებული.

შესაბამისად, მოსწავლეებს ვეხმარები გაიაზრონ რომ კონფლიქტის მოგვარება სამი სხვადასხვა გზით შეიძლება დასრულდეს და ამისთვის მზად უნდა იყვნენ, მომყავს შესაბამისი მაგალითები და ვაჩვენებ ადაპტურ ანიმაციას.

მოგება-მოგება

მოგება-წაგება

წაგება-წაგება

ასევე, ეს თვალსაჩინოება გადამაქვს ფლიფჩარტზე თვალსაჩინო ადგილას.

შემთხვევის /ქეისის ანალიზითა და დილემებით სწავლება – ამ მეთოდით სწავლება მიეკუთვნება იმ ინტერაქტიულ მეთოდით რიცხვს, რომლებიც მოსწავლეებს რეფლექსური და გადაწყვეტილების მიღებისკენ ორიენტირებული ქცევისთვის განაწყობს, მიზი მიზანია განუვითაროს მოსწავლეებს ანალიტიკური, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. ამ შემთხვევაში მოსწავლეები რეალური ცხოვრებისეული კვლევის გზით იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომელიც მათ მთელი სიცოცხლე გამოადგებათ. ეს მეთოდი მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესოა და ზრდის შინაგან მოტივაციას შესასწავლი საგნისადმი.

არსებობს შემთხვევის ანალიზის სხვადსხვა ინტერპრეტაციები:

სიტუაციის შემთხვევის ანალიზი – ამ ვარიანტში პრობლემა საკმაოდ ვრცლად და მკაფიოდაა აღწერილი, ასევე მოცემულია გზა, თუ როგორ და თუ როგორ გადაიჭრა პრობლემა, მაგრამ თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, პირდაპირ არ ჩანს. იგი შეფარვით არარის ნაჩვენები სიტუაციაში. ასეთი ტიპის შემთხვევაზე მუშაობის მიზანია, მოსწავლემ შეძლოს შეფარულად მოცემული პრობლემის აღმოჩენა და გაანალიზება, პრობლემის გადაჭრის განსხვავებული გზის პოვნა და მისი მართებულობის დასაბუთება.

პრობლემის/სიტუაციის/შემთხვევის ანალიზი: ამ ვარიანტში პრობლემა უკვე მკაფიოდ ასრის წარმოჩენილი. მუშაობის ძირითადი მიზანია, სიტუაციაში აღწერილ პრობლემაზე დაყრდნობით, მისი გადაჭრის ალტერნატიული გზების პოვნა, მათი მართებულობ ის დასაბუთება და გადაწყვეტილების მიღება.

პრობლემის გადაჭრის გზის ანალიზი: ეს ვარიანტი იმით გამოირჩევა რომ სიტუაციაშივეა მოცემული პრობლემის გადაჭრის გზები, მასზე მუშაობისას, მასწავლებელი ძირითად მიზნად ისახავს მოსწავლეთამოსწავლეთ მხრიდან პრობლემის გადაჭრის გზის კრიტიკას, პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის პოვნას და მისი მართებულობის დასაბუთებას

არასრულფასოვანი ინფორმაციის შემცვლელი სიტუაციის/შემთხვევის ანალიზი – განსხვავებით წინა სამი ვარიანტისგან, აქ საქმიანობა უმთავრესად ინფორმაციის მოძიებისკენ არის მომართული, ამ შემთხვევაში მოსწავლეებმა თვად უნდა ამოიცნონ რა ინფორმაციის მოძიება დაეხმარება პრობლემის გადაჭრაში, ამ შემთხვევაში მოსწავლეებს რეალურად უხდებათ შეხება არსებულ შემთხვევასთან, რომელთან შეხებაც აყალიბებს დამოუკიდებელ შემსწავლელებად.

გამოიყოფა რამდენიმე ნაბიჯი:

პირველი ნაბიჯი: მოსწავლეებისთვის შემთხვევის გაცნობა – ამ ნაბიჯის მიზანია მოსწავლეები ჩასწვდნენ აღწერილ სიტუაციას და მასში მიღებულ გადაწყვეტილებას

მეორე ნაბიჯი: მუშაობა ინფორმაციაზე – მოსწავლეები აანალიზებენ სიტუაციას პრობლემის გადაჭრის მიზნით

მესამე ნაბიჯი: დისკუსია ამ ეტაპზე მოსწავლეები შეიმუშავებენ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებს, ასახელებენ თითოეული გზის ძლიერ და სუსტ მხარეებს, უვითარდებათ დივერგენტული აზროვნება

მეოთხე ნაბიჯი: შეთანხმება ჯგუფის შიგნით – არსებული ალტერნატივებიდან თანხმდებიან და ირჩევენ ყველაზე შესაფერისს

მეხუთე ნაბიჯი: დისკუსია მთელი კლასის მონაწილეობით, სადაც განიხილება თითოეული გადაწყვეტილება, ხდება რეკომენდაციების შემუშავება და რეფლექსიის გაკეთება.

ამ ყველაფრის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებთან შემაქვს წინასწარ გამზადებული ქეისი, რომელზე მუშაობაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯის მიხედვით მოუწევთ, რაც მათ საშუალებას მისცემთ თავად იყვნენ პროცესის წარმმართველები, ცვლილების განმახორციელებელნი და სწორ შედეგებზე ორიენტირებულნი.

ეს აქტივობები ეფექტურია, რაც კონფლიქტის შემცირებას უწყობს ხელს და მართლაც კარგ შედეგებს იძლევა. ამ აქტივობების საშუალებით ნამდვილად ვახერხებ პრობლემაზე  ორიენტირებასა და მის პრევენციას.

გლობალური მოქალაქეობრივი განათლების არსიც სწორედ მოსწავლეთა დარწმუნება და წახალისებაა, რომ მათ შეუძლიათ დადებითი ცვლილებების განხორციელება, რომ ეს მოითხოვს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას ცვლილების განხორციელების სურვილსა და ცვლილების განხორციელების უნარს.

გამოყენებული ლიტერატურა:

მოქალაქეობრივი განათლება: 2021 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. დავით მალაზონია, შორენა მაღლაკელიძე სოფიკო ლობჟანიძე, ნინო ჭიაბრიშვილი, ნათია ნაცვლიშვილი;

დემოკრატიის სწავლება: როლფ გოლობი, პიტერ კრაფი, ევროპის საბჭოს გამომცემლობა, 2014.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები