20 აპრილი, შაბათი, 2024

ლე­გენ­დე­ბის სამ­ყა­რო­ში

spot_img
მაია გვი­ჩია
სსიპ ფო­თის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ლე­გენ­დე­ბი ჩვე­ნი ყო­ფა-ცხოვ­რე­ბის, კულ­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნ­და, რომ დღე­ვან­დე­ლო­ბა­ში მათ მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­ნელ­და. ამა­ში მა­შინ დავ­რ­წ­მუნ­დი, რო­ცა მე­ექ­ვ­სე კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი (ავ­ტო­რე­ბი: ვ. რო­დო­ნაია, ნ. ნა­კუ­დაშ­ვი­ლი, ავთ. არა­ბუ­ლი, ე. ქურ­ცი­კი­ძე, მ. ხუ­ციშ­ვი­ლი) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ლექ­სი „ვახ­ტან­გ­მა წყა­ლი ისურ­ვა“ გან­ვი­ხი­ლეთ. შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ­მა რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ბავ­შ­ვე­ბი არ იც­ნო­ბენ ლე­გენ­დურ წარ­სულს. ამა­ზე გა­მახ­სენ­და, ერ­თ­მა ცნო­ბილ­მა ფი­ლო­ლოგ­მა მე­გობ­რუ­ლად მი­მა­ნიშ­ნა, ფო­თე­ლი ბავ­შ­ვე­ბი ეგ­ნა­ტე ნი­ნოშ­ვილს თუ არ კითხუ­ლო­ბენ, არც პა­ლი­ას­ტო­მის ტბის ამ­ბე­ბი სცოდ­ნი­ა­თო, აბა. ახ­ლა კი, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა მი­თი­უ­რი, ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი სამ­ყა­როს მცი­რე „კვლე­ვა-ძი­ე­ბა“ ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა და ამ გზით გა­მეღ­რ­მა­ვე­ბი­ნა მა­თი თვალ­სა­წი­ე­რი. კლა­სი რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფად დავ­ყა­ვი. პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი უძ­ვე­ლეს ლე­გენ­დებ­ზე იმუ­შა­ვებ­და და მათ ეტი­მო­ლო­გი­ას შე­ის­წავ­ლი­და, მე­ო­რე ჯგუფს ქარ­თუ­ლი ლე­გენ­დე­ბის მო­ძი­ე­ბა და­ე­ვა­ლა, მე­სა­მე-მე­ოთხეს ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბის ის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი უნ­და ჩა­მო­ე­წე­რა, რომ­ლებ­საც სა­თა­ვედ ლე­გენ­და­რუ­ლი ამ­ბე­ბი და­ე­დო, და­ბო­ლოს, მე­ოთხე ჯგუფს ჩვე­ნი ქა­ლა­ქის, ფო­თის, შე­სა­ხებ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ლე­გენ­დე­ბის შეგ­რო­ვე­ბა ევა­ლე­ბო­და.

მოს­წავ­ლე­ე­ბი მთე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით მო­ე­კიდ­ნენ და­ვა­ლე­ბას, სულ ორი­ო­დე გაკ­ვე­თილ­ში გა­ა­კე­თეს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, აქამ­დე ნაკ­ლე­ბად მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბიც კი გა­აქ­ტი­ურ­დ­ნენ. ყვე­ლა­ზე მე­ტი აჟი­ო­ტა­ჟი მა­ინც ეროვ­ნულ­მა და ფო­თის შე­სა­ხებ ლე­გენ­დებ­მა გა­მო­იწ­ვია. ასე ამო­ქე­ქეს ლე­გენ­და სუ­რა­მის ცი­ხე­ზე, თა­ვის დრო­ზე და­ნი­ელ ჭონ­ქა­ძემ რომ გა­მო­ი­ყე­ნა ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ებ­ში „სუ­რა­მის ცი­ხე“; ნი­კო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის „ქე­დუხ­რელ­ნი“; და­ვით სუ­ლი­აშ­ვი­ლის „ზუ­რა­ბის ცი­ხე“; აკა­კი წე­რეთ­ლის „თორ­ნი­კე ერის­თავ­ში“ ამი­რა­ნის ლე­გენ­დის ფრაგ­მენ­ტი; „გო­გია მე­ჩონ­გუ­რე“, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, ლე­გენ­და­ზე აგე­ბუ­ლი მოთხ­რო­ბის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მი­ერ, „ბა­ზა­ლე­თის ტბის“ შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ლე­გენ­დის სი­უ­ჟე­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა; პო­ე­მა „გან­დე­გი­ლის“ ბეთ­ლე­მის ლე­გენ­და და ეგ­ნა­ტე ნი­ნოშ­ვი­ლის ცნო­ბი­ლი „პა­ლი­ას­ტო­მის ტბა“. უფ­რო სა­სი­ა­მოვ­ნო მა­ინც ად­გი­ლობ­რივ ლე­გენ­დებ­ზე მუ­შა­ო­ბა აღ­მოჩ­ნ­და, თი­თო­ელ­მა წევ­რ­მა ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია შეკ­რი­ბა ფო­თის წარ­სუ­ლი­დან, არ­გო­ნავ­ტე­ბის შე­სა­ხებ ლე­გენ­და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მემ თუ იცო­და, პა­ლი­ას­ტომ­ზე კი, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვინ – არა­ფე­რი. თა­მარ­მა დე­ტა­ლუ­რად უამ­ბო კლასს რამ­დე­ნი­მე ლე­გენ­და ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­სუ­რა­თე­ბუ­ლი გა­ზე­თიც წარ­მო­ად­გი­ნა; ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და ნი­კო­ლო­ზის ჩარ­თუ­ლო­ბა, მა­ნაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მო­ამ­ზა­და პლა­კა­ტი და პრე­ზენ­ტა­ცი­აც შეს­თა­ვა­ზა მე­გობ­რებს, რა­მაც კი­დევ ერ­თხელ და­მარ­წ­მუ­ნა, რომ  სი­კე­თე ადა­მი­ან­ში მი­ბაძ­ვის სურ­ვილს იწ­ვევს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი თვალ­ში­სა­ცე­მი ეს სას­კო­ლო სივ­რ­ცე­შია.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი მრა­ვალ­მ­ხ­რივ შე­ვა­ფა­სეთ, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ, ვიმ­ს­ჯე­ლეთ რა ვის­წავ­ლეთ, რა გა­მოგ­ვ­რ­ჩა, რის მოს­მე­ნას ისურ­ვებ­დ­ნენ. ამ მიზ­ნით შე­ვავ­სე­ბი­ნე სქე­მა „ვი­ცო­დი, გა­ვი­გე, რა მინ­და ვი­ცო­დე“, სა­დაც ბავ­შ­ვებ­მა უამ­რავ ნი­უ­ანსს გა­უს­ვეს ხა­ზი. აი, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნიც: ვი­ცო­დი: „ლე­გენ­და ამი­რან­ზე, არ­გო­ნავ­ტებ­ზე, ისი­ნიც ზო­გა­დად…“ (ელე­ნე ჟ.); „არ ვი­ცო­დი, რომ ლე­გენ­და არ­სე­ბობ­და პა­ლი­ას­ტომ­ზე, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტბა მე­გო­ნა, ახ­ლა ვი­ცი მი­სი ის­ტო­რია, რომ ამ ად­გი­ლას პავ­ლი­ას ტო­მი სახ­ლობ­და, მე­რე, ერთ დღეს, უცებ ჩა­ი­ძი­რა“ (მა­რი­ამ ხ.); გა­ვი­გე: „სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ზე ლე­გენ­დე­ბი, მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ხა­რის­ხე­ბა-მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი იყო, აუცი­ლებ­ლად წა­ვი­კითხავ ნი­ნოშ­ვი­ლის „პა­ლი­ას­ტო­მის ტბას“ (ანას­ტა­სია ლ.).

რო­ცა ვფიქ­რობ­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ამოვ­წუ­რეთ, მოს­წავ­ლე­ებ­მა ლო­გი­კუ­რად მო­ითხო­ვეს, რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლი უცხო­უ­რი ლე­გენ­დე­ბის­თ­ვი­საც დაგ­ვეთ­მო, არა­და, ამ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, სა­გან­გე­ბოდ, მხო­ლოდ ქარ­თულ ლე­გენ­დებს შე­ვე­ხეთ. ამ­ჯე­რად, უფ­რო ვა­ჟებ­მა იყო­ჩა­ღეს, წყვი­ლებ­ში იმუ­შა­ვეს: ირაკ­ლიმ და ალექ­სან­დ­რემ, და­თომ და ან­დ­რი­ამ. მათ ბერ­ძ­ნულ-რო­მა­ულ თუ მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­ში გან­ფე­ნილ ლე­გენ­დებ­ზე გვი­ამ­ბეს. მარ­თამ, ელე­ნემ და ანას­ტა­სი­ამ ვრცლად ისა­უბ­რეს ამა თუ იმ სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხ­ზე, გა­მო­დი­ოდ­ნენ და­ფას­თან და ყო­ველ მათ­განს სურ­და, მე­ტი და მე­ტი მო­ეთხ­რო, თე­მო ყვე­ლა­ფერს კრი­ტი­კის ქარ­ცეცხ­ლ­ში ატა­რებ­და და სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვი­სე­ბუ­რად ალა­გებ­და, ფან­ტა­ზი­ო­რი ბარ­ბა­რე კი ახალ ლე­გენ­დებ­საც თხზავ­და… და­ბო­ლოს, გვირ­გ­ვი­ნი ამ ამ­ბე­ბი­სა ის იყო, რომ მოს­წავ­ლე­ებს ექ­ს­პ­რომ­ტად მი­ვე­ცი თხზუ­ლე­ბა „ჩე­მი ქა­ლა­ქი“, რო­მელ­შიც უცხო­ე­ლი მე­გობ­რის­თ­ვის უნ­და აღე­წე­რათ და გა­ეც­ნოთ ფო­თი. ელე­ნე თა­ვის ვირ­ტუ­ა­ლურ ნაც­ნობს სწერ­და: „ჩემს ქა­ლაქ­ზე რამ­დე­ნი­მე ლე­გენ­დაა, ერ­თი მათ­გა­ნი არ­გო­ნავ­ტებ­ზეა, კოლ­ხეთ­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ ჩა­მო­სულ იაზონს მე­ფის ასუ­ლი მე­დეა და­ეხ­მა­რა ოქ­როს საწ­მი­სის წა­ღე­ბა­ში, თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი ამ­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბა მას… რომ იცო­დე, რა ლა­მა­ზია ოქ­როს ტბა…“; გე­და წერ­და: „იცი, წლე­ბი გა­ვი­და, პა­ლი­ას­ტომ­ზე ლე­გენ­და ისევ ცოცხა­ლია, პა­ლი­ას­ტო­მი გა­სა­ო­ცა­რი ად­გი­ლია კოლ­ხე­თის ეროვ­ნულ პარ­კ­ში. ამ­ბო­ბენ, აქ ხალ­ხი ცხოვ­რობ­და, პავ­ლი­ას ტო­მი ერ­ქ­ვა, მე­რე, რო­ცა ჩა­ი­ძი­რა, ერ­თ­დერ­თი კა­ცი, ღვთის­მ­შობ­ლის ხა­ტით ხელ­ში, გა­დარ­ჩა… დღეს აქ ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, კარ­გია, თუ მეს­ტუმ­რე­ბი…“.

პე­და­გო­გი­კის ტერ­მი­ნი „ტრან­ს­ფე­რი“გა­მახ­სენ­და, გა­მე­ღი­მა… ვკითხუ­ლობ­დი და ში­ნა­გა­ნად ვივ­სე­ბო­დი. გან­ც­და იმი­სა, რომ ჩვე­ნი წარ­სუ­ლის გა­ცოცხ­ლე­ბა რამ­დე­ნად­მე შევ­ძე­ლით და სხვა ელ­ფე­რი შევ­მა­ტეთ მას, იმედს მი­ტო­ვებს, რომ ოდეს­მე ისი­ნი თა­ვად მო­უყ­ვე­ბი­ან შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს იმას, რაც ასე სიყ­ვა­რუ­ლით წა­მო­ი­ღეს, წლე­ბის წინ, ლე­გენ­დე­ბის სამ­ყა­რო­დან.

P.S. მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ ლე­გენ­დე­ბის ნაკ­ვა­ლევ­ზე გავ­ლა. ამ მიზ­ნით, სა­მო­მავ­ლოდ, ვგეგ­მავთ ფო­თის კოლ­ხუ­რი კულ­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­მო, ზო­გი­ერ­თი მა­სა­ლის ნახ­ვა ვერ მო­ხერ­ხ­და, თუმ­ცა, ვფიქ­რობთ, მკითხ­ვე­ლის­თ­ვის უინ­ტე­რე­სო არ იქ­ნე­ბა სა­მუ­ზე­უ­მო სივ­რ­ცი­დან ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რად მო­პო­ვე­ბუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბის რამ­დე­ნი­მე ფო­ტო, რო­მელ­თათ­ვი­საც მად­ლო­ბას ვუხ­დით მუ­ზე­უ­მის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას.

ჩვ.წ.აღ-ით IV-VII საუკუნეებით დათარიღებული პალიასტომის ტბის არტეფაქტები

არგონავტების მითის დარბაზი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები