21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

მე­დი­ცი­ნა მა­თი უპი­რო­ბო არ­ჩე­ვა­ნია

spot_img

ამ­ჯე­რად მარ­ნე­უ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლე­ჯის სა­ექ­თ­ნო საქ­მის სტუ­დენ­ტებს გა­გაც­ნობთ. მარ­ნე­უ­ლი მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რი ქა­ლა­ქია და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბიც მხო­ლოდ ერ­თი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ არი­ან. ამას ხაზს იმი­ტომ ვუს­ვამ, რომ ახ­ლო წარ­სუ­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მათ­თან სა­ხელ­მ­წი­ფო ენა­ზე სა­უ­ბა­რი არა­ვი­თარ სირ­თუ­ლეს აღარ წარ­მო­ად­გენს.

კო­ნულ აგა­ე­ვას რუს­თა­ვის მე-12 სკო­ლის რუ­სუ­ლი სექ­ტო­რი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს მი­მართ ინ­ტე­რე­სი ბავ­შ­ვო­ბი­დან ჰქონ­და, ამი­ტომ თბი­ლი­სის ღია სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­წავ­ლა პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მა­ზე და ექ­თ­ნის თა­ნა­შემ­წედ 6 წე­ლი იმუ­შა­ვა რუს­თა­ვის ცენ­ტ­რა­ლუ­რი სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

„ამ პო­ზი­ცი­ა­ზე გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ რა­კი ექ­თ­ნად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და ჩე­მი დიპ­ლო­მი, გა­დავ­წყ­ვი­ტე, მარ­ნე­უ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლეჯ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მით უმე­ტეს, რომ ქა­ლაქ­ში ყვე­ლა აქებ­და ამ კო­ლეჯს. ახ­ლა II კურ­ს­ზე ვარ, 2 პა­ტა­რა შვი­ლიც მყავს, მაგ­რამ სწავ­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო დროს ყო­ველ­თ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ყე­ნებ, აღარ ვმუ­შა­ობ, ისე­თი ლექ­ტო­რე­ბი გვყავს, ისე­თი პრაქ­ტი­კო­სი მედ­და, რომ ის­ღა დაგ­რ­ჩე­ნია გუ­ლის­ყუ­რით მო­უს­მი­ნო მათ რჩე­ვებს, მით უმე­ტეს, რო­ცა აქ მი­ღე­ბულ ცოდ­ნას სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც ემა­ტე­ბა, გა­რან­ტია გაქვს, რომ ნამ­დ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იქ­ნე­ბი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ შეძ­ლებ შვე­ბა მოჰ­გ­ვა­რო ადა­მი­ა­ნებს“.

ნო­ნა დე­მეტ­რაშ­ვი­ლი თეთ­რიწყა­რო­და­ნაა. ამ­ბობს, რომ ყო­ველ­თ­ვის იცო­და ვინ უნ­და გა­მო­სუ­ლი­ყო, უნ­და სცმო­და თეთ­რი ხა­ლა­თი და… ხან აფ­თი­აქ­ში ხე­დავ­და სა­კუ­თარ თავს, ხან კი­დევ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში, მოკ­ლედ, იქ, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნებს დახ­მა­რე­ბა. ბო­ლოს გა­დაწყ­ვი­ტა, სა­ექ­თ­ნო საქ­მეც შე­ეს­წავ­ლა და ფარ­მა­ცი­აც.

„არას­დ­როს მე­ში­ნია ცვლი­ლე­ბე­ბის, მომ­წონს კი­დეც, რო­ცა რა­ი­მე ახალ საქ­მეს შე­ვე­ჭი­დე­ბი ხოლ­მე. ჰო­და, წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლე მედ­დის პრო­ფე­სი­უ­ლი პრო­გა­მა და ახ­ლა ფარ­მა­ცი­ას ვე­უფ­ლე­ბი, მე-2 კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ. პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობ ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ის მედ­დად, ხო­ლო რა­დი­ო­ლო­გი­ა­ში – ლა­ბო­რან­ტად. ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი ვარ, ორი­ვე სამ­სა­ხუ­რი დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას მო­ითხოვს, პა­რა­ლე­ლუ­რად, კო­ლეჯ­ში ლექ­ცი­ებს ვეს­წ­რე­ბი, არ კი არა, ვერ ვაც­დენ, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ის, რა­საც ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბი აუდი­ტო­რი­ებ­ში გვას­წავ­ლი­ან, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბაც ყვე­ლა პი­რო­ბას გვიქ­მ­ნის, რომ სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა მი­ვი­ღოთ. რო­ცა სწავ­ლას და­ვამ­თავ­რებ, არ ვი­ცი სად და რო­გორ გა­ვაგ­რ­ძე­ლებ საქ­მი­ა­ნო­ბას, მაგ­რამ ზუს­ტად ვი­ცი, რომ ვერც ერთ პრო­ფე­სი­ას ვერ დავ­თ­მობ – ვერც ექ­თ­ნო­ბას და ვერც ფარ­მა­ცი­ას“.

მაგ­და მომ­ცე­ლი­ძე ტყი­ბუ­ლი­და­ნაა. მას ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მი აქვს ფარ­მა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა, ფარ­მა­ცევ­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე არ უმუ­შა­ვია, მხო­ლოდ ბავ­შ­ვ­თა კვე­ბი­სა და ჰი­გი­ე­ნის კონ­სულ­ტან­ტის თა­ნა­შემ­წედ მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და, რო­ცა მე­გობ­რის რჩე­ვით, შარ­შან, მარ­ნე­უ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლეჯ­ში ჩა­ა­ბა­რა და სტუ­დენ­ტი გახ­და. „პრაქ­ტი­კა მარ­ტი­დან მეწყე­ბა. თე­ო­რი­ულ კურსს პრაქ­ტი­კო­სი ექი­მე­ბი გვი­კითხა­ვენ, კო­ლეჯ­ში გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, მუ­ლა­ჟე­ბის დახ­მა­რე­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი შე­ვი­ძი­ნოთ, თუმ­ცა აქე­დან­ვე ჩანს, რომ ეს ის არის, რა­საც ჩვე­ნი პრო­ფე­სია მო­ითხოვს. ერ­თი მხრივ, მომ­წონს კი­დეც, რომ იმა­ზე რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, ვიდ­რე მო­ვე­ლო­დი, მაგ­რამ ისე­თი ხელ­შეწყო­ბა გვაქვს კო­ლე­ჯი­დან, რომ ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, დავ­ძ­ლევ“.

მაგ­დაც გა­მორ­ჩე­ულ სტუ­დენ­ტ­თა შო­რის დაგ­ვი­სა­ხე­ლეს, ისიც დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლას და, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­უ­რო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნეს­შიც ჩარ­თუ­ლია, თუმ­ცა ეს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს არ ეხე­ბა და ამ­ბობს, რომ კო­ლე­ჯის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო იქ­ნე­ბა მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის ას­პა­რე­ზი, რად­გან მხო­ლოდ აქ შეძ­ლებს სრულ­ფა­სოვ­ნად სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბი­სა თუ ოც­ნე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

ანა ფირცხალაიშვილი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები