🔎„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“, 2023 წლის 13 მარტს, პერმიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელი მოეწერა (საქართველოს მთავრობის №97 დადგენილება) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანას.
აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისთვის სქემაში განსხვავებული პირობები განისაზღვრა. კერძოდ:
⏩⏩წამყვანი/მენტორის სტატუსის მინიჭება მოხდება უნარების გამოცდის შედეგებისა და პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე;
⏩⏩უფროსს, რომელმაც უნარების გამოცდაში გადალახა მენტორის სტატუსის მისაღებად დაწესებული ზღვარი, საშუალება ეძლევა, პორტფოლიოს შეფასება წარმოადგინოს ან წამყვანობაზე ან მენტორობაზე;
⏩⏩დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომელთაც უფროსის სტატუსი მოპოვებული აქვთ მინიმუმ 7 კრედიტზე დადასტურებული საგნის გამოცდით, ან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დოქტორობით, თავისუფლდებიან სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდისგან და მხოლოდ პორტფოლიოს საფუძველზე შეფასდებიან.
სიახლეები შეეხო აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლებს.
⏩⏩ცვლილებები მოიცავს სხვადასხვა საკითხს – მასწავლებლები, რომლებმაც საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს 10 კრედიტზე, მიიღებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს, მასწავლებლებს პრაქტიკოსის სტატუსი შეუნარჩუნდებათ 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე და სხვა.
მნიშვნელოვანი სიახლეებია სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის ხელშეწყობის კუთხით. კერძოდ, ცვლილებების შესაბამისად:
სპეციალური მასწავლებლის სტატუსების ჩამონათვალს დაემატა მენტორის სტატუსი;
⏩⏩შეიცვალა წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების გზები – სტატუსის მოპოვება შესაძლებელი ხდება სპეციალური მასწავლებლობის მსურველების პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისა და პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე;
⏩⏩წამყვანის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდა გაიმართება 2023 წელს, ხოლო მენტორის – 2024 წლიდან დაიწყება.
⏩⏩სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც მუშაობენ ინტელექტუალური და დასწავლის დარღვევების, მრავლობითი დარღვევების, სენსორული დარღვევების მქონე მოსწავლეებთან, გაივლიან სპეციალურ სასერტიფიკატო კურსს.
⏩⏩⏩ცვლილების თანახმად, ახლებურად განისაზღვრა მასწავლებელთა კარიერული წინსვლის გზა, იხილეთ დოკუმენტის სრული ვერსია.