19 აპრილი, პარასკევი, 2024

eTwinning პრო­ექ­ტე­ბის რო­ლი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბი­სათ­ვის

spot_img
ლუ­ლა ხვი­ჩავა
სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. ჩხო­რი­ის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, რუ­სუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

დღეს, თა­ნა­მედ­რო­ვე პე­და­გო­გი­კა­ში, აქ­ტუ­ა­ლუ­რია პრო­ექ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ავი­თა­რებს მოს­წავ­ლე­ებ­ში კრი­ტი­კულ და შე­მოქ­მე­დე­ბით აზ­როვ­ნე­ბას, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბის უნა­რებს და ხელს უწყობს მა­თი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნა-გან­ვი­თა­რე­ბას, ბევ­რად სა­ხა­ლი­სოს და სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას.

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩხო­რი­ის სა­ჯა­რო სკო­ლა, უკ­ვე მე­ექ­ვ­სე წე­ლია, ჩარ­თუ­ლია eTwinning-ის ქსელ­ში, რომ­ლის მი­ზა­ნია, ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის სკო­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, სა­კუ­თა­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის გაც­ნო­ბა, ინ­გ­ლი­სურ ენა­ში ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბა.

2017 წლი­დან დღემ­დე, ჩვენს სკო­ლა­ში, 40-მდე eTwinning პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. მათ შო­რის, 15-მდე ჩვენ მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, 25-მდე – უცხო­ე­ლე­ბის მი­ერ.

მინ­და გა­მოვ­ყო ერთ-ერ­თი, უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, პრო­ექ­ტი „ერ­თად… და­ბინ­ძუ­რე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მოს­კენ!“ /ინი­ცი­რე­ბუ­ლი იორ­და­ნი­ე­ლი მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ/. პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო: კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და მი­სი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ამაღ­ლე­ბა; სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­დე­გე­ბის შეს­წავ­ლა მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ და მა­თი გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბა, ნარ­ჩე­ნე­ბის და­ხა­რის­ხე­ბა-გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზე პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა და ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა, ონ­ლა­ინ ჩარ­თ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით; გამ­წ­ვა­ნე­ბი­სა და და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცი­ე­ბის მოწყო­ბა, კომ­პოს­ტის დამ­ზა­დე­ბა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში; შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის, სწავ­ლის, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა; პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში; სხვა­დას­ხ­ვა კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მებ­ში  მუ­შა­ო­ბა და  ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და ისტ-ის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა; ტო­ლე­რან­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა.

პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე ბავ­შ­ვებს უნ­და შე­ექ­მ­ნათ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი პლა­კა­ტე­ბი, ნა­ხა­ტე­ბი, პოს­ტე­რე­ბი, ვი­დე­ო­ე­ბი, გა­და­ე­ღოთ ფო­ტო­ე­ბი. თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბით, პრო­ექ­ტ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი სტი­მუ­ლი მის­ცა მოს­წავ­ლე­ებს, შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად, გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ სხვა­დას­ხ­ვა თე­მე­ბი. მათ შეძ­ლეს ახა­ლი ცოდ­ნის აგე­ბა წი­ნა­რე ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეს წე­რის, კითხ­ვი­სა და ლა­პა­რა­კის უნა­რე­ბი ინ­გ­ლი­სურ ენა­ში; შეძ­ლეს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ინ­ტერ­ნე­ტის უსაფ­რ­თხო გა­მო­ყე­ნე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მე­ბის შეს­წავ­ლა, ფა­ი­ლე­ბის გა­მო­სახ­ვი­თა და მომ­ზა­დე­ბით; გა­ეც­ნენ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას და დე­და­მი­წა­ზე და­ბინ­ძუ­რე­ბის გავ­ლე­ნას, აწარ­მო­ეს სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვე­ბი გა­რე­მო­ზე. პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა, მი­თი­თე­ბულ გვერ­დ­ზე, გა­ნა­თავ­სეს ინ­ფორ­მა­ცია თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ; იმუ­შა­ვეს პრო­ექ­ტის ლო­გოს შექ­მ­ნა­ზე, რო­მე­ლიც ასა­ხავ­და პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბის – „ერ­თად… და­ბინ­ძუ­რე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მოს­კენ!“ სიმ­ბო­ლოს. აქ­ტი­ვო­ბის ბო­ლოს შე­ირ­ჩა სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი ლო­გო გახ­და.

Linoit-ის ბმულ­ზე ერ­თ­მა­ნეთს გა­ვუ­ზი­ა­რეთ წი­ნა­და­დე­ბე­ბი და იდე­ე­ბი ინ­ტერ­ნე­ტის უსაფ­რ­თხო გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სე­ბის შე­სა­ხებ; მო­ნა­წი­ლე სკო­ლებ­მა შექ­მ­ნეს პრო­ექ­ტის რუ­კა, წა­რად­გი­ნეს სკო­ლე­ბი, ქვეყ­ნე­ბი, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით და­ამ­ზა­დეს პოს­ტე­რე­ბი, პარ­ტ­ნი­ო­რი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა ასე­ვე შექ­მ­ნეს ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბი, რო­მელ­საც ყვე­ლა სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­უ­ერ­თ­და. იყო ონ­ლა­ინ ჩარ­თ­ვე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი ჩატ­ში. ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი ხა­ლი­სით ჩა­ერ­თ­ვ­ნენ და ითა­მა­შეს კა­ჰუ­ტი. მოს­წავ­ლე­ებ­მა შექ­მ­ნეს ვი­დე­ო­ე­ბი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, კომ­პოს­ტის დამ­ზა­დე­ბა­ზე, ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზე. რად­გან eTwinning მიზ­ნად ისა­ხავ­და მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და ხაზს უს­ვამ­და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, შექ­მ­ნეს პოს­ტე­რე­ბი აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე და გა­ნა­თავ­სეს მი­თი­თე­ბულ გვერ­დ­ზე.

ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ახ­დი­ნეს პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის დრო­შე­ბის კო­დი­რე­ბა. მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ასე­ვე, Code Week ივენ­თ­ში „ერ­თად… და­ბინ­ძუ­რე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მოს­კენ!“, და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცი­ებ­ში, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. შექ­მ­ნეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თა­მა­შე­ბი გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბა­ზე, ბუ­ნებ­რივ კა­ტას­ტ­რო­ფებ­ზე.

თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით შე­იქ­მ­ნა:

  1. ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გუნ­დი

თი­თო­ე­ულ­მა გუნ­დ­მა აირ­ჩია სა­ხელ­წო­დე­ბა და და­წე­რა კა­ნო­ნე­ბი etwinning ეთი­კის შე­სა­ხებ, სა­კუ­თა­რი გუნ­დის სა­ხე­ლით.

  1. ჩა­ტარ­და მოს­წავ­ლე­თა კონ­ფე­რენ­ცია

მოს­წავ­ლე­ებ­მა შექ­მ­ნეს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი, ფო­ტოს­ლა­ი­დე­ბი, სუ­რა­თე­ბი და პლა­კა­ტე­ბი ქა­ლაქ­ზე, სო­ფელ­ზე, ქვე­ყა­ნა­ზე, მე­გობ­რო­ბა­ზე, eTwinning-ის დღე­ზე, ინ­ტერ­ნე­ტის უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე. მა­თი გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თა სკო­ლა­ში, ასე­ვე, გა­მოქ­ვეყ­ნ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, გან­თავ­ს­და ბლოგ­ზე. მოს­წავ­ლე­ებს გა­ნუ­ვი­თარ­დათ ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი, უკეთ და­ე­უფ­ლ­ნენ ICT ტექ­ნო­ლო­გი­ებს. პრო­ექ­ტ­მა მი­ი­ღო ეროვ­ნუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის ნი­შა­ნი.

ასე­ვე, გა­მოვ­ყოფ­დი ჩემ მი­ერ ინი­ცი­რე­ბულ პრო­ექტს, უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გას­თან, სვეტ­ლა­ნა ლი­ნარ­ს­კა­ი­ას­თან ერ­თად (ჩერ­კა­სი, კო­ლე­ჯი ბე­რე­ჰი­ნია) – „მო­დი, ერ­თად აღ­ვ­ნიშ­ნოთ აღ­დ­გო­მა!“, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბის სა­აღ­დ­გო­მო ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ადათ-წე­სე­ბის გაც­ნო­ბა. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის მოს­წავ­ლე­ებს მი­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­აღ­დ­გო­მო ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ადათ-წე­სე­ბის შე­სა­ხებ. გან­სა­კუთ­რე­ბით იხა­ლი­სეს ბავ­შ­ვებ­მა სკო­ლის ეზო­ში კვერ­ცხე­ბის შე­ღებ­ვით, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს გა­დას­ცეს. მათ­ვე და­ამ­ზა­დეს სა­აღ­დ­გო­მო მი­სა­ლო­ცი ბა­რა­თე­ბი და გა­უგ­ზავ­ნეს უკ­რა­ი­ნელ თა­ნა­ტო­ლებს. პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით შე­იქ­მ­ნა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­აღ­დ­გო­მო რე­ცეპ­ტე­ბის წიგ­ნი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. პრო­ექ­ტ­მა ეროვ­ნუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის ნი­შა­ნი მი­ი­ღო.

პრო­ექ­ტის „წყა­ლი სი­ცოცხ­ლეა!“ ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მე-6 მი­ზანს – სუფ­თა წყა­ლი და სა­ნი­ტა­რია, ჩა­ტარ­და გა­მო­კითხ­ვე­ბი. პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­ის­წავ­ლეს წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი, გა­ი­მარ­თა მსჯე­ლო­ბა სას­მე­ლი წყლის დე­ფი­ცი­ტით გა­მოწ­ვე­ულ საფ­რ­თხე­ებ­ზე, მა­თი გა­დაჭ­რის გზებ­ზე. ჩა­ტარ­და ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცია თე­მა­ზე – „წყა­ლი – სი­ცოცხ­ლის ელექ­სი­რი!“ მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ი­ძი­ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბულ მი­ნე­რა­ლურ წყლებ­ზე და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი გა­ნა­თავ­სეს პად­ლე­ტის და­ფა­ზე. წყლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, საცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლებ­თან არ­სე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი და მდი­ნა­რის ნა­პი­რე­ბი და­ა­სუფ­თა­ვეს.

მოს­წავ­ლე­ებ­მა CODE WEEK აქ­ტი­ვო­ბებ­შიც მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და შექ­მ­ნეს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი თა­მა­შე­ბი წყალ­ზე, მის თვი­სე­ბებ­ზე, და­ამ­ზა­დეს პოს­ტე­რე­ბი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ბი და გა­ავ­რ­ცე­ლეს თემ­ში, შექ­მ­ნეს ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბი პარ­ტ­ნი­ო­რი სკო­ლე­ბის­თ­ვის (KAHOOT: LEARNINGAPP, Word wall.net და სხვ.). პრო­ექ­ტ­მა ეროვ­ნუ­ლი ხა­რის­ხის ნი­შა­ნი მი­ი­ღო.

eTwinning პრო­ექ­ტ­მა ხე­ლი შე­უწყო მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბას სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, და­უ­მე­გობ­რ­დ­ნენ უცხო­ელ თა­ნა­ტო­ლებს, გა­ნუ­ვი­თარ­დათ ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­სა და ისტ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფლო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი. ბავ­შ­ვე­ბი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ პარ­ტ­ნი­ორ სკო­ლებ­თან, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, Code Week აქ­ტი­ვო­ბებ­ში, Kahoot-ის თა­მა­შებ­ში.

eTwinning-მა ნამ­დ­ვი­ლად უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და სკო­ლის ცხოვ­რე­ბა. მას­წავ­ლებ­ლებ­მა გა­ვიღ­რ­მა­ვეთ ცოდ­ნა სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის  თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ხებ, მოს­წავ­ლე­ე­ბი კი უფ­რო ფარ­თოდ და თა­ვი­სუფ­ლად მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი გახ­დ­ნენ. პრო­ექ­ტის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს 40-მდე ეროვ­ნუ­ლი და 30-მდე ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის ნი­შა­ნი /მათ შო­რის ჩე­მი – 15 ეროვ­ნუ­ლი და 12 ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის ნი­შა­ნი/.

2021-2022 სას­წავ­ლო წელს ჩვენს სკო­ლას „eTwinning სკო­ლის“ ტი­ტუ­ლი მი­ე­ნი­ჭა, რაც იმის დას­ტუ­რია, რომ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა  ევ­რო­პულ დო­ნე­ზეა აღი­ა­რე­ბუ­ლი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები