24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მასწავლებელთა სახლი 2023 წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებლების წარდგენის მიზნით, ატარებს კონკურსს:

✔️ „2023 წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებელი

✔️ კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების სპეციალურ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად. კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად. კანდიდატის სტატუსით კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, სპეციალური მასწავლებელი წარადგენს საკუთარ თავს, რომელიც ცენტრის ვებგვერდზე მითითებული ბმულის მეშვეობით, ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში აგზავნის რეზიუმეს (CV), მიუთითებს სკოლას სადაც არის დასაქმებული, სპეცმასწავლებლად მუშაობის გამოცდილებას. ასევე, აგზავნის სამოტივაციო წერილს/ვიდეოს, რომელშიც სპეციალური მასწავლებელი წარადგენს მისი მუშაობის უპირატესობებს, კონკურსში მონაწილეობის მოტივაციას, აღწერს მის სამუშაო გარემოსა და მოსწავლეების საჭიროებებს.

🔘✔️რეგისტრაციის ვადა: 17 თებერვალი 2023 –10 მარტი 2023

🔘✔️კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

პირველი ეტაპი:

1.სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება – რაც გამოიხატება სპეციალური მასწავლებლის მიერ სხვადასხვა მიდგომების გამოყენებაში მოსწავლის სწავლების პერიოდში, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებში წარმოდგენილ აქტივობებში, სპეციალური მასწავლებლის კომპონენტში დაწვრილებით არის აღწერილი ეს მიდგომები;

  1. თვითგანვითარებაზე ზრუნვა და სამომავლო გეგმების განვითარება -რაც გამოვლინდება წერილობით და ზეპირად (ვიდეოჩანაწერი) 1.წერილობითი. 2. ზეპირი- (ვიდეოჩანაწერის საშუალებით ფასდება კანდიდატის გამოცდილება, მიმდინარე პრაქტიკული საქმიანობა და სამომავლო გეგმები – თანმიმდევრულობის, მრავალფეროვნების და სფეროსთან მიმართებაში შინაარსობრივი კომპეტენტურობის ფარგლებში).

მეორე ეტაპი:

  1. ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნა და უზრუნველყოფა -რაც გამოიხატება თითოეული სსსმ მოსწავლისათვის შექმნილ ადეკვატური სასწავლო გარემოში (მოსწავლეზე მორგებული საკლასო ოთახი, რესურს ოთახი, შექმნილი რესურსები), ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მონიტორინგში, მოსწავლეების საჭიროების შეფასებაში, საკლასო ოთახში მასწავლებლისთვის მიცემული რეკომენდაციებით;
  2. სსსმ მოსწავლეთა სწავლების შედეგების დინამიკა -რაც დადასტურდება მოსწავლის სწავლების შედეგების გაუმჯობესების ამსახველი მასალით, რომელიც ასახული იქნება მოსწავლისა და მასწავლებლის პორტფოლიოში;
  3. თანამშრომლობითი კულტურა სასწავლო გარემოში-რაც გამოიხატება მშობლებთან და მასწავლებლებთან აქტიურ-პოზიტიურ კომუნიკაციაში და გამოვლინდება მშობლებსა და მასწავლებლებთან გასაუბრებაში.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია გთხოვთ, გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: sauketesomastsavlebeli@gmail.com

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები