ნათია ჩაჩანიძე
სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ხშირად მითქვამს, საუკეთესო სკოლაში რომ ვმუშაობ და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 72-ე საჯარო სკოლა განსაკუთრებული და განსხვავებულია, არის ის, რომ უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ვჩუქნით როგორც სკოლის შიგნით, ერთმანეთს, ასევე სკოლის გარეთაც – სხვა ადამიანებს. დღეს ასეთი სიყვარულით აღსავსე დღე აჩუქა ჩვენმა სკოლამ ბავშვთა თავშესაფარ ,,ბეღურას” პატარებს… ახალი წელი სიხარულისა და ოცნებების ახდენის დროა… ჰოდა, ჩვენც გავახარეთ ეს პატარები და ვფიქრობ, ერთი ლამაზი, თბილი, ტკბილი დღე ვაჩუქეთ.
დიდი მადლობა 72-ე სკოლის დირექციას იმისათვის, რომ სიკეთის კეთების მოტივაციასა და შესაძლებლობას გვაძლევს. მადლობა სკოლის თვითმმართველობას, თითოეულ კლასსა და დამრიგებელს. ,,ბეღურას” პატარა ბეღურები კმაყოფილები კისკისებდნენ. ჩვენ ეს შევძელით! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!