26 აპრილი, პარასკევი, 2024

გასულ წელს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები  7 605-მა სტუდენტმა დაამთავრა

spot_img

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტების მაჩვენებლები და მათი გადანაწილება პროგრამების მიხედვით.

ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 14 103 სტუდენტი ჩაირიცხა, მათგან 46.6 პროცენტი ქალია, ხოლო 53.4 პროცენტი – კაცი. 2021 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 25.9 პროცენტით.

2022 წელს 2022 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 94 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 42 საჯარო, ხოლო 52 კერძო – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს  თბილისი (36.7%), რომელსაც მოსდევს აჭარა (19.9%), იმერეთი (10.0%), სამერელო-ზემო სვანეთი (9.4%), კახეთი (6.1%) და ქვემო ქართლი (6.0%).

საინტერესოა სსსმ სტუდენთა ჩარიცხვის მაჩვენებლებიც. 2022 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 263 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 38.8 პროცენტი ქალია, ხოლო 61.2 პროცენტი კაცი.

რეგიონების მიხედვით, სსსმ სტუდენტთა ჩარიცხვის სტატისტიკა ასე გამოიყურება: ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისში (47.5%), მეორე ადგილზე კი იმერეთია (9.9%).

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ჩარიცხული სტუდენტების განაწილება რეგიონების მიხედვით, 2022 წელს

დიაგრამა 1

 რაც შეეხება 2022 წელს, კურსდამთავრებულთა რაოდენობას, საერთო ჯამში, პროფესიული საგნმანათლებლო პროგრამები გასულ წელს 7 605 სტუდენტმა დაამთავრა – 48.8 პროცენტი ქალია, ხოლო 51.2 პროცენტი კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (24.2%), მომსახურებების (20.4%), ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (13.8%), ჯანდაცვის და სოციალური კეთილდღეობის (13.3%) პროგრამებზე.

კურსდამთავრებულთა განაწილება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, 2022 წელს

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები