21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

აქ­ტი­ვო­ბე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის

spot_img

ამ სტა­ტი­ა­ში, რო­გორც შეგ­პირ­დით, ზამ­თ­რი­სა და ახა­ლი წლის თე­მა­ტი­კას შე­ვე­ხე­ბით. ეს თე­მა ამო­უ­წუ­რა­ვია, მაგ­რამ ამჯე­რა­დაც 5 ტი­პის აქ­ტი­ვო­ბას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

აქ­ტი­ვო­ბა 1. ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა (ტექ­ს­ტი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია)

რა ხდე­ბა ზამ­თარ­ში

ზამ­თარ­ში მზე გვი­ან ამო­დის და ად­რე ჩა­დის: დღე პა­ტა­რაა, ღა­მე კი – დი­დი.

ზამ­თ­რო­ბით ფრინ­ვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა თბილ ქვეყ­ნებ­ში მიფ­რი­ნავს. ზო­გი ფრინ­ვე­ლი კი ჩვენ­თან რჩე­ბა, მა­გა­ლი­თად: კაჭ­კა­ჭი, ყვა­ვი, ბე­ღუ­რა. ისი­ნი იმ ად­გი­ლებ­ში მი­დი­ან, სა­დაც პუ­რის მარ­ც­ვ­ლე­ბი ეგუ­ლე­ბათ.

ცხო­ველ­თა უმე­ტე­სი ნა­წი­ლი  ზამ­თარს ბუ­ნა­გებ­ში, სო­რო­ებ­სა და ხის ფუ­ღუ­რო­ში ატა­რებს. ზღარ­ბი და დათ­ვი ზამ­თარ­ში იძი­ნებს. ციყ­ვი ხის ფუ­ღუ­რო­ში ცხოვ­რობს და ზამ­თ­რის არ ეში­ნია. მან ზამ­თ­რის­თ­ვის მო­აგ­რო­ვა თხი­ლი და კა­კა­ლი და ახ­ლა მხი­ა­რუ­ლად შე­ექ­ცე­ვა.

წე­ლი­წა­დის ამ დროს ადა­მი­ა­ნებს თბილ ბო­სელ­ში ჰყავთ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი: ძრო­ხე­ბი, ხა­რე­ბი, ცხვრე­ბი, ცხე­ნე­ბი, კა­მე­ჩე­ბი, ღო­რე­ბი.

ზამ­თარ­ში ადა­მი­ა­ნებს ბევ­რი საქ­მე არა აქვთ, რო­გორც სხვა დროს. სახ­ლ­ში მო­მა­რა­გე­ბუ­ლი აქვთ: შე­შა, ბოს­ტ­ნე­უ­ლი, ხი­ლი, პურ-ღვი­ნო.

იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით

  1. წა­ი­კითხე ტექ­ს­ტი და შე­მო­ხა­ზე უცხო სიტყ­ვე­ბი
  2. რო­მე­ლი ცხო­ვე­ლი ცხოვ­რობს ბუ­ნაგ­ში? ბო­სელ­ში? ხის ფუ­ღუ­რო­ში?
  3. ცხრი­ლის პირ­ვე­ლი სვე­ტის სიტყ­ვებს მი­უ­წე­რე ან­ტო­ნი­მე­ბი (სა­პი­რის­პი­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სიტყ­ვე­ბი) ტექ­ს­ტი­დან.
სიტყვა ანტონიმი
გვიან
ამოდის
დღე
პატარა

ან,

დააკავშირე ანტონიმები.

გვიან                   დიდი

ამოდის                ღამე

დღე                     ადრე

პატარა                 ჩადის

4. ცხრილის მეორე სვეტი შეავსე შინაური ცხოველების ნაშიერების სახელებით.

აქ­ტი­ვო­ბა 2. მა­თე­მა­ტი­კას არც ამ­ჯე­რად ვი­ვიწყებთ, თან სა­ხა­ლი­სოა ასე მი­წო­დე­ბუ­ლი.

აქ­ტი­ვო­ბა 3. ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი

ალ­ბათ მიხ­ვ­დით, რომ ასე­თი ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან მომ­წონს. ერ­თ­დ­რო­უ­ლად ბევ­რი უნა­რის გა­ვარ­ჯი­შე­ბა ხდე­ბა, მეხ­სი­ე­რე­ბის, აზ­როვ­ნე­ბის, მო­ტო­რი­კის და ა.შ.

ინ­ს­ტ­რუქ­ცია: წა­ი­კითხე წრე­ში ჩა­წე­რი­ლი სიტყ­ვა, რას გახ­სე­ნებს? მო­დი კი­დევ მო­ვი­ფიქ­როთ რა ხდე­ბა ზამთარში, რო­გო­რია ის და ეს სიტყ­ვე­ბი ჩავ­წე­როთ ცა­რი­ელ წრე­ებ­ში.

თუ თქვენს მოს­წავ­ლეს უჭირს და­მო­უ­კი­დებ­ლად წე­რა, შე­გიძ­ლი­ათ წი­ნას­წარ მო­უმ­ზა­დოთ  ამა თუ იმ ასო­ცი­ა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი სიტყ­ვე­ბი, მი­ა­წო­დოთ გა­მოჭ­რი­ლი, აირ­ჩევს და და­ა­წე­ბებს.

აქ­ტი­ვო­ბა 4. ბუკ­ლე­ტის დამ­ზა­დე­ბა

ეს ბუკ­ლე­ტი, რა თქმა უნ­და, ზამ­თარ­ზეა, მაგ­რამ მე და ჩე­მი მოს­წავ­ლე ვა­პი­რებთ წე­ლი­წა­დის ყვე­ლა დროს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ვა­კე­თოთ მსგავ­სი ბუკ­ლე­ტე­ბი. ამ აქ­ტი­ვო­ბა­ზე მე ერთ მოს­წავ­ლეს­თან ვმუ­შა­ობ­დი, თუმ­ცა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ორ­მა და სამ­მა მოს­წავ­ლემ ერ­თად იმუ­შა­ოს ერთ ბუკ­ლეტ­ზე.

დაგ­ჭირ­დე­ბათ:

ერ­თი თა­ბა­ხის ფურ­ცე­ლი, ფე­რა­დი კალ­მე­ბი, ფან­ქ­რე­ბი, წე­ბო, მაკ­რა­ტე­ლი, ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თი­დან ამოჭ­რი­ლი სა­ა­ხალ­წ­ლო აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი (ან ამის გა­რე­შეც შეიძ­ლე­ბა, თუ სა­კუ­თა­რი ხე­ლუ­კე­ბით გა­ა­ფორ­მე­ბენ ბავ­შ­ვე­ბი), რო­მე­ლი­მე მა­რად­მ­წ­ვა­ნე ხის ორი-სა­მი პა­ტა­რა ტო­ტი, ასე­ვე, ორი-სა­მი ლიმ­ნის/ფორ­თოხ­ლის გა­მომ­შ­რა­ლი ნა­ჭე­რი.

ნა­ბი­ჯი 1. თა­ბა­ხის ფურ­ცე­ლი გა­ყა­ვით სამ ტოლ ნა­წი­ლად და გა­და­კე­ცეთ. უბ­რა­ლო ფან­ქ­რით მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად გა­ა­კე­თეთ მო­ნა­ხა­ზი, სად რას და­წერთ/და­ხა­ტავთ/და­აკ­რავთ.

ნა­ბი­ჯი 2. მე გთა­ვა­ზობთ ბუკ­ლე­ტის­თ­ვის ამ ში­ნა­არსს, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ რა­ი­მე ამო­აკ­ლოთ ან ჩა­ა­მა­ტოთ.

წე­ლი­წა­დის დრო:              ლექ­სი                       ზამ­თ­რის დღე­სას­წა­უ­ლე­ბი

…………………………        …………………………          ………………………..

ზამ­თ­რის თვე­ე­ბი:       …………………………          ………………………..

…………………………        ………………………..           ………………………..

…………………………        ………………………..           ………………………..

ზამ­თ­რის ამინ­დი:

…………………………

…………………………

ნა­ბი­ჯი 3. მოს­წავ­ლეს შეს­თა­ვა­ზეთ რამ­დე­ნი­მე ლექ­სი ზამ­თ­რის თე­მა­ტი­კა­ზე წიგ­ნე­ბი­დან ან ინ­ტერ­ნე­ტი­დან და მე­რე მას­თან ერ­თად გა­დაწყ­ვი­ტეთ, რო­მელს შე­არ­ჩევთ ბუკ­ლე­ტის­თ­ვის.

ნა­ბი­ჯი 4. ვიწყებთ წე­რას! აქამ­დე მხო­ლოდ „შავ სა­მუ­შა­ოს“ ვას­რუ­ლებ­დით. ას­ჯერ და ათას­ჯერ ვუ­მე­ო­რებთ მოს­წავ­ლეს, რომ შეც­დო­მა შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვი­ვი­დეს, მაგ­რამ არა­უ­შავს. შეც­დო­მას ყვე­ლა ვუშ­ვებთ და ამის გა­მოს­წო­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ასე რომ, ერ­თი თა­ბა­ხის ფურ­ცე­ლი, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, არ გე­ყო­ფათ.

ნა­ბი­ჯი 5. თუ უკ­ვე 4-ჯერ და მეტ­ჯერ გა­და­წე­რეთ ტექ­ს­ტი,  შე­გიძ­ლი­ათ გა­ფორ­მე­ბა­ზე გა­დახ­ვი­დეთ. ეს ჩვე­ნი ვა­რი­ან­ტია, თქვენც გაგ­ვი­ზი­ა­რეთ თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი. რა თქმა უნ­და, მი­მარ­თუ­ლე­ბას მე ვაძ­ლევ­დი და გზა­დაგ­ზა ერ­თად ვთან­ხ­მ­დე­ბო­დით დე­ტა­ლებ­ზე.

აქ­ტი­ვო­ბა 5. „შექ­მე­ნი თა­ვად“

ალ­ბათ თქვენც გა­ი­გებ­დით, 2023 წე­ლი კურ­დღ­ლის წე­ლი რომ ყო­ფი­ლა. ამი­ტომ, ჩვენც არ დავ­ტო­ვოთ უყუ­რადღე­ბოდ და პა­ტა­რა ბა­ჭი­ე­ბი გა­მოვ­ჭ­რათ, ფუმ­ფუ­ლა კუ­დე­ბიც მი­ვა­წე­ბოთ და ასე გა­ვა­ფორ­მოთ ჩვე­ნი სა­ა­ხალ­წ­ლო კუთხე.

გა­მო­საჭ­რე­ლი ბა­ჭი­ე­ბი ამო­ბეჭ­დეთ ფე­რად ფურ­ც­ლებ­ზე, მე­რე გა­და­ი­ტა­ნეთ/და­ა­წე­ბეთ რა­ი­მე დიდ ფორ­მატ­ზე ან სქელ მუ­ყა­ო­ზე და მი­ა­წე­ბეთ ფუმ­ფუ­ლა კუ­დე­ბი.  ამის­თ­ვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბამ­ბა გა­მო­ვი­ყე­ნე.

აი ეს გა­მოგ­ვი­ვი­და.

მე მომ­წონს…

თუ თვლით, რომ ეს აქტივობები  გაახალისებს თქვენს წინასაახალწლო განწყობას, მომწერეთ სპეციალური მასწავლებლის ბლოგზე და გამოგიგზავნით ამოსაბეჭდ ვერსიას!

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები